10.13.2011

ქება-დიდება პატრიოტიზმს-10: ეროვნული მოქალაქეობრივი შეგნების შემოღება:


პარიზის პანთეონის ფრონტონი რომელზეც აწერია:„მადლიერი სამშობლო დიდ ადამიანებს".
იდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ლექსიკონს. ცნება პატრიოტიზმის განსაღრვრებაში არის ელემენტი რომელზეც აქამდე არ გვილაპარაკია მაგრამ რომელსაც ეხლა უნდა მივაქციოთ ყურადღება.
     მცირე რობერის ლექსიკონის თანახმად პატრიოტიზმი არის სამშობლოსთვის თავდადების,მის დასაცავად თავგანწირვის სურვილი.


          მცირე ლარუსის ლექსიკონის თანახმად პატრიოტიზმი არის სამშობლოსთვის რაღაცის გაკეთების სურვილი.



       ემოციური განზომილების გარდა,პატრიოტიზმის გრძნობას, მაშ ეთიკური განზომილებაც აქვს. სამშობლო არაა მხოლოდ სიყვარულის საგანი.ის რასაც მივეჩვიეთ. . ის არაა მარტო საზოგადოება რომელსაც ვეკუთვნი. ის არაა მხოლოდ დიდი მეგობრობა. სამშობლო აგრეთვე არის მორალური იმპერატივი. არაა საკმარისი სამშობლოს სიყვარული. საჭიროა მისთვის რაღაცის გაკეთება, მასზე ზრუნვა,მისი დაცვა და აუცილებლობის შემთხვევაში თავგანწირვა მისთვის.


      პატრიოტიზმის ამ მორალურ განზომილებას ხაზი განსაკუთრებით გაესვა მე-3 რესპუბლიკის დროს, 1870-1918 წლებში. სამშობლო უმთავრესად წარმოდგენილი იყო მოვალეობის კუთხით.  სამშობლოს სიყვარული წარმოდგენილი იყო როგორც მორალური მოვალეობა და არა როგორც უბრალო გრძნობა. ინტელეატუალები,პედაგოგები და პოლიტიკოსები ცდილობდნენ მოქალაქეების და სკოლის მოწაფეების დაჯერებას იმაში რომ აუცილებელია სამშობლოს მიმართ მოვალეობათა შესრულება. 


    უნდა გვიყვარდეს ამშობლო, ამბობდნენ სკოლის სახელმძღვანელობი. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს წინააღმდეგობრივია. სიყვარულს ვერ დააძალებ.


                მეტიც, სამშობლოს იდეას პირველი ადგილი ეკავა მორალში. პატრიოტიზმი იყო უპირველესი სათნოება. მოქალაქის ყველა მოვალეობას შორის ყველაზე მომთხოვნი იყო ს სამშობლოს სიყვარულის მოვალეობა იმდენად რამდენაც ის გულისხმობდა უდიდესი მსხვერპლის გაღებას, სიცოცხლის გაწირვას სამშობლოს და ტერიტორიის დასაცავად. 


         ბრძოლის//ფრანგულად ღირსების// ველზე დაცემა ითვლებოდა და ეხლაც ითვლება  მოქალაქეობრივი მორალის უბრწყინვალეს,უკეთილშობილეს გამოვლინებად. 


            1870 წლის დამარცხების შემდეგ პოზიტივისტი ფილოსოფოსი და სახელგანთქმული ლექსიკონის ავტორი, რესპუბლიკური იდეოლოგიის ერთ-
-ერთი გამორჩეული ფიგურა ემილ ლიტრე  ამბობდა რომ პატრიოტულმა განათლებამ ბავშვებს უნდა ასწავლოს რომ ისინი მზად უნდა იყვნენ მოსაკლავად და იმისთვის რომ შეიძლება მოკლული იყვნენ. 


          რამოდენიმე წლის შემდეგ ჟიულ ფერის მიერ შექმნილმა სასკოლო იმსტიტუტმა დააკმაყოფილა ეს სურვილი:

       "ჩვენ უნდა გავწიროთ თავი სამშობლოს დასაცავად, ჩვენ არ გავჩენილვართ ჩვენთვის, ჩვენ გავჩნდით სამშობლოსთვის“, იკითხებოდა 1883 წლის საშუალო განათლების პედაგოგიურ ინსტრუქციებში. ...


        პატრიოტული მოვალეობა იყო სოციალურ მოვალეობათა ერთობლიობის გამამართლებელი პრინციოი. 


       მთელი სოციალური მოვალეობა გამომდინარეობდა სამშობლოს იდეიდან. 


       სამოქალაქო მოვალეობები გამართლებული იყო სამშობლოსადმი სამსახურით. 


      "სამშობლოს ვემსახურებით არა მხოლოდ ბრძოლით, სამშობლოს პატივი შეიძლება მივაგოთ სასარგებლო აღმოჩენების გაკეთებითაც და,უფრო მოკრძალებულად,შრომით,პატიოსნებით,სხვათა უფლებების დაცვით", აზუსტებდნენ ნახსენები ოფიციალური ინსტრუქციები.


        ამ ინსტრუქციების ავტორები გამოხატავდნენ იდეას რომელიც იქნება მესამე რესპუბლიკის მორალური სწავლების ხერხემალი:


        უნდა ვუთანაგრძნოთ სხვებს,უნდა ვიყოთ სოლიდარულები სხვების მიმართ,პატივი უნდა მივაგოთ ინსტიტუტებს,უნდა ვიყოთ პატიოსნები, კარგად უნდა ვიმუშაოთ, და ა,შ. ვინაიდან საბოლოო ანგარიშით ესეთი სათნო და ღირსეული ქცევა განსაზღვრავს ერის მთლიანობას, კეთილდღეობას, ხსნას.


      მესამე რესპუბლიკის მოაზროვნეებისთვის, მაშ, პატრიოტიზმი არ ყოფილა ერთ-ერთი მოვალეობა, ის იყო გამორჩეული, მთავარი მოვალეობა... საერი რესპუბლიკაში ის იყო ყველა მორალური მოვალეობის გამამართლებელი პრინციპი. 


      პატრიოტიზმის ასეთ მჭიდრო კავშირს მოქალაქეობრივ მორალთან ჰქონდა სქსიკეთო შედეგები იმდენად რამდენადაც მან გააძლიერა სოციალური ერთიანობა. 


       მესამე რესპუბლიკის დროს დარჩენილი კლასთა უთანასწორობების მიუხედავად  // ეს უთანასწორობები შეარბილა სოციალური აღზევების გამაადვილებელმა სკოლამ// სოციალური პაქტის შენარჩუნება მოხერხდა სწორედ სამშობლოს კულტის ირგვლივ ორგანიზებული მოქალაქეობრივი აღზრდით რომელიც ერის დიდი მეგობრობის ცემენტი,შემკვრელი ძალა.


        სკოლაში ნასწავლმა პატრიოტულმა მორალმა სასიკეთო ნაყოფი გამოიღო პირველი მსოფლიო ომის დროსაც. სწორედ ის ხსნის მნიშვნელოვანწილად მენრძოლთა გმირობას,სიმტკიცეს,სიმამაცეს. 


        ამ გაგებით შეიძლება ითქვას რომ 1918 წლის გამარჯვება განაპირობა სწორედ სკოლაში პატრიოტულ-მოქალაქეობრივი მორალის სწავლებამ. 


        მაგრამ ამ ვითარების უარყოფითი მხარე ის იყო რომ მან ხელი შეუშალა პატრიოტული გრძნობის სერიოზულ მეცნიერულ კვლევას ვინაიდან ბრძანება რომ შენ უნდა გიყვარდეს სამშობლო არ იძლეოდა მეცნიერებისთვის აუცილებელი აქსიოლოგიური ნეიტრალიტეტის საშუალებას...


         ათწლეულების მანძილზე პატრიოტიზმი არ ითვლებოდა სერიოზული მეცნიერული კვლევის საგნად. მას ახსენებდნენ მხოლოდ მორალის სახელმძღვანელოებში,ტრაქტატებში მოვალეობათა შესახებ,მაგრამ არა ფსიქოლოგიის თუ სოციოლოგიის მეცნიერულ გამოკვლევებში. ჰუმანიტარულმა მეცნიერებებმა ასე დაივიწყეს პატრიოტიზმის თემა. 


          ისინი იკვლევენ ფენომენს რომელიც ჰგავს პატრიოტულ გრძნობას,მაგრამ არ იგივდება მასთან,სოციალურ გრძნობას. პატრიოტული გრძნობა შეცვალეს სოციალური გრძნობით.


          პირველად ეს გააკეთა სოციოლოგიის ფუძემდებელმა ემილ დიურკჰეიმმა. საინტერესოა რომ მეცნიერი დიურკჰეიმის პირველი წერილები ეხებოდა პატრიოტიზმს,შემდეგ კი მან საჩქაროდ შეცვალა ეს თემა თითქოს ყურადღების მეტად ღირსი საზოგადორების თემით. 


         მე ეს წიგნი დავწერე იმიტომ რომ მომეხსნა ტაბუ ამ თემისთვის. მე მინდოდა პატრიოტიზმისთვის მეცნიერული კვლევის იბიექტის სტატუსის დაბრუნება...

No comments: