10.14.2011

ქება-დიდება პატრიოტიზმს11: ღირებულებათა კონფლიქტი:

 მესამე რესპუბლიკის პატრიოტულ მორალს ჰქონდა მეორე უხერხულობაც. ის უმთავრესად მიმართავდა დაწყებითი სკოლების მოწაფეებს რომელთაც, უკვე სრულწლოვანებს, უნდა აეღოთ იარაღი და ებრძოლათ ჩვენთვის ელზას-ლორენის მომტაცებელი საშიში მეზობლის წინააღმდეგ. საფრანგეთის ფეხზე წამოსაყენებლად სწორედ მათი აღზრდა იყო საჭირო.


ამ უმთავრესი მიზნის მისაღწევად შემუშავებულ პატრიოტულ მოძღვრებას არ უნდა გაეჩინა ეჭვი პატრიოტული მოვალეობის ლეგიტიმურობის თაობაზე. ის აპოლოგეტური უნდა ყოფილიყო. პატრიოტული მოვალეობის ლეგიტიმურობა არ უნდა ქცეულიყო კამათის საგნად.  ამან გამოიწვია გამარტივება, გაქრა აზრი რომ სამშობლო ზოგჯერ შეიძლება გადაიქცეს ეთიკური კონფლიქტების,მოვალეობის კონფლიქტთა საგნად.

არადა ვინც ლაპარაკობს მოვალეობაზე ლაპარაკობს მოვალეობის კონფლიქტებზე.
მორალური ცხოვრება არაა დიდი წყნარი მდინარე. ის შექმნილია დაეჭვების, შეკრთომის მომენტების მომენტებისგან.

პატრიოტიზმიც ვერ გაურბის ამ წესს. პატრიოტული გრძნობის განცდა ხშირად არის დილემის,ეჭვის განცდა. პატრიოტული გრძნობის განცდას თან ახლავს გამაღიზიანებელი კითხვები. გავიხსენოთ ზოგი მათგანი. 

No comments: