2.17.2012

ცოტა რამ სიგიჟეზე

სიგიჟე
1.შეშლილობა ხდება გონებასთან შეფარდებულ ფორმად. ორივე ხდება ერთმანეთის საზომი. 2. შეშლილობა გადაიქცევა თვითონ გონების ერთ-ერთ ფორმად. ის ინახავს გარკვეულ აზრს და თვითღირებულებას მხოლოდ უკანასკნელის სივრცეში ყოფნით.

აგი მიშელ ფუკოა.
"შეშლილობის ჭეშმარიტება" ფუკოს თანახმად იქცა "გონების ერთ-ერთ სახედ" რომლის წყალობითაც მან შეიძინა "საკუთარი თავის კიდევ უფრო დიდი რწმენა".

აღორძინების ხანამ თავისუფლება მიანიჭა სიგიჟის ხმებს,მოთოკა მათი მძვინვარე ძალა.

კლასიკურმა ეპოქამ...ხმა ჩააგდებინა სიგიჟეს. დეკარტემ თქვა რომ უგონობა ენათესავება სიზმარს და გონების ყველანაირ დაბნეულობას.

მე-16 საუკუნისთვის უგონობა იყო უშუალო საშიშროება რომელსაც ყოველთვის შეეძლო სუბიექტური აღქმისა და ჭეშმარიტების კავშირის გაწყვეტა.

დეკარტეს ხანიდან სიგიჟე გამოყვეს იმ არიდან სადაც სუბიექტს აქვს ჭეშმარიტების ყველა უფლება, იმ ფეროდან რომელიც კლასიკური აზრისთვის არის თვითონ გონება...
ცალკეული ადამიანი ყოველთვის შეიძლება იყოს გიჟი,მაგრამ აზრი გიჟური ვერ იქნება.

ჩნდება გიჟების, შეშლილთა იზოლაციის ინსტიტუტი. მედიცინამ გიჟების მიმართ მიიღო რეპრესიების, იძულების, საკუთარი სულის გადარჩენაზე ზრუნვის მოვალეობის სახე.

კლასიკურმა ხანამ ფუკოს თანახმად უსაქციელობათა სხვადასხვა ფორმა უგნურების საერთო საფუძველზე გააიგივა საკუთრივ სიგიჟესთან. ფუკოს აზრით სიგიჟის თანამედროვე მეცნიერული და სამედიცინო კვლევა უთქმელად ეფუძნება იმ ხანაში ჩამოყალიბებულ უგნურების ეთიკურ განცდას.

"უგნურება", უგონობა იქცა დასაგმობი და უარსაყოფი ფარული გამოცდილების ერთგვარ განზოგადებად....მაშინ ყველაფერთან ერთად მოხდა მთელი ეთიკური სფეროს გარდაქმნა.

მე-19 საუკუნემ მოახდინა შეშლილობის დესაკრალიზაცია და შემოიღო "სულიერი ავადმყოფობის" ცნება. "უგნური ადამიანი" გადაიყვანეს საავადმყოფოში და იზოლაცია,
დამწყვდევა იქცა სამკურნალო ზომად....

აგიც.
მნიშვნელოვანი ისაა რომ შეშლილობის მთელი პრობლემატიკის კონცეტრაცია ხდებოდა სულის მატერიალურობის შესახებ წარმოდგენის ირგვლივ.

 მე-19 საუკუნეში უგნურებას უყურებდნენ როგორც მორალური დანაშაულის შედეგს.
               
ის რაც შეშლილობაში იყო არარსებობის პარადოქსული გამოხატულება გადაიქცევა ჩადენილი მორალური ბოროტების დასჯად.

ამიერიდან შესაძლებელი ხდება მე-19 საუკუნის "მეცნიერული"ფსიქიატრია. მისი ბედისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუკოს აზრით აღმოჩნდა ფსიქოანალიზის გაჩენა...ფუკოს აზრით ფროიდმა მეცნიერებას დაუბრუნა სიგიჟესთან დიალოგის საშუალება. ...ფუკოს აზრით ფსიქოანალიზი სულაც არაა ფსიქოლოგიის განშტოება,ისაა დაბრუნება შეშლილობის იმ გამოცდილებასთან რომლის დამალვაც არის ფსიქოლოგიის აზრი თაანამედროვე სამყაროში.
ფუკოს თქმით მე-17 საუკუნემდე შეშლილობისთვის ყველაზე მეტად ხელის შემწყობ რამეებად ითვლებოდა სიმდიდრე და პროგრესი. მე-19 საუკუნეში ეს როლი ეკისრება სიღატაკეს.

სიგიჟეს იაზრებენ სოციალური მორალის საზღვრებში. სიგიჟით ისჯება ბურჟუაზიული ეთიკის უარმყოფელი კლასი. სიგიჟე აღარაა დაკავშირებული უგნურებასთან.

აგიც ფუკოა. 
სიგიჟის სამედიცინო და ფსიქოლოგიური გაგება სრულებით არაისტორიული ხდება.

ბატონობს ზნეობრივი კრიტიკა. სიგიჟედ ცხადდება ყველაფერი რასაც შეუძლია ხელის შეშლა კაცობრიობის კეთილდღეობისთვის და ხსნისთვის.

ფუკოს თანახმად მე-18 საუკუნიდან მე-19 საუკუნეში გადასული წარმოდგენა სიგიჟის ქრსზე ასეთია: 1. იზოლაციის როლია სიგიჟის დაყვანა მის ჭეშმარიტებაზე.2. სიგიჟის ჭეშმარიტება უდრის თვითონ მას მინუს გარემომცველი სამყარო,მინუს საზოგადოება,მინუს ყველაფერი რაც ეწინააღმდეგება ბუნებას.3. სიგიჟის ეს ჭეშმარიტებაა თვითონ ადამიანი თავის უმარტივეს საწყის განუსხვისებლობაში.4. განუსხვისებელ საწყისად ადამიანში გამოდის ბუნების,ჭეშმარიტებისა და მორალის ერთობა,სხვა სიტყვებით თვითონ გონება. 5. თავშესაფრის მკურნალი ძალა იმაშია რომ მას სიგიჟე დაჰყავს ჭეშმარიტებაზე რომელიც ამავე დროს არის სიგიჟის ჭეშმარიტება,და ადამიანის ჭეშმარიტება, ბუნებაზე რომელიც არის როგორც ავადმყოფობის ბუნება ისე სამყაროს უშფოთველი ბუნება.

ლონდონის Temple
 Church-ის სიფათი.
ცნება რომელიც საკუთრივ ფილოსოფიურ და კულტუროლოგიურ თანაზომიერებას იძენს 1961 წელს ფუკოს წიგნის //"შეშლილობის ისტორია კლასიკურ ხანაში"// გამოსვლის კონტექსტში.

თანამედროვე ევროპელი ადამიანის გენეზისის გააზრებისას ფუკო აანალიზებს შეშლილობის ფენომენის ჩამოყალიბებას ევროპული დასავლეთის ისტორიაში.

ფუკოს აზრით შუა საუკუნეების დასასრულისთვის ევროპული კულტურა შეიპყრო შფოთმა და მოუსვენრობამ. შეშლილობა და შეშლილი თავის თავში ატარებდნენ "საშიშროებასაც და მასხრად აგდებასაც,სამყაროს თავბრუსდამხვევ უაზრობასაც და ადამიანის სასაცილო არარაობასაც".

ამასთან შეშლილობა აღიქმებოდა არა მარტო აპოკალიფსის მომასწავებლად. ის ითვლებოდა ცოდნადაც უმეცართათვის მიუწვდომელი ეზოტერული ცოდნის ელემენტებით.

მე-16 საუკუნის ჰუმანიზმი, რომელმაც ა.არტოს აზრით "განდიდების მაგივრად დაამცირა ადამიანი", წინ უსწრებდა კლასიციზმს რომელმაც ბიძგი მისცა შეშლილობის ახლებურ გაგებას.

ფუკოს თანახმად ამიერიდან სიგიჟის ყოველი ობიექტური გააზრება,მისი ყოველი შეცნობა,მის შესახებ გამოთქმული ყოველი ჭეშმარიტება იქნება გონება როგორც ასეთი...სიგიჟეში გაუცხოების დასასრული.

შეშლილი ადრე გამოდიოდა როგორც უცხო არსებობის მიმართ,ადამიან-არარაობად,
ილუზიად.
               
ეხლა ისაა გაუცხოებული საკუთარი თავის მიმართ,გაუცხოებული,გადარეული...

ბოსხი, გიჟების გემი
ფუკოს წიგნის მთავარი თეზისი ისაა რომ მე-19 საუკუნემდე არ ყოფილა სიგიჟე.

ფსიქიური ავადმყოფობები შექმნა ფსიქიატრიამ. თანამედროვე კულტურამ შეგნებულად შექმნა ფსიქიური ავადმყოფობის ისეთი ხატი რომელსაც შეიძლება დააკვირდე და ეძებო ადამიანის არსის საიდუმლოს ამოხსნა.

ფუკოს აზრით სიგიჟის ჭეშმარიტება ადამიანის ცუდი ინსტინქტების ჭეშმარიტებას აკავშირებს მის სხეულთან. შეშლილთა მკურნალობა ხდება სხვათა ხვედრი...

დასკვნა, "ადამიანის ჭეშმარიტება" როგორც ასეთი სიგიჟისა და სხეულის მეშვეობით ხდება სამეცნიერო კვლევის,თვალყურის დევნისა და მართვის ობიექტი.


სხვაგან ფუკო ამბობს რომ კვლევის ობიექტად ქცეული ადამიანი როგორც სუბიექტი ანუ საკუთრივ ადამიანი და მასთან ერთად ჰუმანიზმი შეიძლება მალე მოკვდეს...

წყარო:http://ec-dejavu.ru/b/Bezumie.html 
''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''


Безумие
История философии. Энциклопедия. Минск, 2002, с.90-91http://psylib.ukrweb.net/books/stret01/txt20.htm
ფუკოს ყველაზე უცნაური ადგილებიდან:" ტკბობა სიცოცხლით არაა ისე ადვილი როგორც ჩანს...იმედია რომ მოვკდები მეტისმეტად დიდი დოზისგან-სიამოვნებისგან...შემდეგ ის ყვება რომ მისი ცხოვრების ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტი იყო როდესაც მას დაეჯახა მანგანა//ფუკო მაშინ იმყოფებოდა ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში//.

"მეჩვენებოდა რომ ვკვდებოდი და ეს მართლაც იყო ძალიან,ძალიან ძლიერი სიამოვნება. ეს რჩება ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად." ამის მთქმელი მიშელ ფუკო არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ფილოსოფოსი...


И самые странные моменты:
Фуко: "Наслаждаться жизнью не так просто, как кажется... Я надеюсь, что умру от передозировки – от наслаждения. Я думаю, это действительно сложно, и у меня всегда было чувство, что я не ощущаю это наслаждение, полное, абсолютное наслаждение, и для меня оно связано со смертью".
Интервьюер: "Почему Вы так думаете?"
Фуко: "Я думаю, что то наслаждение, которое я называю настоящим, было бы настолько глубоким, настолько сильным и непреодолимым, что я не пережил бы этого. Я бы умер".
Далее он рассказывает о том, что одним из счастливейших моментов в его жизни был тот, когда его сбила машина (Фуко находился в состоянии наркотического опьянения).
"Мне казалось, что я умираю, и это действительно было очень, очень сильным наслаждением... Это было и остается одним из моих лучших воспоминаний".

Philippe Pinel demanding the removal of chains from the insane at the Bicetre Hospital in Paris. A painting by Charles Muller
საავადმყოფო პარიზში



No comments: