2.17.2012

შეშლილი გენიოსები, დიდები და გიჟები:

შეშლილი გენიოსები.
შეშლილებს საზოგადოება ყოველთვის არაჯანსაღი ინტერესით უყურებდა, განსაკუთრებით დიდ შეშლილებს.
ვან გოგი 
ვინსენტ ვან გოგმა მთელი თავისი უბედური ცხოვრების მანძილზე  გაყიდა ერთადერთი სურათი-"წითელი ვენახები არლში". დიდ მხატვარს სტანჯავდა ეპილეფსია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი და შიზოფრენია. ბევრმა იცის ლეგენდა რომლის თანახმადაც თვითონ მოიჭრა ყური. დღეს ისტორიკოსები თვლიან რომ ყური //უფრო ზუსტად მარცხენა ბიბილო// კამათის დროს მას მოაჭრა პოლ გოგენმა. მოჭრილი ბიბილო კი ვან გოგმა აჩუქა კახპა რაშელს.37 წლის მხატვარმა თავი მოიკლა. ასეთია ოფიციალური ვერსია. მაგრამ იარაღი ვერ ნახეს. არაა გამორიცხული რომ მას ესროლა მასავით გიჟმა რომელიმე ამხანაგმა თუ თაყვანისმცემელმა.


Великие и сумасшедшие
მარკიზ დე სადი


ალბათ არ არსებობს მარკიზ დე სადზე უფრო თავდადებული სადომაზოხისტი. ასე ვთქვათ სასიყვარულო ექსპერიმენტებს ის ვერც ციხემ გადააჩვია. თავის რომანში "სოდომის 120 დღე" მან აღწერა სექსუალურ გადახრათა 600-ოდე სახეობა. მას უყვარდა უბედური გოგონების მათრახით ცემა, მაგრამ ესეც რომ არ ეკეთებინა საკმარისია მისი თხზულებების რამოდენიმე გვერდის წაკითხვა იმის დასადგენად  რომ ეს გენიოსი გიჟი იყო. საერთო ჯამში მარკიზ დე სადმა საგიჟეთში გაატარა 30-ოდე წელი, მაგრამ არ გამოტყდა რომ გიჟია.



Великие и сумасшедшие
მაიაკოვსკი
ვლადიმირ მაიაკოვსკი მრავალი წლის მანძილზე ფართო მასებს აჩვენებდა თავის მაგარ სულიერ ჯანმრთელობას მაგრამ უეჭველად გიჟი იყო. ყველამ იცის თუ როგორ იღებდა ის საბჭოთა პასპორტს ფართო ტოტებიდან. მაგრამ ცოტა ვინმეს თუ წაუკითხავს ლექსების ციკლი "მე"სადაც არის შემდეგი სტრიქონი:"მე მიყვარს იმის ყურება თუ როგორ კვდებიან ბავშვები"(«Я люблю смотреть как умирают дети»). მაიკოვსკიმ თავი მოიკლა საკუთარ გულში სროლით.
საბჭოთა ლიტერატურული ესთეტიკის ფაქტიური დამფუძნებელი მაიაკოვსკი განასახიერებდა 1917 წლის რევოლუციას. ემოციური დაძაბულობით მისი ნაწარმოებები გავდა სტიქიურ უბედურებას.

Великие и сумасшедшие
იუკიო მისიმა
იუკიო მისიმა. მწერლის თვითმკვლელობის ახსნა შეიძლებოდა იმით რომ  თავი მოიკლა იაპონელმა ნაციონალისტმა რომელმაც სცადა ქვეყანაში აჯანყების მოწყობა მაგრამ წარუმატებლობას ვერ შეეგუა და გაიკეთა ხარიკირი. მაგრამ მისი შემოქმედების
//"შუა  საუკუნეების მანიაკი მკვლელის დღიური","მარკიზა დე  სად","ჩემი მეგობარი ჰიტლერი"//  მკვლევარმა შეიძლება გააკეთოს შორს მიმავალი დასკვნები გენიოსის ფსქიური ჯანმრთელობის შესახებ. ბიოგრაფების აზრით მისიმას სიგიჟის მიზეზია ბებიამისის მეტისმეტი მზრუნველობა. იმ ისტერიულმა ქალმა ბავშვი ჩამოაშორა თანატოლებს და მშობლებს და ამით წაართვა მას სამყაროს რეალისტურად აღქმის უნარი.



ებრაელ ცოლში უგზოუკვლოდ 
შეყვარებული ანტისემიტი 
ლავკრაფტი
ლიტერატურაში საშინელებათა ჟანრის დამფუძნებელ ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტს ჰქონდა მძიმე გენეტიკა, მემკვიდრეობითობა.
საგიჟეთში გარდაიცვალა მამამისი. მალე გაგიჟდა დედამისი. მწერალი ბავშვობიდან ხედავდა "უცნაურ სიზმრებს". 10 წლის ასაკში კი მოიგონა თავისთვის ფსევდონიმი აბდულ-ალ-ხაზრედ. ლავკრაფტმა მოიგონა მშვენიერი და საშინელი სამყაროს თავისი საკუთარი მითოლოგია. ავლენდა გააფთრებულ ქსენოფობიას და ანტისემიტიზმს,მაგრამ მას ნაზად უყვარდა თავისი ებრაელი ცოლი სონია გრინი.
გარდაიცვალა სიღატაკეში უჭმელობისგან გამოწვეული ნაწლავების კიბოსგან.



Великие и сумасшедшие
სალვატორ დალი

გენიოსი სალვატორ დალი მუდამ ცდილობდა "არ ეჭამა უფორმო".  "მე ვერ ვიტან ისპანახს იმიტომ რომ ის უფორმოა როგორც თავისუფლება", აღიარებდა მხატვარი.მიუხედავად ამისა ეს იყო მისი ყველაზე მცირე სიგიჟე. ის არამ ხაჩატურიანს გამოეცხადა ცოცხზე გადამჯდარი ხმლით ხელში. მოგონებებში იხსენებს ცხოვრებას დედის საშოში. მისი სახლ-მუზეუმი მნახველებს გადასდებს მის სიგიჟეს და,რა თქმა უნდა, უამრავი მთლა გადასარევი სურათი.





Великие и сумасшедшие
ანტონიო გაუდი
ანტონიო გაუდი ბავშვობაში აკვირდებოდა ზღვის და ქვიშის მოძრაობას და მის შემოქმედებაში ვითარდება ზღვის თემა.
მისი ქმნილებები იგრიხებიან და იკლაკნებიან ქვიშის სასახლეების მსგავსად,მათ არა აქვთ სწორი კუთხეები. ბარსელონას სიმბოლოებად იქცა მისი ბატილიოს სახლი,წმინდა ოჯახის ტაძარი და გუელის პარკი. ბუნების სრულყოფილების მწვერვალად გაუდის მიაჩნდა ქათმის კვერცხვები. ჯიბით დაჰქონდა უმი კვერცხები და ჭამდა მათ.
გარდაიცვალა უაზროდ. მოიჭყლიტა ორ ტრამვაის შორის.ტაქსებმა არ წაიყვანეს უსუფთაო და უფულო მოხუცი.ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა მათხოვართა საავადმყოფოში.



Великие и сумасшедшие
ფრიდრიხ ნიცშე
ფრიდრიხ ნიცშეს დიაგნოზი იყო ბირთვული "მოზაიკური"შიზოფრენია. ეს ლიტერატურული ზრდილობით. ბიოგრაფიათა უმრავლესობაში ამას შეშლილობას უძახიან, ალბათ სიფილისის ფონზე. სიმპტომები. სიდიადის მანია//აგზავნიდა ბარათებს ტექსტით:"ორ თვეში მე გავხდები პირველი ადამიანი დედამიწაზე". მოითხოვდა კედლებიდან სურათების მოხსნას იმიტომ რომ მისი ბინა "ტაძარია". გონების დაბნელება//ქალაქის მთავარ მოედანზე ეხვეოდა ცხენს და ხელს უშლიდა მოძრაობას//. ძლიერი თავის ტკივილები. არაადექვატური ქცევა. ნიცშეს სამედიცინო ბარათში კერძოდ ნათქვამია რომ ავადმყოფი თავისი ჩექმიდან სვავდა თავის შარდს,გაუგებრად ყვიროდა,საავადმყოფოს დარაჯი ეგონა ბისმარკი,ცდილობდა კარების ჩახერგვას დამტვრეული ჭიქის ნამსხვრევებით,იძინებდა საწოლის გვარდით იატაკზე, თხასავით ხტოდა,იჯღანებოდა და წინ სწევდა მარცხენა მხარს.
ავადმყოფობის ისტორია. ნიცშემ გადაიტანა რამოდენიმე აპოპლექსური დარტყმა. ცხოვრების ბოლო ოცი წელი იტანჯებოდა ფსიქიური აშლილობით//სწორედ იმ დროს დაიწერა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თხზულებები,მაგ."ასე ლაპარაკობდა ზარატუსტრა"//. 11 წელი გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკებში. სახლში მასზე ზრუნავდა დედა. მისი მდგომარეობა განუწყვეტლად მძიმდებოდა. სიცოცხლის ბოლოს ფილოსოფოსს შეეძლო მხოლოდ უმარტივესი წინადადებების შედგენა,მაგალითად:"მე მკვდარი ვარ იმიტომ რომ სულელი ვარ" ან "მე სულელი ვარ იმიტომ რომ მკვდარი ვარ".

ერნესტ მილერ ხემინგუეის სტანჯავდა მწვავე დეპრესია,გონებრივი შეშლილობა.სიმპტომები. მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ,დევნის მანია,ნერვების მძაფრი აშლილობები.

ავადმყოფობის ისტორია.1960 წელს ხემინგუეი კუბადან დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას აწამებდა დეპრესიის ხშირი შეტევები, შიშის და დაურწმუნებლობის გრძნობა.
Великие и сумасшедшие
ერნესტ მილერ ხემინგუეი

მას პრაქტიკულად არ შეეძლო წერა და ამიტომ ნებაყოფლობით დათანხმდა ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობაზე. გადაიტანა ელექტროშოკის 20 სეანსი.

ამ პროცედურებზე მან თქვა შემდეგი: "ელექტროშოკის მკეთებელ ექიმებს არ ესმით მწერლებისა...რა აზრი ჰქონდა ჩემი ტვინის ნგრევას და მეხსიერების წაშლას როდესაც მეხსიერებაა ჩემი კაპიტალი, რა აზრი ჰქონდა ჩემს დაგდებას ცხოვრების გვერდით? ეს იყო ბრწყინვალე მკურნალობა,მაგრამ მათ დაკარგეს პაციენტი".

კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ხემინგუეი დარწმუნდა იმაში რომ მას ისევ არ შეეძლო წერა. მან პირველად სცადა თავის ,ოკვლა,მაგრამ ახლობლებმა შეუშალეს ხელი. ცოლის თხოვნით მან ისევ გაიარა მკურნალობის კურსი მაგრამ გადაწყვეტილება არ სეუცვლია. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მან თავი მოიკლა საყვარელი ორლულიანი თოფით.

Великие и сумасшедшие
ჟან-ჟაკ რუსო

ჟან-ჟაკ რუსოს სტანჯავდა პარანოია და დევნის მანია. ეკლესიასთან და მთავრობასთან კონფლიქტის შემდეგ რუსოს ეჭვიანობამ მიიღო უკიდურესად ავადმყოფური ფორმები. მას ეჩვენებოდა რომ მის ნაცნობ-მეგობრებს რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული მის წინააღმდეგ ან რატომღაც ეჭვი სეჰქონდათ მასში. ერთხელ რუსომ გადაწყვიტა რომ მცხოვრებლებს სასახლისა სადაც ის სტუმრობდა ეგონათ რომ მან მოწამლა მსახური და მოითხოვა გვამის გახსნა.





Великие и сумасшедшие
გოგოლი
ნიკოლაი ვასილიევიჩ გოგოლს სჭირდა შიზოფრენია და პერიოდული ფსიქოზი,ხედვითი თუ სმენითი ჰალუცინაციები, აპატიის და დამუხრუჭებლობის პერიოდები //ზოგჯერ სრულებით უძრავი იყო და არ შეეძლო გარეშე გამღიზიანებლებზე რეაქციის მოხდენა. 
ამას მოყვებოდა აღგზნების პერიოდები. დეპრესიული მდგომარეობები. მძაფრი იპოხონდრია. დიდი მწერალი დარწმუნებული იყო იმაში რომ ყველა ორგანო მის სხეულში რამდენადმე გადაადგილებულია და კუჭი გადაბრუნებულია.

კლაუსტროფობია.
         
შიზოფრენიის ესა თუ ის გამოვლინება გოგოლს თან ახლდა მთელი ცხოვრების მანძილზე.მაგრამ ბოლო წელს ავადმყოფობა ძალიან გაძლიერდა. 1852 ქლის 26 იანვარს მუცლის ტიფისგან გარდაიცვალა მისი მეგობრის და//ეკატერინა მიხაილოვნა ხომიაკოვა// და ამან მწერალს გაუჩინა იპოხონდრიის უძლიერესი შეტევა. გოგოლი ჩიოდა რომ მან განიცადა სიკვდილის შიში. გოგოლმა დაიწყო განუწყვეტელი ლოცვა. მან პრაქტიკულად შეწყვიტა ჭამა,უჩიოდა სისუსტეს,თავს შეუძლოდ გრძნობდა და ამტკიცებდა რომ სჭირდა მომაკვდინებელი ავადმყოფობა,თუმცა ექიმებმა მას კუჭის აშლილობის მეტი ვერაფერი უპოვეს.

11-12 თებერვალს ღამით მწერალმა დაწვა თავისი ხელნაწერები //მეორე დღეს ეს ახსნა ეშმაკის ჩაგონებით//. შემდეგ მისი მდგომარეობა განუწყვეტლად მძიმდებოდა. 










სერგეი ესენინი

სერგეი ესენინს სჭირდა მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, დევნის მანია, მოულოდნელი გამძვინვარებები, არაადექვატური ქცევა //პოეტი საჯაროდ ამტვრევდა ავეჯს, სარკეებს და ილანძღებოდა//...









Великие и сумасшедшие
დიდები და გიჟები
















წყაროhttp://down-house.ru/blog/poznavatelno/25553-velikie-i-sumasshedshie.html  

No comments: