2.18.2012

ჟორჟ შარაშიძე, პრომეთე ანუ კავკასია-1:

http://bibliobs.nouvelobs.com/essais/20100224.BIB4951/georges-charachidze-est-mort.html
//ჟორჟ-გიორგი შარაშიძის ეს სიტყვები გამოქვეყნდა მოყვანილ ფრანგულ ჟურნალში//.

G.Charachidzé,Prrométhée ou le
Caucase, préface de Georges
Dumézil, Flammarion, პარიზი,1986
პრომეთე ანუ კავკასია:
//ფრაგმენტები//.

წინათქმა:
"ბერძნული მითი პომეთეზე საუკუნეთა მანძილზე დარჩა გააზრების საგნად...

ამ ღმერთს არ მიუღია მონაწილეობა მისი ძმების დინასტიურ ომში ბიძაშვილის, სუვერენი ზევსის წინააღმდეგ. მაგრამ მას სიამოვნებდა ადამიანებისთვის დახმარების გაწევა და ამიტომ მან გამოიწვია და მასხრად აიგდო იგივე ზევსი რისი შედეგიც იყო თვითონ მისი უბედურება და ადამიანებში პანდორას დამზადების მავნე შედეგები. ეს ანარქისტი ჩვენში ეხება და აღელვებს ბნელ და მგრძნობიარე ზონებს....

ტექსტთა დიდ ნაწილში კლდე, რომელზეცაა მიჯაჭვული ტიტანი, არის კავკასია, ძველი ბერძნებისთვის ცნობილი მთებიდან ყველაზე მაღალი მთები რავ თითქოს გასაგებს ხდის ლოკალიზაციას, მაგრამ ხსნის დიდ პრობლემას:
ქედის ორივე მხარის და ყუბანის ჩრდილოეთით და სომხეთის სამხრეთით მრავალ ხალხს ძალიან ცოცხლად წარმოუდგენიათ სამუდამოდ მიჯაჭვული გიგანტი.
              
თვალში საცემია მსგავსება მიჭედებულ პრომეთესთან.
          
ეს პათეტიური ფიგურა ნაკლები სიზუსტით მაგრამ მაინც ჰგავს სამყაროს გადარჩენასთან და შემდეგ დასასრულთან დაკავშირებულ პერსონაჟებს როგორც ირანის ზეგანზე, ზოროასტრიზმის აკვანში, ისე "ღმერთების დაისის" სკანდინავიაში,

და ბოლოს "ცეცხლის ქურდობა", "ცეცსლის გამოგონება", ყველა კონტინენტზე არის მასალა მითებისა და ლეგენდებისა რომლებიც გვაფიქრებინებენ პრომეთეზე.

ასეთია სხვადასხვა სართული წარმოსახვის ნაგებობისა რომლის პირველი ორი სართულის შესაწავლაც გადაწყვიტა ჟორჟ შარაშიძემ... "// ჟორჟ დიუმეზილის წინათქმიდან, პარიზი,1985 წლის ოქტომბერი//.

შესავალი:
ძვ.წ. მერვე საუკუნის შუა ხანისთვის თუ ბოლოსთვის ჰესიოდეს თეოგონია ყვება ტიტანი პრომეთეს და მისი გატაცების ისტორიას. მასთან დაპირისპირების გამო ზევსმა მას დაადო მძიმე და მტკივნეული ბორკილები და ის მიაბა სვეტზე თუ მარგილზე.

25 საუკუნის შემდეგ,მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეში კავკასიელი მთხრობელები დღესაც იხსენებენ ნახევარღმერთი ამირანის გმირობებს და ტრაღიკულ ხვედრს:

გიორგი-ჟორჟ შარაშიძე, პარიზის 
აღმოსავლეთმცოდნეობის 
ინსტიტუტის პროფესორი
"პარიზში, ლტოლვილი ქართველი მამის და ფრანგი დედას ოჯახში დაბადებული ჟირჟ შარაშიძე იყო ჟორჟ დიუმეზილის მოწაფე და მან ცხოვრება მიუძღვნა კავკასიის შესწავლას. ის 80 წლის ასაკში გარდაიცვალა 2010 წლის 20 თებერვალს, შაბათს.

ისტორიკოსი და ლინგვისტი, ის ლაპარაკობდა ათიოდე კავკასიურ ენაზე: ოსურად, მეგრულად, აფხაზურად, ლაზურად, უბიხურად, ამ ენაზე, რომელსაც აქვს 80 თანხმოვანი და რომელიც უკანასკნელი უბიხის გარდაცვალების შემდეგ იცოდა მარტო ჟორჟ შარაშიძემ. მის გარდაცვალებასთან ერთად გარდაიცვალა ეს ენაც.

ჟორჟ შარაშიძე ასწავლიდა პარიზის მაღალი კვლევების პრაქტიკულ სკოლაში და ინალკოში, პარიზის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. მან გამოაქვეყნა მრავალი ნაშრომი რომელთა შორისაცაა "წარმართული საქართველოს რელიგიური სისტემა", "პრომეთე ანუ კავკასია" და "კავკასიის ინდოევროპული მეხსიერება". //ესაა უმოკლესი ცნობა პოპულარული ფრანგული ჟურნალიდან "ნუველ ობსერვატორ"//.

"ჩემი გატაცება კავკასიით დაიწყო ძალიან ადრე და ამას ჰქონდა ძალიან კონკრეტული მიზეზი. მამაჩემი იყო ქართველი, ჟურნალისტი და დეპუტატი //პარლამენტის წევრი//. ბოლშევიკური რევოლულუციის შემდეგ,1922 წელს მას მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. მან თავი შეაფარა საფრანგეთს, პარიზს, ის დაქორწინდა ფრანგ ქალზე, მასწავლებელზე, და ის გახდა დედაჩემი. სულ პატარაობიდან, მაშ მე ერთდროულად ვისწავლე ქართული და ფრანგული"

«მე ძალიან მალე მივხვდი რომ სრულყოფილ კავკასიოლოგად გასახდომად, მითების გასაშიფრად და ზეპირი ტრადიციების შესასწავლად საჭირო იყო უმრავლეს შემთხვევაში დამწერლობის არმქონე კავკასიური ენების სწავლა. გამონაკლისია სომხური და ქართული. კავკასიურ ენათა უმეტესობა, ორის გამოკლებით, არაინდოევროპული ენებია. ენა ბევრია. კავკასიის მთა იყო თავშესაფარი სადაც ათასწლეულების მანძილზე დაგროვდა მრავალი ხალხი. მაშ, ის იქცა ენათა რეზერვუარად».

«ქართველები, სომხები და ოსთა პატარა ხალხის უმრავლესობა ქრისტიანები არიან, დარჩენი კავკასიელები კი - მაჰმადიანები. მაგრამ ქრისტიანობის და მაჰმადიანობის უკან ყველაში დარჩა მრავალათასწლიანი წარმართობა.

ჩვენ ამ წარმართულ რელიგიებს ვიცნობთ როგორც ადგილზე შესწავლილი ზეპირი ტრადიციებით ისე ანტიკური ხანის ბერძენი და ლათინი მწერლების წყალობითაც. ეს მწერლები გვიყვებიან კავკასიელთა ძველი რწმენების შესახებ».

"თავის ცხოვრებაში ამირანმა მრავალჯერ განარისხა ღმერთი...ამიტომ დასაჯა ის ღმერთმა ასე: უზარმაზარი რკინის ჯაჭვით მიაჯაჭვა რკინის ბურჯზე" //ჩაწერილია 1880 წლისთვის სვანეთში//.

ლევა
მეორეს მხრივ ცნობილია რომ ესქილეს და ბერძენი მითოგრაფების თანახმად პრომეთე მიჯაჭვული იყო კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალზე სადღაც იალბუზსა და შავ ზღვას შორის, თუ დავუჯერებთ ძვ. წ. მესამე საუკუნის ავტორ აპოლონიოს როდოსელს.

ამიტომაა რომ უკვე 1881 წელს, ტფილისის მეხუთე არქეოლოგიურ ყრილობაზე სრულებით კანონიერად დაისვა შეკითხვა იმის შესახებ თუ როგორ უნდა იყოს დაკავშირებული პრომეთეს კკლასიკურ მითთან კავკასიური ლეგენდები მთებზე მიჯაჭვული გიგანტების შესახებ..

მრავალი წლის გასვლის და კავკასიურ კვლევათა განვითარების მიუხედავად 1881 წელს ტფილისში დასმული ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა...

პრომეთეს მითი მისი დიდი სახელის მიუხედავად ჩვენთვის ცნობილია ტექსტთა ძალიან მცირე რაოდენობიდან: რამოდენიმე ათეული სტროფი ჰესიოდეს "თეოგონიაში" და "შრომებში", ესქილეს ტრაღედია "მიჯაჭვული პრომეთე" //ძვ.წ.მე-5 ს.//. და ბოლოს შემდგომი ხანის ბერძენ მითოგრაფთა მოკლე შენიშვნები. დასავიწყი არაა ტანჯვის მრავალი გრაფიკული გამოსახულება რომლებიც ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა.

ამ ლაკონიზმის ფონზე მკვეთრად გამოირჩევა სიტყვაუხვი, ათასობით გვერდების განმარტებები და კომენტარები რომლებიც ყველაზე მეტად გამოიცა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში. მათში ვხვდებით როგორც გონივრულ ისე ნამდვილად სიურეალისტურ შენიშვნებს. პრომეთეზე თქვეს ყველაფერი და მეტიც კი.

სრულებით საწინააღმდეგო სურათია ამირანის შემთხვევაში.

Файл:So 1956.jpg
ამირანის ძეგლი საქართველოში.
უზარმაზარი პოპულარულობის მიუხედავად გმირმა ამირანმა თითქოს ვერ შთააგონა მკვლევარები და კომენტატორები. მისადმი მიძღვნილ კვლევათა რაოდენობა და მოცულობა მცირეა. მას შინაარსით მნიშვნელოვანი მაგრამ მოცულობით ერთი თავი თუ ერთი წერილი მიუძღვნეს გ.დიუმეზილმა, ი.ჯავახიშვილმა, დ.მ.ლანგმა. მხოლოდ 1947 წელს გამოაქვეყნა მ. ჩიქოვანმა თავისი ნაშრომი "მიჯაჭვული ამირანი" რომელშიც შეკრებილი და გაანალიზებულია ქართული დოსიეს არსებითი კომპონენტები. მისი გადამუშავებული რუსული ვერსია გამოიცა 1966 წელს... მთიელების გადმოცემებს და მათ კავშირს ამირანთან ეძღვნება ე. ვირსალაძის კარგი გამოკვლევა "ქართული სამონადირო ეპოსი" //თბილისი,1964//.

მკვლევართა და კომენტატორთა ამ თავშეკავების ფონზე მკვეთრად გამოირჩევა მითოლოგიური და ლეგენდარული ტექსტების სიმრავლე რაც მოწმობს ამირანის ციკლის პოპულარობაზე და სიცოცხლისუნარიანობაზე. მარტო მე მაქვს 130-ოდე ვარიანტი. ვფიქრობ რომ კიდევ უნდა იყოს დღემდე გამოუქვეყნებელი ასიოდე ვარიანტი. ამას უნდა დაემატოს ის რასაც დღესაც ყვებიან კავკასიელი მთხრობელები....

ამ ვერსიათა უმრავლესობას ყვებიან სამხრეთ კავკასიის გლეხები და კოლმეურნეები. ისინი მომდინარეობენ მაღალი მთიანეთიდან //ხევი, სვანეთი//. მრავალი ვარიანტი ჩაწერილია დანარჩენ საქართველოშიც, მთელ ქვეყანაში.

ამირანზე მათი საკუთარი ეპიკური ციკლი შეიმუშავეს ქართველთა მეზობელმა კავკასიის სხვა ავტოქტონებმაც . ის უნდა მომდინარეობდეს ქართულ ეპოპეაზე უფრო არქაული ვარიანტიდან რაც საინტერესოს ხდის ქართულ ვარიანტზე ნაკლებად გავრცელებულ ამ ციკლსაც.

ყველაზე მეტად ლაპარაკია აფხაზებზე, ჩერქეზებზე და ყაბარდოელებზე... ამ ტრადიციების ცოდნა სასარგებლოა როგორც ქართული თქმულებების ის მისი ბერძნულ მითთან მიმართების საკვლევად.

აღსანიშნავია აგრეთვე კავკასიაში დამკვიდრებულ ინდოევროპელ ხალხებში, ოსებში და სომხებში გავრცელებული ლეგენდებიც.

ოსური ეპოპეა ამირანზე გამომდინარეობს ქართულიდან.

მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილია მოკლე სომხური შენიშვნები მასისის მწვერვალზე მიჯაჭვული არტავაზდის შესახებ. მნიშვნელობა აქვს მათ სიძველეს //მეხუთე და მერვე საუკუნეები// და შინაარსს. ისინი გვაძლევენ კავკასიური ეპოპეის ბერძნულ მითოლოგიასთან კავშირთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას.
Le monde caucasien 
et nous, page 3

სომხური ლეგენდების გამოკლებით აქ გამოყენებული ყველა ტექსტი შეკრებილია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და 1960-ან წლებს შორის. ისმის კითხვა თუ რამდენად უკავშირდება ან აგრძელებს ეს ტექსტები 25 საუკუნის წინანდელ მითოლოგიას რომელიც გაქრა დაახლოებით 2000 წლის წინ. რა აკავშირებს ჰესიოდეს მიერ ნაქებ პრომეთეს ქართველი მთიელების თუ ჩერქეზი მწყემსების მიერ მოყოლილ ამბებთან.

დავმშვიდდეთ: კავკასიის მაღალმთიანი ხეობები არის არაჩვეულებრივი ბუნებრივი საცავი რაზეც მოწმობს, ვთქვათ ოსური კულტურა რომლის მრავალ უძველეს მარგალიტს მივყავართ უძველეს ხანაში იმიტომ რომ ის უკავშირდება საერთო ინდო-ირანულ, მეტიც, საერთო ინდოევროპულ არსებობას.ამას ადასტურებს დიუმეზილის 50-წლიანი ნაშრომი. კავკასიური ეპიკური ციკლი უკავშირდება ბერძნულ სამყაროს, ამაში არაა პრობლემა. გასარკვევია თუ როგორ დაუკავშირდა ობიექტურად ბერძნული მითი კავკასიურ თქმულებას.....

ამირანის ბიოგრაფია გაჩენიდან უზენაეს ღმერთთან დაპირისპირებამდე და მარადიულ ტანჯვა-წამებამდე მოიცავ ათ "ეპიზოდს": დაბადება,აღზრდა,

რომელსაც მოყვება 8 გმირობა თუ არასასიამოვნო თავგადასავალი. ეს მოვლენები ქმნიან ავტონომიურ ანსამბლს რომელიც წინ უსწრებს ღმერთის წინააღმდეგ აჯანყებას და სასჯელს და შეადგენს ამირანის ხვედრის პირველ ნაწილს.

ამ ეპიზოდებიდან მხოლოდ ორი //ბროლის კოშკის თავგადასავალი და სისხლის ტბის ეპიზოდი// შეიძლება აიხსნას ქართული იდეოლოგიის სიმბოლური აზროვნების ფარგლებიდან გაუსვლელად. ეს ეპიზოდები მჭიდროდაა დაკავშირებული ქართულ იდეოლოგიასთან.

თხრობის სხვა 8 ეპიზოდი //დაბადება, აღზრდა, სამთავა ტრიცეფალის დამარცხება...// ასე თუ ისე აიხსნება ბერძნული თუ კავკასიური მითიური ანსამბლების კავშირით....



თავი1. ინიციაციის სამაგალითო სცენარი:გმირის წარმოდგენა:
ცნობილია რომ ამირანის ეპოპეის მრავალი ვარიანტი ჩაწერიალია თანამედროვე ხანაში მთელს კავკასიაში, და მათი უმრავლესობა ჩაწერილია საქართველოში. აღწერა არაა სრული ვინაიდან კავკასიელი მთხრობელები და ბარდები, განსაკუთრებით ქართველები,დღესაც ქმნიან და ისევ ქმნიან ახალ, არქაული ნიშნებით ძველ ვერსიებზე არანაკლებად დატვირთულ ახალ ვერსიებს.

მაგრამ ჩაწერის ახალმა თარიღმა არ უნდა მოგვატყუოს: გმირის ისტორია არაა ახალი დროის ქმნილება, სომხური წყაროების თანახმად მას უკვე 15-ოდე საუკუნის წინ ყვებოდნენ. ...

დაბადება და გარემოებები:
ამირანი არის მონადირისა და რქიანი ნადირის მფარველი ქალღმერთი დალის სიყვარულის ნაყოფი. სამ დღეში ჩასახული, ის ნაადრევად მოაშორეს დედამისის წიაღს და მისი მომწიფება უნდა დასრულდეს გარეთ ხელოვნური საშუალებებით.
      
მამამისმა ის მიატოვა წყაროსთან. მისი მფარველი გახდა თვითონ ღმერთი რომელმაც შეურჩია სახელი და დააჯილდოვა ის ზეადამიანური უნარებით.

ამირანი ნახა და აიყვანა ერთმა გლეხმა რომელმაც ის გაზარდა თავის შვილებთან, ბადრისთან და უსიპთან ერთად.

ზებუნებრივი გმირობები:  
1. თავის ძმობილებთან ბადრისთან და უსიპთან ერთად ამირანი ჯერ გამვლელებს შეუტევს და შემდეგ დასახლებული სამყაროს პერიფერიაზე მრავლად მყოფ დემონებს, დევებს.

2. ერთხელ ნადირობისას ტრიომ აღმოაჩინა მიცვალებულზე დაშენებული ბროლის კოშკი. მოკლული, რომლის გვამზეც დგას ბროლის კოშკი არის უსიპის ბიძა //თუ ძმისშვილი//. ახალგაზრდა გმირები გადაწყვეტენ შურისძიებას და წავლენ მკვლელის, სამთავიანი ბუმბერაზი ბაყ-ბაყის საძებრად.

3. ამირან ორთაბრძოლაში დაუპირისპირდება სამთავიან ბაყ-ბაყ დევს და ზედიზედ მოკვეთს მას სამივე თავს. თავებიდან გამოძვრება სამი ჭია. ისინი მალე გადაიქცევიან თეთრ, წითელ და შავ დრაკონებად.

4. ამირანი ზედიზედ ხოცავს თეთრ და წითელ დრაკონებს, მაგრამ შავი მას გადაყლაპავს და დაიმალება შავი ზღვის //ან მიწის// ქვეშ. გმირი გაჭრის დრაკონის მუცელს და გააღწევს იქიდან.

5. ამირანი მოსპობს დემონთა მთელ სახლს და მათ სისხლში ამოვლებული ძლივს გადარჩება.

6. ის მიდის ზღვათა გადაღმა რათა დაიპყროს საცოლე, დემონი ქაჯების მეფის ასული. ქაჯების ჯარი მისდევს მას და მის ძმობილებს. ის ბოლოს გაჟლეტს ქაჯებს და მოკლავს მათ მეფეს.

7. გამარჯვებული მაგრამ ძმების დაღუპვის გამო სასოწარკვეთილი ამირანი თავს იკლავს, მაგრამ ის და მისი ძმები ამქვეყნად მაშინათვე დააბრუნა მისმა ქაჯმა საცოლემ...

8. ამირანი საბოლოოდ მიატოვებს ძმებს და საცოლეს და მოგზაურობს მარტო. ის გადააწყდება ცოცხალ-მკვდარ ბუმბერზს და ვერ შესძლებს მისი მიწაზე განრთხმული ფეხის აწევას. ღმერთი მეტ ძალას ანიჭებს სასოწარკვეთილ ამირანს.

ღმერთის გამოწვევა და სასჯელი:
გათამამებული ამირანი ცდილობს ღმერთთან დაპირისპირებას და გამოიწვევს მას ორთაბრძოლაში.

თავხედს ღმერთი სამ ფაზად სჯის:
1. ის ამირანს მიაბავს მიწაში ღრმად ჩასობილ პალოზე.
2. ასე დაბმულ ამირანს თავზე დაახურავს გუმბათის ფორმის მთას. ამირანის გვერდითაა ფრთოსანი ძაღლი ყურშა რომელიც ლოკავს და ასე ათხელებს ამირანის ჯაჭვს და ბორკილებს. მაგრამ როდესაც ეს ჯაჭვ-ბორკილები მზადაა გასაწყვეტად მჭედლები მთელს კავკასიაში თავის უროებს დაჰკრავენ გრდემლზე და ჯაჭვ-ბორკილი ისევ სქელდება.
3. წელიწადში ერთხელ მთის ციხე იღება და ტყვე ერთი ღამით გამოდის გარეთ.

ერთი გულმოწყალე ადამიანი ცდილობს მის განთავისუფლებას, მაგრამ ამაოდ, ქალის მეტისმეტი სიტყვის გამო მთა იხურება და ამირანი რჩება შიგნით...

მთელი თავისი მღელვარე ცხოვრების განმავლობაში ამირანი ოცნებობს მხოლოდ ბრძოლაზე და ხელიდან არ უშვებს ბრძოლის არც ერთ შესაძლებლობას.
             
ასეთია მეომარ გმირთა ხვედრი ყველგან და ყოველთვის, მაგრამ იშვიათია რომ გმირები ოცნებობდნენ მხოლოდ ბრძოლებში გამარჯვებათა მოპოვებაზე.

სკანდინავთა თორიც კი, მთლიანად ძალით და ბრძოლით გატაცებული თორიც კი ისვენებს ხოლმე, ერთობა ხოლმე, მონაწილეობს ხოლმე თათბირებში, საუბრობს, კამათობს, ცხოვრობს სახლში.
ინდოეთში თვითონ შემაშფოთებელ ინდრას და მის მემკვიდრე საშინელ შივას, თავაშვებული ძალადობის განსახიერებას, აქვთ მკვლელობის გარდა სხვა გატაცებებიც.

monde-caucasien4.jpg
Le monde caucasien
et nous, page 4
გმირთა სამყაროში კი ყველა დაუნდობელი //ეს ტექნიკური ტერმინია// ლეგენდარული ვიკინგიგებიც კი ისვენებენ ხოლმე. მათი ხეტიალი ითმენს შესვენებებს და ისინი მონაწილეობენ დრო და დრო საზოგადოების საქმეებში.

ყველაზე "მდუღარენიც" //ესეც ტექნიკური ტერმინია, ეს ხალხი სიტყვა-სიტყვით იწვის// კი, ირლანდიელი კუხულინი თუ ოსი ბატრაზი ზოგჯერ მისდევენ ადამიანთა წეს-ჩვეულებებს და თუ მიეცემათ ამის შესაძლებლობა მონაწილეობენ სამოქალაქო ცხოვრების ზარ-ზეიმში.

ამირანი კი სრულებით საწინააღმდეგო გმირია. ის თავს არიდებს ადამიანური ტიპის განცდებს, ვნებებს და გრძნობებს. ის ერიდება სულერთია როგორ ურთიერთობას ორგანიზებულ სოციალურ ცხოვრებასთან.

უსახლკარო, უოჯახო ამირანი ცხოვრობს გარეთ, დემონებს, ველურებს და ნადირებს შორის. მის გვერდით არიან მხოლოდ მისი ძმობილები რომელთაც ის გაჭირვებით იტანს და საბოლოო ანგარიშით შორდება მათ.

ამირანი მოიპოვებს საცოლეს მაგრამ არ დაქორწინდება მასზე იმიტომ რომ ქალი არაა ბრძოლის საბაბი მისთვის. ახალგაზრდა ქალის არსებობის შესახებ მას შეატყობინა სამთავიანმა ბაყ-ბაყმა. ამირანის მიერ დამარცხებულმა, მან სცადა თავის გადარჩენა სენსაციური ამბის გამჟღავნების დაპირებით. არადა მან გმირის დაინტერესება სცადა არა ქალის სილამაზის ქებით არამედ ექსპედიციის საშიშროების ხსენებით //ადვილია იქ მისვლა მაგრამ ძნელია დაბრუნება და თუ გიყვარს ბრძოლა იქ იპოვი მტრების ბრბოს//. დევმა თავი გამოავლინა კარგ ფსიქოლოგად და არგუმენტმა მაშინვე გაჭრა, მაგრამ ამირანმა შემდეგ მაინც მოკლა დევი.

ყველა მთხრობელი ყვება რომ ამირანი დაპყრობისთანავე მოიშორებს საცოლეს და შორდება ძმებს...

ამირანი განაგრძობს ხეტიალს ადამიანებისგან და მათი სახლებისგან შორს. ის იღებს ცხოვრების მხოლოდ ასეთ წესს, მას აქვს ერთადერთი ჟინი-ბრძოლა.

მთელი მისი არსებობა შეესაბამება იმ უნარებს რაც თვითონ ღმერთმა მისცა მას დაბადებისას //დაძრული ხის სიჩქარე, დაძრული ზვავის მოულოდნელობა, 12 წყვილი კამეჩის ძალა, მგლის მუხლი, სიბეჩავე ბავშვობაში და ვაჟკაცობა მოწიფულობაში. ომი და ბრძოლა//.

ბევრი გმირია ასეთი, მაგრამ ამირანი მხოლოდ ესაა. მთავარი ნიშანია მუდმივი ფიზიკური და მორალური მზაობა ბრძოლისთვის... მთქმელები მისდევენ უნივერსალურ სქემას. დიუმეზილის თქმით მეომრის კარიერა იყო გმირობათა სერიაზე დაფუძნებული დაწინაურება //G.Dumezil,Heur et malheur du guerrier//.

ამირანის კარიერას დაბადებიდან უმაღლეს ბრძოლამდე განაპირობებს მეორე პრინციპიც: მისი ძალა იზრდება ყოველი ბრძოლის შემდეგ. მაგრამ მის გაძლიერებას თან ახლავს განსაცდელთა და გამოცდათა დამძიმება.

ამირანის სრული და სამაგალითო ინიციაცია მოიცავს აღზევების 8 საფეხურს. განვიხილოთ ისინი
//გაგრძელება იქნება//.

ჟორჟ შარაშიძის ამირანი-2:
ზღვრული განსაცდელები, გამოცდები:

ძლივს გაჩენილი იყო ადა, იანთა სამყაროში რომ ამირანმა გამოავლინა თავისი ბუნება აკვანშივე გმირობათა მომხდენი ჰერაკლეს მსგავსად. მას ემსხვერპლნენ წყლის მზიდველნი რომლებმაც გაბედეს ამ უცნაური ბავშვის მასხრად აგდება:

ამირანი წამოხტა აკვნიდან, თავებით შეახეთქა ისინი ერთმანეთს და დალეწა მათი ჭურჭელი.

და ბოლოს ნახევარძმებთან შეტაკების შემდეგ «ის შევიდა გმირობის ასაკში» და
«გაიჭრა ველად»:

სამი ბიჭუნა იზრდება, ისინი შედიან ფმირობის ასაკში. ყოველ დღე მიდიან ველად,
შემხვედრებს ცემენ და უშვებენ. ნაცემებს არაფერი აქვთ სათქმელი.

მთელი ეს პასაჟი შეიძლება აღმოსავლეთ ჩერქეზული ტრადიციების გზით აღებული
იყოს ნართთა ოსური ეპოპეიდან, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია ამირანის სურვილი, აზრი და მნიშვნელობა რასაც ამირანის ქმედება ანიჭებს ეპიზოდს.

არა და აღწერილი ქცევა სწორედ ისეთია როგორიც უნდა იყოს მეომრის აღზრდის
საწყის პერიოდში: ზუსტები მათი გარემოებებით და ფორმულაციით, ისინი აღწერენ ეთნოლოგებისთვის კარგად ცნობილ ფაქტებს.

ქართულ გამოთქმას ველად გასვლა აქვს ორი კარგად განსაზღვრული მნიშვნელობა.
ერთი არის მეომრული: ველად გასვლა ნიშნავს ან სათარეშოდ, ნადავლის საშოვნელად
გასვლას ან შურისძიების ლაშქრობას. მაგრამ მას აქვს ძალიან ზუსტი სივრცობრივი და სოციალური მნიშვნელობაც: ესაა მოშორება საცხოვრებელი ადგილიდან, დასახლებიდან
და ბუჩქნარში, ველად, ველურ ადგილში გასვლა (ცნებიდან ველი, გარეშე სივრცე, მომდინარეობს ცნება ველური, გარეული).

სამი «ახალგაზრდა», მაშ, მათ გმირულ სწავლას იწყებს ადამიანთა საცხოვრელებისგან და სახნავ-სათესისგან შორს. ასეთი იზოლაცია ველურ ბუნებაში კარგად შეესაბამება
მეომართა ინიციაციას ყველგან მსოფლიოში,განსაკუთრებით ინდოევროპელებში.

No comments: