წყარო: http://antisochinenie.ru/%D1%81%D0%BE%D1%87%D0%B8%D0%BD%D0%B5%D0%BD%D0%B8%D1%8F/%D0%91%D0%B5%D0%BB%D1%8B%D0%B9/%E2%80%9C%D0%AF_%D0%A5%D0%9E%D0%
ეხლახანს წავიკითხე ანდრეი ბელის რომანი "პეტერბურგი". მე მიმიზიდა უკვე სახელმა. პეტერბურგი ქალაქია რომელსაც არა აქვს ანალოგია რუსეთის ქალაქებს შორის. ის პეტრე პირველის ერთპიროვნული ნებით პრაქტიკულად არარაობიდან ჭაობზე გაჩნდა 1703 წელს. მიცკევიჩის თქმით "პეტერბურგი ააშენა სატანამ".
პუშკინთან ეს ქალაქი იძენს მისტიკურ ელფერს. სასახლეთა დიდებული ქალაქი "ბრინჯაოს მხედრის" შესავლიდან უპირისპირდება ქალაქს სადაც გიჟდებიან პოემის მეორე ნახევარში. პეტერბურგთან დაკავშირებით სიგიჟის თემა გადადის გოგოლთან: სწორედ ამ ქალაქში ხდება "შეშლილის ჩანაწერების" მოქმედება. გოგოლთან პეტერბურგი კიდევ უფრო არარეალურია,მაგალითად ისეთ მოთხრობებში როგორებიცაა "ნევის გამზირი",
"შინელი",და,განსაკუთრებით "ცხვირი". დოსტოევსკის პეტერბურგი ხუხულათა//ტრუშჩობების//და კუბოს მსგავსი ბინების ქალაქია,"იატაკქვეშეთის ჩანაწერების" და "დანაშაულის და სასჯელის"ქალაქი. ტოლსტოისთან კი რომანებში "ომი და მშვიდობა" და "ანა კარენინა" ოფიციალური და საჯარო-საზოგადოებრივი პეტერბურგი უპირისპირდება მყუდრო შინაურ მოსკოვს.
მაშ მე-19 საუკუნის ბოლოსთვის რუსულ ლიტერატურაში პეტერბურგის თემა უკვე ჩამოყალიბდა. პეტერბურგში ნამყოფი ხალხი რატომღაც ან უხეშად უარყოფს მას ან იყვარებს მას სამუდამოდ.
მე ალბათ ერთის შეხედვით შემიყვარდა ეს ქალაქი,სულ არ მომეჩვენა ის ხელოვნური და თეატრალური,.. თუმცა არ ვადარებ პეტერბურგს მოსკოვს,ჩემის აზრით მეტისმეტად განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან.
პეტერბურგის ხატი ანდრეი ბელის რომანში გამოხატავს რუსეთის არსს:ორი საწყისის, აღმოსავლეთის და დასავლეთის შერწყმას. აქედანაა თურანელი წინაპრის გამოჩენა თავში "საშინელი სამსჯავრო" და მამა-შვილი აბლეუხოვების თურანული წარმოშობა,და სოფია პეტროვნა ლიკუშინას გატაცება იაპონიით.
ამას გარდა, ბელიმ რომანში გადმოსცა რევოლუციის წინა ხანის პეტერბურგი და აქედან გამომდინარეობს სიუჟეტის მთავარ ზამბარად "საშინელი შიგთავსის სასარდინეს",ბომბას გამოყენება. რომანის სიუჟეტი თითქოს იყოფა სამ ხაზად. პირველ რიგში ესაა სასიყვარულო ხაზი ომლის კულმინაციაც აღმოჩნდება სოფია პეტროვნას წასვლა მასკარადზე და ბოლოდ სერგეი სერგეევიჩ ლიკუშინის მიერ თავის მოკვლის მცდელობა. მეორე სიუჟეტურ ხაზს პირობითად შეიძლება პოლიტიკური ვუწოდოთ. ესაა ალეკსანდრ ივანოვიჩ დუდკინის და ლიპანჩენკოს ხაზი. ამ ხაზის კულმინაციია დუდკინის სიგიჟის სცენა თავში "პეტერბურგი", ბოლო კი ლიპანჩენკოს მკვლელობა. მესამე და მთავარი ხაზია აბლეუხოვთა ოჯახის ხაზი.
სამივე ხაზი დაკავშირებულია რაღაცა დადგენილის და მტკიცის სიკვდილთან. სამივეში მოქმედებს საერთო სიუჟეტური ზამბარა,ბომბა,რომლითაც იწყება სამივე ხაზი. ისინი მთავრდებიან სიკვდილით ან პეტერბურგის ხატთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი მკვეთრი გარდატეხით.
პეტერბურგის ოფიციალურ სახესთან ახლო "კვიპაროსული" ლიკუშინი თავის ჩამოხრჩობის მცდელობის შემდეგ გადაიქცევა "იდიოტად".აპოლონ აპოლონოვიჩ აბლეუხოვი//"ჩინოვნიკური" პეტერბურგის კიდევ ერთი განსახიერება// ბომბის აფეთქების შემდეგ ხდება "ბავშვი". სწორედ ეს ხაზი აღმოჩნდება მთავარი იმიტომ რომ ის დაკავშირებულია აპოკალიფსურ თემასთან,იმავე სახელის თავში მომხდარ საშინელ სამსჯავროსთან.
აქვე აღმოჩნდება რომ ესაა იდეოლოგიური რომანი. იდეური აზრით გარდამტეხი მომენტია ის როდესაც უმცროსი აბლეუხოვი ხვდება რომ მამის მოკვლის მისი იდეა არაა სწორი. სწორედ ეს მომენტი ხდება მთავარი სიუჟეტური ხაზის და მთელი რომანის კულმინაცია.
ფაბულას მესამე მიმართულების ბოლოს გაგიჟებული დუდკინი წყვეტს პეტერბურგის ერთგვარი სიმბოლო ლიპანჩენკოს სიცოცხლეს.
ავტორის მიერ ლიპანჩენკოს სახეში ხაზგასმული ყვითელი ფერი არაა მარტო უგემოვნობის სიმბოლო, ის ქალაქის,კლასიციზმის საყვარელი ფერიცაა.
ყოველი სიუჟეტური ხაზი ვითარდება თავის სივრცეში. პეტერბურგის ქუჩების პერსპექტივა შეგნებულად უპირისპირდება სოფია პეტროვნას ბინის სიბრტყეს რომელზეც ბელი ასეც წერს:"სად უნდა იყოს აქ პერსპექტივა?" აბლეუხოვების სახლი კი სავსებით ჰგავს ქალაქს,ყინულოვან პრიალა და კრიალა. ალეკსანდრ ივანოვიჩ დუდკინის ბინა კი ჰგავს დოსტოევსკის პეტერბურგს: უბადრუკი ოთახი,დაუსრულებელი კიბე,საფეხურთა უსასრული მწკრივი,ყანყალისა და დაურწმუნებლობის სიმბოლო.
სამივე სიუჟეტურ ხაზს კი აერთიანებს აპოკალიფსის განცდა,განცდა იმისა რომ პეტერბურგი "დაინთქმება." ამაზე მინიშნებაა " საშინელი შიგთავსის სასარდინის" აფეთქება.
რომანში ჩანს სიგიჟე შეშლილობის თემაც. არაა შემთხვევითი რომ იმ თავს სადაც დუდკინი გიჟდება გქვია "პეტერბურგი".
ამ ქალაქის ლეიტმოტივად ხდება სიტყვები "მე უსაშველოდ ვკლავ" //"Я гублю без возврата”//.
რომანის ფურცლებზე არაერთხელ ჩნდება სპილენძის სტუმარიც, რაღაც საშუალო სპილენძის მხედარსა და ქვის სტუმარს შორის. აპოკალიფსურ მომენტად აღმოჩნდება წითურ-წითელი ზამთრის სასახლეც ,მით უმეტეს რომ სიკვდილის სიმბოლო ამ ფერად ის შეღებეს რევოლუციის წინ //თავიდან ის იყო როგორც ეხლა, თეთრი-ცისფერი//.
ფერის სიმბოლიკასთანაა დაკავშირებული წითელი დომინოს მოტივიც, ის აპოლონ აპოლონოვიჩ აბლეუხოვსაც კი ეჩვენება "რუსეთის დამღუპველი ქაოსის სიმბოლოდ". წითელი დომინოს ქვეშაა აბლეუხოვ უმცროსი და ამდენად მომავალი რევოლუციაც //"მომავალი ქაოსი"// პეტერბურგის ნაშიერია, მაგრამ თვითონ პეტერბურგი-"ტვინის თამაში",იდეის აპოთეოზია და ამდენად რომანი არის ამ იდეის თვითნგრევის ისტორია. პეტერბურგივით ორაზროვანია მთავარი გმირი ნიკოლაი აპოლონოვიჩ აბლეუხოვი,
აქედანაა მისი უბედურება სიყვარულში და შეცდომა იდეაში. და საერთოდ აბლეუხოვთა გვარი განუყოფლადაა დაკავშირებული პეტერბურგთან. აქედანაა ღერბიც ცალრქით, რომლის რქაც ასოცირდება საადმირალოს შპილთან.
ბელის სტილიც უნიკალურია. ესაა საზეიმო,ნაწარმოების აპოკალიფსური თემის შესაბამისი ლექსებთან შერწყმული პროზა, სივრცეში თითქოს იღვრებიან სინტაქსურად რთულად ნაგები წინადადებები და ლექსი წყდებიან და გარდაიქმნებიან პროზად. ისინი აზყდებიან ნახევრადმირაჟული პეტერბურგის "ტვინის თამაშის" ჩვენთვის უხილავ კედლებს.
ეხლახანს წავიკითხე ანდრეი ბელის რომანი "პეტერბურგი". მე მიმიზიდა უკვე სახელმა. პეტერბურგი ქალაქია რომელსაც არა აქვს ანალოგია რუსეთის ქალაქებს შორის. ის პეტრე პირველის ერთპიროვნული ნებით პრაქტიკულად არარაობიდან ჭაობზე გაჩნდა 1703 წელს. მიცკევიჩის თქმით "პეტერბურგი ააშენა სატანამ".
ანდრეი ბელი |
"შინელი",და,განსაკუთრებით "ცხვირი". დოსტოევსკის პეტერბურგი ხუხულათა//ტრუშჩობების//და კუბოს მსგავსი ბინების ქალაქია,"იატაკქვეშეთის ჩანაწერების" და "დანაშაულის და სასჯელის"ქალაქი. ტოლსტოისთან კი რომანებში "ომი და მშვიდობა" და "ანა კარენინა" ოფიციალური და საჯარო-საზოგადოებრივი პეტერბურგი უპირისპირდება მყუდრო შინაურ მოსკოვს.
მაშ მე-19 საუკუნის ბოლოსთვის რუსულ ლიტერატურაში პეტერბურგის თემა უკვე ჩამოყალიბდა. პეტერბურგში ნამყოფი ხალხი რატომღაც ან უხეშად უარყოფს მას ან იყვარებს მას სამუდამოდ.
მე ალბათ ერთის შეხედვით შემიყვარდა ეს ქალაქი,სულ არ მომეჩვენა ის ხელოვნური და თეატრალური,.. თუმცა არ ვადარებ პეტერბურგს მოსკოვს,ჩემის აზრით მეტისმეტად განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან.
პეტერბურგის ხატი ანდრეი ბელის რომანში გამოხატავს რუსეთის არსს:ორი საწყისის, აღმოსავლეთის და დასავლეთის შერწყმას. აქედანაა თურანელი წინაპრის გამოჩენა თავში "საშინელი სამსჯავრო" და მამა-შვილი აბლეუხოვების თურანული წარმოშობა,და სოფია პეტროვნა ლიკუშინას გატაცება იაპონიით.
ამას გარდა, ბელიმ რომანში გადმოსცა რევოლუციის წინა ხანის პეტერბურგი და აქედან გამომდინარეობს სიუჟეტის მთავარ ზამბარად "საშინელი შიგთავსის სასარდინეს",ბომბას გამოყენება. რომანის სიუჟეტი თითქოს იყოფა სამ ხაზად. პირველ რიგში ესაა სასიყვარულო ხაზი ომლის კულმინაციაც აღმოჩნდება სოფია პეტროვნას წასვლა მასკარადზე და ბოლოდ სერგეი სერგეევიჩ ლიკუშინის მიერ თავის მოკვლის მცდელობა. მეორე სიუჟეტურ ხაზს პირობითად შეიძლება პოლიტიკური ვუწოდოთ. ესაა ალეკსანდრ ივანოვიჩ დუდკინის და ლიპანჩენკოს ხაზი. ამ ხაზის კულმინაციია დუდკინის სიგიჟის სცენა თავში "პეტერბურგი", ბოლო კი ლიპანჩენკოს მკვლელობა. მესამე და მთავარი ხაზია აბლეუხოვთა ოჯახის ხაზი.
სამივე ხაზი დაკავშირებულია რაღაცა დადგენილის და მტკიცის სიკვდილთან. სამივეში მოქმედებს საერთო სიუჟეტური ზამბარა,ბომბა,რომლითაც იწყება სამივე ხაზი. ისინი მთავრდებიან სიკვდილით ან პეტერბურგის ხატთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი მკვეთრი გარდატეხით.
ეს ალბათ წერილის ავტორია... |
აქვე აღმოჩნდება რომ ესაა იდეოლოგიური რომანი. იდეური აზრით გარდამტეხი მომენტია ის როდესაც უმცროსი აბლეუხოვი ხვდება რომ მამის მოკვლის მისი იდეა არაა სწორი. სწორედ ეს მომენტი ხდება მთავარი სიუჟეტური ხაზის და მთელი რომანის კულმინაცია.
ფაბულას მესამე მიმართულების ბოლოს გაგიჟებული დუდკინი წყვეტს პეტერბურგის ერთგვარი სიმბოლო ლიპანჩენკოს სიცოცხლეს.
ავტორის მიერ ლიპანჩენკოს სახეში ხაზგასმული ყვითელი ფერი არაა მარტო უგემოვნობის სიმბოლო, ის ქალაქის,კლასიციზმის საყვარელი ფერიცაა.
ყოველი სიუჟეტური ხაზი ვითარდება თავის სივრცეში. პეტერბურგის ქუჩების პერსპექტივა შეგნებულად უპირისპირდება სოფია პეტროვნას ბინის სიბრტყეს რომელზეც ბელი ასეც წერს:"სად უნდა იყოს აქ პერსპექტივა?" აბლეუხოვების სახლი კი სავსებით ჰგავს ქალაქს,ყინულოვან პრიალა და კრიალა. ალეკსანდრ ივანოვიჩ დუდკინის ბინა კი ჰგავს დოსტოევსკის პეტერბურგს: უბადრუკი ოთახი,დაუსრულებელი კიბე,საფეხურთა უსასრული მწკრივი,ყანყალისა და დაურწმუნებლობის სიმბოლო.
სამივე სიუჟეტურ ხაზს კი აერთიანებს აპოკალიფსის განცდა,განცდა იმისა რომ პეტერბურგი "დაინთქმება." ამაზე მინიშნებაა " საშინელი შიგთავსის სასარდინის" აფეთქება.
რომანში ჩანს სიგიჟე შეშლილობის თემაც. არაა შემთხვევითი რომ იმ თავს სადაც დუდკინი გიჟდება გქვია "პეტერბურგი".
აბლეუხოვი და ანგელოზი ფერი |
ამ ქალაქის ლეიტმოტივად ხდება სიტყვები "მე უსაშველოდ ვკლავ" //"Я гублю без возврата”//.
რომანის ფურცლებზე არაერთხელ ჩნდება სპილენძის სტუმარიც, რაღაც საშუალო სპილენძის მხედარსა და ქვის სტუმარს შორის. აპოკალიფსურ მომენტად აღმოჩნდება წითურ-წითელი ზამთრის სასახლეც ,მით უმეტეს რომ სიკვდილის სიმბოლო ამ ფერად ის შეღებეს რევოლუციის წინ //თავიდან ის იყო როგორც ეხლა, თეთრი-ცისფერი//.
ფერის სიმბოლიკასთანაა დაკავშირებული წითელი დომინოს მოტივიც, ის აპოლონ აპოლონოვიჩ აბლეუხოვსაც კი ეჩვენება "რუსეთის დამღუპველი ქაოსის სიმბოლოდ". წითელი დომინოს ქვეშაა აბლეუხოვ უმცროსი და ამდენად მომავალი რევოლუციაც //"მომავალი ქაოსი"// პეტერბურგის ნაშიერია, მაგრამ თვითონ პეტერბურგი-"ტვინის თამაში",იდეის აპოთეოზია და ამდენად რომანი არის ამ იდეის თვითნგრევის ისტორია. პეტერბურგივით ორაზროვანია მთავარი გმირი ნიკოლაი აპოლონოვიჩ აბლეუხოვი,
აქედანაა მისი უბედურება სიყვარულში და შეცდომა იდეაში. და საერთოდ აბლეუხოვთა გვარი განუყოფლადაა დაკავშირებული პეტერბურგთან. აქედანაა ღერბიც ცალრქით, რომლის რქაც ასოცირდება საადმირალოს შპილთან.
ბელის სტილიც უნიკალურია. ესაა საზეიმო,ნაწარმოების აპოკალიფსური თემის შესაბამისი ლექსებთან შერწყმული პროზა, სივრცეში თითქოს იღვრებიან სინტაქსურად რთულად ნაგები წინადადებები და ლექსი წყდებიან და გარდაიქმნებიან პროზად. ისინი აზყდებიან ნახევრადმირაჟული პეტერბურგის "ტვინის თამაშის" ჩვენთვის უხილავ კედლებს.
No comments:
Post a Comment