რა აფიქრებთ ევროპელებს, ბედნიერების ძიებაზე:
ფრანგი ფსიქიატრი, ნეიროლოგი და ეთოლოგი ბორის სირულნიკი: "რიტუალიზებული საზოგადოებები უკეთ უწევენ წინააღმდეგობას უბედურებას". ის აგრძელებს:
მე ვიტყოდი რომ ბედნიერება არის კარგი საათი. დრო და დრო ჩვენ ცხოვრებას ვართმევთ კეთილდღეობის, ეიფორიის მომენტს, მოკლედ ეს არის კარგი დრო. ესაა სწრაფად წარმავალი ემოცია რომელსაც არაფერი აქვს ხანგრძლივი.
ბედნიერების განცდის გამოწვევა ადამიანში შეიძლება მისი ტვინის ზოგი ნაწილის სტიმულირებით და ტვინის სხვა ნაწილების დაბუჟება-გათოშვით.
მაგრამ ჩვენ არ ვიცით თუ რატომ გრძნობს ადამიანი ამ შემთხვევაში თავს ბედნიერად.
სხვათა შორის ბედნიერების განცდის გამოწვევა შეუძლიათ სიმსივნეებსაც და ქიმიურ ნივთიერებებსაც, მაგალითად კოკაინს, მორფინს, ალკოჰოლს. მათ შეუძლიათ უმიზეზო ბედნიერების შეგრძნების გამოწვევა.
იგივე შედეგის მიღწევა შეიძლება ცხოველებშიც.
ადამიანებიც ცხოველების მსგავსად მიისწრაფიან მაქსიმალური ფიზიკური კეთილდღეობის მიღწევისკენ. ამისთვის ისინი ჭამენ,სვამენ,წყვილდებიან.
მაგრამ ადამიანები ცხოველებისგან განსხვავებით ასევე ცხოვრობენ წარმოდგენების სამყაროში. ესაა გონებრივი კონსტრუქციების სამყარო რომელშიც ადამიანები ახდენენ ფიზიკური,ფსიქოლოგიური,ემოციური და სოციალური ცხოვრების მათი აზრით საუკეთესო პირობების პროექციას
ჩვენ ასე ვოცნებობთ ხანგრძლივი ბედნიერების მოპოვებაზე.
ესაა წყარო ბედნიერების უტოპიებისა რომელთაც გამოიწვიეს ბევრი უბედურება.
სენ-ჟუსტის//Saint-Just// აზრით მაგალითად საკმარისია კარგი საზოგადოების ორგანიზება და ყველა ბედნიერი იქნება.
ამ თავიდან გულუხვმა უტოპიამ ორი საუკუნის მანძილზე ბიძგი მისცა ტერორს,სასაკლაოებს,ომებს. ის იყო დიდ უბედურებათა წყარო. მთელი ეს ხოცვა-ჟლეტა ხდებოდა სოციალური ბედნიერების სახელით.
მაგრამ ეხლა გავრცელდა ქიმიური საშუალებებით გაბედნიერების უტოპია და ის ჩემი აზრით არანაკლებ ტრაღიკულია.
უტოპია არის ბედნიერების წარმოდგენა მეცნიერული დასკვნის საფუძველზე.
დამამშვიდებელი,გამაყუჩებელი საშუალებები,ტრანკვილიზატორები იძლევიან კეთილდღეობის განცდას.
მაგრამ უტოპია იწყება მაშინ როდესაც გეუბნებიან რომ თუ კი ცუდად ხართ მოწიეთ,გაიკეთეთ,გამოთვერით და ყველაფერი ოკეი იქნება.
ესაა ქიმიური მრეწველობის ბედნიერების რეცეპტი. ის კი საფრანგეთში ამუშავებს 50 ათას ადამიანს და აქედან იღებს უზარმაზარ შემოსავალს და მოგებას.
ეს კი ცუდია იმით რომ ის გარწმუნებთ იმაში რომ უსარგებლოა თქვენი უბედურებების მიზეზების ძიება,თქვენი ისტორიის ხელახლა გააზრება,თქვენი ცხოვრების ახლებურად ორგანიზაცია. ის გიბიძგებთ ადამიანებთან ურთიერთობის,შემოქმედების,სოციალური ცხოვრების არაფრად ჩაგდებისკენ ,თქვენი გამამდიდრებელი და განმავითარებელი ადამიანური ცხოვრების უარყოფისკენ.
ამის მაგივრად ეს მიდგომა გთავაზობთ გამაყუჩებლებით,ნარკოტიკებით,
სასმელით გაშტერებას.
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩანართი
Добавьте подпись |
ამან ბიძგი მისცა გაბატონებულ ეთიკასთან აქტიურად დაპირისპირებული ჰიპების და არა მარტო მათი ეთიკის მახინჯი ფორმების განვითარებასაც.
მოძრაობას მთლიანობად აქცევს და ახალი რელიგიის სახეს ანიჭებს ნარკოტიკი.
ნარკოტიკების მიღება რა თქმა უნდა არ ყოფილა სიახლე დასავლეთში, მაგრამ ფსიქედელიური ნარკოტიკები (მესკალინი,პსილობისინი, ლსდ) ძირეულად განსხვავდებოდნენ XIX საუკუნეში მოხმარებული ოპიუმისაგან და კანაფისაგან (Cannabis).
მეორეს მხრივ ფსიქედელიური,ჰალუცინაციების გამომწვევი ნარკოტიკების ხმარება იძენს აქამდე არნახულ მნიშვნელობას და გაქანებას.
ამბობენ რომ ფსიქედელიური ნარკოტიკების მიღება რელიგიური მიღებაა, რასაც არ ამბობდნენ ოპიუმზე და ჰაშიშზე.
ოლდოს ჰაქსლის (Aldous Huxley) და მისი თხზულება «აღქმის კარიბჭეების» და ლსდ-ს მთავარი პროპაგანდისტი ტიმოტი ლირის ( Timothy Leary) გავლენით ამბობდნენ რომ მესკალინის თუ ლსდს მიღებით გამოწვეული შინაგანი მდგომარეობა გავს მისტიკურ განცდას.
გურუ ტიმოტი ლირი |
მაგრამ სხვები ტიმოტი ლირის ქრისტეს ინკარნაციად აცხადებენ.
ამას გარდა მიიღეს ჰარვარდის ამ ყოფილი ფსიქოლოგის ცნობიერების გაფართოების,ექსპანსიის თეორია რომლის თანახმადაც ადამიანი იყენებს თავისი ტვინის შესაძლებლობათა 80%-მდე და 20 წელიწადში ნარკოტიკით ცნობიერების გაფართოების ექსპერიმენტები და განცდა აღმოაჩენს ცნობიერების და აზროვნების ახალ შრეებსა და ფორმებს რაც გარდაქმნის ყველა სოციალურ ინსტიტუტს.
ეს ფსიქედელიური დიდი ოცნება ჯეკ კერუაკის აზრით ადამიანს მისცემს «ღმერთისთვის სახეში შეხედვის» საშუალებას და რადიკალურად გარდაქმნის ადამიანების ურთიერთობას ერთმანეთთან და ბუნებასთან.
ალან უოტსი თავდაპირველი თავშეკავების შემდეგ თხზულებაში «მხიარული კოსმოლოგია» ნათლად აღწერს ადამიანების ერთმანეთთან და ბუნებასთან ურთიერთობის გარდაქმნას ნარკოტიკი ლსდს საშუალებით:
«ჩნდება სხვასთან ზიარების ძლიერი განცდა რომელიც ალბათ აქვთ ჰაერში მფრინავ ფრინველების ჯგუფის განცდას. ეს ფრინვლები მთელ გუნდს განიცდიან ერთ სხეულად.
ასეთი განცდა ბევრად უკეთესი საფუძველი იქნება ერთმანეთის სიყვარულისთვის და სოციალური წყობისთვის ვიდრე გამოცალკევებული ნების ფიქცია».
(ჩანართი: ჰარვარდის ფსიქოლოგი ტიმოტი ლირი იყო ყველაზე გავლენიანი ნარკოტიკი ლსდს პირველ მომხმარებელთა შორის.
ის და მისი ჰარვარდელი ამხანაგი რიჩარდ ალპერტი,რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა გურუ ბაბა რამ დასის სახელით ლსდს და ჰალუცინაციების გამომწვევი სხვა ნივთიერებების მიღებისას მივიდნენ დასკვნამდე რომ ამ ნივთიერებს აქვთ ფსიქიური და სულიერი მნიშვნელობა. ამის შემდეგ დაიწყო ღია ექსპერიმენტები, რომლებს შორისაც იყო პატიმრებზე ლსდს სასიკეთო მოქმედების კვლევა, დაკვირვება ლსდს მიღების საღამოების მონაწილეებზე. ჰარვარდის ფაკულტეტზე გამართულ ასეთ საღამოებში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები,ცნობილი ადამიანები და ინტელექტუალები. ლსდ ითვლებოდა ინტელექტუალთა და ბოჰემის ნარკოტიკად.
ტიმოტი ლირი იესო ქრისტეს
ინკარნაციააო, აწერია პლაკატს...
|
ჯერ კიდევ უნივერსიტეტში მყოფმა ლირიმ თავი გამოაცხადა ახალი რელიგიური სექტის «წინასწარმეტყველად» და «უმაღლეს ქურუმად» და პირველმა განაცხადა რომ ნარკოტიკი ლსდ არის "ღვთაებრივი არსი», ახალი დროის «ქიმიური მესია».
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დავუბრუნდეთ ლირის და მისნაირების მოწინააღმდეგე ბორის სირულნიკს:
ბედნიერებისთვის ყველაზე უარესია ემოციურად გაღარიბება ცხოვრების პირველი თვეებიდანვე.
სწორედ ეს ვნახეთ ჩაუშესკუს მიერ რუმინეთში შექმნილ ბავშვთა სახლებში. ეს უფრო იყო აბსურდული ჩანაფიქრი, მომაკვდავთა მიღების ადგილის მსგავსი რამ.
ამ აბსურდული პოლიტიკური ჩანაფიქრის შესაბამისად შესაძლებელი იყო თითქმის ტოტალურ ემოციურ იზოლაციაში მოხვედრილი ბავშვების ნორმალური აღზრდა.
როდესაც ვნახეთ ასეთი ბავშვები აღმოჩნდა რომ მათ დაზიანებული ჰქონდათ ტვინი.
გრძნობიერი გაღარიბება ხელს უშლის ტვინის განვითარებას და ბილოგიურ მეხსიერებაში აღბეჭდავს მიდრეკილებას ტანჯვისკენ და მწუხარებისკენ.
როდესაც ასეთ ბავშვებს ვუღიმოდით ისინი კბენდნენ საკუთარ თავს, როდესაც მათ ხელს ვუწვდიდით ისინი თავს იატაკს ურტყავდნენ.
ინფორმაცია რომელიც ნორმალური ბავშვისთვის ჩვეულებრივ ბედნიერების წყაროა მათში აჩენდა უბედურების განცდას.
ადამიანში არის ტენდენცია და მას შეუძლია სწავლა.
მისწაფება ბედნიერებისკენ ადამიანში დაპროგრამებულია არსებობის ცხოვრების პირველ თვეებში,მაგრამ ის არაა ფატალურობა და გარდაუვალობა.
ემოციური პლასტიურობის მსგავსად არსებობს ტვინის პლასტიურობაც.
ეს ხსნის იმას რომ ახლობლების ალერსს მოკლებული და მარტოობაში მყოფი ბავშვები მათ ემოციურ ჩამორჩენას სძლევენ რამოდენიმე წელიწადში თუ კი ისინი მოხვდებიან მათი გრძნობიერი და ემოციური განვითარებისთვის ხელის შემწყობ გარემოში.
ეს პლასტიურობა აჩვენებს იმას რომ არსებობს წინააღმდეგობა რომლითაც ტრავმის მიღების შემდეგ შეიძლება ახალი განვითარება.
მაშ შეიძლება დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ბედნიერებისკენ სწრაფვას.
ამისთვის ბავშვის ცხოვრება უნდა მოეწყოს ისე რომ ის აღმოჩნდეს მისი განვითარების ყოველი ეტაპის შესაბამის გარემოში.
ატირებულ ბავშვს სჭირდება დამამშვიდებელი და გამამხნევებელი გარემო.
ბავშვი უნდა გრძნობდეს მის გარშემო ოჯახის, ახლობლების, საძმოს,სკოლაში კი ამხანაგების არსებობას.
მოზარდს უნდა შეეძლოს სხვა სოციალურ სტრუქტურებში,სპორტულ.
მუსიკალურ დ კვლევით კლუბებში შესვლის შესაძლებლობა. ეს ხელს უწყობს ადამიანური,ზოგ შემთხვევაში სასიყვარულო კონტაქტების დამყარებას ოჯახის გარეთ.
ადამიანი მაშინ ბილოგიის სფეროდან გადადის კულტურის სფეროში.
არის საოცარი და ძნელად დასაჯერებელი შემთხვევებიც.
მე შემხვედრია ოსვენციმიდან გადარჩენილი რომელმაც მითხრა რომ არასოდეს ყოფილა ისე ბედნიერი როგორც ოსვენციმში პატიმრობის დროს.
ეს ჩანს სიგიჟედ, მაგრამ ადრე ის ცხოვრობდა მარტო,სოციალურ იზოლაციაში.
ბანაკში მოხვედრის შემდეგ მან შესძლო ურთიერთდახმარების ურთიერთობის აგება ოსვენციმში მყოფ მის მსგავს კომუნისტებთან.
განთავისუფლების შემდეგ ის ისევ მარტო დარჩა და ისევ გაუბედურდა.
ცხადია რომ ეს გამონაკლისია,მაგრამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამონაკლისია.
ცხადია რომ არსებობს ბედნიერების განცდის უფრო ხელისშემწყობი სოციალური ჯგუფები.
სხვებთან ერთად მე ვფიქრობ ინდიელ კეჩუათა ტომებზე რომლებიც ვნახე სამხრეთ ამერიკაში.
ინდიელები კეჩუა ერთად საუზმობენ და სადილობენ,ერთად უკრავენ თავის მუსიკას და ერთად განიხილავენ სიძნელეთა დაძლევის გზებს.
რიტუალიზებული საზოგადოებები უკეთესად უძლებენ და უკეთესად უწევენ წინააღმდეგობას უბედურებას მაშინაც კი როდესაც მათ უხდებათ ბრძოლა სიღარიბესთან თუ ავადმყოფობასთან.
სამაგიეროდ,როგორც აჩვენებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები მდიდარ ქვეყნებში უფრო დიდი და ძლიერი ადმინისტრატიული სოლიდარობა რიტუალებს მოკლებულ საზოგადოებაში შეიძლება იწვევდეს ემოციურ დესოლიდარიზაციას.
ფაქტიურად უფრო ძნელია სოციალური კავშირების დამყარება.
ადამიანი ასეთ საზოგადოებაში ხშირად რჩება მარტო.
ეს ემოციური იზოლაცია ადამიანებს თავს უბედურ არსებებად განაცდევინებს.
მაშ, რიტუალიზებული საზოგადოება ხელს უწყობს ბედნიერების განცდას და არა პირიქით როგორც შეიძლებოდა გვგონებოდა.
ბორის სირულნიკის ეს შესანიშნავი ტექსტი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში ლე პუან, სერიის გარეშე ნომერი ბედნიერება, ფუნდამენტური ტექსტები,2009 წლის ივლის-აგვისტოს ნომერში,გვ.112-113 //
//Le Point Hors-série,Le Bonheur Les Textes Fondamentaux,juillet-août 2009//.
No comments:
Post a Comment