10.29.2011

ევროპის ძირებთან-პითაგორა და პითაგორელები-1:

პითაგორა
  დასაწყისი ყველაფრის ნახევარია, ასეთია ერთ-ერთი უცნაური სენტენცია იმათგან რომლებსაც პითაგორელები უწოდებდნენ ჰომოიას ანუ მსგავსებებს...
     თუ კი ამას სიტყვა-სიტყვით მივიღებთ უნდა ვაღიაროთ რომ პითაგორა განსაზღვრავს დასავლური აზრის ნახევარს,,,
      ჰერაკლიდე პონტოელის მოწმობით პითაგორა შეხვდა ფილიონტეს ტირან ლეონს. პითაგორას თაყვანისმცემელმა ტირანმა მას ჰკითხა თუ რომელ ხელოვნებას ეფუძნებოდა ის. პითაგორას უთქვამს რომ ის არაა ბრძენი, რომ ისაა ფილოსოფოსი ანუ სიბრძნის
ოყვარული.   ტირან ლეონს ეუცხოვა ეს სიტყვა და იკითხა თუ რითი განსხვავდებიან ფილოსოფოსები სხვა ადამიანებისგან.



      პითაგორამ უპასუხა რომ ცხოვრება ჰგავს დიდი თამაშების საყურებლად შეკრებილ საბერძნეთს. 

     ზოგი იქ მიდის გვირგვინის მოსაპოვებლად. ზოგი-სავაჭროდ და ფულის საშოვრად, ზოგი კი უბრალოდ იმის სანახავად თუ რა ხდება თამაშებზე. 


     ცხოვრებაში ზოგი დიდების მონაა,ზოგი ფულის მონა, მაგრამ სხვები,უფრო მცირერიცხოვანნი, ყურადღებით აკვირდებიან ბუნებას. 


     ადამიანსა და ღმერთს შორის მყოფი ფილოსოფოსი ამიერიდან იქნება ის იდუმალი არსება რომელიც მშვიდად უყურებს არსებობის თეატრს. ვფიქრობთ რომ წარმოდგენის შემდეგ ის მოსასხამს გადაიგდებს მარჯვენა მხარზე და წავა როგორც თავისუფალი ადამიანი.


     როგორც ჩანს პლატონის აკადემიის ხანის ეს ანეგდოტი შეგვახსენებს თუ რითი ვართ დავალებული პირველი ფილოსოფოსისაგან რომელიც ცდილობდა სამყაროსგან განდგომას ამ სამყაროს უკეთ გასაგებად და ადამიანსა და ღმერთს შორის ხიდის გასადებად.
პითაგორა შარტრის
კათედრალზე
      პითაგორიზმის რელიგიური რჩევები და მორალური პრინციპები  ჩვენ შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს და მათი  შემეცნების პრინციპები შეიძლება შორს ჩანდეს ჩვენი მეცნიერების მოთხოვნებიდან მაგრამ ფაქტია ის რომ პითაგორას ფილოსოფიამ დიდი გავლენა მოახდინა ცოდნის ყველა სფეროზე მათემატიკიდან და ასტრონომიიდან მუსიკამდე და სახვით ხელოვნებამდე. 


    დღეს აღიარებულია რომ მეცნიერული თეორიების საწყისებია მითები რომლებიც შეიძლება გამოჩნდნენ მომდევნო,გვიანდელი აღმოჩენების წინათგრძნობად. 


      მაგრამ პითაგორიზმი არ დაიყვანება ისტორიულ მოძრაობაზე რომელიც უნდა იყოს თანამედროვე მეცნიერების მივიწყებული წყარო.


     პითაგორიზმი მიზნად ისახავდა ბუნების კანონების გაერთიანებას წმინდა მათემატიკაზე დაყრდნობით და მან შექმნა აზროვნების წესი რომელიც ცოცხალია ახალ დროშიც.
      პითაგორამ იგრძნო რომ ბუნების არსებები იყენებენ ანალოგიების კლავიატურას და ხედავენ იდუმალ შესაბამისობებს. ამ იდეამ გაიტაცა ბოდლერი,ბალზაკი,ნერვალი თუ მალარმე და ის ისევ ნაყოფიერია შემოქმედთა უმრავლესობისთვის...


       მაშ დავაკვირდეთ პითაგორას,იმას ვისაც ჰეგელი უწოდებდა პირველ უნივერსალურ მოძრვარს ///ფრანსუა მატეი,პითაგორა და პითაგორელები, საფრანგეთის საუნივერსიტეტო გამომცემლობები, სერია "რა ვიცი მე?",პარიზი,1983, გაგრძელება იქნება//.

No comments: