10.28.2011

დღეს დაბეჩავებულ ქართველებს ერთი-ორი სიტყვა იბერებზეც ვუთხრათ.


დასავლეთის იბერი
მანდილოსანი.

  „კლასიკური წყაროების შესწავლის საფუძველზე გამოითქვა თვალსაზრისი რომ ევროპელი იბერები წარმოშობით კავკასიელები იყვნენ.

ერთი-ორი სიტყვა იბერებზეც :
როგორც უკვე აღინიშნა ხმელთაშუა ზღვის სამყაროში ორი იბერია არსებობდა !
„როდესაც ლაპარაკობენ იბერიის ნახევარკუნძულზე //ანუ ესპანეთზე// საზოგადოდ გულისხმობენ ხოლმე რკინის ხანის გვიან პერიოდს (ძვ. წ. VII საუკუნე).
ნახევარკუნძულის მკვიდრნი მაშინ კონტაქტს ამყარებენ ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა ხალხებთან და ქმნიან მრავალფეროვან კულტურებს. 

ძველები ძვ.წ.V საუკუნიდან ახსენებენ ნახევარკუნძულის და მდინარე რონის სანაპიროებზე და გიბრალტარის სრუტის იქით მცხოვრებ ხალხებს.

ძველები ამ ხალხებს გეოგრაფიული და არა ეთნიკური კრიტერიუმის შესაბამისად იბერებს უწოდებდნენ. შიდა ქვეყნის მცხოვრებნი კელტები იყვნენ,მაგრამ შიდა ქვეყნის ისტორიკოსებს მათთვის სახელი არ უწოდებიათ.

ტერმინი „იბერი“ უნდა მომდინარეობდეს მდინარე ებრე-ს სახელიდან
(ლათინურად იბერუსი); ზოგი მეცნიერი ფიქრობს რომ ლაპარაკია მრავალი ტოპონიმის პრეფიქსი ილი-ს და ბასკური ბერრუ-ს ასოციაციაზე. 
ბასკურად «ბერრუ» ახალს ნიშნავს. 

დასავლეთის იბერი
რაინდი.
ტერმინები «იბერია» და «იბერი» ესპანეთის მიმართ გამოიყენებოდა რომაულ ხანამდე,როდესაც ნახევარკუნძულს დაარქვეს ესპანეთი ( ან პროვინცია ჰისპანიკა),ეს სიტყვა უნდა უკავშირდებოდეს ფინიკიურ გამოთქმას «კურდღელთა მიწა», მაგრამ ყოველთვის დასაზუსტებელია თუ რომელ რეგიონზე თუ ტომზე მიუთითებს ის.

იბერებისათვის საერთო ნიშნებია მხოლოდ ენა, დამწერლობა ( შემდეგში გადაღებული კელტების მიერ) და მათი ხელოვნების კლასიკური წყარო.

საკუთრივ იბერები გავრცელებულები ყვნენ პირენეებიდან ესპანურ ლევანტამდე და ანდალუზიაში (მთარგმნელის შენიშვნა: სხვათა შორის არიან ისეთი ალჟირელი და ევროპელი მეცნიერებიც რომლებიც ბერბერებსაც წარმოშობით იბერებად თვლიან, მაგრამ ეს ცალკე თემაა)

იბერები რომაულ ხანამდე მრავალ ენაზე ლაპარაკობდნენ. ეს ენები ლათინურმა შეცვალა ძვ.წ.II საუკუნის II ნახევარში. ეს ენები გადარჩა ტოპონიმებში,ჰიდრონიმებში და ორონიმებში. აღმოჩენილია ქვემო გვადალკვივირის არეში გავრცელებულ ენაზე შესრულებული VII საუკუნის გრაფიტი. არსებობს მოწმობები იმისა რომ იბერულ ზონაში V საუკუნიდან გავრცელებული იყო ანალოგიური მახასიათებლების მქონე ენა.

კელტ-იბერებს არ ჰქონიათ საკუთარი ანბანი და მათ იბერული ანბანი აიღეს.

იბერებზე დისკუსიები ერუდიტთა სალონებში XVIII საუკუნიდან დაიწყო.
დისკუსიები ლინგვისტურმა ინტერესებმა გამოიწვია. ერთმანეთს უპირისპირდებოდა სხვადასხვა მოსაზრება. ყველაზე გავრცელებული იყო ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის მიერ 1821 წელს გამოთქმული შეხედულება რომლის თანახმადაც იბერები ძველი ბასკების შთამომავლები უნდა ყოფილიყვნენ.
იბერები ინდოევროპელები არ ყოფილან.

ისევ დასავლეთის იბერი
რაინდი
ლასიკური წყაროების შესწავლის საფუძველზე XX საუკუნის დასაწყისში გამოითქვა შეხედულება რომლის თანახმადაც იბერები //ევროპელი, ესპანელი იბერები// წარმოშობით კავკასიელები იყვნენ.

ფილიპონი 1909 წელს ლაპარაკობდა რომ აზიის (თუ აღმოსავლეთის) იბერები
დასავლეთში გადასახლდნენ ბრინჯაოს ხანის დასასრულს“ (ბელტრან ანტონიო, „იბერები“, კოლექცია „პირველი ევროპელები“, პარიზი, პარიზი-ხმელთაშუაზღვისპირეთი, 1997, გვ.4-13).

„ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში აღმოსავლეთ ევროპაში დაიწყეს შეღწევა რუსეთის ტყეების ხალხებმა,
რომელთაც ჰქონდათ ცულები, იარაღი და რომლებიც ინდივიდუალურად კრძალავდნენ მიცვალებულებს:

დამუშავებული ქვისაგან დამზადებული ეს ცულები კავკასიაში დამზადებული ლითონის მოდელების ასლებს წარმოადგენდნენ. ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისიდან მოსულთა რაოდენობა იზრდება. ისინი მკვიდრდებიან ბოჰემიის ჩრდილოეთ ნაწილში,ლითონის საბადოებით მდიდარ მთებთან ახლოს,სადაც აფუძნებენ უნეტიცეს სახელით ცნობილ მძლავრ ბრინჯაოს ცივილიზაციას. 
ისევ დასავლეთის
იბერი მანდილოსანი

საშუალო ბრინჯაოს ხანაში იგი ტუმულუსის (ყორღანის) კულტურის სახელით ცნობილი ცივილიზაციის სახით ვრცელდება ალპების ჩრდილოეთით. ლაპარაკია ხეობათა ნეოლითის მიწათმოქმედებზე მშვიდობიანად გაბატონებული მეცხოველეების მიერ აღმართულ არისტოკრატიულ მონუმენტებზე“ (A.Varagnac, ღ. Derolez, „კელტები და გერმანელები“, გამოცემა მსოფლიოს რელიგიები,პარიზი, 1965,გვ.14).

ფრანგი მკვლევარი ბერტრანის თქმით ევროპაში ბრინჯაოს კულტურის წარმოშობაში განსაკუთრებული როლი შეასრულა კავკასიამ  (ვ.დომანსკიი, „Древняя Художественная  Бронза Кавказа“ («კავკასიის ძველი მხატვრული ბრინჯაო»), მოსკოვი,1984, გვ.7). ერტრანი იყო პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქი სან ჟერმენ ან ლეს მსოფლიოში სახელგანთქმული მუზეუმის 
მთავარი მცველი).


 i
i
Partager

No comments: