10.28.2011

ისევ და ისევ ბიბლიაზე-6, ბაბილონის გავლენა ბიბლიაზე:

ურნამუს ზიკურატი,
ბაბილონის გოდოლის
პროტიპი
ბაბილონელთა კულტურა და რელიგია დიდ გავლენას ახდენდნენ და ახდენენ ბაბილონის და ბაბილონელების გაქრობის შემდეგაც. როგორც უკვე 1898 წელს აღნიშნავდა M.Jastrow  ნაშრომში "ბაბილონიის და ასირიის რელიგია"(The Religion of Babylonia and Assyria") ძველი ბაბილონის სარწმუნოების და პრაქტიკათა გავლენა ჩანს მთელი მსოფლიოს რელიგიებში.:
   ბაბილონის რელიგიის გავლენას განიცდიან ეგვიპტე,სპარსეთი და საბერძნეთი... მრავალი სემიტური ელემენტის არსებობა თავდაპირველ ბერძნულ რელიგიაში და კულტურაში აღიარებულია იმდენად ბევრი ერუდიტის მიერ რომ უეჭველია. სემიტური ელემენტები მნიშვნელოვანწილად ბაბილონურია.



    ევფრატის შუაწელზე მდებარე ძველი ქალაქი ბაბილონი პირველად მოიხსენიება აქადის სამეფოს ხანაში ძვ.წ,23-ე საუკუნეში. ის მთელ რეგიონზე გაბატონდება ძვ.ზ.მე-18 და მე-17 საუკუნეებში.

    ყველაფერი დაიწყო ძვ.წ.2300 წლისთვის როდესაც სემიტმა მეფე სარგონ აქადელმა შუმერებს წაართვა ჰეგემონია ძველ შუამდინარეთზე.

      ძვწ.მე-7 საუკუნის ერთი ტექსტი უბრუნდება ამ ბუნდოვანი პერსონაჟის დაბადების ამბავს:

ძველი სარგონის
 ნიღაბი,
ბაღდადის მუზეუმი
      „დედაჩემი იყო დიდი ქურუმი. მამას არ ვიცნობდი. ჩემი ბიძები ცხოვრობენ მთაში. ჩემი მშობლიური ქალაქია აზუპირანუ,ევფრატის სანაპიროზე. დედაჩემმა,დიდმა ქურუმმა ჩამსახა და გამაჩინა ჩუმად,საიდუმლოდ, ჩამდო ლერწმის კალათაში და მისროლა მდინარეში. მდინარემ მიმიტანა წყლის მზიდავ აქიმდე რომელმაც ამომიღო წყლიდან,ჩამდო თავის სატლში,მიშვილა,აღმზარდა და მასწავლა მებაღის ხელობა.  მე მებაღე ვიყავი როდესაც შევუყვარდი ქალღმერთ იშთარს. ასე ვიმეფე 56 წლის მანძილზე".


     ეს ტექსტი ბიბლიის უძველესი ტექსტების თანამედროვეა. ესაა  ბიბლიის მწერლებზე ბაბილონის გავლენის მოწმე პირველი ტექსტი.

     ეს ისტორია ძალიან ჰგავს  დედის მიერ კალათით მდინარეში ჩაგდებული მოსეს ისტორიას. მოსე გადაარჩინა ებრაელი ხალხის მჩაგვრელი ფარაონის ქალიშვილმა.

    ფიქრობენ რომ ბიბლიის მწერლებს შორის იყვნენ ძვ.წ. მე-7 საუკუნეში ბაბილონში ლტოლვილობაში მყოფი ებრაელი ქურუმები. ისინი,მაშ, კარგად იცნობდნენ ბაბილონურ ლეგენდას და მისი შთაგონებით დაიწერა მოსეს დაბადების ისტორიაც.

     ბაბილონური წარღვნა ბევრად უფრო ადრე იყო ბიბლიურ წარღვნაზე:

     სარგონ აქადელის დროს მწერლებმა პირველად დაიწყეს წერა აქადურად. ესაა მდიდარი აქადური ლიტერატურის დასაწყისი. ასურეთში და ბაბილონში გაჩნდება და შემდეგ მთელს აღმოსავლეთში გავრცელდება ლიტურგიული,მეცნიერული და მხავრული ლიტერატურა. მან გავლენა მოახდინა ბიბლიის მწერლებზეც.

      ამის დასტურია თქმულება წარღვნაზე რომელიც ჯერ შუმერებში ჩანს, შემდეგ ბაბილონში და შემდეგ ბიბლიაში. 


ასურული ყაჩაღური არმია
      ასუროლოგმა Georg Smith-მა,რომელიც მონაწილეობდა  მეფე ასურბანიპალის ნინევიის ბიბლიოთეკის თიხის ფირფიტებზე დატანილი ტექსტების გაშიფრვაში 1872 წელს აღმოაჩინა ტექსტი რომელიც უცნაურად და ძალიან გავდა ბიბლიურ თქმულებას წარღვნის შესახებ. 


     ეს ტექსტი იყო გილგამეშის ეპოპეის უფრო ვრცელი ტექსტის ნაწილი...


      ბიბლიური ტექსტი უეჭველად შთაგონებულია გილგამეშის ეპოპეით  რომლის ერთ-ერთი პერსონაჟია უტნაპიშტიმი. ის კი ნოეს უეჭველი პარალელია.


      ბაბილონურ ტექსტში მოყოლილია რომ სულ უფრო და უფრო მრავალრიცხოვანმა ადამიანებმა თავისი ხმაურით და ალიაქოთით დიდად შეაწუხეს ღმერთები რომელთაც გადაწყვიტეს მათი მოსპობა და ასე მოსვენება. ღმერთმა ეამ კი უტნაპიშტიმი გააფრთხილა ღმერთების ამ გადაწყვეტილების შესახებ და ურჩია მას გემის აგება რათა მასში შეეყვანა თავისი ოჯახის წევრები და თითო-თითო ცოცხალი არსება. ამ გემმა უტნაპიშტიმი,მისი ოჯახის წევრები გადაარჩინა მაშინ როდესაც წარღვნა დედამიწას აოხრებდა 7 დღის მანძილზე. 


                   აი ბაბილონური ხელნაწერის ნაწყვეტი:


    „ღმერთებმა ანუნაკებმა ცეცხლი მოუკიდეს მთელ დედამიწას. მოვარდნილმა ნიაღვარმა წალეკა მთათა მწვერვალებიც. 6 დღისა და 7 ღამის  განმავლობაში გრიგალებმა,კოკისპირულმა წვიმებმა,ჭექა-ქუხილებმა და ქარიშხლებმა დაამსხვრიეს მთელი დედამიწა. შეძრწუნდნენ თვითონ ღმერთებიც. ისინი გაიქცნენ და ავიდნენ ანუს ცაში.... მე-7 დღეს ზღვა დამშვიდდა და გაჩერდა.  კიდობანი მიადგა მთა ნიშირს. ათრაჰაზისმა გააფრინა მტრედი,მაგრამ ის დაბრუნდა. შემდეგ გააფრინა მერცხალი,ისიც დაბრუნდა.ბოლოს მან გააფრინა ყვავი რომელმაც იპოვა ხმელეთი და იქ დარჩა. მაშინ ათრაჰაზისმა გაუშვა ჯერ კიდევ კიდობანში მყოფი ცოცხალი არსებები და მსხვერპლი შესწირა ღმერთებს რომლებმაც იგრძნეს საკმევლის სასიამოვნო სუნი და მოირბინეს. "


     წარღვნის მითი გავრცელებულია ბევრ ხალხში,მაგრამ ნოე ძალიან ჰგავს უტნაპიშტიმს და ეს არ შეიძლება შემთხვევითი იყოს.



                                      ძველი ბაბილონის პოლითეისტური კულტები:
ბაბილონის ფრთოსანი ხარი
 თვითონ ბაბილონური წყაროების თანახმად ბაბილონში იყო დიდი ღმერთებისადმი მიძღვნილი 53 ტაძარი,მარდუკის 55 სალოცავი,მიწის ღვთაებებისადმი მიძღვნილი 300 სალოცავი,600 სალოცავი ეძღნებოდა ცის ღვთაებებს, ქალღმერთ იშთარს დაუდგეს 180 საკურთხეველი,180-ღმერთებს ნერგალს და ადადს და 12 სხვა ღმერთებს!

     ბაბილონელები თაყვანს სცემდნენ ღმერთების ტრიადებს. მათი ზოგი ღმერთი უნდა წარმოადგენდეს ბუნების სხვადასხვა ძალას ან განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ ადამიანის სხვადასხვა საქმიანობაზე.

    ბაბილონურ რელიგიურ სისტემაში განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ხატებს როგორც ამას ადასტურებს ა.ოპენჰეიმი თავის ნაშრომში "ძველი  მესოპოტამია,გარდაცვლილი ცივილიზაციის პორტრეტი"(A.Opprnheim, AncienT Mesopotamia-Portrait of a dead Civilisation"):

      „მესოპოტამიური რელიგიისთვის ოფიციალურ თუ კერძო კულტში მთავარ როლს ასრულებდნენ ხატები,გამოსახულებები,როგორც ამაზე მოწმობს იაფი კერპების სიმრავლე. ფიქრობდნენ რომ ღვთაება ცხოვრობდა გამოსახულებაში თუ კი ის იმეორებდა მის ზოგ ნიშანს ან ზოგ სამკაულს და გამოსახულებას შესაბამისად მოწიწებით ეპყრობოდნენ".


      ბაბილონისთვის სიკვდილი იყო არსებობის სხვა სახეობაში გადასვლა და არა დასასრული.ბაბილონურ რელიგიურ ტრადიციაში დიდი ადგილი უნდა ჰქონოდა ეზოტერისტულ კონცეფციებს. ძველი ბაბილონელები გატაცებული იყვნენ წინასწარმეტყველებით,ასტროლოგიით,მაგიით და ჯადოსნობით. 


     ბაბილონელების აზრით ყოველ ობიექტს,ისევე როგორც ბუნების ყოველ გამოვლინებას მართავს რომელიმე სულის ძალა. 


       ქურუმს,შამანს სხვდასხვა ქმედებით ან ჯადოსნური სიტყვიერი ფორმულებით  შეეძლო გავლენის მოხდენა ამ სულებზე. 


      ბაბილონელთა უმრავლესობა როგორც ჩანს განსაკუთრებულ ურთიერთობებს ამყარებდა მათ მიერ საგანგებოდ შერჩეულ ერთ ან მრავალ ღმერთთან რომლებსაც უყოყმანოდ მიმართავდნენ დახმარების ან მფარველობის სათყოვნელად.


                               ებრაელი ხალხის ლტოლვილობა ბაბილონში:
   აქადურად ბაბილონი // ბაბ-ილი.//მ// ნიშნავს ღმერთის კარს. უეჭველია რომ ბიბლიის მწერლებზე დიდი გავლენა და შთაბეჭდილება მოახდინა ამ ლეგენდარულმა ქალაქმა იმპოზანტური და პრესტიჟული ნაგებობებით. დიდი  სიმაგრეები,გალავნები,ტაძრები,
სასახლეები ბაბილონის ოქროს ხანაში მას აქცევდნენ აღმოსავლეთის უეჭველ ინტელექტუალურ და არქიტექტურულ ცენტრად. ნაბუქოდონოსორ მეორის მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ  ძვ.წ. მე-7 საუკუნეში ებრაელთა ნაწილი გადაასახლეს ბაბილონში სადაც ებრაელებმა აღმოაჩინეს მრავალფეროვანი მოსახლეობის მდიდარი და კულტურული ქალაქი. ეროვნული ეკონომიკისა და პოლიტიკის გარეშე უცხო ქვეყანაში ებრაელთა გაერთიანების ერთადერთი ქმედითი საშუალება იყო რელიგია.

     მესოპოტოტამიური გავლენა შესამჩნევია აგრეთვე რელიგიურ პრაქტიკებშიც.

     სწორედ ბაბილონში შემოიღეს ებრაელებმა წინადაცვეთა და დასვენება შაბათს რაც მათ დასჭირდათ ბაბილონის საზოგადოებისგან გამოსაყოფად და ისტორიულ მოგონებათა შესარჩუნებლად.

     ებრაელთა ლტოლვილობა ბაბილონში ოფიციალურად დამთავრდა ძვ.წ.538 წ.,დიდი კიროსის სპარსელთა მიერ დაკნინებული ბაბილონის დამარცხების შემდეგ //ბიბლია არაებრაელ და არაიუდეველ კიროსს თვლის ებრაელთა განთავისუფლების იარაღად უფლის ხელში და მას მიაგებს დიდ პატივს,მთარგმნელი//.

                           ბაბილონი ბიბლიაში:

     ბიბლიამ ბაბილონი აქცია გარყვნილების,კორუფციის და დაკნინების სიმბოლოდ,მოგონებად ქალაქისა რომლის ამაოებამაც განაპირობა მისი დაცემა.
ძველ აღთქმაში ქედმაღალი ქალაქი ბაბილონი აპოკალიპსში არის ყალბი რელიგიის სახე, კორუმპირებული ფინანსური ძალის მქონე და ასეთივე საერთო პოლიტიკის გამტარებელი ქალაქი.


      ბაბილონი შედარებულია დიდ კახპასთან. მისგან მომდინარეობენ მითები რომლებიც ატყუებენ ადამიანებს რომ არსებობენ მრავალი ღვთაებები,მაშინ როდესაც ღმერთი ერთადერთია და უმაღლესი. 


      „...და წარმიყვანა მე სულითა უდაბნოს,და ვიხილე დედაკაცი,
მჯდომარე მხეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაითა,რომელსა ედგნეს შვიდნი თავნი და ათნი რქანი.


     და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული,შემკული ოქროითა და  ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ხელთა მისთა ბარძიმი ოქროისაი,სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქვეყანისაითა.


     და მისსა შუბლსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოიბაბილონი დიდი, დედაი მეძავთაი და საძაგელებათა ქუეყანისაითაი  //გამოცხ.იოანესი 17,3--5//,

'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
       
     ებრაელთა ღმერთის სახელი იაჰვე უეჭველად ფესვგადგმულია შუმერთა ღმერთების პანთეონში. ის ალბათ ცნობილი იყო შუმერებისთვის ღმერთი ენკას თუ ეას სახელით. სახელი ეა წარმოითქმებოდა როგორც ეიაჰ,,,


    ებრაელებმა დიდ დრო მოანდომეს შუმერული და ბაბილონური მითების გადაღებას და საფუძვლიანად გადამუშავებას...
               

No comments: