წარღვნის შემდეგ სიცოცხლის განახლება კავკასიიდან დაიწყო, თვითონ წარღვნის ისტორია კი შავ ზღვასთან უნდა იყოს დაკავშირებული
წარღვნა: „გარყვნილი მსოფლიოს დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ გავიდა 150 დღე და VII თვეს, თვის XVII დღეს ნოეს კიდობანი არარატის მთებზე გაჩერდა“ (შესაქმე II,8-4).
„კაცობრიობის და ცხოველთა სამყაროს ახალი ცხოვრება, ამდენად, კავკასიიდან გავრცელდა“ („სკვითებზე ადრე, ხელოვნების ისტორია საბჭოთა კავშირში“, პარიზი, ეროვნულ მუზეუმთა გაერთიანების გამოცემა, 1979 წ.,გვ. 154).
ახალი თეორიები წარღვნის შესახებ:
„ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს გაიხსნა დიდი უფსკრულის ყველა რეზერვუარი. დაიწყო თავსხმა რომელიც გრძელდებოდა 40 დღე და 40 ღამე. სულ უფრო და უფრო იწევდა წყლის დონე. წყალმა დაფარა ყველაზე მაღალი მთები“ (შესაქმე,7,11-19). ასე აღწერს ბიბლია წარღვნის შთამბეჭდავ ეპიზოდს, კატასტროფას რომელმაც შესძრა კაცობრიობა. საუკუნის დასაწყისიდან შეიქმნა მრავალი ჰიპოთეზა რათა ენახათ ბუნებრივი მოვლენა საკმარისად მნიშვნელოვანი იმისათვის რომ იგი განეხილათ როგორც ღვთაებრივი ნიშანი და ექციათ იგი ბიბლიური თხრობის ნაწილად.
გასულ ზაფხულს ტიტანიკის სახელგანთქმული მკვლევარი რობერტ ბალლარდის მიერ შავ ზღვაში მოწყობილმა წყალქვეშა ექსპედიციამ (ექსპედიცია მოეწყო National geographic Society-ს პატრონაჟით) აღმოაჩინა ადამიანთა დასახლების კვალი. ქვის იარაღები და, რაც მთავარია, ხის კოჭები, რაც გვაფიქრებინებს რომ ძვ.წ. 5000 წელს შავი ზღვის ფსკერზე აგებული იყო დასახლება რომელიც შემდეგ ზღვაში იქნა დანთქმული.
აღმოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა: ექსპედიცია მოეწყო ორი ამერიკელი გეოლოგის, უილიამ რიანისა და უოლტერ პიტმანის მიერ 1997 წელს გამოთქმული ჰიპოთეზის დასადასტურებლად. მარილიანი წყლის უძველეს ნიჟარათა დათარიღების შემდეგ ორმა გეოლოგმა ჩათვალა რომ შავი ზღვა წყლით უეცრად შეივსო ძვ.წ. 5000 წლისთვის. უკანასკნელი გამყინვარების დასასრულის შემდეგ ხმელთაშუა ზღვის დონე იწევდა. ბოსფორის სრუტემ ვერ გაუძლო ჭარბი წყლის ზეწოლას და გზა გაუხსნა უზარმაზარ წყალვარდნილს. ერთ წელიწადში ველი ზღვად გადაიქცა და მოსახლეობა იძულებული გახდა შუამდინერეთისკენ გაქცეულიყო.
„... გავრცელებული ნეოლითური ცივილიზაცია:
მათი თავი სათაურით „დიასპორა“ რუკებზე დაყრდნობით აჩვენებს რომ დიდი ცივილიზაციების (წინადინასტური ეგვიპტელებიდან სამხრეთით პროტოინდოევრპელებამდე ჩრდილოეთით, ერთი ისარი პარიზამდეც მიდის) საწყისი არის დღევანდელი შავი ზღვის ადგილას...“ (ფრანგული ჟურნალი
„Aventures de l'Histoire,n°9, Deluge: la Bible disait vrai! aნუ „ისტორიის თავგადასავლები, წარღვნა, ბიბლია სიმართლეს ამბობდა“, ნ°9,2002 წლის მარტი,გვ. 10-11).
მოკლედ: ამერიკელები, ვისი აზრითაც თეთრკანიანთა რასა კავკასიური რასაა მსოფლიოს დიდი ცივილიზაციების აკვანს კავკასიაში და მის არემარეში ეძებენ და თითქოს პოულობენ კიდეც.
ჩვენ კი დაგვრჩენია იმის დამატება რომ ამ ამერიკელების მიერ გამოკვლეული არე უძველესი კულხა-კოლხეთია, ესე იგი კოლხები კი არ არიან ეგვიპტელების შთამომავლები, პირიქით!!! ეგვპტელები შეიძლება იყვნენ კოლხების შთამომავლები!!!
გილგამეში შუა საუკუნეების
რომანული ხანის ევროპულ
ეკლესიებში
|
„კაცობრიობის და ცხოველთა სამყაროს ახალი ცხოვრება, ამდენად, კავკასიიდან გავრცელდა“ („სკვითებზე ადრე, ხელოვნების ისტორია საბჭოთა კავშირში“, პარიზი, ეროვნულ მუზეუმთა გაერთიანების გამოცემა, 1979 წ.,გვ. 154).
ახალი თეორიები წარღვნის შესახებ:
„ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს გაიხსნა დიდი უფსკრულის ყველა რეზერვუარი. დაიწყო თავსხმა რომელიც გრძელდებოდა 40 დღე და 40 ღამე. სულ უფრო და უფრო იწევდა წყლის დონე. წყალმა დაფარა ყველაზე მაღალი მთები“ (შესაქმე,7,11-19). ასე აღწერს ბიბლია წარღვნის შთამბეჭდავ ეპიზოდს, კატასტროფას რომელმაც შესძრა კაცობრიობა. საუკუნის დასაწყისიდან შეიქმნა მრავალი ჰიპოთეზა რათა ენახათ ბუნებრივი მოვლენა საკმარისად მნიშვნელოვანი იმისათვის რომ იგი განეხილათ როგორც ღვთაებრივი ნიშანი და ექციათ იგი ბიბლიური თხრობის ნაწილად.
გასულ ზაფხულს ტიტანიკის სახელგანთქმული მკვლევარი რობერტ ბალლარდის მიერ შავ ზღვაში მოწყობილმა წყალქვეშა ექსპედიციამ (ექსპედიცია მოეწყო National geographic Society-ს პატრონაჟით) აღმოაჩინა ადამიანთა დასახლების კვალი. ქვის იარაღები და, რაც მთავარია, ხის კოჭები, რაც გვაფიქრებინებს რომ ძვ.წ. 5000 წელს შავი ზღვის ფსკერზე აგებული იყო დასახლება რომელიც შემდეგ ზღვაში იქნა დანთქმული.
აღმოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა: ექსპედიცია მოეწყო ორი ამერიკელი გეოლოგის, უილიამ რიანისა და უოლტერ პიტმანის მიერ 1997 წელს გამოთქმული ჰიპოთეზის დასადასტურებლად. მარილიანი წყლის უძველეს ნიჟარათა დათარიღების შემდეგ ორმა გეოლოგმა ჩათვალა რომ შავი ზღვა წყლით უეცრად შეივსო ძვ.წ. 5000 წლისთვის. უკანასკნელი გამყინვარების დასასრულის შემდეგ ხმელთაშუა ზღვის დონე იწევდა. ბოსფორის სრუტემ ვერ გაუძლო ჭარბი წყლის ზეწოლას და გზა გაუხსნა უზარმაზარ წყალვარდნილს. ერთ წელიწადში ველი ზღვად გადაიქცა და მოსახლეობა იძულებული გახდა შუამდინერეთისკენ გაქცეულიყო.
როგორ შეიძლებოდა მსგავსი მოვლენა ამოშლილიყო ადამიანთა მეხსიერებიდან? უილიამ რიანმა და უოლტერ პიტმანმა ამ პრობლემისადმი მიძღვნილ თავის ნაშრომს დაარქვეს «ნოეს წარღვნა» ( „Noah's Flodd“, ). მათი აზრით მიწათმოქმედმა მოსახლეობამ ზეპირად, თაობიდან თაობაში გადასცა ეს ამბავი. მითის სიმაღლეზე აყვანილი ეს ამბავი ჩაწერილი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 3000 წლის შემდეგ შუმერულ, შემდეგ ბაბილონურ და ბოლოს ბიბლიურ მოთხრობებში.
ორი მკვლევარის კლიმატური თეორია სიმართლის შესაბამისად მიაჩნიათ კლიმატის ისტორიის სპეციალისტებს. საფრანგეთის სამეცნიერო კვლევათა ეროვნული ცენტრის (CNRS) კლიმატის მეცნიერებათა ლაბორატორიის თანამშრომელი ჟან-კლოდ დიუპლესი ადასტურებს: შავი ზღვის ფსკერზე ადამიანის საქმიანობის კვალის აღმოჩენა სერიოზულ საფუძბელს უქმნის ამ თეორიას...“ (ფრანგული ჟურნალი Le Monde de la Bible ანუ „ბიბლიის სამყარო“, ნომერი 133,2001 წლის მaრტი, გვ. 58).
«ამერიკელმა გეოლოგებმა უოლტერ პიტმანმა და უილიამ რიანმა 1998 წელს წამოაყენეს ჰიპოთეზა რომლის თანახმადაც ბიბლიურ მოთხრობებს წარღვნის შესახებ საფუძვლად უნდა დასდებოდა ერთი კატაკლიზმი.
მოულოდნელ, ძლიერ და მძაფრ წყალდიდობას უნდა გაეძევებინა შავი ზღვის სანაპიროს მკვიდრნი და მტკნარი წყლის ტბა მარილიან ზღვად უნდა გადაექცია. ეყრდნობოდნენ რა ნალექისა და ნიჟარების ანალიზს, მათ დაასკვნეს რომ წყალდიდობა უნდა მომხდარიყო დაახლოებით 7500 წლის წინ და რომ ძველი ტბის სანაპირო ზღვის ზედაპირიდან 150 მეტრით ქვეშ უნდა მდებარეობდეს. 1999 წელს მათი თეორიის შესამოწმებლად ბალლარდმა შეისწავლა სინოპის (თანამედროვე თურქეთი) მიდამოები. სონარის დახმარებით მან სანაპირო ზოლი ზუსტად მითითებულ ადგილას იპოვა. მის მიერ მოპოვებული ნიჟარები ადასტურებენ ამ ჰიპოთეზას.
დაახლოებით 12 000 წლის წინ მყინვართა დნობამ აამაღლა ოკეანეთა დონე. რიანისა და პიტმანის ჰიპოთეზის თანახმად მარმარილოს ზღვამ გაარღვია ბოსფორის ზღუდე და მარილიანი წყალი ჩაიღვარა შავი ზღვის მტკნარ წყალში. შეიქმნა ორი შრე: ზემო-მწარე და ქვედა-მარილიანი, მოკლებული ჟანგბადს და, ამდენად, სიცოცხლეს.
მრავალი ათასი წლის წინ შავი ზღვა წარმოადგენდა მტკნარი წყლის ტბას და მისი ფართობი დაახლოებით თანამედროვე ფართობის 2/3-ს შეადგენდა, მაგრამ იგი მოწყვეტილი იყო ხმელთაშუა ზღვისაგან. ნეოლითის ხანაში, ქვის ხანის ბოლო პერიოდში, იგი ალბათ წარმოადგენდა ოაზისს გადამხმარი რეგიონის შუაგულში. მყინვართა დნობამ აამაღლა ოკეანეთა დონე გამყინვარების უკანასკნელი პერიოდის დასასრულს. მარმარილოს ზღვამ მაშინ გაარღვია ბოსფორი და გაავსო შავი ზღვის აუზი...
უილიამ რიანი და უოლტერ პიტმანი ხსნიან რომ ხმელთაშუა ზღვის ჩაღვრა შავ ზღვაში თანდათანობით არ მომხდარა, იგი იყო ბოსფორის ადგილას მდებარე მიწის ბარიერის უეცარი გარღვევის შედეგი. თავიდან ეს იყო წყარო, შემდეგ წყალი ძირის გამოთხრის კვალობაზე სულ უფრო და უფრო სწრაფად დიოდა. რამოდენიმე თვეში ის გადაიქცა სწრაფ და ძლიერ კასკადად.
გამყინვარების ხანის დასასრული უეჭველად ხასიათდებოდა შთამბეჭდავი წყალდიდობებით. წინაისტორიის ადამიანებს ისინი უტოვებდნენ ვიწრო ზოლს მყინ-
ვარებსა და სანაპირო ზოლს შორის. შემდეგ მყინვართა წყალმა დაიკავა ტერიტორია და შეიჭრა შავ ზღვაში, რომელიც მაშინ მტკნარი წყლის ტბას წარმოადგენდა (დაახლოებით 10 000 წლის წინ). შავი ზღვის დონეს ყოველდღიურად 15 სანტიმებტრით უნდა მოემატა. პიტმანის დაანგარიშებით ევრაზიის ტრამალების მეზობელი ჩრდილოეთის სანაპიროს მკვიდრნი დღეში ერთ კილომეტრზე მეტით იხევდნენ უკან, მაშინ როდესაც სამხრეთის სანაპიროთა მკვიდრთ თავშესაფრის პოვნა მთებში შეეძლოთ. წყალდიდობის სისწრაფემ არ დაუტოვა დრო ადამიანებს საცხოვრებელთა დასაშლელად, საყოფაცხოვრებო ნივთები ხელუხლებელი დარჩა ზღვის ფსკერზე...
შავი ზღვის პროექტის რეალური განხორციელება 1996 წლის ზაფხულის ბოლოს დაიწყო. ორი პირველი ზაფხულის მანძილზე ლაპარაკი იყო სინოპის ყელის სისტემატურ შესწავლაზე.
დადასტურებული იქნა ნეოლითის ხანიდან ბიზანტურ ეპოქამდე მიმავალი არქეოლოგიური ძეგლების არსებობა. ნაპოვნი იქნა 3000-დან 4000 წლამდე ადამიანის ცხოვრების კვალი. ნაპოვნი იქნა კონსტრუქცია ხის ბოძებით და შლამში სანახევროდ ჩაფლული სწორკუთხა ბლოკებით. დანგრეული შენობა!
ნაპოვნი იქნა ადამიანის მიერ წარღვნის წინ დამუშავებული მასალა!
მოვლენათა მეცნიერული რეკონსტრუქცია გვაგონებს გილგამეშის ეპოპეაში მოყოლილ ლეგენდას.
ესაა ერთ-ერთი უძველესი ტექსტი! ადამიანური მეხსიერების თვალსაზრისით მითი მღელვარების მომგვრელია, მაგრამ რჩება გლობალურ კლიმატთან დაკავშირებულ ეპიზოდად. ჩაკეტილი შავი ზღვა წარმოადგენდა უნიკალურ საცავს რომელმაც დაიცვა მოწმობები რეგიონალურ და გლობალურ კლიმატურ მოვლენებზე... ( National Geographic, საფრანგეთი,2001 წლის მაისი ნომერი,გვ. 56-73).
გილგამეში შუა საუკუნეების
რომანული ხანის ევროპულ
ეკლესიებში
|
„პროფესორი ორენში (Aurenche) აცხადებდა ფრანგულ გაზეთ «Le Figaro»-ში:
შავი ზღვის ნეოლითი უცნობი მიწაა უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ არ გვიმუშავია ამ რეგიონში რომელშიც თითქოს არ უნდა ყოფილიყო წინაისტორიული ადამიანის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის პირობები რაც ნიშნავს იმას რომ საუნივერსიტეტო მეცნიერებას აპრიორი უნდობლად უნდა შევხედოთ.
ბალლარდმა იპოვა დაახლოებით 3500 წლის მასალა . დოქტრინა რომლის თანახმადაც ნეოლითური რევოლუციის საწყისი მესოპოტამიაშია ეჭვს ქვეშ დადგა. უნივერსტეტი პარიზი I-ის პროფესორმა უომ (Huot) უკვე დაწერა ამის თაობაზე:
„... სხვა მესოპოტამიები: შუა აზიის ქვეყნები, ბალუჩისტანი, ინდუსის ველი, თურქმენისტანი თუ ინდოეთის ოკეანეს სანაპირო ქვეყნები» ანუ ინდოევროპელ ხალხთა არე.
მათ წიგნში ამერიკელი სწავლულები უფრო შორსაც მიდიან...
„Aventures de l'Histoire,n°9, Deluge: la Bible disait vrai! aნუ „ისტორიის თავგადასავლები, წარღვნა, ბიბლია სიმართლეს ამბობდა“, ნ°9,2002 წლის მარტი,გვ. 10-11).
მოკლედ: ამერიკელები, ვისი აზრითაც თეთრკანიანთა რასა კავკასიური რასაა მსოფლიოს დიდი ცივილიზაციების აკვანს კავკასიაში და მის არემარეში ეძებენ და თითქოს პოულობენ კიდეც.
ჩვენ კი დაგვრჩენია იმის დამატება რომ ამ ამერიკელების მიერ გამოკვლეული არე უძველესი კულხა-კოლხეთია, ესე იგი კოლხები კი არ არიან ეგვიპტელების შთამომავლები, პირიქით!!! ეგვპტელები შეიძლება იყვნენ კოლხების შთამომავლები!!!
No comments:
Post a Comment