10.27.2011

ისევ და ისევ ბიბლიაზე-5, შუმერების გავლენა დიდ რელიგიებზე:


შუმერთა თანახმად ანუნაკებმა შექმნეს კოლონია ედემი. შესაქმის წიგნის თანახმად ედემი არის ადგილი სადაც  შემოქმედმა ღმერთმა ადამის ნეკნიდან შექმნა ევა. Sitchin-ს თანახმად ადამიანი უნდა იყოს ანუნაკების მიერ ჩატარებული გენეტიკური ოპერაციებისა და მანიპულაციების შედეგი. შემდეგ ლეგენდა ყვება რომ  მრავალი ასეული წლის შემდეგ ანუნაკები დაბრუნდნენ დედამიწაზე თავისი საქმიანობის შედეგების სანახავად  და მოიხიბლნენ დედამიწელი ქალებით .        ზოგი
სპეციალისტი თვლის რომ  ეს ისტორია მოყოლილია ბიბლიაშიც.
იქ ნათქვამია რომ  ღმერთების შვილებმა ნახეს ადამიანთა ქალიშვილები და მათგან ეყოლათ შვილები რომლებიც გმირები გახდნენ.
წარღვნის მითი:
შესაქმის წიგნის მე-5 წიგნში მოთხრობილი მითი წარღვნის შესახებ  უნდა იყოს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი,მაგრამ მსგავსი ვერსიის ნარევი. 
ის ებრაელებმა ალბათ აიღეს ბაბილონელებისგან რომლებმაც თვითონ ის შუმერებისგან აიღეს....

გილგამეში:
გილგამეშის ცხოვრების ყველაზე სრული ვერსია საკმაოდ ახალია და მომდინარეობს ასურბანიპალის ბიბლიოთეკიდან//მე-7 ს.// ნინევიაში. 

გილგამეში უნდა ყოფილიყო შუამდინარეთის შუმერული ქალაქებიდან უმნიშვნელოვანესის,ურუქის მეფე.  მას უნდა ემეფა ძვ.წ. დაახლოებით 2500 წლისთვის. 
გილგამეში ალბათ არსებობდა, მაგრამ ამას არ ადასტურებს არავითარი ისტორიული კვალი. ჩვენ პერსონაჟს ვიცნობთ ლეგენდარული მოთხრობებიდან რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია გილგამეშის ეპოპეა. ის სემიტურ ენაზე დაწერილია პალეობაბილონურად წოდებულ ხანაში,ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში.
 შუმერთა ნოეს ჰქვია ზიუსუდრა. ბაბილონურ ვერსიაში მას ჰქვია უტანაპიშტიმი.
წარღვნის ამბავი მთხრობილია გილგამეშის ეპოპეის მე-11 ფირფიტაზე. 

ღმერთებმა გადაწყვიტეს კაცობრიობის მოსპობა. 

მაგრამ ღმერთმა ეამ გააფრთხილა უტანაპშტიმი და ურჩია მას გემის აგება ოჯახისა და ცხოველთა გარკვეული რაოდენობის გადასარჩენად. წარღვნა გამოიწვია 7-დღიანმა თავსხმა წვიმამ რომელმაც დაფარა დედამიწა. მე-8 დღეს უტნაპიშტიმმა გაუშვა მტრედი და მერცხალი,მაგრამ ჩიტები უკან დაბრუნდნენ რაც იმის ნიშანი იყო რომ ხმელეთი არაა მისწვდომი. ბოლოსწ და ბოლოს მან გაუშვა ყვავი რომელიც არ დაბრუნდა. 

მაშინ უტანაპიშტიმი გადავიდა მთა ნიშირზე და მსხვერპლი შესწირა ღმერთებს რომლებმაც გაკვირვებით აღმოაჩინეს რომ კაცობრიობა მიუხედავად მათი გადაწყვეტილებისა მთლიანად მომსპარი არ იყო. .

მათ გადაწყვიტეს რომ ამიერიდან უტანაპიშტიმი და მისი შთამომავლები უკვდავები იქნებოდნენ. მათ უტანაპიშტიმი და მისი მეუღლე გადაიყვანეს ზღაპრულ და მიუდგომელ ქვეყანაში "მდინარეთა//ტიგროსი და ევფრატი// შესართავებთან" სადაც დიდი ხნის შემდეგ მას ეწვია უკვდავების მაძიებელი ბაბილონელი გმირი გილგამეში. უტანაპიშტიმი გილგამეშს მოუყვება წარღვნის ამბავს.

მისი საუკეთესო მეგობრის სიკვდილის მოწმე გილგამეში  დადგა უმაღლესი უსამართლობის პირისპირ და მან პირველად იგრძნო სიცოცხლის სისუსტე და დაუცველობა. ის მიხვდა რომ ვერავითარი საგმირო საქმე ვერ იხსნის სიკვდილისგან.  

მან მიატოვა ყველაფერი და წავიდა უკვდავების საძებრად. მას გაგონილი ჰქონდა რომ ურუპაკის მეფე უტანაპიშტიმი ოდესღაც გადაურჩა წარღვნას რომელსაც უნდა მოესპო მეტისმეტად საზიზღარ რამედ ქცეული კაცობრიობა. გადარჩნენ მხოლოდ ეს ადამიანი და მისი ცოლი. თანამგრძნობმა ღმერთებმა მათ მიანიჭეს უკვდავება სამყაროსგან მოშორებულ ადგილას. 

დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ  გილგამეში ბოლოს და ბოლოს მიადგა უტანაპიშტიმის სამეფოს კარიბჭეს რომელსაც იცავდა ორი ადამიანი-მორიელი. ისინი აღაფრთოვანა გმირის ვაჟკაცობამ და მათაც გაატარეს ის. მან გაიარა მთის სიღრმეში მიმავალი ბნელი დერეფანი და შევიდა კედართა ტყის მსგავს შინაგან სამყაროში,მაგრამ მცენარეულობა იქ გაქვავებულია. ერთმა ქალმა აუხსნა გილგამეშს რომ უტანაპიშტიმი განდეგილად ცხოვრობს კუნძულზე "სიკვდილის წყლების" იქით და რომ მხოლოდ გადამყვან ურსანაბის შეუძლია იქ მისვლა თავისი ნავით. გილგამეშმა აიძულა ის გადაეყვანა კუნძულზე. ის დაღლილ-
-დაქანცული,დამშეული და მხეცების ტყავმოსხმული წარუდგა უტანაპიშტიმს ვისაც მოუყვა თავისი მოგზაურობისა და მიზნის შესახებ. უტანაპიშტიმმა სამაგიუროდ მოყვა თუ როგორ გადარჩა,როგორ შეხვდა ღმერთებს და როგორ მიიღო უკვდავება. მაგრამ იქვე  თქვა რომ ესაა ერთადერთი და განუმეორებელი ისტორია. 

მიუხედავად ამისა გილგამეშმა დაიჟინა და უტანაპიშტინმა ის გამოსცადა ძილით. გილგამეში დამარცხდა და უნდა დაბრუნებულიყო უკან უკვდავების გარეშე.

მაშინ გილგამეშის დასახმარებლად ჩაერია მისი მეუღლე და გმირს მიეცა მეორე შანსი. გილგამეშმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და ზღვის ფსკერიდან ამოიტანა ბალახი რომელსაც შეეძლო მოხუცის გაახალგაზრდავება.

           გილგამეშს არ შეუჭამია ბალახი იქვე, მას უნდოდა ბალახის ურუქში ჩატანა და იქ მისი გამოცდა მოხუცებზე.

მაგრამ უკანა გზაზე,ბანაობისას გილგამეშს ბალახი მოსტაცა და შეუჭამა გველმა. გმირი,მაშ,ცარიელი ხელებით დაბრუნდა ურუქში. 

მაგრამ გმირის ძალისხმევა არ ყოფილა ამაო. ხანგრძლივმა ხეტიალმა და უტანაპიშტიმის მიერ მისთვის გამხელილმა საიდუმლოებებმა  გარდაქმნეს გმირი გილგამეში და აქციეს ის ბრძენ და ურუქის ტახტზე ასვლის ღირს ადამიანად.

ინდოეთში:

მსგავსი,წარმოშობით შეიძლება სემიტური ლეგენდა ცნობილია ინდოეთშიც. ვედაში ის არაა,მაგრამ პირველად დადასტურებულია როგორც ჩანს ძვ.წ.მე-7 საუკუნეში დაწერილ რიტუალში სატაპატა ბრაჰმანა:

ერთი თევზი აფრთხილებს მანუს რომ წარღვნა გარდაუვალია და ურჩევს მას გემის აგებას. წარღვნის დაწყებისას თევზი გაათრევს გემს ჩრდილოეთისკენ და ჩერდება ერთ მთასთან. სწორედ იქ უცდის მანუ წყლების გადენას.

მსხვერპლის შეწირვის შემდეგ ის ნახავს ქალიშვილს და მათი კავშირის შედეგად ჩნდება კაცობრიობა.

იყო თუ არა ნამდვილად წარღვნა?

მრავალ მითში წარღვნა გამოიწვია ადამიანის დანაშაულითა თუ ცოდვით გაბრაზებულმა ღმერთმა ან უბრალოდ იმან რომ რომელიღაც ღვთაებრივ არსებას უნდოდა კაცობრიობისთვის ბოლოს მოღება. 

მრავალმა მკვლევარმა სცადა წარღვნის რეალურობის დამადასტურებელი გეოლოგიური თუ არქეოლოგიური საბუთების მოპოვება,მაგრამ ისინი ეხლა გაყოფილები არიანსხვადასხვა ჰიპოთეზას შორის.

1960 წელს გარდაცვლილმა ბრიტანელმა არქეოლოგმა ლეონარდ ვულიმ აღმოაჩინა ძვ.წ.3500 წლის ნალექები რომლებიც უნდა გაჩენილიყო წყალდიდობათა შედეგად,მაგრამ  წყალდიდობათა ბუნება და მასშტაბი უცნობია. წყალდიდობის შუმერული მითი ერთი მოვლენის კი არა,განმეორებად  კატასროფათა კვალი. ..

დასკვნისთვის:

Zecharia Sitchin-ის ზოგჯერ ბუნდოვანი თეორიები ართობს მეცნიერთა ნაწილს მაგრამ მის მიერ გამოყენებული საბუთები და აღმოჩენები სულაც არაა სასაცილო,ისინი უეჭველია. რაც არ უნდა იყოს ეს თეორიები არავის სტოვებს გულგრილს ვინაიდან ეხება კაცობრიობის ისტორიის საწყისი ხანის ისტორიულ რეალობას და ტექნიკურ პროგრესს დიდ ქალაქებად მისი ორგანიზაციის გარიჟრაჟზე. 

აღსანიშნავია რომ შუმერთა მოწინავე ცოდნა საოცარია. 

შუმერული მითოლოგიური ტრადიციის და ბიბლიური ტრადიციის სიახლოვე დამაფიქრებელია. ეს მსგავსებები გვაფიქრებს უძველესი ცივილიზაციების დამფუძნებელი მითების  სიმართლესა და უტყუარობაზე.  

No comments: