10.25.2011

ისევ და ისევ ბიბლიაზე-4, ბიბლია და შუმერები-3:

 ეთიოპური ხატი. ამ წმინდანს ლომმა შეუჭამა ძაღლი. წმინდანმა უსაყვედურა ეს რა ქენი ძაღლი ხომ ჩემი მეგობარი იყოო და ლომს შერცხვა... 
                                                                                                    
ენოქი, ბიბლიური მე-7 პატრიარქი. წარღვნის წინ.ის ღმერთმა ელიას მსგავსად ცეცხლოვანი ეტლით  აიტაცა ცაში და ის უკვდავი გახდა.
  არსებობს ტრადიცია რომლის თანახმადაც ის უნდა ყოფილიყო მე-7 შუმერი მეფე წარღვნის წინ.
      სამყაროს შექმნის მითი შუმერთა თანახმად
 უმერთა საოცარი ცოდნა:
1938 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ვილჰელმ კიონიგმა ბაღდადის მუზეუმის სარდაფების ერთ-ერთ დარბაზში აღმოაჩინა 2500-ზე მეტი წლის წინ გაკეთებული საინტერესო შუმერული ლარნაკი.  ბაღდადის „ელემენტზე", „ბატარეაზე":

   ესაა გამომწვარი თიხის პატარა ლარნაკი კუპრის,შავფისის საცობით. სპილენძის მილის შიგნით შეყვანილია რკინის ღერო და ის ძირში სპილენძისგან გამოყოფილია ბიტუმირებული ტამპონით. 

      ამ ორ ლითონს შეუძლია ელექტრობის მოცემა. ეს ცილინდრული ჭურჭელი ძირში შედუღებული იყო ტყვიის და კალას ნადნობით.


      დადასტურებული იქნა რომ ძლივს 20 სანტიმეტრის სიმაღლის ამ ჭურჭელს შეეძლო ელექტრობის მიღება როდესაც მას ავსებდნენ ყურძნის წვენით. 2000 წლით ადრე გალვანიმდე და ვოლტამდე!!! დღემდე უცნობია ამ ბატარეის დანიშნულება.


   მაგრამ ისმის სხვა კითხვა : როგორ მიიღეს შუმერებმა ცოდნა ელექტრობის შესახებ? იქნებ ეს მათ უთხრეს უფრო მაღალი გონიერების არსებებმა?


     შუმერული ნაწერები ყვებიან რომ ადამიანები შექმნეს ღმერთებმა ანუნაკებმა, "იმათ ვინც მოვიდნენ ციდან".


   ციდან მოსულები მოვიდნენ მე-12 პლანეტიდან,პლუტონის უკან არსებული პლანეტიდან მზის სისტემაში. ამ პლანეტას ერქვა ნიბირუ.


   ანუნაკები, ნეფილიმები ბაბილონელებისთვის და შემდეგ ებრაელებისთვის იყვნენ სულ მცირე 3 მეტრის სიმაღლის გიგანტები.


                   Zecharia Sitchin-ის თეორიები:
   საუნივერსიტეტო ტრადიციამ ეს თეორიები უარყო, მაგრამ ზოგი სპეციალისტის აზრით ანუნაკები იყვნენ უხსოვარ დროში სხვა პლანეტიდან მოფრენილი არსებები რომლებმაც დედამიწის პირველყოფილ მკვიდრებზე ექსპერიმენტების ჩატარებით და გენეტიკური მანიპულაციებით შექმნეს ადამიანები. ამ  სპეციალისტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანები არიან Zecharia Sitchin,Laurence Gardner;David Icke.


         Zecharia Sitchin-მა პირველმა აჩვენა ფართო საზოგადოებას შუმერული ტექსტები და მხატვრული ელენტები. მან თარგმნა ეს ტექსტები და განმარტა ელემენტები.        


             ეს ძველი ტექსტები აღწერენ მზის სისტემაში შემავალ  დიდ პლანეტა ნიბირუს. ის ძალიან ზუსტადაა გამოსახული თიხის ერთ ნახატზე.


                  ახლოს გავლისას ამ პლანეტას დიდი ძვრები და ცვლილებები უნდა გამოეწვია დედამიწაზე და მზის სისტემის სხვა პლანეტებზე.


            სწორედ ამ პლანეტაზე უნდა ეცხოვრად ანუნაკებს,გიგანტებს რომლებიც დედამიწაზე მოვიდნენ კაცობრიობასთან შესახვედრად.
ენოქი


     ექვსი ათასზე  მეტი წლის წინ გაკეთებული სახელგანთქმული შუმერული ცილიდრული ბეჭედი გვიჩვენებს მზის სისტემას ცენტრში მზით.
არადა მეცნიერებმა ჰელიოცენტრული სისტემა აღმოაჩინეს მხოლოდ სამასიოდე წლის წინ. ის ასევე ქჩვენებს მეცნიერების მიერ მხოლოდ 1930 წელს აღმოჩენილ პლანეტა პლუტონს დაბოლოს მე-12 პლანეტა ნიბირუს.


   თუ კი დავაკვირდებით სამ პერსონაჟს  დავინახავთ რომ მარჯვნივ მჯდარი ღვთაება ფეხზე ადგომისას მესამედით უფრო მაღალი უნდა იყოს მარცხნივ მდგომ ადამიანებზე. 


     ეს ანუნაკები დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყვნენ თუ  დავიანგარიშებთ მანძილს მუხლს,თეძოს და თავს შორის. 


     შუამდინარეთში დამკვიდრებულ ანუნაკებს უნდა დაეარსებინათ კოლონია ედემი.


                             ნიბირუ-მე-12 პლანეტა:
     შუმერები ყვებოდნენ რომ ანუნაკები //"ისინი ვინც ციდან მოვიდნენ დედამიწაზე"// დედამიწაზე 400 000-ზე მეტი ხნის წინ მოვიდნენ "მე-12 პლანეტიდან". სწორედ შუმერებს გადასცეს ამ ანუნაკებმა თავისი ცოდნა. 


      შუმერების თქმით სწორედ ანუნაკებმა შექმნეს ადამიანები. რომლებსაც თავიდან ანუნაკებისთვის სამსახური უნდა გაეწიათ.


      შუმერული ტექსტები ყვებიან რომ ანუნაკები დედამიწაზე მოვიდნენ ოქროს საბადოების გულისთვის,რომ ოქრო მათ სჭირდებოდათ მათ პლანეტაზე ატმოსფეროს გაფუჭების წინააღმდეგ საბრძოლველად. ერთხელ ოქროს საბადოებში მუშაობისას ისინი აჯანყდნენ.  საქმე გამოასწორა ენკიმ რომელსაც აზრად მოუვიდა ანუნაკების სისხლის ჰომინიდების სისხლთან შერევით ჰიბრიდული არსების,პირველყოფილი მშრომელის შექმნა....

    სხვა თეორიები ანუნაკების წარმოშობის შესახებ,ენოქის წიგნი
//ბიბლიური ნეფილიმ//:


    ენოქის წიგნი არის აპოკრიფულად წოდებული წიგნი რომელსაც ეკლესია არ თვლის ბიბლიის კანონიკურ წიგნად. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა ამ წიგნის მივიწყებას და განზე გაწევას. 


      ხშირად აღია
ენოქის წიგნი
რებენ რომ წიგნი მიუთითებს ფარულ მნიშვნელობებზე და "გამაღიზიანებელ" გამოცხადებებზე  ძველი აღთქმის ზოგი დოგმის შესახებ.


     ეს განსაკუთრებით ეხება ანგელოზების მოსვლას დედამიწაზე და მათ დაწყვილებას მიწიერ ქალებთან//ითვლება რომ ანგელოზებს სქესი არ უნდა ჰქონდეთ//. ამ ანგელოზებს უნდა გადაეცათ ადამიანებისთვის აკრძალული ცოდნა.  ამ ანგელოზთა და მიწიერ ქალთა კავშირიდან უნდა გაჩენილიყო გიგანტთა //ნეფილიმთა// მოდგმა რომლის მოსპობასაც ისახავდა მიზნად ღმერთი წარღვნით. მხოლოდ ეთიოპური  ერთ-ერთი უძველესი მონოფიზიტური ეკლესია აღიარებს ამ ტექსტს კანონიკურად.


           
    ენოქის წიგნის პირველი ნაწილის პატარა ნაწყვეტი ციტირებულია ახალ აღთქმაში//მოციქულ იუდას წერილი//" და ენუქმაც. ადამის შემდეგ მეშვიდემ,იწინასწარმეტყველა მათზე და თქვა:აჰა,მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმინდანით  რათა მოახდინოს სასამართლო ყველაზე და ამხილოს ყველა უღმერთოს ყოველგვარი საქმე,რაც მათ უღმერთობით ჩაიდინეს,და ყოველგვარი სასტიკი სიტყვები,მის მიმართ რომ უთქვამთ უღმერთო ცოდვილთ"//14-15//.


    ენოქის პირველი წიგნის სხვა ნაწილები როგორც დადებითად ისე უარყოფითად მოჰყავს ზოგ ეკლესიის მამას.


    ვატიკანი, რომელმაც 2002 წელს ისევ დაგმო წიგნი,ისევ  არ აქვეყნებს მთლიანად 1976 წელს მკვდარი ზღვის ხელნაწერებს შორის აღმოჩენილი  ენოქის წიგნის ფრაგმენტებს.
  ეს წიგნი უმთავრესად ყვება ანგელოზების დაცემის, დედამიწაზე მოსული გიგანტების შესახებ.  რა მძიმე საიდუმლოებს  ამჟღავნებს ეს წიგნი?


    ებრაულად ენოქი ნიშნავს ინიციირებულს, განდობილს. ენოქი//ზოგჯერ წერენ როგორც ენოკს, ქართულ თარგმანში კი ენუქს // იყო მე-7 პატრიარქი წარღვნამდე, მათუსალემის მამა,ლამეხის პაპა და ნოეს პაპის პაპა.


        ენოქი „აიტაცა“ღმერთმა ცეცხლიანი ეტლით და ის უკვდავი გახდა ისევე როგორც ელია,უმნელოვანესი წინასწარმეტყველი.


              ტრადიციის თანახმად ენოქი უნდა იყოს მე-7 შუმერი მეფე წარღვნის წინ. 


    ანუნაკები უნდა ყოფილიყვნენ დედამიწის მეთვალყურე გუშაგები რომელთაც ევალებოდათ იაჰვეს ქმნილებათა დაცვა ედემის ბაღში და დედამიწაზე. ისინი ღმერთმა შექმნა როგორც სრულყოფილი არსებები,ანგელოზები. 


შუმერული ბეჭედი
     ეს გუშაგები ბოლოს და ბოლოს უნდა აჯანყებულიყვნენ ღმერთისა და დედამიწაზე მათი ყოფნის წინააღმდეგ, ისინი აჯანყდნენ,აღარ ასრულებდნენ თავის მოვალეობას და ეწყვილებოდნენ დედამიწის ქალებს რათა მათგან ჰყოლოდათ შთამომავლობა. 


    ამან გამოიწვია მათი შთამომავლობის და მთელი კაცობრიობის გენეტიკური გადაგვარება


    განრისხებულმა იაჰვემ წარღვნით მოსპო გადაგვარებული კაცობრიობა და გადარჩა ერთადერთი გენეტიკურად წმინდა ოჯახი.


    მაგრამ წარღვნის შემდეგაც გადარჩენილი გუშაგები კიდევ აჯანყდნენ და ისინი დაისაჯნენ და გაძევებული იქნენ დაკარგული სამოთხიდან,მათი პირველი სამკვიდროდან ვინაიდან ისინი ისევ განაგრძობდნენ ქალების და ადამიანის გენების დაბინძურებას.  ეს შეჯვარება და ადამიანის გენების გადაგვარება ისევ შეადგენს ჩვენი სამყაროს დიდ ნაწილს.  უდიდესი ბოროტება გამოსწორებული იქნა, მაგრამ შეჯვარების ნიშანთა უმრავლესობა არ იქნა ამოცნობილი. 


    ენოქის წიგნის პირველ ნაწილს ჰქვია გუშაგთა წიგნი. ის ყვება რომ ღმერთმა ენოქს უთხრა რომ კაცობრიობას მოსპობს გამანადგურებელი წარღვნა.


                              ამ წიგნის სარჩევის ნაწილი: 


               „1 ნაწილი: ანგელოზების დაცემა და ენოქის მიძინება.


                თავი მე-6: ანგელოზთა კავშირი ადამიანთა ქალიშვილებთან.


                თავი მე-7: გიგანტთა დაბადება და ბოროტმოქმედებები.


                თავი მე-8 : რა ასწავლეს ადამიანებს ცუდმა ამგელოზებმა.


                თავი მე-9: კარგ ანგელოზთა ჩარევა.


               თავი მე-10:ღმერთი ბრძანებს წარღვნას და ცუდი ანგელოზების დასჯას მარადიული ცეცხლით. ის წინასწარმეტყველებს მართალთა ბედნიერებას.


              თავი მე-11:ღვთაებრივი დალოცვები.


              თავი მე-12: ენოქის მისია პირველ ანგელოზებთან.


             თავი მე-13: დაცემული ანგელოზები შუამავლობას სთხოვენ ენოქს.


             თავი მე-14: ენოქის ხილვა- ცუდი ანგელოზების დასჯა. ღმერთის სახლი და ტახტი. 


              თავი მე-15: ღმერთი ავალებს ენოქს ცუდი ანგელოზებისთვის მათი დანაშაულის უზომობის ჩვენებას.


              თავი მე-16:გუშაგები დაისჯებიან ადამიანებისთვის დამღუპველი საიდუმლოს გამხელისთვის."


                      ამ მოთხრობების პარალელიზმი შუმერულ მითებთან აშკარაა.    
         

No comments: