10.25.2011

ისევ და ისევ ბიბლიაზე-3, ბიბლია და შუმერები-2:

შუმერთა მზის ღმერთი უტუ

   შუმერული რელიგია და მთავარი მითები:
     მცირე აზიისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების ძველი საზოგადოებების მსგავსად შუმერი არის პოლითეისტური საზოგადოება. მაგრამ ღმერთთა მანდვილი ორგანიზაცია არ არსებობდა. ყოველ ქალაქ-სახელმწიფოს ჰყავდა თავისი მეცენატები,მეფე-ქურუმები და ჰქონდა თავისი ტაძრები.
    შუმერებმა ალბათ პირველებმა ჩაიწერეს მათი რწმენები და პირველებმა მოინდომეს კოსმოგონიის სტრუქტურების დაფიქსირება და ორგანიზება.

  შუმერთა რწმენები აგრეთვე იყო შუამდინარეთის მითოლოგიის,იუდაური და ქრისტიანული რელიგიების,მეტიც,ასტროლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილის შთაგონების წყარო. 

    შუმერები თაყვანს სცემდნენ ანუს,რომელსაც თვლიდნენ მთავარ ღმერთად
//მისი სახელი ნიშნავს სამოთხეს.. ის დაქორწინებული იყო კი-ზე, ვისი სახელიც ნიშნავს მიწას. მათი შთამომავლები იყვნენ ანუნაკები. 


    ანუსთან ყველაზე ახლოს იყვნენ ენკი,რომელსაც თაყვანს სცემდნენ სამხრეთში,ქალაქ ერიდუში,ევფრატის სანაპიროზე მდებარე ქალაქში ურიდან 15 კილომეტრის მოშორებით სამხრეთ-დასავლეთისკენ. და ენლილი,ვისაც თაყვანს სცემდნენ ჩრდილოეთში,ნიპურში. და ბოლოს ინანა,დილით აღმოსავლეთით და საღამოს დასავლეთით ელვარე ვარსკვლავის ღვთაებრივი სახე. ამ უკანასკნელს თაყვანს სცემდნენ ურუქის ტაძარში,რომსლსაც ის უზიარებდა ანუს.


მთვარეს განასახიერებდა ნანა, რომელზეც ლოცულობდნენ ურში. 


დედა ქალღმერთის ერთ-ერთი სახელი იყო ნამმუ თუ ნამმა.


შუმერებში კიდევ იყო ასობით უმცროსი ღვთაება.


   მზის განმასახიერებელ ღვთაებას ერქვა უტუ და მას თაყვანს სცემდნენ სიპარში. 


მაჰმადიანთა,ალბათ სპარსული 
ნაკეთობა.ვერცხლის თეფში 
ლომზე მჯდომი 4-ხელა ქალღმერთი 
ნანას გამოსახულებით.
 ნანა შუმერთა მთვარის ქალღმერთი იყო.

   შუმერთა ღმერთები, მაშ, დაკავშირებული იყვნენ სხვადასხვა ქალაქთან და მათი რელიგიური მნიშვნელობა იცვლებოდა მათთან დაკავშირებული ქალაქების პოლიიკური ძლიერების ცვალებადობასთან ერთად.


   შუმერების პანთეონში იყო 3 მთავარი ღმერთი/


    ან //თუ ანუ//. ის მეფობდა ცაში. მისი აღმნიშვნელი იდეოგრამა  ერთდროულად ნიშნავს ცას და ღმერთს. ის განასახიერებს სამოთხის იდეას.


    ენლილი ისევე როგორც ანუ წარმოდგენილია ტახტის სახით. ამ ტახტს ადგას რქებიანი ტიარა. მისი სამეფოა დედამიწა. 


      ენკი-ეა //თუ ეა//, წყლების ღმერთი, ისაა წყაროების და მდინარეთა ღმერთიც. ის მეფობს აფსუზე ,ღრმა წყლების უფსკრულზე რომელსაც ეყრდნობა დედამიწა, და მის ტაძარს მის წმინდა ქალაქ ერიდუში,ბაბილონიის სამხრეთში,ჰქვია "აფსუს სახლი".


     ამ მეტ-ნაკლებად ძლიერი ღვთაებების გარდა მოქმედებდნენ ათობით,მეტიც,ასობით სულები, უმცროსი ღმერთები იგიგები და ანუნაკები//50 დიდი ღმერთი.. განაგებდნენ ცას და დედამიწას და, რა თქმა უნდა, ადამიანთა ხვედრს. 


     სიტყვა ანუნაკი ნიშნავს მეფური სისხლისას ან უფლიწულს.


ენკი-ეა მის აფსუ სახლში
   ძველი ბაბილონური მითის თანახმად ანუნაკები იყვნენ და-ძმა ღმერთები ანუსა და კის შვილები,ისინი კი იყვნენ ციური პოლუსები ანშარის და კიშარის შვილები. ანშარი და კიშარი იყვნენ ლაჰმის და ლაჰმუს //ტალახის არსებები// შვილები. 


     ეს სახელები შუმერთა თანახმად უნდა რქმეოდათ ერიდუში აბზუს ტაძრის მცველებს.  შუმერების თქმით იქ უნდა მომხდარიყო შესაქმე  // არც სახელები აბზუსა და დვაბზუს თანაჟღერადობა უნდა იყოს შემთხვევითი ალბათ, მთარგმნელი//.


    ანუნაკების ჯგუფის ბელადი იყო დიდი ანუ, ვისი სახელიც შუმერულად უფრო ცას ნიშნავდა ვიდრე ცის ღმერთს. ჯგუფის წევრები მისი შვილები იყვნენ.


 ენლილისა და ენკის ერთი კონფლიქტის შედეგად იგიგებმა შეწყვიტეს მუშაობა და სამყაროზე ზრუნვა.


  ენკიმ გადაწყვიტა ღმერთების მოსამსახურეებად ადამიანების შექმნა. 

No comments: