10.25.2011

ისევ და ისევ ბიბლიაზე-2, ბიბლია და შუამდინარეთი:

შუამდინარეთის რუკა
შუმერები ყველა რელიგიათა წინაპრები?
ვინ არიან შუმერები?
4000-ზე მეტი წლის წინ შუამდინარეთში,დასავლეთით ევფრატს,აღმოსავლეთით ტიგროსს,ჩრდილოეთით ნიპურს და სამხრეთით სპარსეთის ყურეს შორის იყო რეგიონი 
რომელსაც მისი მკვიდრები უწოდებდნენ კალამს თუ კენგის,ხოლო მოგვიანებით მას აქადელებმა უწოდეს შუმერუ, ჩვენ მას დღეს ვიცნობთ სახელით შუმერი.ეს გამომგონებელი, შემოქმედებითი ცივილიზაცია დღესაც ბრწყინავს.

შუმერებმა გამოიგონეს ბორბალი, დამწერლობა, ააგეს პირველი დიდი ორგანიზებული ქალაქები, მათ დაყვეს დღეები საათებად და საათები წუთებად.მათ წამოიწყეს საგარეო ვაჭრობის განვითარება და შექმნეს
ძალიან ზუსტი კალენდარები. მათ აგრეთვე შექმნეს პირველი ორპალატიანი პოლიტიკური სისტემები და პირველი სასკოლო სისტემები....
      შუმერული კულტურის შესახებ ჩვენ ვიცით თიხის ფირფიტებზე ლურსმული დამწერლობით შესრულებული ტექსტებიდან. ისინი აღმოაჩინეს თანამედროვე ერაყის სამხრეთ ნაწილში//შუამდინარეთი//.


    შუმერების გამოგონებები და აღმოჩენები იმდენია რომ ჩნდება კითხვა თუ საიდან მოსდიოდათ მათ ეს იდეები.


    თვითონ შუმერები ამბობდნენ რომ მათი ცოდნა მათ გადაცეს სხვა პლანეტიდან მოსულმა არსებებმა,ანუნაკებმა.
წიგნი "ისტორია
დაიწყო შუმერში"


     თანამედროვე ცივილიზაციებმა ამ ძალიან ორგანიზებული და გამქრალი ხალხისგან მიიღეს არა მარტო მათი ყოველდღიური ცხოვრების საფუძვლები არამედ მთავარი ბიბლიური მითებიც. 


  ჩვენ ყველამ ვიცით სახელი გილგამეში, წარღვნის მითი, განსაკუთრებით კი ბაბილონის კოშკი და აბრაამის ისტორია...


   ეს მითები შუმერულია და ისინი შუმერებმა გადასცეს მათ მომდევნო ცივილიზაციებს ჯერ შუამდინარეთში და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის მთელ აუზში.


  ბერძნები,ებრაელები,სემიტი ხალხები აშკარად არიან შთაგონებული შუმერთა პოლითეისტური რელიგიით და გარდაქმნიან შუმერულ მითებს. 


   მაშ შეიძლება იმის განცხადება რომ შუმერები არიან ყველა რელიგიის წყარო? 

No comments: