10.24.2011

ესეც ევროპაა: ისევ და ისევ ბიბლიაზე:

    
მარკ შაგალის მეფე დავითი
 ჯერ ისევ  ყველაფრის მიუხედავად ბიბლიური კულტურის ფრანგი აკადემიკოსი ჟან დორმესონის სიტყვები:
 „და რა გვიკეთებია ამ დედამიწაზე იმათ ვისაც გვქონდა ამქვეყნად გაჩენის შანსი  და ჯერაც გვაქვს  სამყაროს მშვენიერებით ტკბობის  უნარი და ძალა?
გვიკეთებია დიდი საქმეები,ლამაზი რამეები. აღმოგვიჩენია, დაგვიპყრია, გამოგვიგონია რაღაცშეგვიქმნია შედევრები
ამავე დროს გვიკეთებია პატარა და საშუალოუმნიშვნელოხშირად  სამწუხარო და ზოგჯერ უღირსი და პატივისამყრელი რაღაცეებიც.
  მე ბევრი მეძინა. მე დავკარგე ბევრი დრო. მე ბევრჯერ შევცდი


  ამქვეყნად ყველაზე სასარგებლო იქნებოდა ადამიანებს  ყვარებოდათ ერთმანეთი
 პროგრესიდან პროგრესისკენ სიარულმა შეცვალა ჩვენი შეგრძნების, აზროვნების და ცხოვრების ფორმები.

  მაგრამ არ შეცვლილა ადამიანის ცხოვრების არსი. ადამიანი ისევ იბადება,იტანჯება,კვდება.

  ჩვენ გავაკეთეთ თითქმის ყველაფერი რისი გაკეთებაც შეგვეძლო და საბოლოო ანგარიშით თითქმის ვერაფერი გავაკეთეთ." (Jean d'Ormesson,C'est une chose étrange à a fin du monde, უცნაური რამაა სამყაროს ბოლოს,პარიზი, 2010).

  საფარველახდილი ბიბლია //ფრანგული ჟურნალი Enigmes du Sacré- ანუ საკრალურის საიდუმლოების საგანგებო ნომერი 3,2011 წლის სექტემბერი//.
               
ბიბლია არის ქრისტიანობით დამუშავებული დასავლური ცივილიზაციის აუცილებელი ლიტერატურული და სულიერი საფუძველი. ეს მონუმენტური ნაშრომი არის კაცობრიობის ისტორიის უდიდესი ბესტსელერი. ეხლაც ყოველ წელს რიგდება ბიბლიის 40 მილიონი ეგზემპლარი

  ამავე დროს ესაა ყველაზე იდუმალი ნაშრომი  ვინაიდან მისმა ინტერპრეტაციებმა ბიძგი მისცეს მძაფრ და საუკუნოვან პოლემიკებს. მკითხველი ყოველთვის მრავალ განმარტებას ურთავდა ბიბლიას

   ამ დოსიეში ჩვენ ჯერ შევეხებით საკრალური წიგნის დამფუძნებელ ტექსტებს, შემდეგ განვიხილავთ შუამდინარეთის გავლენას ბიბლიურ ტექსტებზე და ბიბლიის ზოგი მითის შესაძლებელ ისტორიულობას.

დამფუძნებელი  ტექსტები, ბიბლიის სხვადასვანაირი ინტერპრეტაცია:
  შერჩეული ტექსტების კორპუსი სხვადასხვაა სხვადასხვა რელიგიაში. ეს ხსნის მნიშვნელოვან განსხვავებებს ებრაულ,პროტესტანტულ და კათოლიკურ ბიბლიებს შორის. ებრაული ტრადიცია არ იღებს ახალ აღთქმას. მაშ უნდა დავაკვირდეთ ამ განსხვავებებს.

  კათოლიკური ბიბლია:  ქრისტიანულ სამყაროში ბიბლიაში შესულ წიგნთა რაოდენობა კონფესიების შესაბამისად მერყეობს 24-73 წიგნს შორის და შერჩეულ რაოდენობას ეწოდება კანონი. ...

მარკ შაგალი, ლოცველი იობი
 ებრაულ ბიბლიაში ხელნაწერები დაყოფილია პარაშიოტებად რომლებიც აწყობენ თორას ყოველდღიურ კითხვას. მის შემადგენელ სამ ნაწილს ეწოდება ტანახი,ნევიმი და კეტურიმი. თორა შეიცავს ხუთ წიგნს რომელთა ავტორადაც ითვლება მოსე. მოყოლილია ისტორია  სამყაროს შექმნიდან პირველი წინასწარმეტყველის სიკვდილამდე,მის მიერ ებრაელთა გაყვანა ეგვიპტიდან და აღთქმული მიწის კარიბჭემდე მიყვანა სინას მთის გავლით//იქ მოსემ მიიღო ღმერთის მცნებები//. რაც შეეხეება წინასწარმეტყველებს ნევიიმ,ისინი ყვებიან იზრაელის დამკვდრებაზე ქანაანში ბაბილონში ლტოლვილობამდე და წინასწარმეტყველთა მიერ ღმერთის სიტყვების ადამიანებისთვის გადაცემაზე
   ქრისტიანები ძველ აღთქმას უწოდებენ ბიბლიის იმ ნაწილს რომელიც იმეორებს ტანახის კანონიკურ ტექსტებს და სხვა ძველ ტექსტებს რომლებიც არაა მიღებული იუდაური ტრადიციის მიერ.

  ბერძნული ბიბლია: მას ასევე სეპტანტას უწოდებენ. ესაა თორას ბერძნული ვერსია რომელიც  მიმართავს ბერძნულად მოლაპარაკე ებრაელებს. ძვ..მე-4 საუკუნეში დაწერილი სეპტანტა იყოფა ორ დიდ ნაწილად-ისტორიულ წიგნებად და წინასწარმეტყველურ და პოეტურ წიგნებად. კორპუსი მიიღეს პირველმა ქრისტიანებმა და მან შეადგინა ძველი აღთქმა. მართლმადიდებლებმა და კათოლიკეებმა შეინარჩუნეს სეპტანტას წყობა.
  ახალი აღთქმა შეიცავს იესოს როგორც უფალის მაცნის და ადამიანთა მხსნელი მესიას პიროვნების აღმწერ და ცხოვრების მთხრობელ 27 კანონიკურ ტექსტს და მოციქულებისადმი უწყებებს. ის მოიცავს 4 სახარებას, მოციქულთა საქმეებს და აპოკალიფსს იოანეს თანახმად. დათარიღება ზუსტად ცნობილი არ იყო და წიგნები არაა ქრონოლოგიურად დაწყობილი. ახალი აღთქმა არაა მიღებული ებრაული ტრადიციის მიერ.

მარკ შაგალი, კაენი და აბელი
   დეიტეროკანონიკური წიგნები. ესაა ბერძნული სეპტანტას კანონისადმი დროთა მანძილზე დამატებული წიგნები რომლებსაც კათოლიკები და მართლმადიდებლები მიიჩნევენ ბიბლიის ნაწილად. პროტესტანტების აზრით ესაა აპოკრიფები მაშინ როდესაც კათოლიკები მათ უწოდებენ დეიტეროკანონიკურებს,ესე იგი კანონში შემდეგ შესულ წიგნებს.

  ბიბლიის თანამედროვე გამოცემა  უმრავლეს შემთხვევაში აერთიანებს ძველ და ახალ აღთქმას....

ბიბლიური კოსმოგონია:
    ბიბლიის პირველი დამფუძნებელი ტექსტია შესაქმის წიგნი. თავიდან ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ეს საწყისი აქტი გვეუბნება რომ ბიბლიური კონცეფციის თანახმად ისტორია არაა ციკლური როგორც ეს იყო,ვთქვათ მაიებთან რომლებსაც წარმოედგინათ თანამედროვე კაცობრიობის გაჩენამდე სამყაროთა მრავალჯერ მოსპობა და ექმნა.  ბიბლიაში არაა "წინ",ესაა პირველი და აბსოლუტური შესაქმე. შემოქმედია მარადიული ღმერთი

  შემდეგ ღმერთმა შექმნა მოკვდავი და არასრულყოფილი,თავისუფალი ნების მქონე და ცდუნების განმცდელი ადამიანი. პირველი ცდუნება იყო ხე რომლის ნაყოფის ჭამაც აკრძალული იყო. ადამიანმა ვერ გაუძლო ცდუნებას და ღმერთმა ის გააძევა სამოთხის ბაღიდან

  ამ კოსმოგონიურ თხრობას თავიდანვე შემოაქვს გველით განსახიერებული ბოროტების ცნება.

  სინამდვილეში ეს მოთხრობა არის ოსტატური ხატი რომლის მიზანიცაა დროის მნიშვნელობის დაყვანა ადამიანისთვის გასაგებ ერთეულამდე. ერთი კვირა აქ არის მილიონი წლის ევოლუციის სიმბოლო // გაგრძელება იქნება//.

No comments: