10.24.2011

დაუვიწყარი ბიბლია, ამერიკა ედემს და ქაოსს შორის:


წმინდა ბიბლია
ამერიკის პრეზიდენტები ფიცს დებენ ბიბლიაზე და ამერიკელი მწერლები ვერ უარყოფენ წიგნს რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა მათი ქვეყნის წარმოსახვაში.

მე-17 საუკუნის ინგლისიდან მამა მლოცველებთან ერთად გარბის რწმენის გამო ჩაგრული ხალხი. ახალი სამყაროსკენ როგორც აღთქმული მიწისკენ მიდიან ძველი ევროპიდან განდევნილი  "თანამედროვე ებრაელები".

 
ამერიკა ჩანს როგორც ახალი იზრაელი,მხსნელი ერი. მისი ისტორია,მისი მითები,მისი ოცნება უკვე განუყოფელია ბიბლიისგან რომელიც აღწერს  თაფლის და რძის სამოთხის მაძებარ რჩეულ ხალხს.


მე-19 საუკუნეში საკუთრივ ეროვნული ლიტერატურის გაჩენამდე კოლონიალურ პერიოდში გამოქვეყნებულ თხზულებათა უმრავლესობა რელიგიური შთაგონებისაა: ისტორიული მოთხრობები ყვებიან პურიტანებზე რომელთაც მიუძღვის განგება, ბუნებრივი სამყარო აღწერილია როგორც ღვთაებრივი წესრიგის სარკე, ბიბლიური მჭერმეტყველი სტილითაა დაწერილი პასტორთა ქადაგებელი.


პურიტანული ხედვა გაყოფილია ორად აღფრთოვანებას,მადლსა და გამოცხადებას და ცოდვის უფრო ბნელ განცდას შორის. ამ უკანასკნელს ნატანიელ ჰოტორნის თაობაზე ფერმან მელვილი უწოდებს შავ კონცერტს, წყვდიადის დიდ ძალას. , თანდაყოლილი დაცემის და საწყისი ცოდვის კალვინისტურ განცდას.


ეს ორმაგი ორიენტაცია გააჩენს მე-19 საუკუნის ორ ლიტერატურულ მიმდინარეობას. ერთი ოპტიმისტურია დადებითი,მეორე კი უფრო აპოკალიპტური.


10 მცნება და ებრაელები
ამ უკანასკნელის სათავეშია ბნელი ჰერმან მელვილი // 1819-1891// რომლის მეტაფიზიკურ შემოქმედებას ასჩემებია ბოროტების საკითხი და თემებისთვის ის მიმართავს ბიბლიას: მოთხრობები მოგზაურობებზე,როგორც "მობი დიკი",სადაც კატასტროფას გადარჩენილი მთხრობელი თავის თავს უწოდებს ისმაელს რათა ხაზი გაუსვას დაცემული ლტოლვილის თავის მდგომარეობას და ლევიათანის მსგავსი მითიური ურჩხულის ძიებას.  ბიბლიური მითითება ბევრია მელვილთან და ხშირად ერთი პერსონაჟიც შეიცავს მრავალ ფიგურას: უძღები შვილი,კაენი,ქრისტე,ლაზარე მხოლოდ რედბარნისთვის,ახალგაზრდა უმანკო ამერიკელისთვის რომელიც მოგზაურობისას განიცდის ყველა ცოდვას
// სატანასთან გაიგივებული კაპიტანის ბარბაროსობა,სოციალური სიღატაკე,მორალური დეკადანსი//.


ბიბლია,ლიტერატურული მოდელი მწერლისათვის, შეიძლება გადაიქცეს უფსკრულად,მისი პერსონაჟის ერთადერთ მეგზურად და თანამგზავრად.


 „მაგრამ არის ერთადერთი წმინდა მეგზური,ბიბლია რომელიც მუდამ დაგაყენებს სწორ გზაზე თუ კი იცი მისი გაყოლა...გამიმეორე,ბიბლიავ, ლაზარეს ისტორია რათა ჩემმა გულმა იპოვოს გამხნევება და ნუგეში ღატაკებისთვის და სამკვიდრომოკლებულებისთვის!"


ნუგეშისცემა, ავტორიტეტი რომელიც ყველა რეალისტურ ისტორიას ანიჭებს უფრო სიმბოლურ და ალეგორიულ განზომილებას. საკუთარი თავისთვის და ქვეყნისთვის ლიტერატურული ლეგიტიმურობის მაძიებელ ახალგაზრდას  ბიბლია ასევე აძლევს ძველთაძველ ტრადიციას.


„ჩვენ,ამერიკელები, ვართ რჩეული, პრივილეგირებული ხალხი, ჩვენ ვზიდავთ მსოფლიოს თავისუფლებებს" //თეთრი ხალათი//მელვილზე ნაკლებად სკეპტიკური უოლტ უიტმენი //1819-1892// არის მე-19 საუკუნის ამ ამერიკული მესიანიზმის საუკეთესო წარმომადგენელი. 


 უოლტ უიტმენი თავს აიგივებს წინასწარმეტყველთან თუ ნათელმხილველთან და  უგალობს ტრანსცენდენტალისტურ სამყაროს და ღმერთის ყოფნას ყოველს ცოცხალ არსებაში და ყოველ საგანში. ის მეფე იაკობის ბიბლიაში პოულობს რიტმს თავისი ლექსებისთვის.


გაწყობა,განმეორება, მიმართვა,შეძახილი. უიტმენის ლექსი ჟღერს როგორც რაფსოდიული და ჯადოსნური ლექსი. ეს ემფატიური სტილი მე-20 საუკუნეში გადარჩა მისი სულიერი შვილის,ამჯერად სხვა რელიგიური ისტორიის,ებრაულის მემკვიდრე ალენ გინზბერგის წყალობით// ამ მშვენიერ წერილში სამწუხაროდ არაა ნათქვამი რომ რუსეთის იმპერიიდან გაქცეულის შვილი ალენ გინზბერგის დედა იყო ამერიკის საგიჟეთში გარდაცვლილი უბედური გიჟი კომუნისტი   და ამ გიჟის შვილ თავისებურ ალენს უყვარდა თავისი ლექსების ღრიალით კითხვა და სსცენაზე მაყურებლების წინ გაბურძგნულს და  ტიტველს ტანტალი. რომ ნარკომანმა გინზბურგმა გადარია უამრავი ამერიკელი ახალგაზრდა. მაგრამ არა უშავს,ამას სხვაგანაც წაიკითხავთ თუ კარგად მოძებნით. მთარგმნელი//. ხოდა ეს ალენ გინზბერგი მისი დედის გარდაცვალებისთვის დაწერილი ლექსისთვის იყენებდა მიცვალებულებისთვის იუდაური ლოცვა კადიშის ფორმას. 


ბიბლიური შთაგონების ამ პოეტური ტრადიციის მეორე პოლუსი არის მისდა უნებურად რელიგიური ემილ დიკინსონი:"ისინი რელიგიურები არიან,ჩემს გარდა, და ყოველ დილით მიმართავენ იმას ვისაც უწოდებენ თავის მამას".


ემილ დიკინსონის უარყოფით,დაუსრულებლობით,ეჭვით და გაურკვევლობით დაღდასმული იდუმალი პოეზია ეწერება ნიშანთა მნიშვნელობის ამოცნობის პურიტანულ ტრადიციაში.  ის თავის ტექსტებში ზოგჯერ იმეორებს საეკლესიო საგალობლების რითმებს და ტაქტს. ის,ვისაც უწოდებენ ამჰერსტის განდეგილს ამრავლებს მინიშნებებს ბიბლიაზე..."სამოთხე ისაა რასაც ვერ ვწვდები! ვაშლი ხეზე."


ბიბლიური მაგალითი არ კარგავს ძალას არც მე-20 საუკუნეში.


ფიტცჯერალდი ბრწყინვალე გეტსბიში აღადგენს ოცნებას აღთქმული მიწის შესახებ. ჰემინგუეი ეკლესიასტესგან იღებს მისი რომანის სათაურს//მზეც დგება//.
მოსე იღებს 10 მცნებას
ჰენრი გრეინი თავისი გრძელი მოდერნისტული ლექსი//ხიდი// ეპიგრაფად ირჩევს  ციტატას იობის წიგნიდან. 


მიუხედავად ამისა ბიბლიის გავლენის ზონამ თითქოს გადაინაცვლა "ბიბლიის ქამრად" ქცეულ სამხრეთში. 


 ფოლკნერის წიგნები საუკეთესოდ აღწერენ ამ სამოქალაქო ომის შემდეგ შეჩვენებული  რეგიონის დეკადანსს.


 მის ავტორთაგან ყველაზე ქრისტიან ავტორად რჩება ფლანერი ო კონორი
//1925-1964/. მისივე განსაზღვრით ისაა "კათოლიკე,სამხრეთელი და მწერალი". ის ქმნის ეშმაკთან შეჭიდებული გროტესკული და ქედმაღალი პერსონაჟების სამყაროს. მათი გასხივოსნების და მათ მიერ მადლის მიღების საშუალებაა მხოლოდ ძალადობა რაზეც მოწმობს მისი რომანის სათაური//იგებენ  შმაგნი.რაც არის სახარებებში სასუფევლის აღმწერი ფრაზის ვარიაცია//. 


სხვათაგან განსხვავებით მისი ნაშრომი არაა სარკე ღრმად მორწმუნე მიწისა სადაც ბიბლია არის დეკორი ან დამატებითი მინიშნება. მისი შემოქმედება არის რწმენის დეკლარაცია და ლიტერატურული ქმედება ქრისტეს სასარგებლოდ. 


სამხრეთელი მწერლების უმრავლესობა ისევ მორწმუნეა მაგრამ მას შემდეგ აღარაა სალოცავად რომში და ლურდში მიმავალი მორწმუნე მწერალი. 


რიჩარდ ფორდის რომანები არის დაცემის თავისებური იგავები და გადმოსცემენ ურიცხვ ცოდვათა ჩამდენ დაკარგულ სულებს//ურიცხვი ცოდვები//.


დენის ჯონსონი,ვისაც მორწმუნე ბებია ბავშვობაში უკითხავდა ბიბლიას,თავის თავს ხედავს როგორც სამხრეთის ქრისტიან მწერალს და ხატავს ღმერთის მიერ მიოვებულ აპოკალიპტურ სამყაროს სადაც ხსნას დაეძებებ გზაარეული და შეჩვენებული ფიგურები. 


მოსე ხედავს აღთქმულ ქვეყანას
ამერიკელ მწერლებს გაუჭირდებათ ბიბლიისთვის თავის არიდება იმიტომ რომ ბიბლია ყოველ წუთში არის მათ ირგვლივ,აღიარებს რიკ მუდი. 


მთელი ამერიკული ლიტერატურა შეიძლება განვმარტოთ როგორც ქაოსის წარმოდგენა და ამერიკის როგორც ედემის უარყოფა,თუმცა სხვადასხვა ხარისხით.


არის უკიდურესი შემთხვევები,მაგალითად განკვეთილი მორმონი ბრაიან ევენსონი რომლის მეტაფიზიკური ნაწარმოებებში ბატონობს სისასტიკე//პედოფილი მღვდლის სისასტიკე,მაგალითად//. პასტორის ქალიშვილი დარსი სტეინკე კი ცდილობს ყველაზე ძლიერი ეროტიზმის დაკავშირებას უძლიერეს მისტიციზმთან. 


პურიტანული ალი აიტაცა უფრო მორალისტმა რიკ მუდიმ რომელიც ქადაგის ეპიკური და ლირიკული ძალით ფარდას ხდის ადამიანის გულში არსებულ წყვდიადს.


„ყინულის ქარიშხალი"  წარღვნას აღადგენს სიყვარულის მიერ მიტოვებულ და მისი ერთ-ერთი შვილის სიკვდილით დასჯილ ახალ ინგლისში. 


„დემონოლოგია და შავი პირბადის ძიებაში" იკვლევს არსებათა დემონურ წილს. 


მაგრამ ყველაზე აშკარა ბიბლიური მითითება არის ნაწარმოებში "უბედურების უცნაური საათი". აპოკალიფსის ერთი კომენტარი მთავრდება შემდეგნაირად: 


მოსეს სიკვდილი
„ასე მთავრდება ბიბლია. ლამაზი დასასრულია ბრბოს სცენა. იოანემ იცის და მანაც იცის. 


მან იცის რომ ყოველ დასასრულს აქვს პროფეტული, წინასწარმეტყველური განზომილება. და მეც ვიცი რომ მივაღწიე  ბავშვურ-ბალღური სურვილების დასასრულამდე“.


ესაა ახალგაზრდა,მზარდი ამერიკის წარმომადგენელი ავტორის აღსარება მას შემდეგ რაც ის დიდხანს ოცნებობდა ახალ ქანაანზე.
   // უნივერსიტეტი პარიზი-მესამის ამერიკული ლიტერატურის პროფესორი ბეატრის პირსის ეს შესანიშნავი წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში "Magazine littéraire,La Bible le livre des écrivains, ლიტერატურული ჟურნალი, საგანგებო ნომერი მწერალთა ბიბლია,2005 წლის დეკემბერი//.         

No comments: