1.24.2012

დარიუშ შაიეგანის საუბრებიდან-2,3,4

სპარსული სუფრა.
- როგორი იყო იმხანად თეირანი?

დ.შ.  1940-ანი წლების თეირანი პატარა ქალაქი იყო. თანამედროვე კვარტალი ვრცელდებოდა 5-6 მთავარ ქუჩაზე. ქალაქის სამხრეთ ნაწილში მოხვედრილი სულ სხვა სამყაროში ხვდებოდა. თანამედროვეობას და ტრადიციას ჰქონდათ თავ-თავისი ადგილი. მათ ერთმანეთისგან გამოჰყოფდა უხილავი ხაზებიც.

მაგრამ ფაჰლავითა დინასტიის დამფუძნებელმა 1920-ანი წლებიდან დაიწყო ქვეყნის მოდერნიზაცია და ყველა დომინანტური მოდელი,რომლის გაზიარებაც და ყველა საშუალებით დამკვიდრებაც სურდათ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის უეჭველად შთაგონებული იყო დასავლური ღირებულებებით.

ეს გამოიხატებოდა არქიტექტურაში,საჯარო სივრცის შექმნაში, ნეო-აქემენიდური იმპერიული სტილის შექმნაში, თანამედროვე უნივერსიტეტის დაარსებაში, სამხედრო სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს შექმნაში და ა.შ.

იმ დროს ყველაფერი ტრადიციული გაძევებული იქნა საჯარო სივრციდან და ალბათ გადატანილი იქნა მოძველებული აქსესუარების მაღაზიაში.

- და თქვენ სახლში დასავლურად ცხოვრობდით?
 დ.შ. სახლში ხშირად,და ალბათ მეტისმეტადაც ხშირად, იყო მიღებები.

მე მუდამ მქონდა გაუთავებელ დღესასწაულში მონაწილეობის შთაბეჭდილება.          
ჩვენ ვხედავდით გადასავლურებულ, დასავლეთში ნასწავლ ირანელებს, კავკასიელებს, ემიგრანტ რუსებს.

ყველაფერი ტრადიციული დაყვანილი იყო ფოლკლორის დონეზე. ერთადერთი გამონაკლისი იყო წმინდა ადგილების მონახულება სადაც გულწრფელად და ბევრს ვტიროდით.

უნდოდათ ტრადიციის დავიწყება, მოკლედ თანამედროვე ადამიანებად გადაქცევა. .

ჩემი სამყარო საერო და თავისებურად უგემური იყო და ალბათ ამიტომ მუდამ მენატრებოდა ჰაჯარ სოლტანის მიერ ოდესღაც ნაჩვენები ჯადოსნური სამყარო,მიჩქმალული სპარსეთი რომელიც ფეთქავდა სადღაც ამ მჭახე თანამედრივეობის უკან.
                      
ამიტომ უცხოეთში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ ირანში დაბრუნებისას მე 7 წელი გმირულად მოვანდომე სპარსულ ფესვებთან დაბრუნებას.

მე ვაკეთებდი ზუსტად იმის საწინააღმდეგოს რაც მასწავლეს ბავშვობაში.        
მე გავხდი ღრმად მორწმუნე სუფია ყველა ლოცვით,მარხვით,მიმართვებით,
რასაც ეს გულისხმობს.

მე ვისწავლე არაბული,კლასიკური სპარსული, ფილოსოფოსები და მისტიკოსები. მე ხშირად დავდიოდი მოლათა ტრადიციულ ადგილებში სადაც შევხვდი არაჩვეულებრივ ადამიანებს.

იყო დიდი ნაკლი და სიცარიელე და მისი ნებისმიერ ფასად შევსება აუცილებელი იყო და მე მას ვავსებდი მრავალი წლის მანძილზე.


შემდეგ მქონდა გაჯერების შეგრძნება. მე დავნაყრდი,მოვიკალი წყურვილი, მე ვიცნობდი იმ კულტურებს რომელთა პირისპირაც აღმოვჩნდი

მე ფიზიკურად ვგრძნობდი მათ კონფლიქტებს,მათ დაპირისპირებას.

ეხლა მე თავისუფალი ვიყავი ერთისგანაც და მეორისგანაც. სხვა სიტყვებით მე ორივე მომბეზრდა. ევროპაში ცხოვრების წყალობით მე მივიღე ბუნებრივი დისტანცია მოვლენების მიმართ.

ყველა მიმართულებით ჩემმა ფესვგადგმამ ქნა ის რომ იგივე უკანდახევამ გაჯერების წყალობით განაპირობა ჩემი შეხედულება ჩემს საკუთარ კულტურაზე.

მე,მაშ,მქონდა ორმაგი ხედვა,ორმაგი უკანდახევა, ნამდვილი იანუსის თავი. სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყე მე ერთმანეთს ისტორიულად დაშორებული კულტურების სერიოზული გააზრება.

ამჯერად მე მქონდა ეგზისტენციალური გამოცდილება და მზად ვიყავი ამის გასაკეთებლად.

   ჩემი აზრით მნიშვნელობა აქვს მხოლოდ გამოცდილებით გაფილტრულ ცოდნას.

ამ დროს მე უკვე ვიყავი ინდოეთის მკვლევარი სპეციალისტი, დაწყებული მქონდა ჩემი მომავალი წიგნი ინდოეთის ფილოსოფიებზე და მოხაზული მქონდა ჩემი სადოქტორო დისერტაციის ზოგადი ხაზები.

მაგრამ მოგვიანებით მე განვთავისუფლდი ტრადიციისაგანაც და თანამედროვეობისგანაც, უფრო ზუსტად მათი კონფლიქტისგან იმიტომ რომ მათგან განთავისუფლება შეუძლებელია.           
მე შევძელი განზე გადგომა და საკუთარი თავისადმი კრიტიკული დამოკიდებულების შემუშავება.



 რუსული რულეტკას სამყარო.

- რა გავლენა ჰქონდა თქვენს ბავშვობაზე რუსულ-კავკასიურ სამყაროს.

დ.შ. ეს, როგორც იტყოდა ჟოზეფ კესელი,იყო დიდი გრძნობებით მართული სამყარო. რუსული რულეტკის,დიდი რისკების,დიდი თეატრალური მიდგომების სამყარო სადაც გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ მელოდრამატული გრძნობები. ეს სამყარო იყო ექსტრავერტული, რაც ჩანდა ცეკვის დიონისურ ასპექტებში, შმაგ მუსიკაში, ბობოქარ ემოციებში და ფულუხვ ჟესტებში.             
ამასთან შედარებით სპარსელი იყო ჩახურული, ინტროვერტული, დაფიქრებული, უფრო რაფინირებული, უფრო ნიუანსირებული და ნაკლებად "ბარბაროსი". მაგრამ კავკასიელები იყვნენ გამოუსწორებელი მგზნებარე მომლხენნი.

მე იშვიათად მინახავს ესოდენ არათანამიმდევრულად მოქმედი ადამიანები. ისინი ძალიან გვანდნენ რუსებს, მაგრამ იყვნენ შიიტი მაჰმადიანები და ეს მათ უფრო სპარსელებთან აახლოებდა ვინაიდან გარკვეულ ვითარებებში თავს იჩენდნენ რელიგიური ატავიზმები.

სქემატიზაციისთვის შეიძლება ითქვას რომ ისინი იყვნენ გარე ,მაგრამ ექსტრავერტული, რუსული კულტურის გავლენის განმცდელი ირანელები.

მე ვხვდებოდი სომხებსაც. ეს თემი იმხანად უეჭველად იყო დასავლური ღირებულებების ყველაზე აქტიურად გამავრცელებელი თემი.

სომხები იყვნენ მუსიკის,ცეკვის,ენის მასწავლებლები, ვაჭრები და შესანიშნავი ხელოსნები.

მოდერნიზაციის სულ დასაწყისში სომხები ალბათ პირველი თანამედროვე არქიტექტორები იყვნენ.

მე არასოდეს დამავიწყდება ჩემი ვიოლინოს მასწავლებელი ჯინგეზიანი. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა ბიოლინოზე,იტალიური ვიოლინოების ხარისხი,მე-18 საუკუნის სტრადივარიუსები.პაგანინის კონცერტები რომლებითაც ის დიდად იყო გატაცებული.

მან გამაცნო მისთვის 1930-ანი წლებიდან ნაცნობი პარიზის მითი. ის ჩემთვის განასახიერებდა ვიოლინოს და მისი ამერიკაში წასვლის შემდეგ მე გავცივდი ამ საკრავის მიმართ.

იყო ასევე დედაჩემის გავლენა. ის ტრავმირებული იყო რუსეთის რევოლუციის მიერ. მისი ოჯახი მოსპეს ბოლშევიკებმა,მისი ბიძაშვილები მოკლეს ან დააპატიმრეს. ზოგი წავიდა თურქეთში. ის 1920-ან წლებში შემთხვევით დაქორწინდა სპარსელზე.

ის ყოველთვის დარჩა შინაგანი ლტოლვილობის ქალად. ის წარმომიდგებოდა უძრავ,უასაკო,ისტორიის გარეთ არსებულ,მაგრამ ძალიან მეტყველ ფოტოდ. არსით მას არასოდეს განუცდია ევოლუცია. ის სამუდამოდ დარჩა თავისი საწყისი სახის ერთგული.

უცვლელი დარჩა მისთვის ჩანერგილი პრინციპები: ურყევი ერთგულება ოჯახისადმი, ფარული სიამაყე, უდრეკი, ქედუხრელი ღირსება ყოველგვარი მოქნილობის გარეშე. მისი რასის გრანიტში გამოკვეთილი ადამიანი,ის თითქოს აგვირგვინებდა ისტორიის გრიგალებს სინამდვილეში ამ გრიგალების გაგების გარეშე. მე მწამს რომ ის უფრო ლტოლვილი იყო ირანში. ის ჩემთვის იყო ჩემი დედა, უცნაური,უცვლელი ქართველი.


მას არასოდეს გაუგია სპარსელთა რთული ფსიქოლოგია, მათი სულის ლაბირინთი, მათი თავაზიანობის რთული კოდექსი.


''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''


           
ლი ჩანართი სპარსული რიტუალური თავაზიანობის რთულ კომპლექს ტააროფზე//იხ. National Geographic-ის ფრანგული გამოცემის საგანგებო ნომერი "ძველი სპარსეთი,ირანული ცივილიზაციის საოცრებები",2008 წლის აგვისტო//.

სტუმართმოყვარეობის მოვალეობა,ოჯახის საქმეები,სიყვარულის განცხადება, პოლიტიკური მოლაპარაკებები...ტააროფი არის დაუწერელი კოდექსი რომელიც აფიქსირებს იმას თუ როგორ უნდა ექცეოდნენ ადამიანები ერთმანეთს.

სიტყვა ტააროფის ფესვი არაბულია,არაფა ნიშნავს რაღაცის ცოდნას ან ამ ცოდნის შეძენას.           
მაგრამ ტააროფის იდეა, თავმდაბლობა,თავდამბლად ქცევა სხვისი განდიდებით წარმოშობით სპარსულია ანტროპოლოგი ლინგვისტი უილიამ ბეემანის აზრით.

ტააროფი მისი თქმით არის ელეგანტური ბრძოლა ცუდი ადგილისთვის. ადამიანი მუდამ უნდა ცდილობდეს იმის გაგებას რამე ხომ არ აკლია მეზობელს,მის გვერდით მყოფს. ადამიანმა უნდა ასიამოვნოს სხვას ან არ აწყენინოს შემოთავაზებების უარყოფით ისე რომ მისი ნამდვილი მისწრაფებები ფარული დარჩეს. .

თავაზიანობა და ხილული გულწრფელობა ნამდვილ გრძნობათა დამალვით.
დამალვის ეს ფორმა, დიდი ხელოვნების სახეობა, არის უზარმაზარი სოციალური უპირატესობა.


"ჩვენს ისტორიაში მუდამ იყო საფრთხე,ომები,შემოსევები და მარტვილობები და საკუთარ მისწრაფებათა და ნამდვილი მეობის თავაზიანად და ელეგანტურად დამალვა არის ამ უბედურებებისთვის თავის არიდების ხელოვნება", თქვა საფრანგეთში გადამალულმა ყოფილმა სპარსელმა პოლიტპატიმარმა.

სწორედ ასე შეინარჩუნეს დღემდე სპარსელებმა ნახევრადფარულად სპარსეთის არაბიზაციასთან ჯიუტად მებრძოლი დიდი ფირდოუსის, ეროვნული ირანის ეპიკური ისტორია შაჰ ნამეს ავტორის კულტი. ასე მოხდა რომ ხომეინიმ ვერ მოახერხა ფირდოუსის და მასთან ერთად ძველი სპარსული სულის გადაშლა.''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''     
დედაჩემს არც კარგად უსწავლია სპარსული ენა. ის თავისი გულწრფელობით და სინამდვილით მუდამ იპყრობდა,ხიბლავდა,განაიარაღებდა ირანელებს.

ძალიან ჯიშიანი, ის მუდამ წარმომიდგებოდა უფრო სუბსტანციად,არსად, ვიდრე რეალურ პიროვნებად.

უკვე არარსებულ ხანაში ფსიქოლოგიურად ბლოკირებული, ის თავისი დაშორებული მზერით აცოცხლებდა იმ ხანის ატმოსფეროს.

ის ჩემთვის იყო  ჩემი დედა, უცნაური,უცვლელი ქართველი.//გაგრძელება იქნება.//.  

http://www.publicspace.org/en/text-library/fra/b007-teheran-est-elle-une-cite-emblematique

''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''





დარიუშ შაიეგანი.


 დარიუშ შაიეგანის ნაუბარიდან-3 

- რა გავლენას ახდენდა თქვენზე მამათქვენი?

დ. შ. როგორც უკვე გითხარით მე მყავდა ორი მამა და ორი დედა.
პირველი მამის, ესე იგი დეიდაჩემის მეუღლის გავლენა გაგრძელდა 1951 წელს მის გარდაცვალებამდე.

მისმა სიყვარულმა, ყურადღებამ და მზრუნველობამ ჩემზე ჩრდილში მოაქცია ჩემი ნამდვილი მამა.

მამაჩემი და მამიდაჩემის მეუღლე ძველი მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ.

მათ ერთად იმოგზაურეს თურქეთში,რუსეთში და დაქორწინდნენ ქართველ დებზე.

დეიდაჩემის მეუღლე ანუ ბიძაჩემი და ჩემი მეორე მამაც, სადეღი,როგორც მას ვუძახოდი, წარმოშობით იყო აზერბაიჯანიდან,უფრო ზუსტად ურმიიდან, მიწათმფლობელთა ოჯახიდან. მე არ ვფიქრობ რომ ის იყო ძალიან კარგი ბიზნესმენი. მამაჩემი მას ყოველთვის მხარს უჭერდა და არ ჩიოდა ამის გამო. ყველაფერი ეს მე გავიგე ბევრად უფრო გვიან.

ბიძაჩემი სადეღი იყო ყველაზე გულუხვი და და დისულოვანი იმ ადამიანებში ვისაც ვიცნობდი. ის არ ყოფილა განათლებული,მაგრამ ფილოსოფოსი იყო. ის თითქმის განასახიერებდა ომარ ხაიამს ისეთს როგორიც მე მაშინ წარმომედგინა ომარ ხაიამი.

ხშირად მე ვშლიდი ლოგინს მისი ლოგინის გვერდით,ტერასაზე და ჩვენ გვეძინა ღია ცის ქვეშ. გვერდით გვედგა გრილი წყლით სავსე თიხის ხაპი. ის მე მიყვებოდა ამერიკაში და რუსეთში თავისი მოგზაურობების შესახებ.

მას ჰქონდა თავისებური წარმოდგენა დროის შესახებ.


მისი აზრით ყოველგვარი დასაწყისი უკვე იყო რაღაცის დასასრული. ძლივს დაწყებული ზაფხული უკვე შემოდგომა იყო.


მისი თქმით რეალურია მოლოდ წინასწარგანჭვრეტა და ამიტომ თვითონ საგანი,მოვლენა არ არსებობს.


სიცოცხლე არის მხოლოდ სწრაფმავალი მოუხელთებელი ხატების მიმდევრობა. ჩვენ მივდივართ წინასწარგანჭვრეტიდან წინასწარგანჭვრეტისკენ და მნიშვნელოვანია წამი,აწმყო,რომელსაც ფრენისას უნდა ვტაცოთ ხელი.


მე მჯერა რომ მან განახორციელა თავისი ფილოსოფია იმიტომ რომ ის არასოდეს ზრუნავდა ხვალინდელ დღეზე,ცხოვრობდა წმინდა აწმყოში და გარდაიცვალა ელვისებურად, ტვირთისა და სიმძიმის გარეშე, მსუბუქი როგორც თივის ღერი.

No comments: