4.
-მაგრამ თქვენი ინტერესი რუსული სამყაროს და აზრის მიმართ გაჩნდა თქვენი შეხვედრიდან დედას გარემოსთან.
Banque de Photographies - vector_fox&crow. 
fotosearch - recherchez 
des photos, des 
images et des 
cliparts .. დიახ.მე ვლაპარაკობდი რუსულად,მაგრამ მოგვიანებით დამავიწყდა. მე არასოდეს მისწავლია ეს ენა. მე ის ყურით დავიმახსოვრე

 როდესაც პირველად ჩავედი რუსეთში მე თითქოს უკვე ნანახი მქონდა იქაურთა წეს-ჩვეულებები და ქცევა. თითქოს ოდითგანვე ვიცნობდი ამ ქვეყანასბუნდოვან გახსენებათა ათი დღის შემდეგ მე გამახსენდა რუსული ენის ელემენტები და დავიწყე ლაპარაკი რუდიმენტარულ რუსულ ენაზე

მაგრამ მოგზაურობამ დამახვედრა კიდევ უფრო მეტყველი მოულოდნელობები

მე ვნახე შუა აზიის პრესტიჟული ქალაქები სამარყანდი, ბუხარა, პანჯკენდი, მე დავინახე რომ სპარსული სამყარო ბევრად უფრო ფართო  იყო ვიდრე ის რაც დადაგენილია თანამედროვე საზღვრებით.
რუსეთში მე ვნახე ჩემი ბავშვობის დავიწყებული ატმოსფერო და შუა აზიაში აღმოვაჩინე ძველი და არქაული ირანის ნაწილი. განვითარების გარკვეულ დონეზე შეჩერებული და ამიტომ უფრო მომხიბლავი და უფრო ნამდვილი ირანი

ღანეთში მოგზაურობა იყო ნამდვილი ჭექა-ქუხილი. ავღანელები გვხვდებოდნენ როგორც ძველ მეზობლებს. ყველაფერი თითქოს და ნაცნობი და მიუხედავად ამისა ძალიან კეთილშობილი იყო

მე ვიფიქრე რომ თუ კი მომინდებოდა ირანის დატოვება მომინდებოდა ავღანეთში დარჩენა და იქ სიკვდილი. მაგრამ ეს იყო საბჭოთა თავდასხმის და შესევის წინ.

ეს იყო ერთგვარი ინიციაციური,ზიარების მოგზაურობა,
ერთგვარი ჩაძირვა ჩემი სულის ტოპოგრაფიაში. ამ მოგზაურობამ მნიშვნელოვანად შეცვალა ჩემი წარმოდგენა ირანულ სამყაროზე რომელიც არ იკეტება თანამედროვე ირანის საზღვრებში. ესაა ტრანსოქსანიაც,შუა აზიაც,ავღანეთიც და ინდოეთის ნაწილიც კი.
მე ინდურ ხუროთმოძღვრებაშიც და ენაშიც ვნახე სპარსული სამყაროს ასპექტები.

ინდოელები ჩვენ გვიღებდნენ თბილად,როგორც ახლობლები და ეს გვიჩვენებს თუ რამდენადაა ქვეყნის კულტურული პეიზაჟის ნაწილი სპარსული ენა და მსოფლმხედველობა.

 - თქვენთვის,მაშ, სპარსეთი არის აღმოსავლეთის დიდი ნაწილი?

.. სპარსეთი ჩემთვის არის შუალედური სამყარო ინდოეთსა და დასავლეთს შორის

ცოტა ხნის წინ მე ვსადილობდი ირანისტ და ისტორიკოს კლარისა ჰერენშმიდტთან ერთად და ვკითხე მას თუ რატომ დაინტერესდა ის ირანით    


მან მიპასუხა რომ ის თავიდან იყო ელინისტი, შემდეგ დაინტერესდა ინდოეთით და აღმოაჩინა რომ მათ შორის აკლდა რაღაც. და ეს ნაკლული მარჭვალი ,მითხრა მან, არის სპარსული სამყარო.

მე სავსებით ვიზიარებ მის აზრს.

თავისი შუალედური მდგომარეობის გამო ირანი ერთდროულად უყურებს აზიასაც და დასავლეთსაც და სწორედ ეს ორმაგი ხედვაა სპარსული ცივილიზაცია.

მე ხშირად ვფიქრობ რომ სპარსეთი გარკვეულწილად უფრო ახლოსაა ინდოეთთან ვიდრე არაბულ სამყაროსთან. განხეთქილება არაბულ სამყაროსთან მოხდა ძალიან ადრე, მე-13 საუკუნეში აბასიდთა ხალიფატის დამხობის შემდეგ.

მეორეს მხრივ ცნობილია რომ ირანი ძლიერ გავლენას ახდენდა აბასიდთა ხალიფატზე, რომ ირანი აწვდიდა მას მის მწიგნობრებს,

მოაზროვნეებს,მხატვრებს,უმაღლესი რანგის ადმინისტრატორებს. არაბული სამყარო ბევრად უფრო გვიან ჩაერთო ოსმალურ სისტემაში და ირანი დაიხურა.


სპარსელობა დღეს.
            
- რას ნიშნავს დღეს თქვენთვის სპარსელობა?

დ.შ. ...თანამედროვე დამსხვრეულ-დაბზარულ, დაქუცმაცებულ სმყაროში სპარსელობა ნიშნავს ერთდროულად იყო კიდეც სპარსელი და არც იყო აქედანაა თვითონ არსის წყობაში შეღწეული წინააღმდეგობა.

ვლაპარაკობთ სპარსულად,ვიკვებებით სპარსული კულტურით და ამდენად სპარსელები ვართ. მაგრამ იმდენად რამდენადაც ჩვენს სამყაროში ეწყობა სხვა სამყაროები ისინი არღვევენ მის ერთგვაროვნებას და ჩვენ ვართ სხვები, ფრანგები,ამერიკელები და,რატომაც არა,იაპონელები.

მე მჯერა რომ კულტურული შერევა ხდება სულ სხვადასხვა დონეზე,ჩუმად, უხილავად. ესაა გაუცნობიერებელი პროცესი და არავინაა დაზღვეული გავლენისგან.

ვითარების გასამარტივებლად ჩვენ ვქმნით შემეცნების ორ მონოლითურ ბლოკს.

ჩვენ ვლაპარაკობთ ცხოვრების ორი წესის.ტრადიციის და თანამედროვეობის, დაპირისპირებაზე.

ეს ოპიზიცია ახდენს პრობლემის პოლარიზაციას,მაგრამ ვერ წყვეტს მას.

ტრადიცია არასოდეს არსებობს წმინდა მდგომარეობაში. ის იმთავითვე ჩართულია ცვლილების პროცესში. და ცვლილების წარმოდგენა იზოლირებული ფენომენად შეუძლებელია. ის ჩაწერილია თვითონ ტრადიციაში.

სპარსელობა გულისხმობს ცოვრების გარკვეულ წესს,გარკვეულ მსოფლმხედველობას, გარკვეულ დამოიკიდებულებას სიცოცხლესთან,ბუნებასთან,ღმერთთან, ის გულისხმობს ცოდნის გარკვეულ იარაღებს, სამყაროს ინტერპრეტაციის გარკვეულ მანერას...

სპარსელს აქვს ზუსტი მეტაფიზიკური კოორდინატები,გარკვეული წყობით დალაგებული და ერთმანეთში ჩახლართული სიმბოლოებით,ხატებით,სტერეოტიპებით ნაქსოვი სამყარო.

ყოველ ფუნქციას,ყოველ არსებას აქვს თავისი საკუთარი ადგილი

იციან თუ საიდან მოდიან,საით მიდიან,რა აზრი აქვს ცხოვრებას, რომ სიკვდილი გარდაუვალია.

ადამიანი ასე ცხოვრობს დამამშვიდებელ,უსაფრთხოების მომნიჭებელ, კარგად ნაცნობ,ბრწყინვალედ ორგანიზებულ სამყაროში.

მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს სამყარო აღარაა მარტო,მას აღარა აქვს თავისი ეკოლოგია,თავისი დაცული გალავანი,თავისი შემოზღუდული მენტალური სივრცე, მისი საკუთარი დრო და გენეალოგია. ამიერიდან ის ცხოვრობს სხვა სამყაროებთან შეჯახებით, განსაკუთრებით კი ისე ეჯახება სამყაროს რომლის მეტასტაზებიც ვრცელდება ყველგან და ყველა მიმართულებით.


გარეშე სამყაროს თუ თანამედროვეობის ზეწოლის პირობებში არსებობს სამი შესაძლებლობა.

ჩვენი სამყარო შეიძლება დაითრგუნოს და ის შეიძლება შეეფაროს ტრადიციულ ხალხურ ფენებს. ან ის შეიძლება გარდაიქმნას ფანდად როგორც ბევრი თანამედროვე ირანელისთვის

რომლებისთვისაც კულტურა იქცა საშველ,სინამდვილისგან განმარიდებელ ნარკოტიკად. იქცევა მშველელად უსაშველოდ რთული ტირანიული რეალობისგან თავის დასაღწევად.

და ბოლოს ეს კულტურა ფეთქდება იქ საიდანაც ის გააძევეს,როგორც ეს მოხდა ისლამურ რევოლუციაში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მეობის შეშლილ თვითგანცხადებასთან.

მე ვფიქრობ რომ ყველა ეს გადაწყვეტა მეტ-ნაკლებად გრძელვადიან პერსპექტივაში მარცხისთვისაა განწირული. მე ვფიქრობ რომ უნდა მოხერხდეს ამ სამყაროს ან მისი ნარჩენის თანაარსებობა სხვა სამყაროებთან განსხვავებათა და ყოველი სამყაროს თავისებურებათა გაცნობიერებით.

ვინაიდან ჩვენ ყველამ დასავლელებმაც და სპარსელებმაც უნდა დავიცვათ ჩვენი დაბზარული მეობა.

სიბრძნეა ამ მეობის მოშინაურება და არა გაღიზიანება როგორც დღეს აკეთებენ.

დასავლელები კი კარგს იზავენ თუ დაუბრუნდებიან მათ მიერ მიგდებულ სულის ენას. ამან ისინი ვერ მოსარჩენ ნევროტიკოსებად გადააქცია.

რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც ჩვენი კულტურის მიერ მოცემული თეორიული იარაღები უსარგებლოა ჩვენი ცხოვრების გასაგებად, სამართავად და ორგანიზაციისთვის.
ალადინის ლამპარი 
ვინც ლაპარაკობს ეკონომიკაზე, ლაპარაკობს უცხოეთიდან მოსულ ცოდნაზე, ის ვინც ლაპარაკობს მეცნიერებაზე ლაპარაკობს თანამედროვე მეცნიერებაზე, ვინც ლაპარაკობს სამართალზე ლაპარაკობს საერო სამართალზე თუ ადამიანის უფლებებზე.

მოკლედ, ცოდნის ყველა ჩვენი იარაღი მოდის სხვა კონტექსტებიდან. ისინი არიან ჩვენი არსებობის ნაწილი და ჩვენ ვართ მათი არსებობის ნაწილი.

გადაწყვეტა არის არ დავუპირისპიროთ ისინი ერთმანეთს როგორც ეს ხდება მანიქევლურ გამოსვლებში რომლებიც განუწყვეტლად უპირისპირებენ ერთმანეთს დასავლეთს და აღმოსავლეთს.

საჭიროა მათი რეინტეგრაცია, ისევ ჩართვა არსში.

თქვენ იკითხავთ როგორ? კარგი კითხვაა.

შეიძლება მოგვიანებით გვქონდეს ამაზე საუბრის შესაძლებლობა.
––––––––––––––––––––––––––––––––

 5.







ალბათ ასეთ ადამიანებზე თუ თქვა ფრანგმა
დე ბერანჟემ :  «  მისი გული არის ჩამოკიდე-
 ბული ბარბითი. ის შეხებისთანავე აჟღერდება» ».

   «პალეოპოსტკომუნისტების» მიერ გაუბედურუებული ქართველი ქალის ვაჟიშვილი


      ქართული გენი ირანშიცაა !


 ფილოსოფოსები :

  შეხვედრა,საუბარი :

   « მე მინდა ვიფიქრო მომავალ პოლითეიზმზე»

   დასავლეთში აღზრდილი ირანელი დარიუშ შაიეგანი ( Dariush Shayegan) არის ფილოსოფოსი
რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაშიფრა ისლამური რევოლუცია.   აღმოსავლური აზრის ეს სპეციალისტი აკვირდება იმას თუ როგორ აძალებს
თანამედროვეობა ტრადიციულ საზოგადოებებს
საკუთარი თავის ხელახლა გამოგონებას...და იკვლევს იმას თუ როგორ შეუძლია მისტიციზმს დასავლეთის კვება. დარიუშ შაიეგან-ს
ესაუბრა მარტან ლეგროს.


   ესაა მსოფლიოს მოქალაქე, ფილოსოფოსი კოს-
მოპოლიტი, როგორიც ის უნდა ყოფილიყო XVIII საუ-
კუნეში.  1935 წელს ირანში დაბადებულმა,
მან ისწავლა ათიოდე ენა,ისწავლა ლონდონსა და ჟენევაში, 1968 წელს ის სორბონაში იყო.
ბოლოს და ბოლოს,1960-ანი წლების ბოლოს ის დაბრუნდა ირანში და იქ ფრანგმა ორიენტალისტმა Henry Corbin-მა ის აზიარა სპარსეთის,
ინდოეთის და შიიტური ისლამის სულიერ საგანძურს.
ჩორანის მეგობარი, ჰაიდეგერის დიდი მკითხველი
შაიეგანი გატაცებული იყო პოეზიით და მისტიკით. საფრანგეთში ლტოლვილმა, მან გამოსცა ნაშრომი « რა არის რელიგიური რევოლუცია?»
( « Qu'est-ce qu'uნe révolution religieuse?»,
Albin Michel, 1982), ირანის ისლამური რევოლუ-
ციის ფილოსოფიური ინტერპრეტაცია რომელიც 25 წლის
შემდეგ დარჩა რელიგიური ფუნდამენტალიზმის სულიერი მამოძრავებელი ძალების ერთ-ერთ საუ-
კეთესო ანალიზად.

   მას შემდეგ ის უწყვეტად იკვლევს თანა-
მედროევეობის გამოჩენის შედეგად შორეულ და ახლო აღმოსავლეთში  წონასწორობის დარღ-
ვევას. შაიეგანმა დაადასტურა დიდი კოსმოლო-
გიების დასასრული და ღმერთის სიკვდილის იქით ის
ეძებს საკრალურის, წმინდას ახალი განცდის გზებს.

   განმანათლებლების ხანაში მონტესკიე
სვავდა  კითხვას : როგორ შეიძლება სპარსელები ვიყოთ? 

   აი პასუხად გაკვეთილი კოსმოპოლი-
ტიზმისა, რომელსაც გვაძლევს უდიდესი
თანამედროვე სპარსელი, ირანელი ფილოსოფოსი.

–         -თქვენი გზა გადის აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრის ადგილას...

დარიუშ  შაიეგანი :  მე დავიბადე
თეირანში  1935 წელს. დედაჩემი
ქართველი იყი და მამაჩემი აზერბაიჯანელი ირანელი. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 1922 წელს რუსეთში. დედაჩემის ოჯახი მოსპო რევოლიციამ. სტამბულიდან ვარშავის გავლით  ბერლინში  წასვლის შემდეგ ჩემი მშობლები 1930 წელს დამკვიდრ-
დნენ ირანში. იქ მე გავიზარდე ერთ-
გვარ, საოცარ ბაბილონში : დედაჩემი დეიდაჩემს ელაპარაკებოდა ქართულად,
ჩემი აღმზრდელი გუვერნანტკა რუსი იყო,მამაჩემი და დედაჩემი ერთმა-
ნეთს თურქულად ელაპარაკებოდნენ. მე დავდიოდი ფრანგულ ლიცეუმში რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ლაზარისტი მა-
მები. 15 წლისა, მე საშუალო განათლე-
ბის მისაღებად გამაგზავნეს ინგლისში. ჩემს სპარსულ აღზრდასთან შედარებით ეს ნამდვილი ყაზარმა იყო !
1952 წელს მე წავედი მედიცინის სასწავლად ჟენევაში,მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი მოწოდება. უეცრად მე გადავერთე ფილოსოფიის, ლიტერატურის და პოლიტიკურ მეცნიერებათა შესწავლაზე.
      -ვინ გასწავლათ ფილოსოფია?

 დარიუშ  შაიეგანი : ჟენევაში მე შევხვდი

აზიით და ინდუიზმით დაინტერესებულ ფრანგ ორიენტალისტ ჟან ჰერბერტს. მასთან ურთიერთო-
ბისას მე დავინტერესდი ინდოეთით. მე ვისწავ-
ლე სანსკრიტი, მე წავიკითხე ტექსტები. 1960 წელს მე დავბრუნდი ირანში და გავიცანი ფრანგი
ფილოსოფოსი და ორიენტალისტი ანრი კორბა ( Henry corbin) რომელმაც დამაინტერესა ისლამისა და ინდური სულიერების გადაჯვარედინებული შეს-
წავლით.  თეირანის ფრანგულ ინსტიტუთან დაკავში-
რებულმა, პარიზში, იერუსალიმში და თეირანში პროფესორმა ანრი კორბამ აღმოაჩინა ყველას
მიერ დავიწყებული აზროვნების დიდი კონტინენტი,
სპარსული შიიტური და გნოსტიკური ისლამი. ესაა მაჰმადიანური ფილოსოფიის მთელი ფენა, რომელიც
გადარჩა ავეროესის და ავიცენას გმირული მომენტის მიღმა. მე დავწერე დისერტაცია
« ინდუიზმი და სუფიზმი», « ორი ოკეანის შეხვედრის» წაკითხვა, რაც არის ინდოეთის მაჰმადიანური იმპერიის მემკვიდრე ბენარესის XVII საუკუნის მმართველის, მეფე-
-ფილოსოფოსი დარა შოკუჰის ტექსტის ინტერპრეტა-
ცია.

   ეს რომანტიკოსი სწავლული დარწმუნებული იყო იმაში რომ სულის ხსნა დამოკიდებული იყო ინდუიზმისა და ისლამის შერიგებაზე.

–         თქვენი დისერტაცია დაიცავით პარიზში 1968
–         წლის მაისში.

    Dდარიუშ შაიეგანი :  დიახ, ეს იყო სასაცილო დაცვა. სრულიად ცარიელი სორბონა გარშემორტყ-
მული იყო პოლიციელებით. როდესაც ვიხსენებ დაუჯერებელი მგონია რომ ვიღაც ჩემნაირს, ახალჩამოსულს აღმოსავლეთიდან, შეეძლო შეღწევა აჯანყებულ სორბონაში  ესოდენ ეზოტერულ თემაზე დისერტაციის დასაცავად...
დაცვის შემდეგ  კორბამ თავისთან დაპატი-
ჟა ზოგი მისი მეგობარი,რაიმონ არონი,ჟილბერ დიურანი, ემილ ჩორანი. ყველა საკმარისად უარყოფითად აფასებდა მოვლენებს,მაგრამ
ყველაზე სასაცილო ჩორანი იყო. ის ამბობდა :
«საფრანგეთი დაიღუპა, მაშინ როდესაც 1789 წლიდან მან მსოფლიოს მისცა უდიდესი რევოლუ-
ციონერები, ეხლა მისი ახალგაზრდობა თავს იწონებს იმპორტირებული უმნიშვნელო პირების,
მაოსა და ჩე გევარას პორტრეტების წინ».

   მე თამაშგარე ვიყავი. ერთი თვის შემდეგ მე დავბრუნდი ირანში. მე დავინტერესდი გადასვლით  სხვადასხვა სულიერ და ფილოსოფიურ
სამყაროს შორის  და თეირანის უნვერსიტეტში გავხდი შედარებითი ფილოსოფიის პროფესორი.

–         ირანულ რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე თქვენ დაწერეთ  ნაშრომი « აზია დასავლეთის
–         პირისპირ».
     დარიუშ შაიეგანი : ეს 1977 წელს იყო. ამ
სპარსულად დაწერილ წიგნში მე ვცადე აზიურ ცი-
ვილიზაციათა ხვედრის გაგება.

  

      მე-17 საუკუნემდე ჩინეთი, ინდოეთი,
იაპონია და ირანი არიან ძალიან შემოქმედე-
ბითი ცივილიზაციები. ისინი განუწყვეტლად ურთიერ-
თობენ ერთმანეთთან და ერთად ისინი ადგენენ მსოფლიო სიმდიდრის 60%-ს. და შემდეგ მოხდა ჩამორჩენა. ეს ცივილიზაციები თითქოს გაშეშდ-
ნენ  სწორედ იმ დროს როდესაც ევროპა დაიძრა წინ განმანათლებელთა ხანის და თანამედრო-
ვეობის გამოგონებით.  დეკარტემ მოიგონა მეთოდი, ხელახლა განსაზღვრა ადამიანების ურთიერთობა ბუნებასთან, დააფუძნა ტექნიკის
სული. ყველა ამ წინაპირობამ ინდუსტრიულ რევო-
ლუციასთან და კოლონიზაციასთან ერთად უზრუნ-
ველყო დასავლეთის ბატონობა. ყველაფერი მოხდა ისე თითქოს მე-17 საუკუნისათვის «მსოფლიო
სული», თუ კი ვილაპარაკებთ ჰეგელის მსგავსად,
ერთი კონტინენტიდან გადავიდა მეორეზე. თავი-
სი ჩამორჩენის დამნახველმა აზიურმა ცივილი-
ზაციებმა შეიმუშავეს ორი მიდგომა. პირველ
რიგში დაბრუნება წყაროებთან.ესაა აბდულ ბაჰას  თუ ასადაბადის მსგავს მოაზროვნეთა
პერსპექტივა.  XIX საუკუნის ირანელი რეფორ-
მისტი ინტელექტუალები რომლებიც იცნობდნენ დასავლეთს და მის ტექნიკურ უპირატესობას
სასურველად თვლიდნენ დასავლური ტექნიკის მიღებას  თანამედროვეობის სულის გარეშე.
მაგრამ  შეუძლებელია ტექნიკის გამოყოფა მისი შემქმნელი სულისგან.

   სწორედ ეს გაიგეს იაპონელებმა, რომლებ-
მაც გამოავლინეს სრულებით სხვა მიდგომა.
1868-1912 წლების მეიჯის ხანასთან ერთად მათ დაიწყეს თავდაუზოგავი მოდერნიზაცია.
მაგრამ ისინი არ შემოფარგლულან რკინიგზების აგებით.  მათ მათი ახალგაზრდები გააგზავ-
ნეს საზღვაო ხელოვნების სასწავლად ინგლისში და ფილოსოფიის სასწავლად საფრანგეთში. სწორედ ეს ხსნის იაპონელების მიერ რუსების დამარცხებას 1905 წელს.

      ამ მოვლენამ დიდი შთაბეჭდილება მოახ-
დინა  თანამედროვეებზე.

    ესაა თანამედროვე აზიური სახელმწიფოს მიერ დასავლური სახელმწიფოს პირველი დამარცხება.

   მე გამიტაცა ამ ტეხილებმა.


-იაპონიისა და ჩინეთისაგან განსხვავებით,
ისლამსა და დასავლეთს განა არა აქვთ საერთო სულიერი მემკვიდრეობა?
  
      დარიუშ შაიეგანი: ჩინურ და იაპონურ სამყაროებში წარმოუდგენელია სულის და სხეულის ერთმანეთისგან გამოცალკევება,რაც
ჩაატარა დეკარტემ.
მტკიცება იმისა რომ  შესაძლებელია სამყაროს მთლიანობის დაყვანა უბრალო დაანგარიშებად სივრცეზე სრულებით უცხოა ამ ცივილიზაციებისთვის რომლებსაც ჰქონდათ სულის
და სხეულის უნიტარული კონცეფცია.

  საწინააღმდეგოდ ამისა ქრისტიანობაც და ისლამიც ეკუთვნიან ერთსა და იმავე აბრაამულ ტრადიციას. მათი შემოქმედი, სამყაროს შემქმნელი ღმერთი, ამ სამყაროს გარეთაა.
    მაგრამ ისლამური სამყარო აზიურთან შედა-
რებით ბევრად უფრო უნდობლად უყურებს ქრისტიანულ დასავლეთს.იქაა ფარული დაპირისპირე-
ბა :

  
      მაჰმადიანი გაუცნობიერებლადაც თავს აყენებს ქრისტიანზე მაღლა.

    ქრისტე მაჰმადიანთა აზრით წინასწარმეტყველია, მაგრამ ბოლო წინასწარმეტყველი მათთვის არის მუჰამედი.

    ჩინელებსა და იაპონელებს არ ჰქონიათ ასე-
თი განწყობა და მათი ბუდისტური და კონფუციური
ტრადიციები აიოლებდა თანამედროვეობის მიღე-
ბას.

–         -ისლამური რესპუბლიკის დამყარებამდე და-
წერილი თქვენი წიგნის ბოლო თავს ჰქვია
–         « ახალი ობსკურანტიზმი».

      ეს იყო არაცნობიერი, თითქმის წი-
ნასწარმერტყველური ინტუიცია. მე მაინტერესებდა ორთაშორისის იდეა,
ირანის გარდამავალი მდგომარეობა:
გადახრა « აღარასოდეს»-იდან «ჯერ არა»-საკენ.  « ჯერ არა» მიუთIთებს მოვლენაზე რომელიც მზადდება,მაგ-
რამ ჯერ არაა გაცხადებული და გამოც-
ხადებული. « აღარასოდეს» მიუთითებს სულიერ წყობაზე რომელიც ჯერ ბოლომდე
არაა დამხობილი, მაგრამ რომელიც აღარ განმეორდება თავისი საწყისი სახით.   ინტეგრიზმი თავს წარმოგვიდგენს როგორც გადაწყვეტა
რომელსაც ძალუძს ორს შორის უხერხული
ყოფნის მდგომარეობიდან გამოსავლის მონახვა. მისი მტკიცებით მას შეუძლია თანამედროვეობის ყველა უწესრიგობის მოგვარება და ყორანის ინტერპრეტა-
ციათა განზე გაწევა. Iნტერპრეტაციის იარაღის გარეშე კი ყორანი არის ყველა-
ნაირი შეცდომებისათვის გახსნილი წიგ-
ნი.
      
–         როგორ განიცადეთ ეს მოვლენები?

  დარიუშ შაიეგანი :

ეს იმდენად უცნაურია. ადამიანებს დრო დასჭირდათ იმის გასაგებად თუ
რა ხდებოდა. ორი მემარცხენე პარტია,
ირანის კომუნისტური პარტია, ტუდე, და
მემარცხენე რადიკალები, წარჩინებუ-
ლებისაგან და ქალაქელი ინტელექტუალები-
საგან შემდგარი მოსადეღის ეროვნული ფრონტის მსგავსად ფიქრობდნენ ხელისუფ-
ლების აღებას. არავინ არ ფიქრობდა მოლებზე. რევოლუციის წინ სინამდვილე-
ში შაჰი ძალაუფლებას უყოფდა მოლებს, რომლებსაც ჰქონდათ თავისი სალოცავი ადგილები და რომლებსაც პატივს მია-
გებდნენ. რელიგია ჩანდა თავშესაფრად ავტოკრატული მონარქიისაგან, საეროსა-
გან, მაგრამ პოლიტიკურ თავისუფლებათა
გამთელავისაგან.
     ეს რევოლუცია მოულოდნელი იყო თვი-თონ შიიტური სამყაროსთვისაც კი.

     შიიზმის თანახმად შიიტები უნდა ელოდნენ
მე-12 იმამის მოსვლას. ის ვინც მე-12 იმამის მოსვლამდე იღებს ძალაუფლებას უეჭველი უზურპატორია,მას არა აქვს ლეგიტიმუ-
რობა. . როდესაც ლაპარაკია მეფეზე, ის ერთ-
გვარად ასრულებს ბინძურ საქმეს. მაგრამ
მოლების მიერ ძალაუფლების დაპყრობა სიახლეა.

    ჩემის მხრივ, მე ვიყავი პროფესორი უნივერსი-
ტეტში, მე წავედი ირანიდან რათა მონაწილეო-
ბა მიმეღო  კორდოვაში გამართულ კოლოკვიუმ-
ში. მე ვაპირებდი დაბრუნებას როდესაც აგა ხანმა შემომთავაზა ანრი კორბას დაუმთავ-
რებელი ნაშრომების გამომცემელი ცენტრის შექმნა. ჩვენ მაშინ შევქმენით შიიტური
ისლამის განშტოება ისმაილიზმის კვლევათა ცენტრი, რომლის დირექტორიც ვიყავი 9 წლის განმავლობაში.


–         -თქვენ მაშინ დაწერეთ ნაშრომი «რა არის
რელიგიური რევოლუცია?» თქვენ იქ აჩვენებთ რელიგიის უდეოლოგიზაციის პროცესს.
   დარიუშ შაიეგანი :

   მე იქ გავაანალიზე ის ფაქტი რომ რელიგია ძალაუფლების ხელში აღებისას იცვლის ბუნებას: ის იდეოლოგიური ხდება
იმიტომ რომ ის არაა გათვალისწინებული და აღჭურვილი ამ ფუნქციის შესასრუ-
ლებლად. მან იდეები უნდა აიღოს ირგვლივ
არსებული პოლიტიკური იდეოლოგიებიდან.
ასე მოხდა რომ აგრესიული ისლამის აგებაში მონაწილეობა მიიღო მარქსისტულ-ლენინური იდეების ინფილტრა-
ციამ. რევოლუციური ტრიბუნალები, მილი-
ციები, რომლებიც მაშინ გაჩნდა ირანში
სულაც არ ყოფილან ისლამურები. რევოლუ-
ცია და ისლამი ეკუთვნიან სხვადასხვა თანავარსკვლავედებს. რელიგიურ რევოლუ-
ციაზე ლაპარაკი ფაქტიურად არის უაზრო-
ბა!  თავისი ორბიტიდან ამოგდებული რელიგია კარგავს თავის ფრთებს და ეფლო-
ბა ისტორიაში. ამ რევოლუციამ დიდი გავ-
ლენა მოახდინა მაჰმადიანურ სამყა-
როზე. ფართოდ გავრცელდა რევოლუციური,
აქტივისტური და რადიკალური ისლამის იდეა.
თუ კი ხვალე ეგვიპტეში მოაწყობენ თავისუფალ არჩევნებს იქ გაიმარჯვე-
ბენ ძმები მაჰმადიანები.
-ინტეგრიზმი საშიშია ისლამისათვის?

   დარიუშ შაიეგანი :

 რადიკალმა ისლამისტებმა ისტორიის ულტრათანამედროვე კაზინოში გაფლანგეს შიიტური ისლამის მიერ საუკუ-
ნეების განმავლობაში დაგროვილი უზარ-
მაზარი სულიერი კაპიტალი. უეცრად მან
დაკარგა თავისი არსი.





–         -ნაშრომებში «დასახიჩრებული მზერა»
–         ( «Regard mitilé) და «კულტურული შიზოფრენია»
–         ( « Chizophrénie culturelle») თქვენ  ცდი-
–         ლობთ ისლამური ცნობიერების შინაგან წინააღმდეგობათა გაგებას.


     დარიუშ შაიეგანი :

  წარმოიდგინეთ სატელევიზიო ეკრანი რომელიც
ერთ დროულად იღებს ორ არხს: გამოსახულებები
ბოლოს და ბოლოს არასწორად, უშნოდ ერევა ერთ-
მანეთს.

    ისლამური სამყარო ასე წყურვილს იკლავს ორი
ანტინომიური, ერთმანეთის საწინააღმდეგო
კულტურული წყაროდან. მეტისაჟები ნაყოფიერია ესთეტიკაში, სადაც ისინი კვებავენ შემოქმე-
დებას, მაგრამ არა აზროვნებაში და პოლიტიკა-
ში, სადაც საჭიროა სიმკაცრე და ანალიზი.





    « კულტურული შიზოფრენია» არის რამდენადმე მძიმე თვითანალიზი, კულტურული ფსიქოანალიზი.

    ისლამურ სამყაროს მე მოკლედ აღვწერდი რამოდენიმე სიტყვით : მარცხი, დამცირება,
შეურაცხყოფის გრძნობა, გულღრძობა.

   არა და თანამედროვეობის დაძლევა და გადა-
ლახვა შეუძლებელია დასავლეთის უარყოფით და საკუთარ თავში ჩაკეტვით. პირიქით თუ კი თანამედროვეობას ვერ დავიმორჩილებთ,ვერ ავთვისებთ, ის ჩვენ უარესად,უფრო მწარედ დაგვამარცხებს.

–         დიდად შეიცვალა თუ არა ირანი 30 წლის
–         მანძილზე?

    დარიუშ შაიეგანი :

  დღეს ტოტალური გაყრა-განხეთქილებაა ხელისუფ-
ლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.
მოსახლეობა ბევრად უფრო ჭკვიანია მის პოლიტიკურ ელიტასთან შედარებით. რატომ წავი-
და, რატომ გადასახლდა ირანიდან ამდენი ირანელი? ამის მიზეზი არაა პოლიტიკურ თავისუფ-
ლებათა არარსებობა. შახის დროს ეს თავისუფ-
ლებები არ არსებობდა. მოლებმა შექმნეს არქაული სამყარო ჩამოხრჩობებითა და ქვით
ჩაქოლვებით,საჯაროდ გამათრახებულ-გაჯოხილი
ადამიანებით.  არა და ირანს აქვს საეროობის
და დახვეწილ ზნე-ჩვეულებათა ტრადიცია. მოლებმა გააჩინეს მათ წინააღმდეგ მი-
მართული წინააღმდეგობა, რომელშიც ყველაზე
მეტად ჩაბმულები არიან ახალგაზრდები ( ირანის მოსახლეობის 70% არაა 25 წლისა) და
ქალები. ისინი იბრძვიან,ისინი იმარჯვებენ აკა-
დემიურ კონკურსებში, ისინი აიღებენ რევანშს.


     თეირანი აოცებს დასავლეთიდან ჩასულებს :
დღე თქვენ ხედავთ საფარველით მთლიანად შებურულ ქალებს. საღამოს კი თქვენ ხვდებით
წვეულებაზე რომლის მსგავსის ნახვა შეიძლე-
ბა ლოს  ანჟელესში !

   ირანი არის გაგიჟებული, შიზოფრენული,ქაოტური,
მაგრამ საინტერესო ქვეყანა, უზარმაზარი ლა-
ბორატორია. სხვა ისლამურ ქვეყნებთან შედა-
რებით ირანი უფრო წინაა. ჩვენ განვიცადეთ
დათრგუნული მისწრაფებების კოლექტიური განთა-
ვისუფლება,ჩვენ  განვახორციელეთ აკვიატებული
აზრები და ეხლა ჩვენ ვიცით რომ ეს უსარგებ-
ლოა. არაბულ  ქვეყნებს კი ისევ სჯერათ რომ ეს
შეიძლება ნაყოფიერი იყოს.

–         თქვენ მაშ ოპტიმისტურად უყურებთ მო-
მავალს?

     დარიუშ შაიეგანი :

   მაჰმუდ აჰმადინეჟადის შემყურე მე არა
ვარ მაინცდამაინც ოპტიმისტი ! მას აქვს მესიანისტური განწყობა. მაგრამ მის წინააღმდეგ შეიქმნა ფრონტი. რეჟიმის წარ-
ჩინებულთა ნაწილმა გაიგო რომ მისმა პოლი-
ტიკამ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფა.

–         თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი ამის თქმა
–         ირანში?

     დარიუშ შაიეგანი : დიახ,მაგრამ არ უნდა წავიდე მეტისმეტად შორს. არ უნდა გადავაბი-
ჯო წითელ ხაზს.

–          
-თქვენ დაინტერესებული ხართ სუფიზმით და
მისტიკით.

    დარიუშ შაიეგანი : მე ყოველთვის მინდოდა ერთი საზღვრიდან მეორისაკენ გადასვლა. ეს ხსნის ჩემს გზას.  მე 8 წლის მანძილზე მივი-
ღე მისტიკური გამოცდილება. მაგრამ მე მეშინია მენტალური ტყვეობისა, თუნდაც ძალიან კეთილშობილისა, და მე მისგან განვთავისუფლდი.

  დღეს  მე სულ უფრო და უფრო მიზიდავს ბუდიზმი, თუმცა არა მჯერა მოქცევისა, მე
კულტურულად მაჰმადიანი ვარ. ჩემთვის რელიგია და სახელი წარმოადგენენ ფატალობას, აუცილე-
ბელ მემკვიდრეობას. სწორედ ამას მეუბნებოდა კათოლიკე ანრი  კორბა,რომელსაც არასოდეს არ უფიქრია გამაჰმადიანება.








–         რა არის თქვენთვის გნოზისი?

    დარიუშ შაიეგანი :

  ესაა ყველაფერი რაც ეხება მსოფლიოს დიდ სუ-
ლიერ დოქტრინებს.

   ფილოსოფოსმა იცის, მაგრამ ვიზიონერი,მხილ-
ველი, ხედავს.

    ესაა განსხვავება ინტუიციასა და ცოდნას
შორის.

   უკვე გერმანელი ფილოსოფოსი რუდოლფ ოტტო, რო-
მელმაც შემოგვთავაზა საკრალურის უნივერსა-
ლური, საყოველთაო კონცეფცია, ადარებდა ერთ-
მანეთს დასავლეთის და აღმოსავლეთის მისტი-
კოსებს.

  მაგრამ მე ვიტყოდი რომ ირანში და ინდოეთში ფილოსოფია მუდამ მისტიკურია. აღმოსავლეთში
ფილოსოფია გნოსტიკურია.

    

  - და თქვენთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი,
ინტუიცია თუ ცოდნა?

   დარიუშ შაიეგანი :

  მე მტკიცედ მჯერა განმანათლებლებისა და ორმაგი ჭეშმარიტებისა, ავეროესის ნააზრევის
ქრისტიანული და შუა საუკუნეების ინტერპრეტა-
ციისა. მის თანახმად არსებობს ფილოსოფიური ჭეშმარიტება და არსებობს რელიგიური ჭეშმა-
რიტება. წარმავალი სამყაროს მკაფიო, თვალსა-
ჩინო გამოყოფა სულიერი სამყაროსაგან, ხელი-
სუფლების მკაფიო, თვალსაჩინო გამოყოფა რწმენისაგან ჩემთვის ფუნდამენტურია.

       

–              -ამ ვითარების განსამარტავად თქვენ ხშირად ყვებით  მე-13 საუკუნის სუფია
–         მისტიკოსი რუმის ერთ ამბავს.

     დარიუშ შაიეგანი :

   ერთხელ სულთანმა მოაწყო ჩინელი დ ა ბერძენი მხატვრების შეჯიბრი. ისინი  იყვნენ ერთმანეთისაგან უბრალო ფარდით გამოყოფილ ორ ოთახში. მაშინ როდესაც ჩინელებმა სულთანს
სთხოვეს მრავალი  საღებავი,ბერძნები დაკ-
მაყოფილდნენ კედლის გაპრიალებით. სურათის წარმოდგენის დღეს ფარდა დაეცა. ჩინელების ნახატი საოცრად ლამაზია... მაგრამ ის კიდევ
უფრო ლამაზად და შთამბეჭდავად ირეკლება ბერძნების მიერ გაპრიალებულ კედელზე ! ანარეკლი ხშირად თვით არეკლილ საგანზე უფრო რეალურია. ჯელალ ედ დინ რუმიმ ამ ისტორიიდან დაასკვნა რომ სუფიები ჰგვანან ბერძნებს:
მათ არ წაუკითხავთ ბევრი რამ, ისინი ერუდიტე-
ბი არ არიან, მაგრამ მათ გაწმინდეს და გააპრიალეს თავისი გული  და მისი კედლები
რის გამოც მათმა გულმა შეიძინა მრავალი ხატის მიღების უნარი.

   ამ ანეგდოტის მისტიკური ასპექტის მიღმა
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ადამიანი დღეს ვეღარ ხედავს სარკეს. ის ხედავს მხოლოდ სარკეში არეკლილ ფორმებს. მეტიც, ეს სარკეები დამსხვრეულია და დამსხვრეული სარკეები ამახინჯებენ სინამდვლესა და ხატებს. შულს
უტევს ხატების ღვარი. ეს გვაგონებს ტ.ს.ელიოტის « დამსხვრეული ხატების სამყა-
როს » ( « ჭორლდ ოფ ბროკენ იმაგეს») : « ჩვენ ვცხოვრობთ დამსხვრეული ხატების სამყარო-
ში», მაგრამ დამსხვრეული ხატები დამსხვ-
რეული სარკეებია.

   
–         ნაშრომში «სინათლე მოდის დასავლეთიდან» თქვენ აცხადებთ რომ ჩვენ ვცხოვრობთ დამსხვრეული ონტოლოგიის სამყაროში.

    დარიუშ შაიეგანი :

   საკრალურის მზიდი ძლიერი სტრუქტურები გაქრა.
საკრალურს აღარა აქვს მის გამოჩენისათვის დადგენილი ადგილი. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ მო-
წესრიგებულ, იერარქიზებულ სამყაროში. აღარაა მეტაფიზიკური კოორდინატები, მეტაფიზიკური ხელმძღვანელობა. რელიგია იქცა პერსონალურ ფე-
ნომენად სადაც ყოველი ადამიანი თვითონ
აგებს რაღაცას და მასში აგროვებს საუკუ-
ნეთა ლეგენდებს. ესაა პოლითეიზმის ახალი ფორ-
მა. ამას უწოდებენ მოკლედ განმმეორე-
ბელ მეხსიერებას ( ფრანგულად მéმოირე რéცაპიტულატივე). ერთმანეთის მომდევნოს ადგილს იკავებს ერთდროული. სამყარო ხდება ყველა კულტურის, როგორც ყველაზე არქაულ ისე ყველაზე თანამედროვე კულტურების ნეოლითიდან ინფორმატიკამდე, შამანიზმიდან ვირტუალიზა-
ციის უკანასკნელ ავატარებამდე, ყოველივე
ამის უზარმაზარი მოზაიკა. ისევ ჩნდება
ცნობიერების დათრგუნული ფორმები. სწორედ
ეს ხდის თანამედროვეობას როგორც წარმტაც ისე გამაღიზიანებელ მომენტად. ჩვენ აღარ ვიცით თუ რომელ წმინდანს უნდა მივმართოთ.
საკუთარი თავის დაუფლება- დაპყრობა გმირული
აქტი ხდება.  ძოგჯერ კი ის ფუნდამენტალიზმის
ფორმით იძენს ტრაღიკულ სახეს. შეხედეთ რა საინტერესო რამეა თანამედროვე ბუდიზმი.
ის ამბობს რომ შეუძლია ჩვენი უშუალო საჭი-
როებების დაკმაყოფილება ჩამოყალიბებული
ონტოლოგიითა და თეოლოგიით ჩვენი დატვირთვის გარეშე. ის ეგუება უაზრობას და ამავე დროს ამბობს ძალიან მარტივ რამეებს : «ცხოვრე-
ბა ტანჯვაა», «არაფერი არაა მუდმივი».

–         საით მიემართება დღეს თქვენი აზრი?

     დარიუშ შაიეგანი :

  მე მინდა ფიქრი მომავალ პოლითეიზმზე. მომთაბარე აზრის საამყაროს მომხიბლაობის
აღდგენაზე.ეს პოლითეიზმი არ უარყოფს ღმერთის მეტაფიზიკურ იდეას. მაგრამ სათქმელია რომ კონტაქტი ღვთაებრივთან დიდად შეიცვალა. ძველი ეზოტერული სკოლებით შთაგონებულებმა ჩვენ უნდა მოვნახოთ საკრალურისკენ მიმავალი სხვა გზები, სხვა არხები.

   ჩვენ მივედით იქამდე რომ თუ კი შესაძლე-
ბელია დაბრუნება, ის შეიძლება მოხდეს მხოლოდ  დაცემის ადგილას.

    მე ყოველთვის მოჯადოებული ვიყავი ვაგნერის პარსიფალის ფორმულით :


 « ჭრილობას კურნავს მხოლოდ იარაღი
რომლითაც დაჭრეს».

  თუ კი არსებობს ჩვენი შფოთის წამალი, ის შეიძლება მიღებული იქნას
დაურწმუნებლობიდან და ეჭვიდან.

   დარიუშ შაიეგანის ნაშრომები :

   დარიუშ შაიეგანის შრომათა საუკეთესო შე-
სავალია ღამინ ჟაჰანბეგლოო-სთან ერთად რეა-
ლიზებულ შეხვედრათა სერია « მსოფლიოს ცებს ქვეშ, შეხვედრები რამა ჟაჰან ბეგლოოსთან
 ავტორი ყვება თავის ბავშვობაზე თეირანში, თავის ტუდენტობაზე ევროპაში,თავის მეგობრობაზე ჩორანთან და კორბასთან,

იმაზე რომ მას უყვარს სპარსული პოეზია და ინდური აზრი, ის გვაცნობს თავის ფილოსოფიურ შე-
ხედულებას თანამედროვე სამყაროზე.  1967 წელს დარიუშ შაიეგანმა გამოაქვეყნა თავი-
სი დისერტაცია « ინდუიზმი და სუფიზმი, ორი იკეანის შენაკადი», ინდოელი მეფე-ფილოსოფოსი
დარა სტაკუჰის ერთი დიდი ტექსტის კომენტირებუ-
ლი გამოცემა. 1982 წელს მან საფრანგეთში
გამოაქვეყნა « რა არის რელიგიური რევოლუცია?».
ძალიან თავისებური ნაშრომი,რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გასააზრებლად იყენებს კანტს, მარქსს და ჰაიდეგერს. ნაშრომში
« იდენტობის ილუზიები» ( 1992) მან შეკრიბა 20 წლის მანძილზე ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული თავისი წერილები ხელოვნება-
ზე, პოლიტიკაზე და ფილოსოფიაზე. ნაშრომში
« დასახიჩრებული მზერა»(1989) ის იკვლევს ტრადიციულ, განსაკუთრებით მაჰმადიანურ სა-
ზოგადოებებში თანამედროვეობის შეჭრის შედეგად გაჩენილ მენტალურ გაუწონასწორებ-
ლობას. ნაშრომი « სინათლე მოდის დასავლეთიდან» აფართოებს პერსპექტივას და ეხება მონდიალიზაციის კულტურულ საფუძვლებს.
დარიუშ შაიეგანმა ამავე დროს დაწერა წიგნები სპარსულად, რომლებიც არ ყოფილა თარგ-
მნილი,განსაკუტრებით  ტომები ინდოეთის ფილოსოფიებსა და რელიგებზე ( თეირანის უნივერსი-
ტეტის გამოცემები,1967). დარიუშ შაიეგანი ამავე დროს არის ავტორი ლექსებისა და რომანისა « მირაჟების მიწები» ( 
, 2004).

ეს უაღრესად საინტერესო წერილი დაიბეჭდა
ფრანგული ჟურნალი «  Philosophie Magazine-ს
2008-2009 წლების დეკემბერ-იანვრის ნომერში.


     ____________________________________________


   « მე ქვა ვიყავი და მცენარედ მოველ,
მოვკვდი მცენარე და ბუნაგი ცხოველში ვპოვე.
მოვკვდი ცხოველიც და ვიქეცი ადამის ტომად.
მოვკვდები აქაც,მაგრამ განა მაძრწუნებს კვდომა.
არდავიცვლები მომავალ დღეთა იმედით მთენი.
და იმ დღეს როდესაც ანგელოსის დადგება ჯერი
გამომესხმება ანგელოსის მსუბუქი ფრთენი.

   არარაობა დამანახებს უსახო სახეს და
მიღაღადებს: ნივთი თვისად მოიქცეს სახედ.
შიკვდილი ხარობს, და შენ კიდევ ტყუილად ცხარობ.
განა არ იცი, რომ ჯურღმულში დის სიცოცხლის წყარო?


ლოტოსის მსგავსად შუა წყალში გაიდგი ფესვი
და სვი ეს წყალი, რამდენიც გინდა იმდენი
შესვი.
მაგრამ გახსოვდეს ამ წუთისოფლის სასტიკი
მცნება : წამალი არის წყალმანკისთვის წყალი და სნებაც...»
   
    ესაა სუფია ირანელი დარიუშ შაიეგანის
დიდი მოძღვრის, მბრუნავ დერვიშთა სუფიური
ორდენის დამაარსებელი სუფია მოძღვარი
ჯელალ ედ დინ რუმის ლექსის ფრაგმენტი.

    დარიუშ შაიეგანის დედა ქართველი იყო.

   თურქეთში, კონიაში ჯელალ ედ დინ რუმის
გარდაცვალება ერთნაირად დაიტირეს
მაჰმადიანებმა,ქრისტიანებმა, იუდევლებმა.
იქვე, კონიაში, ჯელალ ედ დინ რუმის მავზოლეუმი
ააგო ქართველთა და კავკასიელთა თამარ მეფის შვილიშვილმა გურჯი ხათუნმა.
 იქ ყოველწლიურად,რუმის პატივსაცემად
იკრიბება ხოლმე მთელი მაჰმადიანური სამყარო.



















0047_global_lk_798_lille

-