2.16.2012

რომანოვების რუსეთის კავკასიური უტოპია-2.

http://magazines.russ.ru/zvezda/2002/7/gord-pr.html               
РОССИЯ И КАВКАЗ
Я. ГОРДИН
Русский человек на Кавказе
Предварительные заметки о кавказской утопии
Файл:Lord Byron in Albanian dress.jpg
ბაირონი ალბანურ  სამოსში.
პუშკინმა მთელი მისი უნიკალურობის მიუხედავად თავის ცნობიერებაში გააერთიანა ეკატერინეს შემდგომი ხანის, რუსი აზნაურის, აზნაურული ავანგარდის მსოფლმხედველობის მთავარი ნიშნები. ამიტომ პუშკინის ურთიერთობა კავკასიასთან არის პრინციპული მნიშვნელობის სიუჟეტი.
ახალგაზრდა პუშკინის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი შეასრულა ბაირონის პიროვნებამ. 1820 წლისთვის პუშკინი ფრანგული თარგმანით კარგად იცნობდა ინგლისელი მოჯანყე ლორდის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ პოემა "ჩაილდ ჰაროლდს".

 საკმაოდ დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ კავკასიასთან შესახვედრად პუშკინი მოამზადა სწორედ ბაირონმა. ხეტიალისას ჩაილდ-ჰაროლდი, ავტორის ალტერ ეგო, ხვდება ველური და თავისუფლების მოყვარე ტომებით დასახლებულ მთებში. 
ველური ალბანური მთების და "მთის ბუდეებში" მცხოვრები "თავხედი" და მეომარი "ველურების"აღწერა სავსებით შეესაბამებოდა რუსების წარმოდგენას კავკასიის მთებზე და მთიელებზე. 

ბაირონის მიერ ალბანეთის მთიელთა ადამიანური ღირსებების აღწერა წინ უძღვის პუშკინის ტყვის შეხედულებას ჩერქეზებზე.

ბაირონის თქმით ალბანელები ველურები და უმწიფარები არიან,მაგრამ მათ არ აკლიათ მაღალი თვისებები. მათზე უკეთესად ვერავინ იტანს ომის სირთულეებს,ისინი არ გარბიან ბრძოლიდან. მათი სამშობლო მიუდგომელი მთებია და ამ მთებს ენათესავება მათი სულები. მათი მრისხანება საშინელია და მათ მეგობრობას ენდე როგორც ბავშვებს.    

პუშკინიც აღნიშნავს რომ ევროპელის მთელ ყურადღებას იპყრობდა ეს უცნაური ხალხი. რომ მთიელებში მოხვედრილი ტყვე აკვირდებოდა მთიელების რწმენას, აღზრდას, წეს-ჩვეულებებს, რომ მას უყვარდა მთიელების ცხოვრების უბრალოება, მათი სტუმართმოყვარეობა, ბრძოლის ჟინი....

ბაირონის წყვილი: ომის ველური ჟინი-მეგობრობის ერთგულება და სტუმართმოყვარეობის სიწმინდე //რასაც "ჩაილდ-ჰაროლდში" ეძღვნება ცალკე სიუჟეტი//. პუშკინმა მთლიანად გაიმეორა კავკასიურ მასალაზე.

შენიშვნებში პუშკინი ისევ უბრუნდება ამ თემას:"ჩერქეზები,როგორც ყველა ველური ხალხი,ჩვენს წინაშე გამოირჩევიან სტუმართმოყვარეობით. სტუმარი მათთვის გადაიქცევა წმინდა პიროვნებად".
       
უკვე ჟუკოვსკი 1814 წელს აღწერდა შეაირაღებულ, კლდეებზე მხტომ ან საფარში ნადავლის მომლოდინე კავკასიელებს.

პუშკინის და ჟუკოვსკის ცოდნა კავკასიელებზე რა თქმა უნდა ზედაპირული იყო. ეს იყო მთიელთა ცხოვრების ზედა, გარეგნული ფენა, არასახელმწიფოებრივი კავკასიური უტოპიის, მიმზიდველ-საშიში რომანტიული სივრცის ასაგებად გამოსადეგი ეგზოტიკური მასალა.

არც პუშკინი და არც ჟუკოვსკი არ იცნობდნენ დაღესტანში და მიმდებარე სახანოებში აყვავებულ რთულ ღვთისმეტყველებას, მთიელთა ეთიკის ღრმა საფუძვლებს, მთიელის ცნობიერების და ქცევის მნიშვნელოვანზილად განმსაზღვრელ ძლიერ გენეალოგიურ ტრადიციას.

რუსი აზნაურის ცნობიერებაში თანდათანობით გაჩენილი კავკასიური უტოპია პარადოქსულად და არსობრივად განსხვავდებოდა კავკასიური სინამდვილისგან, თუმცა ამავე დროს იღებდა მის ზოგ არსებით ნიშანს.

განათლებული რუსული საზოგადოების ცნობიერებაში იყო კავკასიის კიდევ ერთი ანალოგი- შოტლანდიელი მთიელების, ჰაილენდერების ყოფა და ბედი.
დანილევსკი თავის სახელგანთქმულ ტრაქტატში "რუსეთი და ევროპა" შემდეგნაირად ასაბუთებდა რუსეთის უფლებას კავკასიელი მთიელების მოთვინიერებაზე: "შოტლანდიის მთებში ასიოდე წლის წინ ცხოვრობდა რამოდენიმე ათეული ან,შეიძლება,ასეული ათასი ასეთი თავისუფლების რაინდი,თუმცა ისინი ქრისტიანები და უფრო განათლებულები და უფრო თვინიერები იყვნენ. მათი საცხოვრებელი მთებიც არ გავს კავკასიის მთებს. მაგრამ ინგლისმა ჩათვალა რომ შეუძლებელია მათი ჰაილენდერული ჩვეულებების ატანა და მოხერხებულ დროს გაფანტა ისინი ქვეყნის ოთხივე მხარეს“. 
            
1817 წელს, 3 წლით ადრე პუშკინის მოგზაურობამდე კავკასიაში, გამოვიდა ვალტერ სკოტის რომანი ლეგენდარულ ჰაილენდერზე, თამამ, უშიშარ.თავისუფლების მოყვარულ და კეთილშობილ ყაჩაღზე //"რობ როი"//. ის რაც ვალტერ სკოტმა მოყვა რომანის ვრცელ წინასიტყვაობაში ძალიან ჰგავდა რუსების წარმოდგენას კავკასიელ აბრაგებზე და ეს იწვევდა შედარებებს.

File:Rob Roy (Culter).jpg
რობ როი,ლეგენდად ქცეული
 ისტორიული პერსონაჟი.
სკოტის რომანები ძალიან პოპულარული იყო,სწრაფად ითარგმნებოდა ფრანგულად და თარგმანები ხვდებოდა რუსეთში.

კავკასიის ზედაპირულად მცოდნე რუსული საზოგადოება მას აღიქვამდა ევროპული კულტურული წარმოდგენების კონტექსტში.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოთქმა "თავისუფლების რაინდები" დანილევსკიმ იხმარა ირონიულად. მაგრამ საუკუნის პირველ მეოთხედში მას სრულებით სერიოზულად ხმარობდნენ.

თავისუფლება საკვანძო სიტყვა იყი კავკასიურ სიუჟეტებში. ეს რა თქმა უნდა იყო "ველური თავისუფლება", უკანონო თავისუფლება, სისხლთან და ძალადობასთან დაკავშირებული თავისუფლება, მაგრამ მაინც თავისუფლება.

ნაკლებად ცნობილ მაგრამ ჩვენი პრობლემატიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან ნარკვევში "კავკასიელი" ლერმონტოვი აღწერს კავკასიელი ოფიცერის ტიპიურ გზას:" 18 წლის ასაკამდე ის სწავლობდა კადეტთა კორპუსში, ნელ-ნელა კითხულობდა "კავკასიის ტყვეს"და მას შეუყვარდა კავკასია".

რუსული მკითხველი საზოგადოებისთვის კავკასიაზე ინფორმაციის ძირითადი წყარო სწორედ ეს ნაწარმოები იყო და რაკურსს რომლითაც იქ წარმოდგა კავკასია ჰქონდა უაღრესად დიდი მნიშვნელობა. ის უყალიბებდა რუს აზნაურს წარმოდგენას კავკასიაზე როგორც მოვლენაზე.

რუსული არისტოკრატიის ნაღები, გვარდიული ოფიცრები სკასხვადასხვა მოტივებით მიისწრაფოდნენ კავკასიისკენ და ზოგჯერ იქ მრავალი წლით რჩებოდნენ.

ამ ფენის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა, კავკასიის კორპუსის შტაბის მომავალმა უფროსმა, ალექსანდრე მეორის სამხედრო მინისტრმა და რუსული არმიის რეფორმატორმა დმიტრი ალექსეევიჩ მილიუტინმა თავის მოგონებებში დაწერა:

"ყოველი წლის ბოლოს გვარდიის ყველა ნაწილში ისმოდა კითხვა თუ ვის გააგზავნიდა უფროსობა კავკასიაში. მაშინ ყოველი პოლკიდან ერთი წლით იგზავნებოდა თითო ოფიცერი რათა მათ მონაწილეობა მიეღო მთელი წლის მანძილზე ზამთარ-ზაფხულს განუწყვეტლად მიმდინარე ბრძოლებში, მიავლინებდნენ ერთ ოფიცერსაც გენშტაბიდან.

უკვე შარშან ვიცნებობდი ასეთ მივლინებაზე. მომბეზრდა უფერული პეტერბურგული ცხოვრება და გვარდიული სამსახურის ფორმალიზმი. მომინდა სივრცე და უფრო სუფთა ჰაერით სუნთქვა. პეტერბურგის მობეზრებული არემარის გარდა სხვა ადგილების ნახვა და, განსაკუთრებით, ნამდვილი სამხედრო სამსახურის გაცნობა".

როგორც ვხედავთ კავკასია სულ არ ჰგავდა ცხელ ციმბირს, როგორც ეს წარმოუდგენიათ ხოლმე. კავკასია იყო ახალგაზრდა გვარდიელის საოცნებო ადგილი, და, რა თქმა უნდა, გადასახლების ადგილიც. 

იაზიმ მეჩიევი,ბალყარული პოეზიის,
ლიტერატურული ენის დამფუძნებელი,
ფილოსოფოსი და ჰუმანისტი.
მოგონებების კავკასიაში პირველი მივლინებიდან მრავალი წლის შემდეგ დამწერი მილიუტინი მოტივებს აღწერს საკმაოდ თავშეკავებით-სამსახურის ფორმალიზმი, 1830-ან წლებში პეტერბურგში სივრცის და ჰაერის უკმარისობა რაღაც მეტაფორა იყო. რა იდგა ამის უკან?

თავისი და თანატოლების თვითაღზრდაზე ლაპარაკისას მილიუტინი წერდა: " გატაცებით ვკითხულობდით ვალტერ სკოტის რომანების თარგმანებს,ზაგოსკინის ახალ რომანებს, ვბოდავდით იმდროინდელი რომანტიული სკოლით,ზეპირად ვიცოდით ჩვენი პოეტების მრავალი საუკეთესო ნაწარმოები. მე მაგალითად,კარგად ვიცოდი პუშკინის, კოზლოვის, რილეევის მთელი პოემები.რილეევის ხსენება მოწმობს ახალგაზრდა მილიუტინის განწყობაზე. ლაპარაკია ოდაზე 1828, ე.ი. მილიუტინი იზეპირებდა პუშკინის სწორედ სამხრეთულ პოემებს რომელთაგანაც იყო "კავკასიის ტყვე".

მთელი ამ კომპლექსის განხილვისას ცხადი ხდება რომ რომანტიულ პოეზიაზე აღზრდილი და თავისუფლად აზროვნებისკენ მიდრეკილი ახალგაზრდა აზნაურები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიტყვა კავკასიით აღნიშნული კულტურულ-ფსიქოლოგიური მოვლენის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს, თავისუფლების ცნებას.

1819 წლის თებერვალში ერმოლოვი იმპერატორ ალექსანდრე სწერდა შემდეგს:
" მეუფევ ! საგარეო ომი არაა საშიში...თუ სპარსეთი წამოიწყებს ომს ეს თვითონ მისთვის იქნება საზიანო!...ჩვენთვის ბევრად უფრო საშიშია შინაგანი მღელვარებები. 
მთის ხალხები თავისი დამოუკიდებლობით აჯანყებენ და და დამოუკიდებლობას აყვარებენ თქვენი იმპერატორული დიდებულების ქვეშევრდომებს". და ერმოლოვი ამ საბაბით ითხოვს კავკასიის კორპუსის გაძლიერებას.

მონუმენტურ პოემაში "იზმაილ-ბეი" ახალგაზრდა ლერმონტოვმა საოცრად მონიშნა რუსულ-კავკასიური პრობლემატიკის მრავალი საბედისწერო ასპექტი. კერძოდ, მან მთიელთა სახელით განაცხადა რო "სილაღე" // "ვოლნოსტ"// უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ყველაფერი დანარჩენი.

//"...მტერს მათთვის მიჰქონდა სამარცხვინო ბორკილები... ჩერქეზს უყვარს დუმილი და სამშობლო, მაგრამ გმირს სამშობლოზე და სიმშვიდეზე მეტად უყვარს სილაღე."//.
..позор цепей
Несли к ним вражеские силы.
Мила черкесу тишина,
Мила родная сторона,
Но вольность, вольность для героя
Милей отчизны и покоя.

ცნება სილაღე ბევრად უფრო მეტყველი სიტყვაა ვიდრე ზოგადი "თავისუფლება".
        
ერმოლოვი ცნებით დამოუკიდებლობა აღნიშნავს არა სახელმწიფოებრივ არამედ პირად დამოუკიდებლობას, იმას რასაც ესოდენ აფასებდნენ რუსი ლიბერალები და რისიც ესოდენ ეშინოდა იმპერიის ხელისუფლებას რომელიც ცდილობდა სწორედ პიროვნების, კერძო ცხოვრების გაკონტროლებას....

კავკასიელი, ბუნების მეგობარი,მიისწრაფის არა პოლიტიკური არამედ ეგზისტენციალური თავისუფლებისკენ,არსებობის აბსოლუტურ ფორმად აღქმულ თავისუფლებისკენ.

და კავკასია გააზრებული იყო როგორც სწორედ ასეთი თავისუფლების სივრცე.
         
რეალობისგან ეს აბსტრაგირება ძალიან დამახასიათებელი და მრავალმნიშვნელოვანია. მილიუტინის ნაირმა ახალგაზრდა რუსმა ოფიცრებმა რა თქმა უნდა იცოდნენ რომ მათ მოუწევთ სამსახური და არა რუსოისტული არსებობა,მაგრამ კავკასიის ჰაერი გაჯერებული იყო სხვანაირი ცხოვრების ჰაერით,რომანტიკული რემინესცენციებით გაჯერებული ჰაერით.
      
კავკასია რუს აზნაურს იტაცებდა როგორც ერთგვარი კულტურულ-ფსიქოლოგიური მოვლენა რომელიც მას აძლევდა უფრო ძლიერ საყრდენს ვიდრე რუსეთში მიღებული წარმოდგენათა კომპლექსი.

ამ საკვირველ პროცესზე მოწმობს საგნის კარგად მცოდნე ლერმონტოვის მიერ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერილი "კავკასიელი":       
საზოგადოებრივი და ქალაქური ცხოვრების დახვეწილობებისთვის უცხო კავკასიელმა ოფიცერმა შეიყვარა უბრალო და ველური ცხოვრება.

რუსეთის ისტორიის და ევროპული პოლიტიკის არმცოდნემ შეიყვარა მეომარი ხალხის პოეტური თქმულებები, ისწავლა მათი დევგმირების სახელები,დაიმახსოვრა მათი მთავარი ოჯახების გენეალოგიები".


წარჩინებული ბალყარელი 
გოგონები
კავკასიის სინამდვილე ხშირად სპობდა უტოპიას კონკრეტული ადამიანისთვის,მაგრამ ვერ აძევებდა მას საზოგადოებრივი ცნობიერებიდან და ვერ ასუსტებდა მის როლს.
         
კავკასიური ყოფის ამ ორი სახის ამ ბრძოლებზე 1850-ან წლებში მოწმობს კავკასიელი ტოლსტოი. "ტყის ჩეხვაში" არის სცენა ავტორის საუბრისა კავკასიაში სავსებით თავისი ნებით მოსამსახურე არისტოკრატ-გვარდიელთან.

-"რატომ დაიწყეთ სამსახური კავკასიაში, ვთქვი მე,- ნუთუ ასე მოგწონთ კავკასია?

- იცით რატომ, მპასუხობდა გულწრფელად,-გადმოცემით.

რუსეთში უცნაურად სჯერათ რომ კავკასია აღთქმული მიწაა ყველანაირი უბედური ხალხისთვის... რუსეთში კავკასია წარმოუდგენიათ დიადად,მარადიული ქალწული ყინულებით, ბობოქარი მდინარეებით, ხანჯლებით,აბდებით,ერქეზი ქალებით,-ყველაფერი ეს რაღაც საშინელია, სინამდვილეში ამაში არაფერია სამხიარულო".

და ავტორი, მე-4 კლასის ფოიერვერკერი ლევ ტოლსტოი შესანიშნავად უხსნის ბოლხოვს ამ აბერაციის არსს.

"-დიახ, ვთქვი მე სიცილით,- ჩვენ რუსეთში სულ სხვანაირად ვუყურებთ კავკასიას,ვიდრე აქ. განგიცდიათ ეს ოდესმე? უცნობ ენაზე ლექსების კითხვისას წარმოიდგენ უკეთ ვიდრე არის სინამდვილეში".

აქ ყველაფერი მნიშვნელოვანია. ეს "გადმოცემით",მოწმობა იმისა რომ არსებობს მითი კავკასიაზე,სამყაროზე სადაც არაა რუსული ყოფის დამამცირებელი უხერხულობები. და მეორეს მხრივ ტოლსტოის სიტყვები უცნობ ენაზე, ასე ვთქვათ ნიშანთა სხვა სისტემაზე რომელიც უდევს საფუძვლად მითს.

ჩნდებიან კავკასიის შესახებ გადმოცემით იმედგაცრუებული და დაფიქრებული ბოლხოვები, ლერმონტოვის სხვის წარსულში ჩაძირული "კავკასიელები",კავკასიის ერთგული უეშმაკო ოფიცრები,ისეთები როგორიცაა კაპიტანი ტროსტენკო იმავე "ტყის ჩეხვიდან":     
" ...ძველი კავკასიელი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ე.ი. ადამიანი ვისთვისაც საზიზღარი და არსებობის თითქმის უღირსია ყველაფერი რაც არაა კავკასია..."

რა თქმა უნდა კავკასიის ომი ყველანაირი დაპყრობითი ომის მსგავსად იზიდავდა ანგარებიან ავანტურისტებსაც და ცინიკოს კარიერისტებსაც, მაგრამ ამ ომის განსაკუთრებულობა, მისი ფორსირებული სისასტიკის გარდა, იყო განსაკუთრებული ცნობიერება ოფიცერთა იმ ფენისა რომლისთვისაც კავკასია იყო მისი სამყარო, სისხლიანიმ, საშიში, მაგრამ აღთქმული მიწა.

ოფიცერი ტოლსტოი
//ჩანართი: ტოლსტოიმ თქვა რომ კავკასია არის ომი და თავისუფლება,ე.ი.ადამიანის ხასიათის ძალის და ღირსების გამოცდა, და მეორეს მხრივ აღფრთოვანება ბატონმყმობის არმცოდნე ხალხების ყოფით.
დუნაის არმიაში,სამსახურის სხვა ადგილას წასვლისას მან ცაწერა დღიურში: მე მიყვარდება კავკასია თუმცა სიკვდილის შემდგომი მაგრამ ძლიერი სიყვარულით. კარგია ეს ველური მხარე სადაც ასე უცნაურად და პოეტურად ერთიანდება ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო რამე-ომი და თავისუფლება"... Впоследствии Толстой скажет, что Кавказ – это война и свобода, т.е. испытание силы и достоинства человеческого характера, с одной стороны, и восхищение бытом кавказских народов, не знавших крепостного гнета, - с другой. Уехав в Дунайскую армию, к другому месту службы, он запишет в дневнике: «Я начинаю любить Кавказ, хотя посмертной, но сильной любовью. Действительно хорош этот край дикий, в котором так странно и поэтически соединяются две самые противоположные вещи – война и свобода». В 1859 году, вспоминая пребывание на Кавказе, он признается в письме А.А. Толстой: «…я был одинок и несчастлив, живя на Кавказе. Я стал думать так, как только раз в жизни люди имеют силу думать… И все, что я нашел тогда, навсегда останется моим убеждением».//.

კავკასიაში ერთმანეთს პარადოქსულად ერწყმოდა იმპერიული, სახელმწიფო უტოპია რომლის მთავარი იმპულსი იყო იმპერიული სივრცის გაფართოება ინდოეთის მიმართულებით, სწრაფვა "აღმოსავლეთის ოქროს ქვეყნებისკენ" და აქტიური აზნაურობის რომანტიული უტოპია. ეს აზნაურობა ცდილობდა ხისტი სისტემიდან გასვლას.

ერთმანეთის მტრული ამ ორი საწყისის შეთანხმოება იძლეოდა დაპყრობის მძლავრ ენერგიას. რუსულ საზოგადოებას არ შეეძლო უარის თქმა კავკასიის დაპყრობის იდეაზე არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, სამხედრო-სტრატეგიული თუ ეკონომიკური მოსაზრებების გამო არამედ იმიტომაც რომ კავკასია ქმნიდა შესაძლებლობათა გაფართოების, წასვლის, გაქცევის ილუზიას, ის იყო გლეხის თავისუფალი თვითრეალიზაციის სფერო ბედნიერი ბელოვოდიეს შესახებ ხალხური ლეგენდის ნაირსახეობა და ამიტომაც იყო კავკასია ძვირფასი რუსული აქტიური საზოგადოებისთვის.

კავკასიის დაკარგვა ნიშნავდა საშინელ სიცარიელეს განათლებული რუსი აზნაურის მსოფლმხედველობაში.

კონკრეტული მთიელების, არა აბსოლუტური თავისუფლების იდეის მატარებლების არამედ თავისი ცხოვრების წესის თავგანწირვით დამცველი და იმპერიული უტოპიზმის, აზნაურული ოცნებების მომგერიებელი ცოცხალი ადამიანების, მათი ოჯახების, სახლების, ნათესების ბედი გადადიოდა მეორე პლანზე, მას ფაქტიურად არ ეწეოდა ანგარიში...
Рассвет. Холмы Албании суровой;
Обрывы Сули; вдалеке возник,
Влача пурпурно-серые покровы,
В снегах каскадов, Пинда резкий пик.
Лишь тьма ушла, открылись в тот же миг
Жилища горцев; там добычи ищет
Волк; там орел острить свой клюв привык;
Но человек свирепей волка рыщет...

Байрон:
Албанцы дики, но не лишены
Высоких свойств — лишь надо бы созреть им.
Кто сносит лучше трудности войны?
В каком бою бегущими их встретим?
Твердыни гор — их родина, и этим
Горам суровым души их сродни.
Их страшен гнев, им в дружбе — верь, как детям. V

Пушкин:
Но европейца все вниманье
Народ сей чудный привлекал.
Меж горцев пленник наблюдал
Их веру, нравы, воспитанье,
Любил их жизни простоту,
Гостеприимство, жажду брани...

Пушкин не первый в русской поэзии попытался изобразить заманчиво-экзотическую жизнь горцев. В примечаниях к "Кавказскому пленнику" он приводит фрагмент из послания Жуковского Воейкову, написанного в 1814 году, где живописуется Кавказ и нравы горцев:

Пищаль, кольчуга, сабля, лук
И конь — соратник быстроногий —
Их и сокровища и боги;
Как серны, скачут по горам,
Бросают смерть из-за утеса;
Или, по топким берегам,
В траве высокой, в чаще леса
Рассыпавшись, добычи ждут.
СкалП свободы их приют.

Отступник света, друг природы,
Покинул он родной предел
И в край далекий полетел
С веселым призраком свободы.
Свобода! он одной тебя
Еще искал в пустынном мире.
Страстями чувства истребя,
Охолодев к мечтам и лире,
С волненьем песни он внимал,
Одушевленные тобою,
И с верой, пламенной мольбою
Твой гордый идол обнимал.


I Архив кн. Воронцова, т. ХХХVI, М., 1890, c. 75.
II Архив кн. Воронцова, т. ХХХVI, c. 85.
III Сб. Осада Кавказа. СПб., 2000, с. 344.
IV Сб. Осада Кавказа, с. 364.
V Байрон. Избранные произведения. М., 1953, с. 96 (пер. Г. Шенгели).
VI Н. Я. Данилевский. Россия и Европа. СПб., 1895, с. 37.
VII М. Ю. Лермонтов. Собр. соч. в четырех томах. Т.4. Л., 1981, т. 4, с. 315.
VIII Д. А. Милютин. Воспоминания. 1816—1843, М., 1997, с. 191.
IX Л. Толстой. Полное собрание художественных произведений. Т. 2. М., 1929, с. 169.
X Там же,

No comments: