2.11.2012

ცოტა რამ რომანტიზმზე

1. ეტიმოლოგია:
სიტყვას" romantic" ინგლისელები იყენებდნენ 1650 წლიდან და ის აღნიშნავდა რაინდულ რომანებს და კელტურ ლეგენდებს რომლებიც ხობლავდნენ როგორც ხალხს ისე განათლებულ საზოგადოებას.
Détails sur le produit
ისინი იქ ნახულობდნენ საოცარის,იდილიური თუ შემაძრწუნებელი სასწაულებრივის არეს. ესაა მოჯადოებული ტყეები,რაინდული სიყვარული, ჯადოსნური სასმელები და თავგადასავლები სასწაულთა ქვეყნებში,ჯადოქარი მერლინის და ფერია მორგანას ქვეყანა. ქვეყანა სადაც წყაროები ლაპარაკობენ და ფრინველებს ამბები მიაქვთ დატყვევებული უფლისწულებისთვის,სადაც ურჩხულები თავზარს სცემენ შორეულ ქვეყნებს რომლებსაც ამ ურჩხულებისგან ანთავისუფლებენ უშიშარი და უნაკლო რაინდები.

აი სამყარო რომელსაც რომანტიულს უწოდებენ რომანტიზმის გაჩენამდე საუკუნენახევრით ადრე. მასში უკვე ჩანს რომანტიზმის დამახასიათებელი ნიშნები:

მიმზიდველობა სამყაროსი რომელიც იმართება გულითადობით, გულის მისწრაფებებით და არ ემორჩილება ბუნებრივ აუცილებლობათა კანონებს.
ეს სიტყვა გადავა საფრანგეთში და გერმანიაში სადაც ის სპორადულად ჩანს მთელი მე-18 საუკუნის მანძილზე დავიწყებულ თუ სახელგანთქმულ ტექსტებში. მაგრამ რომანტიზმის გასაბატონებლად საჭირო იყო კლასიკური სულის ამოწურვა და განმანათლებელთა პროგრესისტული ენთუზიაზმის დაუძლურება.
2. წყაროები და გავლენები:

ყველა სფეროს ნოვატორთა ყველაზე ჩვეულებრივი რეფლექსებია ახლო თუ შორეულ წინამორბედთა პოვნა. გამონაკლისი არც რომანტიკოსები ყოფილან.

რომანტიკოსები ხშირად ფიქრობდნენ რომ მათი წამოწყება იყო წყაროებთან, საწყისებთან დაბრუნება,რომ ისინი იყვნენ ნამდვილი თავდაპირველი დასავლური ხელოვნების პიონერთა მემკვიდრეები.      
ყველა ევროპულ კულტურაში ფაქტიურად არსებობდა მნიშვნელოვანი ცუდად შესწავლილი და ხშირად ევროპელებისთვის გაუგებარი ნაწარმოებები რომლებიც ახლოს იყვნენ ახალ სკოლასთან.

იტალიაში,განსაკუთრებულად კლასიკურ ქვეყანაში,თვითონ იტალიელებზე მეტად უცხოელები სიხარულით პოულობდნენ გარკვეულ რომანტიულ ატმოსფეროს,უფრო ძველს ვიდრე ყველგან სხვაგან. სასწაულებრივისა და მაგიის ატმოსფეროს რომელშიც ცხოვრობდნენ არიოსტოს "გაშმაგებული როლანდი" და ტასოს " განთავისუფლებული იერუსალიმი".

კიდევ უფრო განმაცვიფრებელი იყო თავისი მძლავრი რეალიზმით და ტრაღიკული სიდიადით "ღვთაებრივი კომედიის" უზარმაზარი მასივი. მეტაფიზიკურად განწყობილებს იზიდავდა პეტრარკას პლატონიზმი და ჯორდანო ბრუნოს პანთეიზმი. ცნობილია ისიც თუ რა იქნება ვიკოს(Vico) ისტორიის ფილოსოფია მიშლესთვის(Michelet), დიდი რომანტიკოსი ისტორიკოსისთვის,სინათლის სხივი რომელიც გაანათებს მთელს მის აზროვნებას.

ახალი თვალით კითხულობენ აგრეთვე ესპანურ თეატრსაც, მაგრამ ყველაზე მეტად ყველა ქვეყანაში სწავლობენ შექსპირს რომელიც ყველამ ყველგან გამოაცხადა თანამედროვე ხელოვნების მოდელად, სულის ერთ-ერთ "უფსკრულად".

მაკფერსონმა თვალი მიაპყრო გმირულ წარსულს,კატასტროფისა და ფატალურობის ცას და ყველა აღაფრთოვანა ბლეიკმა (Blake),რომელმაც შემდეგი განაცხადა: "ყოველ ჩვენთაგანს ნამდვილად შეუძლია ცხოვრება და ყოველი ჩვენთაგანი ნამდვილად ცხოვრობს მის მიერ არჩეულ სამყაროში. შთაგონებული პოეზიაში, მხატვრობაში, მუსიკაში ირჩევს მარადიულ მშვენიერებას. ის არის ნამდვილი ალქიმიკოსი და ინერტულ მატერიას გარდაქმნის ცოცხალ ფორმად და მარადიულ სრულყოფილებად".

ეს ფორმულები წინასწარ გვამცნობენ ნოვალისის ეზოტერულ ინტუიციებს.

გერმანიაში რომანტიზმი დაკავშირებულია გერმანული სულის ფარულ  მისწრაფებებთან. ამას ადასტურებს ზღაპრების და ლეგენდების, ხალხური სიმღერების პოპულარობა, ისტიკური აზრის აყვავება.

ნაწარმოებები რომელთაც უშუალო გავლენა მოახდინეს რომანტიზმის წარმოშობაზე როგორც წესი ახალი ან ან მისი თანამედროვეა. ბურგერი,შილერი და გოეთე ცოტათი უფროსები არიან მათ თაყვანისმხემელ რომანტიკოსებზე.

ყველაზე საკვირველია გოეთეს შემთხვევა. მას,კლასიკოსს,"ოლიმპიელს", ესალმებიან და აღმერთებენ შლეგელების,ტიკების,შელინგების წრეში და მისი პრესტიჟი არანაკლებია ფრანგ და ინგლისელ რომანტიკოსებს შორის.
შეუფასებელი არ უნდა დარჩეს არც ფრანგული წვლილი. რაინდული რომანები, ფაბლიოები ( fabliaux) და da "მელას რომანი" ("Roman de Renart") კლასიკურ ხანაშიც ხიბლავდნენ მწიგნობრებსაც და არამწიგნობრებსაც, 1828 წელს სენ-ბევი ( Sainte-Beuve) ერთ შესანიშნავ ნაშრომში ლაპარაკობდა პლეადას პოეტების რომანტიკულ ასპექტზე.

მაგრამ ყველაზე დიდია ჟენევას მოქალაქის და დიდი ფრანგი მწერლის ჟან-ჟაკ რუსოს წვლილი.

თუ კი დავინახავთ რომ რომანტიზმის მთელი არსი მდგომარეობს რუსოს რწმენაში რომლის თანახმადაც ადამიანური ჭეშმარიტების ერთადერთი წყარო არის ადამიანის გულში,რომ მხოლოდ გული გვაკავშირებს სამყაროსთან და ღმერთთან მაშინ უნდა ვაღიაროთ რომ რომანტიზმი მთლიანად აღჭურვილი გამოვიდა "სიტყვიდან უთანაბრობაზე" და "ახალი ელოიზიდან", მათი რევოლუციური ინტუიციიდან.

ამის გამო ევროპული რომანტიზმის ყველა პრესტიჟულმა რუპორმა ჰიოლდერლინიდან ბაირონამდე რუსოს მიაგეს პატივი როგორც თანამედროვე ლიტერატურის მამას.
რუსოს "ახალი ელოიზა"
ა რუსო
აი "წყაროები" და "გავლენები" რომელთაც მრავლად ნახულობენ და კიდევ მრავლად ნახავენ ერუდიტები,მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ მეტისმეტად დიდი მნიშვნელობის მინიჭებისგან. ყველა ამ ფაქტორმა ხელი შეუწყო რომანტიკულ სინთეზს,მაგრამ მათ არ შეუქმნიათ ის. დიდი ლიტერატურული ეპოქის შემოქმედებითი სწრაფვა არ დაიყვანება ასიმილაციის პროცესზე.

იგივე სიფრთხილეს გამოვიჩენთ ევროპული რომანტიზმის შიდა გავლენების განსაზღვრისას. ლაკისტები ძალიან სდრე იყვნენ მიღებული საფრანგეთში ვიწრო წრეებში. ბაირონმა დიდი ტრავმა მიაყენა ორი ათწლეულის ევროპულ პოეზიას. იტალიურმა დებატებმა არისტოტელურ ერთეულებზე გზა გაუხსნეს ფრანგული
რომანტიული თეატრის სიახლეებს. ეს დადგენილი ფაქტებია.

მაგრამ ნაყოფიერი იქნება ფიქრი სენ-ბევის (Sainte-Beuve) ნათქვამზე. 1863 წელს ის სწერდა თავის ერთ-ერთ კორესპონდენტს: "ვქადაგებ რა იგივეს და ღიად ვბაძავ ინგლისელ პოეტებს და ლაკისტებს მე გაგაკვირვებთ, მე თქვენ გეტყვით თუ რამდენად ამოვიცანი მათში ნათესავები და უფროსი ძმები ბევრად უფრო ადრე ვიდრე მე მათ ახლოს გავიცნობდი და შევისწავლიდი. ხანდახან რამოდენიმე სიტყვა იყო საკმარისი ზმანებათა გასაღვიძებლად" ( წერილი W.Reymond-s).

რა თქმა უნდა აქაა ავტორის კეკლუცობაც. ის ყოველთვის ცდილობდა თავისი ორიგინალობის ხაზგასმას,მაგრამ არსებითად შენიშვნა რჩება. რომანტიზმი იყო გლობალური და ერთიანი,მწყობრი მოძრაობა და მისმა თანდათანობითმა გავრცელებამ მთელს ევროპაში "გავლენებითა" თუ მათ გარეშე ბიძგი მისცა ერთნაირი პრობლემების,დამოკიდებულებების და გამოთქმების გაჩენას.

3. ქრონოლოგიური ორიენტირები:
  რომანტიზმის გაჩენის თარიღად მიღებულია 1798 წელი. მას მოაქვს ორი გადამწყვეტი ფაქტი. ინგლისში ესაა Wordsworth-ის და Coleridge-ს " ლირიული ბალადები"-ს გამოქვეყნება. ამ ბალადებით იწყება ლაკისტების ლირიზმი. წინასიტყვაობა იუწყება "ახალი პოეტური ენის სპონტანური გამოხატვის" შესახებ. "ის განთავისუფლებულია მე-18 საუკუნის საზოგადოებრივი პირობითობებისგან, მიღებულია უბრალოთა ტუჩებიდან და იპოვის გულებისკენ მიმავალ გზებს." ეს პოეზია თვალთმაქცი ფილოსოფიის ხრიკებზე უკეთესად "დიდ გაკვეთილებს, მღელვარებებს,რომლებზე უწყვეტი მედიტაციითაც იკვებება კაცობრიობა".

1798 წლის მეორე და კიდევ უფრო გადამწყვეტი ფაქტია გერმანიაში,იენაში,Athenaeum-ის დაფუძნება.
         
ძმები შლეგელების ჟურნალი იყო დასაწყისის ნიშანი. ის ზედიზედ აქვეყნებს გამოკვლევებს და მანიფესტებს რომლებიც ქმნიან რომანტიზმის ნამდვილ ფილოსოფიას და ის გაავრცელებს ვაკენროდერის, ტიკის და ნოვალისის თხზულებებს. ამიერიდან რომანტიზმი ცხადდება პოეზიისა და ხელოვნების თანამედროვე ფორმულად.

დაუმატეთ ამას ფრანგულ გარემოებებთან შეგუებული დებატები დოქტრინაზე,რის პოპულარიზაციასაც 1800 წლიდან ეწევა მადამ დე სტალის წიგნი ლიტერატურაზე.

ყველაზე მეტად დაუმატეთ შატობრიაბნის "ქრისტიანობის გენია" და მაშინ თქვენ დაინახავთ რომ 1798-1805 წლებში იკვეთება რომანტიული მასივის პირველი მწვერვალი.

მეორე ტალღაც იწყება ინგლისიდან. არის ბაირონის დიდი სახელი და ხმა რომელიც ევროპას ავსებს ათიოდე წლის მანძილზე 1815-1825 წლებში.

ამავე დროს ვინის მომაჯადოებელი ჯანყის ცდუნებების პირისპირ ლამარტინი ავითარებს რამდენადმე მძაფრი სიდიადის ელეგიურ ლირიზმს. ბერშეტი იტალიაში ახდენს ბურგერის და გოეთეს ადაპტაციას. მანზონი და პელიკო წერენ თავის პირველ დრამებს და აჩაღებენ კამათს არისტოტელური წესების თაობაზე. ჰოფმანი და აიხენდორფი სრულყოფენ გერმანული სულისთვის ძვირფას ფეერიულ თუ ფანტასტიკურ წარმოსახვას. ამასობაში კი თავის იტალიურ ლტოლვილობაში ორი დიდი ინგლისელი ლირიკოსი შელი და კიტსი მარტოობაში წერენ თავის ყველაზე პრესტიჟულ ლექსებს. ისინი თითქმის ერთდროულად გაქრებიან 1821 წელს, 4 წლით ადრე ბაირონის შთამბეჭდავ აპოთეოზამდე მისოლონგიში.

მესამე რომანტიკული ტალღა 1828-1848 წლებში საფრანგეთშია. განახლებისკენ სწრაფვა დაიმსხვრა გერმანიასა და ინგლისში. ის მეორე სუნთქვას ეძებს იტალიაში.
სწორედ მაშინაა რომ კიდევ ერთხელ მწვერვალს აღწევენ ჰიუგოსა და მიუსეს თეატრი, "შემოდგომის ფოთლები","ღამეები"და ვინის მთავარი პოემები,ისტორიის აღმავლობა და სტენდალის და ბალზაკის რომანები.

მათ გამოეხმაურება იტალია სადაც მანზონი "დაწინდულებით" და ლეოპარდი "სიმღერებით" იტალიურ რომანტიზმს აძლევენ ყველაზე რეპრეზენტატიულ ნაწარმოებებს.


1848 წლის შემდეგ რომანტიზმის ხანა დასრულდა. ადამიანების სულში გაიმარჯვა პოზიტივიზმმა. ეკონომიკურმა აღმავლობამ ჩრდილში მოაქცია ფანტაზია და ოცნება და სახელი გაუტეხა მათ.

მაგრამ რომანტიზმი არაჩვეულებრივად სიცოცხლისუნარიანია და მან გაგრძელება ნახა საუკუნის მეორე ნახევარში.


მწუხრის ამ წლებს თავის შუქს ჰფენენ ვიქტორ ჰიუგოს ყველაზე თავბრუდამხვევი ნაწარმოებები, "ჭვრეტები" ("les Contemplations"), "სასჯელები" (les Châtiments), "საუკუნეთა ლეგენდა" ( la Légende des siècles) და მისი აპოკალიპტური პოემები "უმაღლესი მოწყალება" (la Pitié supreême), "სატანას დასასრული" (la Fin de Satan), "ღმერთი" (Dieu).

უსასრულობას გაჰყურებს ჯერსიში
კლდეზე შესკუპებული ვიქტორ ჰიუგო. 
და უკვე მთელს ევროპაში რეალისტური ხანის მიღმა ვხედავთ მეორე რომანტიზმის გაჩენას. ის კი სხვადასხვა სახელებით //სიმბოლიზმი, იმპრესიონიზმი თუ სხვ.// მოწმობს დიდი რომანტიული მისწრაფებების სიცოცხლისუნარიანობაზე.


4. ძალის ხაზები. მაშ რა არის რომანტიზმი?
  ვალერის აზრით მისი განსაზღვრა შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა უარი უნდა ვთქვათ რომანტიზმის რთული მოძრაობის საოცარი სიმდიდრის ჩაკეტვაზე ვიწრო ფორმულაში,მაგრამ შესაძლებელია მისი დიდი ორიენტაციების ამოცნობა და ეს უნდა ვცადოთ.

საწყისი არეულობა:
   რომანტიული თავგადასავლის საწყისში უეჭველად არის ერთი ძალიან გავრცელებული კონსტატაცია რომელიც დღეს განსაკუთრებით ბანალური გახდა და რომელიც ხსნის რომანტიზმის ძლიერ გავლენას და მუდმივობას.

რომანტიზმის ფუძემდებელი დებულების თანახმად ადამიანის წადილები და მისწრაფებები არ შეეფერება იმ სამყაროს რომელშიც ადამიანი არსებობს. მას შემდეგ რაც ადამიანი დაინახავს თავის მდგომარეობას და შეიცნობს თავის მისწრაფებებს მას იპყრობს მწარე იმედგაცრუებები.       
ადამიანი სწრაფად არწმუნებს საკუთარ თავს იმაში რომ ის ზედმეტია სამყაროში, ან, სულ მცირე, რომ ის ვერ პოულობს ამ სამყაროშო თავის კუთვნილ ადგილს,რომ ამ სამყაროს ადამიანისა არ ესმის, რომ არავინს სცემს პასუხს ადამიანის ძახილს,რომ მას სააქაოში არა აქვს თავისი მოწოდების განხორციელების საშუალებები.
 " და რას გააკეთებენ ამ მდაბალ სამყაროში ჩვენი სიყვარული და ჩვენი რწმენა?" (ნოვალისი.).

ამას უპასუხებენ რომ ასეთი უკმაყოფილება,დაბნეულობა იყო ყოველთვის, რომ ყოველ ხანაში იყო ეჭვის, შფოთისა და ნაღველის მომენტები რომლებიც ყველაზე დარწმუნებულთა და უზრუნველყოფილთა ფეხქვეშ ხსნიდნენ უფსკრულებს. შესაძლებელი იყო ლაპარაკი კლასიკოსთა რომანტიზმზე. ნამდვილი რომანტიული აქცენტები ნახეს ძველი რომაული ხანის დასასრულის მწერლებშიც.

მაგრამ რომანტიულ ნაღველსა და შფოთს არასოდეს მიუღია ისეთი გაქანება და მასშტაბი როგორც ,ე-19 საუკუნის დასაწყისში, ის არასოდეს წასულა ესოდენ ღრმად და ესოდენ შორს. გასულ საუკუნეებს ჰქონდათ წარმავალი, დროებითი ცდუნებები,მათ განუცდიათ რომანტიული გზნება, მაგრამ ყველაფრის წამლეკავი რომანტიული ტალღა განიცადა მხოლოდ მე-19 საუკუნემ.

თუ კი დავუშვებთ რომ დასავლეთის ევოლუცია საბოლოო ანგარიშით დაიყვანება ინდივიდის თანდათანობით განთავისუფლებაზე ვალდებულებებისგან, ინდივიდისა,რომელიც ზედიზედ ამსხვრევს სულიერების, საზოგადოების და მორალის კოლექტიურ სტრუქტურებს, სათქმელია რომ რომანტიზმი წარმოადგენს ინდივიდის ვალდებულებებისგან განთავისუფლების პირველ რადიკალურ მცდელობას რომელიც,სხვათა შორის,კომპენსირებულია ახალი სულიერების,ახალი საზოგადოების და ახალი მორალის შემოღებით.

მთელი ეს სიახლე ეფუძნება ჟან-ჟაკ რუსოს მიერ გამოცხადებული ახალი ღმერთის, "მე"-ს თავისუფლებას.

კლასიკოსები იცნობდნენ ამ საწყის შფოთს, მაგრამ მის გამოწვევას ისინი სხვანაირად პასუხობდნენ,ინსტიტუტების დამამშვიდებელი გავლენით ისინი ფიქრობდნენ რომ სამყაროსა და მათი მე-ს გაყრა დროებითი მოვლენა იყო და ისინი თავს ირწმუნებდნენ იმაში რომ მათი ძალისხმევის მიზანი იყო სწორედ გონიერ და სოციალურ არსებებად ყოფნა რაც მათ აკისრებდა პასუხისმგებლობას მათ ბედზე,კომპრომისების განსაზღვრას,პერსონალური თუ კოლექტიული შეთანხმებების შემუშავებას.               
ყოველივე ეს მათი აზრით აუცილებელია იმისათვის რომ არსებობა ასატანი და ზომიერების და სიბრძნის წყალობით ბედნიერიც კი იყოს.

საბოლოო ანგარიშით კლასიკოსი იღებს ადამიანურ თავგადასავალს და მიზნად ისახავს ამ თავგადასავლის წარმატებით განსრულებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოეთეს შემთხვევა. აი დიდი კლასიკოსი მწერალი რომელმაც ბევრზე უფრო ძლიერად განიცადა უიმედობის,უკმაყოფილებისა და ჯამყის ელდა და ზარი და ყოველივე ეს განსაკუთრებული ძალით გამოხატა ვერტერში.

მაგრამ გოეთემ უარყო ამ გრძნობათა ტირანია და მტკიცედ გადაწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა თავბრუსხვევისთვის და საკუთარი,როგორც ბუნებასთან და კაცობრიობასთან შერიგებული ადამიანის ბედის აგება ზომიერებისა და სიბრძნის შესაბამისად. 


რომანტიკოსი კი პირიქით, ინსტინქტურად უარყოფს სამყაროს და მიწიერ პირობებს. ის დარწმუნებულია რომ არის უსამართლო ბედის უმანკო მსხვერპლი და გადაწყვეტს თავისი პიროვნების აგებას ანათემაზე და მისი არარაობის განცხადებას. 
ესაა სახელგანთქმული "საუკუნის ბოროტების","საუკუნის ავადმყოფობის
(  mal du siècle) ფესვი. მოდამ ეს ავადმყოფობა რამოდენიმე წელიწადში გაავრცელა როგორც ნამდვილი მორალური ეპიდემია მთელს ევროპაში. 

ის ტემპერამენტების შესაბამისად წარმოადგენს ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ასპექტს: ბედისადმი მელანქოლიური მორჩილების მინორულ ტონალობას და ჯანყისა და გამოწვევის მაჟორულ ტონალობას. 

ზოგ რომანტიკოსს, მაგალითად ლეოპარდის, მოიცავს აბსოლუტური უიმედობა. სხვები, მაგალითად შელი თუ ვინი მას აქცევენ ამოსავალ წერტილად და იმედს ამყარებენ ადამიანის ძალისხმევაზე.

მათი წინასწარმეტყველების თანახმად ადამიანი წმინდა სულის ეგიდით და მეცნიერებითა და ძმობით ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე დაამყარებს სამართლიანობის, სამართლის ხანას.

და ბოლოს,უდიდესი უმრავლესობა, ტრადიციათა გაკოტრების მიღმა პოულობს რწმენას ღვთაებრივი პრინციპისა რომელსაც ადამიანი წვდება თავისი "მე"-ს ინტუიციით.

ჩვენ მას დავუბრუნდებით. ეხლა დავაფიქსიროთ ის უმთავროსი მნიშვნელობა რაც რომანტიულ დემარშში აქვს საწყის უიმედობას.

ის აფუძნებს ნოსტალგიას და ხსნის შემდეგი მისწრაფებების პათეტიკას.


"მე"-ს აღმოჩენა:
მის მიერ უარყოფილი სამყაროსათვის ზურგის შექცევის შემდეგ რომანტიკოსი გადაეშვება წარმოსახვის უსაზღვრო სივრცეებში. სწორედ იქ ნახავს ის თავშესაფარს და თავისი ბედნიერების ადგილს.

წარმოსახვა, ფანტაზია, არის რომანტიკოსისთვის ადამიანის უნართა,ნიჭთა და შესაძლებლობათა დედოფალი. ფანტაზია უხსნის რომანტიკოსს უკიდეგანო სივრცეებს,ხან წმინდა ფიქციის სამყაროს და ხან ააღორძინებს წარსულს.

ფანტაზია ზოგჯერ ადამიანს წარუდგენს გასულიერებულ სინამდვილეს. არსებობს განსაკუთრებით ინგლისელებში გამოკვეთილი რომანტიკული რეალიზმი. ის ჩანს ბალზაკის ნაწერების გულმოდგინებაში და ის ერევა ფანტასტიკის ყოველ ქმნილებაში,რითაც გამოირჩევიან კოლრიჯი,ჰოფმანი თუ ვიქტორ ჰიუგო.
        
წარმოსახვა,ფანტაზია,აი დიდ და პატარა რომანტიკოსთა ნამდვილი სამშობლო. ის უკლავს მათ ემოციათა წყურვილს. წარმოსახვაში პოულობენ რომანტიკოსები შემძვრელ, აღმაფრთოვანებელ და ნაღვლიან,შემაძრწუნებელ,

მტანჯველ და სინაზით აღსავსე მომენტებს როდესაც სული თავს უფრო ინტენსიურად და უფრო ნათლად განიცდის.

მაგრამ სინამდვილის უარყოფა რომანტიკოსს ყველაზე მეტად უბიძგებს მისი შინაგანი სამყაროს კვლევისკენ.

თავის საკუთარ უფსკრულში ჩაძირული რომანტიკოსი აღმოაჩენს მთელს მის არსში ფესვგადგმულ გონიერებისა და მოქმედების აბსოლუტურ პრინციპს.

რაც უფრო მეტს ჭვრეტს რომანტიკოსი ამ პრინციპს მით უფრო მოჯადოებულია ის ამ აღმაფრთოვანებელი არსებობით და მით უფრო ხედავს ის მისი იდუმალი ძალების განვითარებას და ეს განვითარება შლის არსებებს შორის აქამდე არსებულ საზღვრებს, ხდება შესაძლებელი ურთიერთობა ბუნებასთან და საყოველთაო,უნივერსალურ სიცოცხლესთან. ასე აღმოაჩენენ რომანტიკოსები მათ "მე"-ს,ამ პიროვნულ პერსონალურ აბსოლუტს რომელიც იქცევა მათთვის ადამიანის და სამყაროს ახლებურად ხედვის წყაროდ.

მისი ყველაზე კატეგორიული და ამბიციური ფორმულირება არის გერმანულ ფილოსოფიაში ფიხტესთან:
"შეაქციე ზურგი ყველაფერს რაც შენს ირგვლივაა,შეხედე შენს შინაგან სამეფოს. აი პირველი მოთხოვნა რასაც ფილოსოფია უყენებს თავის ადეპტებს, შენს გარეთ არსებულს არა აქვა არავითარი მნიშვნელობა. თვითონ შენ ხარ ერთადერთი პრობლემა."
სწორედ აქედან გამომდინარე უნდა გავიგოთ რომანტიკული  ინდივიდუალიზმი.

ლაპარაკობდნენ ქედმაღლობაზე, ანარქიულ სუბიექტურობაზე.

სინამდვილეში ლაპარაკია ამ დამოუკიდებელ რწმენაზე რომლის თანახმადაც ყოველ ადამიანს მის სიღრმეში აქვს ჭეშმარიტების მისი პერსონალური პრინციპი რასაც არაფერი სჯობს.


ასე გაჩნდა გულის მორალი და რა მნიშვნელობა აქვს არსებულ საზოგადოებრივ მორალთან დაპირისპირებას.

ასე გაჩნდა გულის საზოგადოება, მერე რა რომ ის უტოპიურია. ის გრძნობს რომ მას აქვს ტრადიციის მობერებული სტრუქტურების უარყოფის უფლება.

ასე ჩნდება გულის რელიგია,რომელიც განაახლებს ტრადიციულ რელიგიებს და უპირატესობას ანიჭებს თავის საკუთარ მისწრაფებებს.

"მე"-ს ავტონომია,სხვათა შორის, სულაც არ გამორიცხავს სულების,სულ მცირე მათი მოწოდების ერთგული სულების ღრმა თანხმობას,ერთგვარ წინასწარგანსაზღვრულ ჰარმონიას ამ სულებს შორის. მაგრამ ყოველი სული არის ჭეშმარიტების მისი პერსონალური პრინციპის მატარებელი და ყოველი სული თავისუფალია თავის გრძნობებში და თავის ქნედებებში ამ იდუმალი ზიარების შიგნით.

No comments: