2.08.2012

გასახსენებელი მარინა ცვეტაევა

მარინა ცვეტაევა
ზნეობრივი კანონი ხელოვნებაში შემოაქვთ,მაგრამ გამოვა კი ოდესმე სწორი ჯარის ჯარისკაცი ამდენ ბატონობათაგან გარყვნილი ლანდსკნეხტისგან?
მოდიდან გასული მარინა ცვეტაევა:
ხელოვნება სვინდისის შუქზე:

«ხელოვნება წმინდაა», «წმინდა ხელოვნება»-რა მოარულიც არ უნდა იყოს ეს გამოთქმა ხომ უნდა ჰქონდეს მას რაღაც აზრი და მნიშვნელობა, და ათასიდან ერთი ფიქრობს იმაზე რასაც ამბობს და ამბობს იმას რასაც ფიქრობს.

ùე მივმართავ სწორედ იმ ერთს ათასიდან რომელიც შეგნებულად ამტკიცებს ხელოვნების სიწმინდეს.

რა არის სიწმინდე? სიწმინდე არის ცოდვილობის საწინააღმდეგო მდგომარეობა.

ცოდვას თანამედროვეობა არ იცნობს, ცოდვის ცნებას თანამედროვეობა ცვლის ზიანის,ვნება-მავნებლობის ცნებით. აქედან გამომდინარე ათეისტი ვერ ილაპარაკებს ხელოვნების სიწმინდეზე. ის ილაპარაკებს ან ხელოვნების სარგებლობაზე ან ხელოვნების სილამაზეზე.

ამიტომ ხაზგასმით ვამბობ რომ ვლაპარაკობ იმათთვის ვისთვისაც-ღმერთი-ცოდვა-სიწმინდე-არსებობს.

თუ კი ათეისტი ლაპარაკობს ხელოვნების სიმაღლეზე მე ნაწილობრივ მასაც მივმართავ.

რა არის ხელოვნება?

ხელოვნება იგივე ბუნებაა. ნუ ეძებთ მასში სხვა კანონებს მისი კანონების გარდა ( ეძებეთ არა მხატვრის არარსებული თვითნებობა არამედ სწორედ ხელოვნების კანონები).

ხელოვნება შეიძლება იყოს მხოლოდ ბუნების განშტოება (ბუნების შემოქმედების სახეობა).

უეჭველია რომ ხელოვნება არის ბუნების ქმნილება,ისეთივე შობილი და არა ქმნილი. ( და მთელი მუშაობა მისი განხორციელებისთვის?,მაგრამ მიწაც შრომობს. და განა შობა,გაჩენა შრომა არაა? მეტისმეტად ხშირად ულაპარაკიათ ქალის მიერ ბავშვის ტარებაზე და მხატვრის მიერ თავისი ნაწარმოების ტარებაზე და აღარაა საჭირო ამის ხაზგასმა.ყველამ იცის და ყველამ სწორად იცის).

რითი განსხვავდება ხელოვნების ნაწარმოები ბუნების ქმნილებისაგან,პოემა ხისაგან? არაფრით. შრომისა და სასწაულის რა გზებით,მაგრამ ის არის.

ესე იგი მხატვარი არის მშობელი და ყველაფრის მშობელი მიწა.
ღმერთის სადიდებლად? და ობობები? (არიან ხელოვნების ნაწარმოებებშიც); არ ვიცი ვის სადიდებლად მაგრამ ვფიქრობ რომ ესაა ძალის და არა დიდების საკითხი.

წმინდაა თუ არა ბუნება? არა. ცოდვილია? არა.

მაგრამ თუ კი ხელოვნების ნაწარმოებიც ბუნების ქმნილებაა რატომ მოვკითხავთ პოემას და ხეს არა? უარეს შემთხვევაში ვნანობთ რომ ხე დაგრეხილი იზრდება.

იმიტომ რომ მშობელ მიწას პასუხისმგებლობა არ აკისრია და შემოქმედ ადამიანს აკისრია პასუხისმგებლობა.

იმიტომ რომ გამზრდელ მიწას აქვს მხოლოდ გაზრდის ნება და ადამიანს კი უნდა ჰქონდეს მისთვის ცნობილი სიკეთის გაზრდის ნება.

(ბევრი რამის მთქმელია რომ მანკიერია მხოლოდ «ინდივიდუალური», ერთპიროვნული, მანკიერი ეპოსი ისევე როგორც მანკიერი ბუნება არ არსებობს).

მიწას სამოთხეში ვაშლი არ უჭამია,ჭამა ადამმა. არ უჭამია არ იცის,ჭამა-იცის. იცის პასუხს აგებს.

და ვინაიდან მხატვარი ადამიანია და არა ურჩხული,გასულიერებული ჩონჩხი და არა მარჯნის ბუჩქი,-ის აგებს პასუხს თავის ქმნილებაზე.

მაშ ხელოვნების ნაწარმოები იგივე ბუნების ქმნილებაა,მაგრამ ქმნილება რომელიც უნდა იყოს განათლებული გონებისა და სვინდისის შუქით.

მაშინ ის ემსახურება სიკეთეს ისე როგორც სიკეთეს ემსახურება წისქვილის ბორბლის მატრიალებელი წყარო.

მაგრამ თქმა იმისა რომ ყოველი ხელოვნების ნაწარმოები სიკეთეა ნიშნავს იმის თქმას რომ ყოველი წყარო სარგებლობაა. ზოგჯერ სარგებლობაა და ზოგჯერ ვნება და რამდენად უფრო ხშირად-ვნება!

სიკეთეა როდესაც თქვენ მას (თქვენს თავს) აიღებთ ხელში.

ზნეობრივი კანონი ხელოვნებაში შემოაქვთ,მაგრამ გამოვა კი ოდესმე სწორი ჯარის ჯარისკაცი ამდენ ბატონობათაგან გარყვნილი ლანსკნეხტისგან? ( მარინა ცვეტაევა,დატყვევებული სული, კლასიკის ანბანი,მოსკოვი, 2005,თარგმანი რუსულიდან)

ვრუბელის დემონი
       . demoni,vrubeli,wignis yda

No comments: