2.13.2012

კავკასიელები ბარათებში, დაკარგული ჟანრი

ნიკოლაი მარკელოვი

გურული, ХХ საუკუნის დასაწყისი.
რევოლუციამდე სხვადასხვა გამომცემელი გამოსცემდა ბევრ საფოსტო ბარათს. ამ ბარათებს აერთიანებდა თემა "კავკასიის ტიპები". ჩვეულებრივი ფორმატის ამ შავ-თეთრ თუ ფერად ბარათებზე გამოსახულები იყვნენ კავკასიის ხალხთა წარმომადგენლები. სახვით ხელოვნებაში ეს ჟანრი გაჩნდა ბევრად უფრო ადრე ბარათების გაჩენამდე. ეს ჟანრი უყვარდა მრავალ ცნობილ მხატვარს. კავკასიაზე ლაპარაკისას შეიძლება გავიხსენოთ რუსი გრიგოლ გაგარინი ან გერმანელი ტეოდორ გორშელტი რომლებმაც დატოვეს მთიელთა ამსახველი ვირტუოზული აკვარელების დიდებული ალბომები. ასევე მიკერძოებული იყო თავის სურათებში ვასილი ვერშჩაგინიც რომელმაც ახალგაზრდობაში იმოგზაურა საქართველოს სამხედრო გზაზე და ამიერკავკასიაში.
ეთნოგრაფიული ტიპაჟების ჟანრში განსაკუთრებით გაითქვა სახელი რუსმა მხატვარმა აკადემიკოსმა ემელიან კორნეევმა რომლის უზარმაზარი ორტომიანი ალბომი პარიზში გამოვიდა 1812 წელს. მაგრამ ეს უნიკალური ნაშრომები ცალკეულ ეკზემპლარებად გამოდიოდა და ჟანრის ახალი სიცოცხლე დაიწყო ფოტოგრაფიის და შემდეგ დიდი ტირაჟებით გამომავალი საფოსტო ბარათების გაჩენასთან ერთად.

აზრი ჯანსაღი იყო, ბარათები სწრაფად ვრცელდებოდა და რუსეთის ნებისმიერ შორეულ კუთხეში შეიძლებოდა გაგება იმისა თუ როგორ გამოიყურება თავის სამოსში კბილებამდე შეიარაღებული მთიელი ან კაბების როგორი ფასონები ურჩევნიათ მთიელ ქალებს. უზარმაზარი და ჭრელი რუსეთის ნებისმიერ მცხოვრებს შეეძლო გაეგო თუ როგორ გამოიყურება მისი თანამოქალაქე შორეული ეგზოტიკური პროვინციებიდან.

ზოგჯერ ეს იყო.როგორც ეხლა ამბობენ, დადგმული სურათები. მათ აკეთებდნენ პავილიონებში დახატული დეკორაციების ფონზე. აქ ბარათების გმირები წარმოგვიდგებიან ლამაზ ეროვნულ კოსტუმებში. სხვა შემთხვევებში ჩვენ მათ ვხედავთ რეალურ ყოფით ვითარებაში ან ბუნებაში-მთებში ან სოფლებში,ჩვეულებრივ ყოველდღიურ სამოსში. ისინი შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ასაკის ქალები და მამაკაცები. მთავარი იყო რომ ტიპაჟი ყოფილიყო მეტყველი და გამოეხატა ეროვნული თვისებები. ძალიან ძნელი იყო კარგი ფოტოს გადაღება!
დღეს ეს სურათები არაა უბრალოდ საინტერესო რამ. მათ მრავალი რამის თქმა შეუძლიათ ისტორიკოსისთვის თუ ეთნოგრაფისთვის. მათზე არის სამოსის თავისებურებები,შრომის იარაღები,ჭურჭელი და დგამი,ქსოვილები და ხალიჩები,ზოგჯერ ცხოველებშებმული საზიდრები. არის ჯგუფური სურათები,

ვაჭრობის ეპიზოდები ან ეროვნული ცეკვები და მუსიკალური საკრავებიც კი.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა მესაზანდრეები,ესე იგი როგორც წესი 4 მუსიკოსი დასარტყამი და სიმებიანი საკრავებით ხელში. ასეთი ტრადიციული ანსამბლები პოპულარული იყო კავკასიის ყველა კუთხეში.


ბარათების ასეთი თემატიკით დაინტერესებული იყო სახელგანთქმული პიატიგორსკელი ფოტოგრაფი გრიგორი ივანოვიჩ რაევი რომელიც იმსახურებს მასზე ცოტა უფრო დაწვრილებით მოთხრობას. პროფესიული მწვერვალებისკენ სვლა მან დაიწყო 15 წლის ასაკში. ის იყო ცნობილი ფოტოგრაფი და კავკასიის მცოდნე ა.კ.ენგელის მოწაფე. ის 75 წელი ემსახურა საყვარელ საქმეს და სახელი გაითქვა როგორც კავკასიის ფოტოისტორიკოსმა, მხატვრული ფოტოგრაფიის დიდოსტატმა. კაშკაშა,შინაარსით ტევადი,კომპოზიციით სრულყოფილი და შესანიშნავად შესრულებული მისი სურათები,რომლებსაც აწებებდნენ ოქროთი შემკული მუყაოს ფურცლებზე დიდად პოპულარულები იყო ადგილობრივ მცხოვრებლებში და კურორტის სტუმრებში.

ფინანსთა სამინისტრომ 1895 წელს რაევი დააჯილდოვა მედალით  "შრომისმოყვარეობისთვის და ხელოვნებისთვის ფინანსთა სამინისტროსგან".

თავისი პირველი ჯილდო, საიმპერატორო რუსული ტექნიკური საზოგადოების ვერცხლის მედალი 25 წლისამ მან მიიღო 1888 წელს.

1909 წელს ვერცხლის მედლით დიდი კავკასიონის დიადი პანორამისთვის ის დააჯილდოვა გეოგრაფიულმა საზოგადოებამაც.

ის იყო მრავალი უცხოური და რუსული გამოფენის მონაწილე,მიღებული ჰქონდა 4 ოქროს და 9 ვერცხლის მედალი,მრავალი დიპლომი და მისი ოსტატობის აღიარების ნიშანი,რომელთა შორისაა საპატიო ლეგიონის ფრანგული ორდენი.

რაევის სურათები დიდი ხანია რაც გადაიქცა ისტორიად,უფრო ზუსტად ძვირფას წყაროდ მხარედმცოდნეებისთვის და კავკასიის სიძველეთა მოყვარულებისთვის. ისინი აერთიანებენ ხელობის ძვირფას ცოდნას და ფაქიზ მხატვრულ ალღოს, ისინი დარჩნენ პროფესიული ოსტატობის მიუწვდომელ მაგალითად და კავკასიის ყოველმხრივ სრულყოფილი ფოტომატიანის ნიმუშად.


ბარათებზე გამოსახულთა სახელები უმრავლეს შემთხვევაში უცნობია.

მაგრამ ბევრ მათგანზე არიან ყველასთვის ცნობილი პირები რომელთა შორისაც არიან სარდალი და კავკასიის დამპყრობელი ერმოლოვი,კავკასიის ბატონი,ამაყი და მრისხანე იმამი შამილი, არის მამაცი ავარელი ხაჯი-მურატი,რომლის ტრაღიკულ ისტორიასაც ბევრი იცნობს ლევ ტოლსტოის მოთხრობით. ნიჭიერი,ძლიერი,უზომოდ მამაცი გარემოებებმა ჩაითრიეს კავკასიის ომის ცეცხლოვან მორევში და ის დაიღუპა ამ გარემოებების დაძლევის მცდელობისას....

სხვა ბარათზე არის დღესაც ყველაზე ცნობილი და ყველაზე პატივცმული ოსი კოსტა ხეთაგუროვი,ოსური მხატვრული ლიტერატურის და თანამედროვე ოსური ლიტერატურული ენის შემქმნელი.მან ყველაზე მეტი გააკეთა თავისი ხალხის ეროვნული ცნობიერების შესაქმნელად...


და აი სულ იშვიათი შემთხვევა, ტიპაჟურ სურათზე ვხედავთ ბერძნულ და თურქულ სამისში გამოწყობილ ქალბატონებს, გენერალი მ.ზ.არღუთინსკი-დოლგორუკის ასულებს, როგორც ჩანს ეს კარგი საქმე არ ყოფილა სამარცხვინო არც წარჩინებულებისთვის.

საბჭოთა ხანაში ასეთი ბარათების გამოფენა თანდათანობით გაქრა. 1920-ანი წლების ბოლოს საქართველოში გამოვიდა ფერადი ბარათების სერია 'მიმავალი ტფილისი". დინამიური სცენების და შარჟირებული პორტრეტების ავტორი იყო მხატვარი ო.ი.შმერლინგი. მისი დაკვირვებები იმდენად რეალისტურია და სასაცილოა და ირონიული სტილი იმდენად ელვარე და ზუსტია რომ ბარათები დიდი ტირაჟებით კიდევ რამოდენიმეჯერ გამოსცეს. 1936 წელს მოსკოვში გამოსცეს ბარათების სერია

"კავკასიის ხალხები ეროვნულ კოსტუმებში", თუმცა სერიისთვის გამოიყენეს უკვე 1910 წელს დახატული სურათები. მხატვარი მ.ტილკეს მიერ დახატული ეს სურათები ინახებოდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.


დღეს ასეთი ბარათების პოვნა შეიძლება მხოლოს კოლექციონერი ფილოკარტისტების ალბომებში ან მუზეუმების კოლექციებში.

ასეთი რამეების გამოცემა იქცა სახელმწიფო მონოპოლიად და მათზე ვხედავთ ბელადებს ან ცნობილი სურათების რეპროდუქციებს,ისტორიის და კულტურის ძეგლებს,პეიზაჟებს.

ყველაფერი ეს საინტერესო და მნიშვნელოვანია მაგრამ რიპაჟური ბარათის ჟანრი გაქრა.

არადა ამ ბარათების მთავარი შინაარსია ადამიანთა სახეები,მხიარულები თუ მკაცრები,ჩვენი მსგავსები ან არა. ისინი გვასწავლიდნენ მთავარს-კანის ფერის,გარეგნობის თუ სარწმუნოების განსხვებათა მიუხედავად ყველანი ერთი სისხლისანი ვართ...


დიგორელ ოსთა მშვენება.





კავკასიელი მთიელები.
საზანდარი //კავკასიელი მუსიკოსები/, 
XIX  საუკუნის ბოლოს ბარათი.



ჰაჯი-მურატი, თავისუფალი რაინდი,  ХХ საუკუნის
 დასაწყისის ბარათი.



ხაჯი-მურატი დაღესტანში ხუნზახის ფონზე. ბარათი 
მხატვარი გ.გ.გაგარინის მიხედვით,1910-ანი წლები. 


ყარაჩაელები, მდინარე გონახჩირის ხეობა.
ფოტოგრაფი გ.ი.რაევის გამოცემა,
ХХ საუკუნის დასაწყისის ბარათი.
ოსი მანდილოსანი.1910-ანი წლები
ჩეჩნეთის და დაღესტანის იმამი შამილი
.ბარათი მხატვარი ვ.ფ.ტიმმის ლითოგრაფიის
 მიხედვით, 1910-ანი წლები.
კოსტა ხეთაგათი, 1910-ანი წლები

ქალის გატაცება,1910-ანი წ.წ.
გურული, ХХ საუკუნის დასაწყისი.
ყაბარდოელი, XIX საუკუნის ბოლოს ბარათი.
ქურთი სამხრეთ სომხეთიდან,
მხატვარი მ.ტილკეს სურათი.

აჭარელი, მხატვარი მ.ტილკეს სურათი.
უკვე წასული ტფილისი, "იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ!",
ო.ი.შმერლინგის ნახატი.
უკვე წასული ტფილისი, წვავს მწვადს.
ო.ი.შმერლინგის ნახატი.
უკვე წასული ტფილისი,მეზურნეები,
ო.ი.შმერლინგის ნახატი.
უკვე წასული ტფილისი, კინტაური,
ო.ი.შმერლინგის ნახატი.
უკვე წასული ტფილისი,ტიკიანი მუშა,
ო.ი.შმერლინგის ნახატი/

ყაბარდოელი, ХХ საუკუნის 
დასაწყისის ბარათი.

No comments: