2.12.2012

გრიგოლ რობაქიძის მეგობარ დაღესტნელ მხატვარზე:

П. И. Тахнаева 

Из грузинских страниц художника Халил-бека Мусаясул

პ.ი. ტახნაევა. ედუარდ პუტერბროტ. მხატვარი ხალილ-ბეკ მუსაიასულის ქართული ფურცლებიდან.
დაღესტნელი მხატვარი
 ხ.მუსაევილანსერეს
 ნამუშევარი
ტფილისური სკოლა: პირველი დაღესტნელი პროფესიონალი მხატვრის, ფერწერის, გრაფიკის, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ფუძემდებელი ხალილ მუსაევის  //ხალილ-ბეკ მუსაიაული, 1897-1948// ცხოვრების სრულიად უცნობი ფურცელია მისი ე.წ.ქართული პერიოდი. ის ძალიან მოკლეა-ტფილისის სამხატვრო სასწავლებელში სწავლის წლები //1910-1913// და ცოტა ხნით 1916 და 1921 წლებში. მაგრამ ჩემის აზრით სწორედ ამ წლებმა განსაზღვრა ცნობილი მხატვრის მომავალი. 
ტფილისი, სადაც 1910 წელს სასწავლებლად ჩავიდა ახალგაზრდა ხალილი, იმ დროისთვის იყო მთელი კავკასიის მხატვრული აღზრდის აღიარებული ცენტრი.
1877 წელს აქ, კავკასიის სამეფისნაცვლოს დედაქალაქში, ცნობილი რუსი მხატვრები ი.რეპინის და კ.მაკოვსკის ძალისხმევით გაიხსნა სამხატვრო სასწავლებელი. ის გააერთიანეს მუსიკალურ სასწავლებლებელთან და ამ გაერთიანებას უწოდეს "ნატიფ ხელოვნებათა წახალისების კავკასიური საზოგადოება" //Кавказское общество поощрения изящных искусств» (КОПИ)//. ამ გაერთიანებასთან იყო იმპერატორის სამხატვრო აკადემიას დაქვემდებარებული ფერწერისა და ქანდაკების სასწავლებელი. ის იყო ყოფილ არშაკუნის სახლში გრიბოედოვის ქუჩაზე. ეხლა ის ცნობილია როგორც სამხატვრო აკადემია. სწორედ იქ სწავლობდა ხალილ მუსაევი 1910-1912 წლებში. 

კოპიში სწავლობდა და ხელოვნებაში თავის დამოუკიდებელ გზას ადგებოდა, მრავალი ცნობილი და საინტერესო მხატვარი. ისინი მონაწილეობას იღებდნენ ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ფენდნენ თავის ნაწარმოებებს ნატიფ ხელოვნებათა წახალისების კავკასიური საზოგადოების მიერ მოწყობილ ყოველწლიურ გამოფენებზე. არსით მარტო ეს საზოგადოება განსაზღვრავდა მთელი ამიერკავკასიის მხატვრულ ცხოვრებას, ასე რომ იქ მოწყობილი გამოფენები იქცეოდა ნამდვილ მოვლენად.
ხალილ-ბეკ მუსაიაული
ამ გამოფენებში მონაწილეობას იღებდა 17 წლის ხალილიც. ცნობილი ქართველი მხატვარი და შემდეგ ტფილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. ხალილის თანაკლასელი სამხატვრო სასწავლებელში ლადო გიდიაშვილი იხსენებდა: " ხალილი ითვლებოდა ნიჭიერ მხატვრად და 
მუდამ იმსახურებდა დიდ ქებას. სამასწავლებლო გამოფენებში მონაწილეობა იყო მისი უეჭველი ნიჭის, დიდი წარმატებების დადასტურება. მის შემოქმედებაში ჩანდა მისი მშობლიური მხარის თავისებურებებზე დაფუძნებული მკაფიო ინდივიდუალობა. მხატვრის ხელწერა გამოირჩეოდა დახვეწილი გემოვნებით და ძალიან თავისებური სტილით. ასეთი ნიშნებით გამოირჩეოდა მისი ფერწერისა და გრაფიკის სახეები".

უეჭველია რომ ხალილ მუსაევის თბილისის პერიოდის ფერწერა და გრაფიკა მოითხოვს ცალკე სახელოვნებათმცოდნეო კვლევას. ეხლა ჩვენ შევეცდებით იმ წლების მისი შემოქმედებითი ცდების კიდევ ერთი ფურცლის ჩვენებას.

ოსკარ შმერლინგის სკოლა: 
ამ დროს ახალგაზრდა ხალილი განიცდიდა მასწავლებელი და 1930-ან წლებამდე ტფილისის სამხატვრო სკოლის უცვლელი დირექტორი ოსკარ შმერლინგის უზარმაზარ გავლენას.
             
ოსკარ შმერლინგის წყალობით დაღესტნელი საკუთარ თავში აღმოაჩენს კარიკატურისტის ნიჭს. საქმე იმაშია რომ სანკტ-პეტერბურგის და მიუნხენის სამხატვრო აკადემიებში ნასწავლი და მრავალი ქართველი სახელგანთქმული მხატვრის //ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის და სხვათა// აღმზრდელი ოსკარ შმერლინგი იყო ქართული კარიკატურის მამა. მრავალი წლის მანძილზე როგორც მხატვარი კარიკატურისტი ის მუშაობდა თბილისის ჟურნალ-გაზეთებში,1906-1917 წლებში კი ბაქოს ჟურნალში "მოლა ნასრედინი". ამ ჟურნალმა სახელი გაითქვა სწორედ კარიკატურებით...
უეჭველია რომ თავისი მასწავლებლის გავლენით 1913 წელს ხალილ მუსაევი თავს ცდის კარიკატურაში და საკმაო წარმატებით აქვეყნებს პირველ კარიკატურებს ბაქოს ჟურნალებში "მოლა ნასრედინი", "კელ-ნიატ"და "დოლი".

ასევე უეჭველია რომ სწორედ ოსკარ შმერლინგის რჩევით ირჩევს მუსაიაული ბავარიის სამხატვრო აკადემიას //მიუნხენში// სამხატვრო განათლების განსასრულებლად.

ის იქ სწავლობს უკვე 1913 წლის ოქტომბრიდან. ზამთრის სემესტრში //1914-1915// პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად რუსეთის მოქალაქე დააკავეს და 24 საათში გააძევეს გერმანიიდან.


სხვადასხვა წყაროებში და სხვადასხვა დროს ხალილ მუსაევ-მუსაიაული წარმოდგება ხან აზერბაიჯანელად, ხან ქართველად, ხან თურქად და ხან ირანელად.

სინამდვილეში კი ცნობილი მხატვარი წარმოშობით იყო ავარელი, დაიბადა დაღესტნის ცნობილ სოფელ ჭოხში. მამამისი რაფილ ბეკ მუსაევი ეკუთვნოდა მანიჟალთა ავარულ გვარს. ის მსახურობდა ნიკოლზ მეორის პირად გვარდიაში და შემდეგ გახდა საოლქო ნაიბი მშობლიურ დაღესტანში,იყო პოლკოვნიკი. 

ევგენი ლანსერე, 1907, 
კონსტანტინ სომოვის
პორტრეტი
ლანსერეს სკოლა:
1915 წელს ხალილ მუსაევი სამშობლოშია, დაღესტანში. გაურკვეველია თუ როგორ 
აღმოჩნდა ის კავკასიის ფრონტზე //ის არ ყოგილა სამხედრო ვალდებული // გერმანიის მოკავშირე თურქეთის წინააღმდეგ. ავტობიოგრაფიულ შენიშვშნებში ის დასწერს რომ როგორც კავკასიის ფრონტის სანიტარული ბატალიონის უფროსის თანაშემწე ის რუსულ ჯარებთან ერთად წარამატებული წინსვლის დროს მივიდა ერზინჯანამდე.

1917 წლის შემოდგომაზე, როდესაც პოლიტიკურმა კრიზისმა რუსეთში მაღწია აპოგეას ფრონტმა რღვევა დაიწყო და ხალილ მუსაევი ტფილისის გავლით დაბრუნდა უკან. "მას შემდეგ ჩავიცვი ჩოხა და ვეკუთვნოდი მხოლოდ ჩემს სამშობლოს", დაწერა მან თავის მოგონებებში.
1917 წლის ბოლოდან მხატვარი ცხოვრობს ტემირ-ხან-შურაში, ასწავლის ფერწერას რეალურ სასწავლებელში, იმავე დროს მუშაობს მხატვარ-გამფორმებელად მ.მ.მავრაევის ტიპოგრაფიაში.

ხ. მუსაევის შემოქმედების ამ პერიოდიდანაც პრაქტიკულად არაფერია ცნობილი.
ცნობილია მხოლოდ პოეტი მ.ჩარინოვის დრამა "გაბიბატი და გაჯიავისთვის" მის მიერ შესრულებული 10 ილუსტრაცია. იმ დროს ტემირ-ხან-შურაში მოქმედებდა "დაღესტანის
Manifesto. Nicholas II and Cossacks
ე.ე.ლანსერე,ნიკოლოზ მეორე და კაზაკები.
მაჰმადიანთა თეატრალურ-ლიტერატურული საზოგადოება" თავისი ჟურნალი "ტანგ-ჩოლპანით". პირველივე ნომერიდან მისი მხატვარი გახდა ხალილ მუსაევი, რომელიც მკითხველებისთვის უკვე ცნობილი იყო მთელ კავკასიაში პოპულარული ჟურნალი "მოლა ნასრედინის"წყალობით. ხ.მუსაევის ნაწარმოებებით შემკული იყო თეატრის ფოიე და მაყურებელთა დარბაზი.

ამ პერიოდში ხალილ მუსაევი  დაუახლოვდა ფერწერის სახელგანთქმულ აკადემიკოს ე.ე.ლანსერეს რომელიც 1917 წლის შემოდგომიდან 1919 წლის ბოლომდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ტემირ-ხან-შურაში. უდიდესი სახელის მქონე მხატვართან, წიგნის და საჟურნალო ილუსტრაციის კორიფედ აღიარებულ ლანსერესთან ურთიერთობამ დიდად წაახალისა ახალგაზრდა მხატვარი. 1919 წლის ბოლოს ვლადიკავკაზში დიდი წარმატებით ეწყობა ხალილ მუსაევის პირველი პერსონალური გამოფენა. 1920 წლის თებერვალში გაზეთი "კავკაზ" ათავსებს აღფრთოვანებულ რეცენზიას:"და რა მშვენიერია რომ პოლიტიკური ცხოვრების ამაო ფუსფუსში მოულოდნელად ხედავ სულის მიერ ცხოვრების მუდმივ დამარცხებას, ზღაპრად გარდაქმნილი ცხოვრების სიყვარულს". მაშინ ხალილ მუსაევი 22 წლის იყო.
ე.ე. ლანსერე, 
ხაჯი მურატი
სინამდვილეში 1917-1920 წლები ძნელი იყო სხვადასხვა პოლიტიკური დინებებით დაგლეჯილ და თანდათანობით რუსეთის სამოქალაქო ომში ჩათრეულ დაღესტანში. მთის მთავრობა, თურქები, ბიჩერახოველები,დენიკინელები,ინტერვენტები. 1920 წლის ნოემბერში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებასთან ერთად ტემირ-ხან-შურაში დაღესტნის ხალხთა საგანგებო ყრილობაზე გამოცხადდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის დეკლარაცია საბჭოთა დაღესტანის ავტონომიის შესახებ.იმავე 1920 წელს ს.გაბიევის რეკომენდაციით ხ.მუსაევი დაინიშნა დაღესტანის განათლების სახალხო კომისარიატის ხელოვნებათა განყოფილების უფროსად. 

1921 წლის დასაწყისში ხ.მუსაევი გაემგზავრა ტფილისში. ითვლება რომ ის გაყვა ე.ე. ლანსერეს, რომელიც იმ დროისთვის დამკვიდრდა ტფილისში და გახდა ამიერკავკასიის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. მათ ამ შეხვდრაზე შეგვახსენებს ლანსერეს სურათი "დაღესტნელი მუსაევი" რომელსაც მან მიაწერა "მხატვარი ხალილ მუსაევი ჭოხიდან,1921 წლის 23 თებერვალი".
ტფილისში ჩასვლისას ხალილ მუსაევი მაშინვე ჩაერთო 1917-1921 წლებში იქ გაჩაღებულ
ევგენი ლანსერე, ტფილისი, ხიდი,1928
ბობოქარ და დიდად თავისებურ მხატვრულ ცხოვრებაში. იქ აქტიურობდნენ სულ სხვადასხვა მხატვრული ჯგუფები,პირველი ნაბიჯების გადამდგმელი ეროვნული მხატვრული გაერთიანებები,სალონური აკადემიზმის ტრადიციების ერთგული "ნატიფ ხელოვნებათა წახალისების კავკასიური საზოგადოება", გვიანი "მირ ისკუსტვას"ხელოვნებაზე ორიენტირებული და რჩეული მხატვრების გამაერთიანებელი "მცირე წრე" და ფუტურიზმის ლოზუნგებით გამომავალი ავანგარდისტები.

მაგრამ იმავე 1921 წელს ხალილ მუსაევი იღებს სწავლის გერმანიაში გაგრძელების უფლებას და უკვე 1921 წლის ზაფხულში ირიცხება მიუნხენის სამხატვრო აკადემიის სტუდენტად.
თანამედროვე ქართველი მკვლევარი მანანა ხომერიკის პირად არქივში ინახება ხალილ მუსაევის 1916-1922 წლების უნიკალური ნამუშევრები რომლებიც მას გადასცა მარიამ ბაგრატიონ-მუხრანელმა//მუხრანბატონმა//.

გადარჩა 1922 წელს ბერლინში გადაღებული ფოტო რომელზეც პატარა გოგონა მარიამი დგას ელეგანტური ბიძია ხალილ მუსაევის გვერდით.

დიდებსაც და პატარებსაც ყველაზე კარგად დაამახსოვრდათ ის დრო როდესაც მხატვარი მეგობრებთან ერთად სტუმრად იყო მუხრანბატონებთან მჭადიჯვარში.

მაშინ მხატვარმა ხ.მუსაევმა დახატა კარიკატურების სერია რომელსაც დაურთო თავისი ხუმარა კომენტარები. მან აკვარელით დახატა ახალგაზრდა ირაკლი ბაგრატიონის პორტრეტი რომელიც მუხრანბატონთა ოჯახმა 1921 წელს წაიღო ემიგრაციაში.
         
მუსაიაული, ავარელი 
ქალი სოფელი ჭოხიდან.
ხალილ მუსაევის ნამუშევარი ბარათების ალბომი//აკვარელი,ფანქარი//ასახავს ახალგაზრდათა მხიარულ მოგზაურობას თბილისიდან მჭადიჯვარში. ყოველ სურათს//სულ 8 სურათია//ახლავს მხატვრის მოკლე კომენტარები: 1."ისინი გაემგზავრნენ უეცრად და ინკოგნიტოდ.პირველი იმედგაცრუება მოგზაურობაში,უხეშმა მოლარემ მათში ვერ იცნო ბატონები და შესთავაზა რიგში დადგომა".2."ბოროტ ბედს მორჩილები ისინი სადღაც შეეჭედნენ,მხატვარი შეაგდეს ჩემოდნებს შორის".3."მუხრანში მათ გადაწყვიტეს თავისი ინკოგნიტოს გახსნა:ადმინისტრაცია შეშფოთდა".4."მიუახლოვდნენ თავადი ბაგრატიონების სასახლეს,როგორც ეკადრებოდა მათ მაღალ წოდებას".5."სტუმრების მოლოდინში თავადი სერიოზულად ჩაფიქრდა".6."მთვარის შუქზე მათ პარკში შეხვდა კნიაგინია. მაღალი მხარეები მიესალმნენ ერთმანეთს"//წინა პლანზე გამოწკეპილი დიდცხვირა ტიპის სახით მხატვარმა თავისი თავი დახატა//.

7."იმავე ღამეს ისინი ესტუმრნენ ოჯახის მოჩვენებებს".8."სუფრა გაიშალა სასახლის ქვედა სასადილო ოთახში". სურათებს ამშვენებს ხელმოწერა

«Мусаеff».ალბომში არის მისი კიდევ 2 სურათი,ფერადი აპლიკაცია "მფლობელი კნიაგინია მჭადიჯვარსკაია" და "მხატვარი მუსსა-ბეი".

რამოდენიმე წლის შემდეგ,1922 წელს,ხალილ მუსაევი გააფორმებს ჩვეულებრივ საფოსტო ბარათს. წინა მხარეს ის საკუთარ თავს გამოსახავს როგორც თავდაუზოგავ ფრანტს. მის გვერდითაა დახვეწილი ქალიშვილი ხელში სონეტების კრებულით. ესაა მუსიკოსი თამარ ვახვახიშვილი,შემდეგ ცნობილი კომპოზიტორი. მხატვარმა მიაწერა:"ძალიან ხშირად ვიხსენებ მოგზაურობას მჭადიჯვარში".

1922 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ეს ბარათი ხალილ მუსაევმა მიუნხენიდან გაუგზავნა კნიაგინია ელენე ბაგრატიონ-მუხრანბატონს,რომლის ოჯახთანაც ის მეგობრობდა ჯერ კიდევ დემოკრატიულ საქართველოში და რომელსაც ის ისევ დაუახლოვდა:"ღრმადპატივცემულო თავადო! მაპატიეთ რომ აქამდე არ მოგწერეთ. სულ ვაპირებდი რაღაცის დახატვას და წერილთან ერთად გამოგზავნას,მაგრამ დიდი მონდომების მიუხედავად ვერ მოვახერხე იმიტომ რომ ძალიან დაკავებული ვიყავი აკადემიაში და სახლში მუშაობას ვერ ვახერხებდი. ძალიან მრცხვენია რომ აქამდე არაფერი გამოგიგზავნეთ. რამოდენიმე დღეში გვიშვებენ და მაშინ გპირდებით...".


მუსაევის ნახატი აზერბაიჯანულ 
სატირულ ჟურნალში 
"მოლა ნასრედინი".
1923 წელს მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში შედის თბილისის სამხატვრო აკადემიის სტიპენდიატი,ნიჭიერი მხატვარი ქეთევან მაღალაშვილი,ხალილის თანაკურსელი ჯერ კიდევ ტფილისის ნატიფ ხელოვნებათა სკოლაში. ხალილი მაშინვე ხდება მისი მფარველი და მათი თანამოწაფეობის მთელი პერიოდი შეფერილი იქნება თბილი მეგობრული გრძნობებით. გადარჩა ხალილბეკის მიერ მაშინ დახატული ქეთევანის პორტრეტი.

ქეთევან მაღალაშვილს სჯეროდა ხალილის გენიისა და 1960-ან წლებში მან ეს პორტრეტი აჩუქა ცნობილ დაღესტნელ-ქართველ მხატვარ მანაბა მაგომედოვას როდესაც მანაბა მუშაობდა მის პორტრეტზე.

ქეთევან მაღალაშვილს უყვარდა მოყოლა ხალილზე,მის უნიკალურ ნიჭზე და თვლიდა რომ მისი შემოქმედება აუცილებლად უნდა აღიარონ მის სამშობლოში.

მანაბა მაგომედოვამ ეს სურათი 1966 წელს გადასცა დაღესტანის ხელოვნების მუზეუმს.

1925 წელს ხალილ მუსაევმა ბრწყინვალედ დაამთავრა სწავლა ბავარიის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში//მიუნხენი//.1930 წლის ნოემბერში ის მიიღეს გერმანელ მხატვართა ყველაზე პრესტიჟულ ცეხში "მიუნხენის მხატვართა ამხანაგობა". მან საბჭოთა მთავრობას მიმართა გერმანიაში მისი ყოფნის სტაჟირებისთვის კიდევ 2 წლით გაგრძელების თხოვნით, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო მიიღო უარი.

დაღესტანის განათლების იმდროინდელი სახალხო კომისარი ალიბეკ ტახო-გოდის მიერ 1924 წელს დაწერილ ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ:"...ჩვენი ხალხისთვის ძალიან ძნელ პირობებში ყოველი კულტურული ერთეული ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. რაღა უნდა ითქვას თქვენზე რომელიც თქვენს სამშობლოში მოექცეოდით ფერწერით,სკოლით,თეატრით მასებზე მხატვრულ-ესთეტიკური გავლენის მოხდენის ცენტრში...ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით საკითხებს რომლებიც შეადგენენ თქვენი სპეციალობის შინაარსს. და ამიტომ ჩვენ ხშირად ვგრძნობთ თქვენს არყოფნას.სამშობლოს სიყვარული უახლოს დროში უნდა გამოიხატოს მშობლიურ მთებში დაბრუნებაში და ეს მთები თბილად შეგხვდებიან თქვენ...ვიმედოვნებთ რომ თქვენ ძალიან მალე შეასრულებთ ჩვენს სურვილებს..."


გრიგოლ რობაქიძე.
ხალილ მუსაევმა გადაწყვიტა გერმანიაში დარჩენა. იმავე წლებში გერმანიაში იყო ხალილის ახლო მეგობარი ჯერ კიდევ გასაბჭოებამდელი საქართველოდან, ცნობილი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე //ცნობილია 1935 წლის მათი მიუნხენის ფოტოგრაფია//. 

გრიგოლ რობაქიძე კი წერდა: 
"საბჭოთა კავშირში ფიქრობენ რომ მე ვარ მოწინააღმდეგე ნაპირზე.ეს არაა ასე. მე ვარ მესამე ნაპირზე. ასეთი მესამე ნაპირი აქვს ყოველ მდინარეს. ის ვინც ვერაა ამ ნაპირზე არც მწერალია და არც მხატვარი".
ჩემი აზრით ყველა ის ვინც ასე თუ ისე ეხება ხალილ მუსაევის შემოქმედებას თითქოს გადადის იმ აღთქმულ მესამე ნაპირზე.

--------------------------------------
ქალბატონი პატიმატ იბრაგიმის ასული ტახნაევა არის ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი,რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის//მოსკოვი//მეცნიერი თანამშრომელი. ის არის კავკასიის ომის ისტორიაზე,გამაჰმადიანებამდელი დაღესტნის და ლოკალური ისტორიის საკითხებზე დაწერილი  მონოგრაფიების ავტორი...

Добавьте подпись
Тахнаева Патимат Ибрагимовна -кандидат исторических наук, научный сотрудник Института востоковедения РАН (г. Москва), выпускница исторического факультета Сыктывкарского государственного университета (1989). Автор монографических исследований по истории Кавказской войны «Чох в блистательную эпоху Шамиля (1840-1850 гг.)» (Махачкала, 1997), доисламскому периоду истории Дагестана «Христианская культура средневековой Аварии в контексте реконструкции политической истории (VII-XVI вв.)» (Махачкала, 2004) и локальной истории «Махачкала. История другого города. 1722-1922 гг.» (Махачкала, 2007), подготовлен к изданию «Аул Чох. Мир ушедших столетий». Область научных интересов – история Дагестана XVIII-XIX вв., городская и сельская истории, новая локальная история.

წყარო: http://central-eurasia.com/index/articles/?uid=126

Из грузинских страниц художника Халил-бека Мусаясул


П. И. Тахнаева
Эдуард Путерброт.


No comments: