სან ფრანცისკოს ოქროს კარიბჭე, Golden Gate |
ტიმოტი ლირი იესო ქრისტეს
ინკარნაციააო, აწერია პლაკატს...
|
მითიური სან ფრანცისკო:
ჰიპების ფანტაზიის თავშესაფარ და სამოთხის დარ სან ფრანცისკოსთან შეხვედრის შედეგად შექმნილმა სინთეზმა თითქოს გააცოცხლა კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ოცნება.
კალიფორნიის «ოქროს შტატი» («golden state ) და კიდევ უფრო სან ფრანცისკო თითქოს შეიცავენ ამ ინდივიდუალური და კოლექტიური განცდა-გამოცდილებისთვის აუცილებელ ყველა დამახასიათებელ ნიშანს.
მაგიური თავშესაფარი:
სან ფრანცისკოს ბუნებრივი გარემო თითქოს შეიცავს ტელურიულ, მიწის ძალებს. წმინდა ადგილებისთვის დამახასიათებელი ნიშნების ერთობლიობას.
მდინარის, წყლის ნაკადის და აღმართული ქვის ერთდროული არსებობა, თანაარსებობა, ტრადიციული კულტურებისთვის არის წმინდა ადგილის, არაჩვეულებრივი თუ ღვთაებრივი ძალების მიმღები და შემცველი გეოგრაფიული ადგილის დამახასიათებელი ნიშანი.
სან ფრანცისკო თითქოს მაგიურად იყო მოცული წყლით, განათებულ-გამთბარი მზით და გარემოცული ბურუსებით.
მომაჯადოებელი სურათი: ნახევარკუნძული რომელიც კონტინენტთან დაკავშირებულია ორი უზარმაზარი ხიდით, ოქროს ხიდი თავისი სახელგანთქმული ნარინჯისფერით გრძნობებზე სტოვებს დაუვიწყარ ანაბეჭდს.
ფსიქედელიური ექსტაზი |
ქალაქი იწვევს ბუნებრივი ელემენტების დამშვიდების და შინაგანი სიმშვიდის განცდას და ამიტომ აღვიძებს ყველანაირ უტოპიას და სამოთხის ყველანაირ ხილვას.
ჰიპების მოძრაობა პირველი არ აღფრთოვანებულა მისი მთლიანობის, სიუხვის და გახსნილობის თვისებებით, მას პირველს არ აურჩევია სან ფრანცისკო იდეალურ ქალაქად, ქალაქ-სიმბოლოდ, პიონერთა, პირველგამკვალავთა მითიურ მხარედ.
ესპანური დაპყრობიდან და ინდიელთა გაქრისტიანებაზე ოცნებიდან სან ფრანცისკო ზედიზედ შეიპყრო მრავალი კოლექტიური ოცნების ციებ-ცხელებამ. ამან გამოიწვია სან ფრანცისკოში დასახლების მრავალი ტალღა.
უკვე 1849 წელს სიერა ნევადაში ოქროს აღმოჩენამ ბიძგი მისცა 200 000-ზე მეტი მიგრანტის დასახლებას. XIX საუკუნის ბოლოს ბრბოებს იზიდავდნენ სამხრეთული გიგანტური ბაღები.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქი იღებს თანამედროვეობასთან და ექსცესიურ მოხმარებასთან დაპირისპირებული კონტრ-კულტურის პირველ ტალღას, ბიტ თაობას (Beat generation).
ბედნიერი ჰიპი
|
აღქმის კარიბჭეა გახსნის საიდუმლოს, სხვის, სამყაროს მისტიკური განცდის ქალაქი-სიმბოლო.
თავშესაფრის და განსხვავების მიღების,კოსმოპოლიტიზმის, თავისუფლებაზე და შერევაზე,მელტინგ პონტზე ოცნების განხორციელების მთავარი ქალაქი.
სან ფრანცისკო ჩასულთა ყოველ ახალ ტალღასთან ერთად ზედიზედ განასახიერებდა ევროპული სამყაროს ყველა ძველ ოცნებას, სამოთხეზე ყველა წარმოდგენას და მუდამ განახლებად სინკრეტიზმს.
ედემი, ელდორადო,იერუსალიმი თუ გოლგოთა, სემიტთა და ჰურითა სამოთხე, სან ფრანცისკოში ადამიანებს ელანდებოდათ ღმერთთა ქალაქები, იდეალური ქალაქი რომელიც ხელმისაწვდომს ხდის ნათელს,სულის შინაგან განზომილებას, კოსმიურ რელიგიურ განცდას.
«უცნაური რამ: ვიღაც გარდაიცვლება და ის აუცილებლად ჩანს სან ფრანცისკოში. რა ლამაზი და მომხიბლავი უნდა იყოს საიქიოს მიმზიდველობის მქონე ეს ქალაქი», ამბობდა ოსკარ უაილდი.
კოლექტიურ ფანტაზიაში სან ფრანცისკო გადაიქცა მთელი მსოფლიოს მარგინალთა თავშესაფრად და ყველაზე უკიდურესი ექსპერიმენტების და განცდებისათვის ღია , ხილულის და საიქიოს საზღვარზე მყოფ ქალაქად.
თუ კი ამას დავუმატებთ ხუროთმოძღვრულ,გეოგრაფიულ და კლიმატურ თავისებურებებს,მაგალითად მის გოულდენ გეიტის მონუმენტურ ხიდს, ბორცვებს, ყურეს, ბურუსს,სითბოს,მუდმივ გაზაფხულს, ჩვენ გვექმნება თითქმის ყველა ელემენტი ხატისა რომელიც სან ფრანცისკომ 1960-ან წლებში შესთავაზა მსოფლიოს.
და ამ ელემენტთა კრისტალიზაციამ 1960-ან წლებში საოცნებო ქალაქი აქცია ერთი ოცნების, ფსიქედელიური ოცნების ქალაქად.
ოცნებიდან ჯანყამდე:
ბიტ-თაობის მთავარი ფიგურები (კერუაკი,ბურუგსი,გინზბერგი,კორსო, ფერლინგეტი, სნაიდერი და სხვები არც სან ფრანცისკოელები არიან წარმოშობით და არც კალიფორნიელები.
ისინი, მაგალითად ნორს ბიჩის კვარტალში წიგნის მაღაზიის გამხსნელი ფერლინგეტი, იქ მკვიდრდებიან მხოლოდ მოგვიანებით, მაშინ როდესაც მოძრაობა ბიტნიკი უკვე დაწყებულია.
მაგრამ თუ სან ფრანცისკო ვერ ჩაითვლება ამ მოძრაობის აკვნად ის ნამდვილად არის მისი ნავსადგური.
ბიტნიკები მუდამ ბრუნდებიან სან ფრანცისკოში მათი მოგზაურებისას და,მეტიც, სწორედ სან ფრანცისკოში ხედავენ ისინი მათი ოცნების განხორციელებისთვის შესაფერის გარემოს.
აღმოსავლეთიდან მოსული ამ ახალგაზრდებისთვის სან ფრანცისკო არის ყველა შესაძლებლობისა და ყველა თავისუფლების ადგილი.
სან ფრანცისკოს ჰავაც კი ხელს უწყობს ამერიკული ცხოვრების წესისთვის დამახასიათებელი შმაგი მომხმარებლობის უარმყოფელი ბოჰემის სექმნას. ამ ბოჰემას შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს ზამთრის ჭირხლს და შეუძლია რაღაცნაირად არსებობა პლაჟებზე ყურის ირგვლივ.
ამავე დროს დასავლეთის ეს ქალაქი თავისებურად ხვდება ოკეანის მეორე მხარეს არსებულ იდუმალ აღმოსავლეთს.
ბიტნიკები ქადაგებენ აღმოსავლეთის სათნოებებს და ცდილობენ მისი მისტიკური აზრისა და მნიშვნელობის წვდომას.
სან ფრანცისკო არის ბიტნიკთა მოძრაობის მთავარ ქმნილებათა ყურადღების ცენტრში...ჯეკ კერუაკი ხაზს უსვამს სან ფრანცისკოს იდუმალ და მისტიკურ მხარეს. სან ფრანცისკოში იშლება ჯეკ კერუაკის მთავარი პიროვნული ინტერესები: თავისუფლება, სექსუალობა, მისტიციზმი.
ბიტნიკებმა სან ფრანცისკოში ნახეს მათ ზმანებების ადეკვატური ჭურჭელი. მათ თითქოს გაანაყოფიერეს ქალაქი და მანაც დაიწყო ოცნება.
ის რაც ჯერ კიდევ იყო ინდივიდუალური ჯანყი პატარა ჯგუფის ხელმძღვანელობით გადაიქცევა უფრო მასშტაბურ აჯანყებად რომელიც მიზნად ისახავ დასავლურ მენტალობათა და სოციალურ სტრუქტურათა შეცვლას.
ზიარებასა და თემს შორის:
1960-ანი წლების შუა ხანებში სან ფრანცისკოში გაჩნდა ფსიქედელიური მოძრაობა,რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ ჰიპითა მოძრაობას თუ ყვავილის ხელისუფლებას (Flower Power).
ის თითქოს ბუნებრივი ევოლუციით აყალიბებს ბიტნიკთა ყველა დიდ თემას.
ის მკვეთრად განსხვავდება დასავლური საპროტესტო მოძრაობისგან.
ჰიპითა მოძრაობა თავს წარმოადგენს რელიგიური ხასიათის მოძრაობად რომელიც უარყოფს დასავლეთის საფუძველში არსებულ პრომეთეულ იდეოლოგიას. ის ხაზს უსვამს ფარულის, იდუმალის, ღამეულის ყველა ფორმის მნიშვნელობას.
ის ერთის მხრივ აფასებს ირაციონალურს (მაგიას, ოკულტიზმს და საზოგადოდ დასავლურ თუ აღმოსავლურ მისტიციზმებს) და მეორეს დიონისიური ნებით ჰიპითა მოძრაობას სურს დაკავშირებას ბუნების თუ სექსუალობის ცოცხალ ძალებთან.
ჰიპითა მოძრაობა ენერგიულად უპირისპირდება თანამედროვე ცივილიზაციის ფილოსოფიურ საფუძვლებს- სხეულის სულისგან განმასხვავებელ კარტეზიანიზმს, ინდივიდუალური ატომიზაციის ხანის დამწყებ განმანათლებლებს, ბუნების დამონების იარაღ მეცნიერულ პოზიტივიზმს.
ისინი ყველა საზღვრის გადამლახავი საყოველთაო,უნივერსალური სიყვარულის სახელით უარყოფენ დასავლური სამყაროს მიერ საზოგადოებების დაყოფას ეროვნული,რასიული, რელიგიური,კლასობრივი,იდეოლოგიური საზღვრებით.
პოპულარული გახდა აღმოსავლური თუ შორეულ-აღმოსავლური რელიგიები,მაგალითად ძენ ბუდიზმი რომლის ნიჭიერ პროპაგანდისტად იქცა მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მოაზროვნე ალან უოტსი (Alan Wats). მისი აზრით ძენ ბუდიზმი უკეთესად გამოხატავს კოსმიურ ერთიანობას და სამყაროს სხვადასხვა ელემენტის ურთიერთდამოკიდებულებას. ჰიპითა მოძრაობას ხიბლავს თავდაპირველი,საწყისი ქრისტიანობის სინკრეტიზმი.
ღირებულებათა ამ გადატრიალებას ემატება დასავლური ცხოვრების წესის უარყოფა და არსებული სტრუქტურებისგან სრული განთავისუფლების მოთხოვნა.
მოკლედ შეიქმნა გაბატონებულ ეთიკასთან აქტიურად დაპირისპირებული ეთიკა.
ჰიპები უარს ამბობენ მოხმარების საზოგადოებაში ჩართვაზე და ქადაგებენ ბუნებასთან უკეთესი სიმბიოზის აუცილებლობას.
ამ სინთეზს თან უნდა ახლდეს შედარებითი სიღარიბე.
ჰიპები უქრყოფენ დასავლური ოჯახის ნორმალიზებულ ბედნიერებას და ეძებენ სექსუალობის უფრო ღია და ნაკლებად სამარცხვინო განცდის გზებს. ისინი იწონებენ სექსის უფრო ფართო ცირკულაციას და, მეტიც, ჯგუფურ სექსს ( რასაც ჩვეულებრივ ჰქვია ორგია და აღვირახსნილობა,გ.მ.).
ჰიპებს არ უნდა ადამიანის შეწირვა ტექნოლოგიური პროგრესისთვის, თანამედროვე ადამიანის შეწირვა მომავალი ადამიანისთვის, ისინი ყოველ წამში ეძებენ სისავსეს და ამით აცოცხლებენ არქაული საზოგადოებებისთვის დამახასიათებელ ციკლურ დროს რომელიც მარადიულობას ავლენს წამში.
ფსიქედელიზმის ტაძარი:
(როტესტის სხვადასხვა ფორმა ეფუძნება პრომეთეული იდეოლოგიის უარყოფას, მაგრამ ისინი არ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან ორგანული კავშირით.
არადა მოძრაობას მთლიანობად აქცევს და ახალი რელიგიის სახეს ანიჭებს ნარკოტიკი.
ნარკოტიკების მიღება რა თქმა უნდა არ ყოფილა სიახლე დასავლეთში, მაგრამ ფსიქედელიური ნარკოტიკები (მესკალინი,პსილობისინი, ლსდ) ძირეულად განსხვავდებოდნენ IXIX საუკუნეში მოხმარებული ოპიუმისაგან და კანაფისაგან (Cannabis).
მეორეს მხრივ ფსიქედელიური,ჰალუცინაციების გამომწვევი ნარკოტიკების ხმარება იძენს აქამდე არნახულ მნიშვნელობას და გაქანებას.
ამბობენ რომ ფსიქედელიური ნარკოტიკების ,იღება რელიგიური მიღებაა, რასაც არ ამბობდნენ ოპიუმზე და ჰაშიშზე.
ოლდოს ჰაქსლის (Aldous Huxley) და მისი თხზულება «აღქმის კარიბჭეების» და ლსდ-ს მთავარი პროპაგანდისტი ტიმოტი ლირის ( Timothy Leary) გავლენით ამბობდნენ რომ მესკალინის თუ ლსდს მიღებით გამოწვეული შინაგანი მდგომარეობა გავს მისტიკურ განცდას.
გურუ ტიმოტი ლირი |
მაგრამ სხვები ტიმოტი ლირის ქრისტეს ინკარნაციად აცხადებენ.
ამას გარდა მიიღეს ჰარვარდის ამ ყოფილი ფსიქოლოგის ცნობიერების გაფართოების,ექსპანსიის თეორია რომლის თანახმადაც ადამიანი იყენებს თავისი ტვინის შესაძლებლობათა 80%-მდე და 20 წელიწადში ნარკოტიკით ცნობიერების გაფართოების ექსპერიმენტები და განცდა აღმოაჩენს ცნობიერების და აზროვნების ახალ შრეებსა და ფორმებს რაც გარდაქმნის ყველა სოციალურ ინსტიტუტს.
ეს ფსიქედელიური დიდი ოცნება ჯეკ კერუაკის აზრით ადამიანს მისცემს «ღმერთისთვის სახეში შეხედვის» საშუალებას და რადიკალურად გარდაქმნის ადამიანების ურთიერთობას ერთმანეთთან და ბუნებასთან.
ალან უოტსი თავდაპირველი თავშეკავების შემდეგ თხზულებაში «მხიარული კოსმოლოგია» ნათლად აღწერს ადამიანების ერთმანეთთან და ბუნებასთან ურთიერთობის გარდაქმნას ნარკოტიკი ლსდს საშუალებით:
«ჩნდება სხვასთან ზიარების ძლიერი განცდა რომელიც ალბათ აქვთ ჰაერში მფრინავ ფრინველების ჯგუფის განცდას. ეს ფრინვლები მთელ გუნდს განიცდიან ერთ სხეულად.
ასეთი განცდა ბევრად უკეთესი საფუძველი იქნება ერთმანეთის სიყვარულისთვის და სოციალური წყობისთვის ვიდრე გამოცალკევებული ნების ფიქცია».
(ჩანართი: ჰარვარდის ფსიქოლოგი ტიმოტი ლირი იყო ყველაზე გავლენიანი ნარკოტიკი ლსდს პირველ მომხმარებელთა შორის.
ის და მისი ჰარვარდელი ამხანაგი რიჩარდ ალპერტი,რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა გურუ ბაბა რამ დასის სახელით ლსდს და ჰალუცინაციების გამომწვევი სხვა ნივთიერებების მიღებისას მივიდნენ დასკვნამდე რომ ამ ნივთიერებს აქვთ ფსიქიური და სულიერი მნიშვნელობა. ამის შემდეგ დაიწყო ღია ექსპერიმენტები, რომლებს შორისაც იყო პატიმრებზე ლსდს სასიკეთო მოქმედების კვლევა, დაკვირვება ლსდს მიღების საღამოების მონაწილეებზე. ჰარვარდის ფაკულტეტზე გამართულ ასეთ საღამოებში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები,ცნობილი ადამიანები და ინტელექტუალები. ლსდ ითვლებოდა ინტელექტუალთა და ბოჰემის ნარკოტიკად.
ტიმოტი ლირი იესო ქრისტეს
ინკარნაციააო, აწერია პლაკატს...
|
ტიმოტი ლირი გარკვეული აზრით აღარ იყო მეცნიერი, ის გადაიქცა სოციალური და რელიგიური მოძრაობის მეთაურად და თავის თავს უწოდებდა უმაღლეს ქურუმს. ტიმოტი ლირი ამტკიცებდა რომ ჰალუცინაციების გამომწვევი ნარკოტიკი ლსდ არის სულიერი განათლების საშუალება.
ჯერ კიდევ უნივერსიტეტში მყოფმა ლირიმ თავი გამოაცხადა ახალი რელიგიური სექტის «წინასწარმეტყველად» და «უმაღლეს ქურუმად» და პირველმა განაცხადა რომ ლსდ არის "ღვთაებრივი არსი», ახალი დროის «ქიმიური მესია».
« ქიმიური მესია ძველმა ღმერთებმა უძღვნეს თავის შთამომავლებს, ამბობდა ლირი ერთ ინტერვიუში,-ესაა კაცობრიობის ოცნების განხორციელება. წამლის ერთი მიღება იწვევს ცნობიერების გაფართოებას და და შესვლას სულიერი განათლების ფართოდ გაღებულ კარებში. ჩემი მთავარი პლანეტარული მისიაა ლსდს გაცნობა მთელი მსოფლიოსთვის».
თავის საიდუმლო სულიერი მასწავლებლის დამოწმებით რამ დასი წერდა: « ლსდ არის ამერიკაში კალი იუგას ხანაში მოსული ქრისტე. ამერიკა მსოფლიოს ყველაზე მატერიალისტური ქვეყანაა, მას უნდოდა ავატარის მისვლა მატერიის სახით. ამიტომ მათ აქვთ ლსდ».
ისევ მოზეიმე ტიმოტი ლირი! |
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გააგდო ლირი ჰარვარდიდან, მაგრამ ის აგრძელებდა ლსდს ქადაგებას და ფართოდ ცნობილი გახდა მასობრივი ინფორმაციის წყაროების საშუალებით. ოფიციალურმა დევნამ მას გაუთქვა სახელი როგორც წამებულს და ეს ხელს უწყობდა მის მომხრეთა რაოდენობის ზერდას.
ლირის ერთ-ერთი მოწაფე და ადეპტი იყო ცნობილი მწერალი კენ კიზი, ავტორი წიგნისა «ფრენა გუგულის ბუდის თავზე».
ის პროპაგანდას უწევდა ნარკოტიკს და აწყობდა ასობით ადამიანის შემკრებ საღამოებს რომლებზეც იღებდნენ ლსდს...).
და ტიმოტი ლირის გამოაქვს სოციალური დასკვნებიც:
ის მოუწოდებს არსებული წესრიგის უარყოფისკენ და ლსდს მიერ გამჟღავნებულ კოსმიურ სოლიდარობასთან უკეთესად შეთანხმებული სოციალური სტრუქტურების ძიებისკენ.
ის ქადაგებს ოჯახის დარღვევის აუცილებლობას,სიმბიოზს ბუნებასთან და სოციალური კორპუსის ღრმა განახლებას ახალი ორგანული ანსამბლის შექმნით. ეს ახალი ანსამბლი უნდა შეიქმნას ზოგი აღმოსავლური თუ პირველყოფილი საზოგადოებების, მაგალითად პირველ ქრისტიანთა თუ ანტიკური კომუნიზმის პირველ მეოცნებეთა მიბაძვით.
ჰიპების მოძრაობის მთავარი ელემენტია თემი. სოციალური კავშირის ეს ფილოსოფია ეფუძნება უნივერსალური ძმობის (და,ძმა) ცნებას, და ის ეფუძნება კოლექტიურ გრძნობას. კოლექტივში კი მოქმედებს ნებართვის მიმცემი წესები რომლებიც გაიხსნება 1960-ანი წლების სექსუალურ რევოლუციაში.
აგი ოლდოს ჰაქსლია. |
ჰიპების ფილოსოფიის მეორე მთავარი მომენტია ინდივიდუალური თავისუფლების თუ შინაგანი მშვიდობის გრძნობიერი განცდა. ამის განსაზღვრებას და გამოხატულებას ჰიპები ეძებდნენ აღმოსავლეთის მისტიკოსებში რომლებმაც ეს მდგომარეობა აღწერეს როგორც ბიდას მდგომარეობა ანუ ნირვანა.
ცნება ნირვანა აღწერს ვნებებს მოშორებული და ბედნიერებისგან გაბრწყინებული სულის მდგომარეობას. ამ სულისთვის აღარაფერია გარეშე და უცხო.
ტიმოტი ლირის მტკიცებით ამის საშუალებაა ნარკოტიკი რომელიც ადამიანს ჩამოაშორებს ყოველდღიურობის რუტინას, მეტისმეტად მძიმე რამეს და აძლევს მას სრულად ცხოვრების საშუალებას.
ნარკოტიკი, კოლექტიური ექსტაზის განცდა, შამანური მოგზაურობები, შემოქმედებითი ტრანსი, ნირვანას და ბუდას მდგომარეობათა ექსტატური ტრანსები.
შეცვლილი ცნობიერების ამ მდგომარეობათა მიღწევის საშუალებას ადრე იძლეოდა ასკეზა, კონცენტრაცია, მედიტაცია, იოგაში სუნთქვის შენელება ან შეწყვეტა და განსაკუთრებული მუსიკის მოსმენა. ეხლა ამის საშუალებას იძლევა ნარკოტიკი.
ტიმოტი ლირი ქადაგებდა საზოგადოებრივი ცხოვრების ახლებურ პრინციპებს რომელიც განხორციელდა კვარტალი ჰაიტ ასბარის
(Haight Asbury) ანარქისტულ ლიბერტარულ თემში.
ამ თემს ჰქონდა თავისი რიტუალებიც, შეკრებები «ლავ ინ» («შეიყვარე შიგ»), «ბი ინ» ( «იყავი შიგ»), «სმოუკ ინ» ( «მოწიე შიგ»); 1966 წლის 6 ოქტომბერს შეკრებილებმა იდღესასწაულეს სიყვარული, შემდეგ შეიკრიბნენ ვიეტნამის ომის უარსაყოფად. იყო მუსიკალური ჯგუფების კონცერტები და მათი თანმხლები ცეკვები.
ყველაფერი ეს იყო მიკროსკოპიულ დონეზე მომავალი საზოგადოების ორგანიზაციის შესაძლებელი ფორმა.
მაგრამ ჰიპების ფსიქედელიურმა ოცნებამ შექმნა ის რასაც უწოდეს «თავბრუსხვევის კულტურა».
ჰალუცინაციების გამომწვევი ნარკოტიკები სხვა ნარკოტიგებისგან განსხვავებულ შეგრძნებებს ისწვევენ.
ეს ჰალუცინოგენები ავითარებენ ფანტაზიას,იწვევენ ხილვებს და აჩენენ სინამდვილის კარიკატურულ სახეს. ისინი სუბიექტს უჩვენებენ მისი შინაგანი სამყაროს სიმბოლოებს, მის ყველაზე საიდუმლო,ფარულ,გაუცნობიერებელ მისწრაფებებს.
« ფანტასტიკად» წოდებულ ამ ჰალუცინოგენებში შედის კანაფიდან გამოსული ბალახი ანუ მარიხუანა, ჭვავის მათრობელადან გამოსული ლსდ.
მათ შორისაა ჰალუცინაციების გამომწვევი კაკტუსები და სოკოები რომლებიც მათი რიტუალური გამოყენებისას აღწერილები არიან როგორც სხვა სამყაროს გამამჟღავნებლები ან სხვა სამყაროში გადამყვანები. ისინი აჩენენ ზემგრძნობიარობის ან ნათელხილვის განცდას.
ჰიპებისთვის საინტერესო მრავალი მწერლის აზრით სასურველი ჰალუცინოგენური და სხვა თვისებები აქვს ინდიელთა მაგიურ და რიტუალურ კაკტუს პეიოტლს:
« ნარკოტიკები თავს გვაბეზრებენ მათი სამოთხით, მათ უნდა მოგვცენ რაღაც ცოდნა.»
ანრი მიშოსთვის ( Henri Michaux) მესკალინი არის ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე დაუნდობელი ჰალუცინოგენი ნარკოტიკი; იმიტომ რომ « ის ნიღაბს ხდის იმას რასაც სხვები მალავენ», ის «გაკეთებულია ტვინზე ძალის დასატანად, მის საიდუმლოთა და იშვიათ საიდუმლოთა გასახსნელად. დემისტიფიკაციისთვის» (ა. მიშო, ცოდნა უფსკრულებით, H.Michaux,Connaiissance par les gouffres ).
მესკალინი, მაშ, არის ექსტაზის გასაღები, მას შემოაქვს ტრადიციულად მეტაფიზიკის სფეროსთვის დამახასიათებელი უსასრულობის განცდა.
ფსიქედელიური ექსპერიმენტი ანუ ჰალუცინაციების გამომწვევი ნარკოტიღების მიღება იწვევს სინათლის ხილვებს, «ნაპერწკლების ყრას თავში», სიმრავლის, ფრაგმენტირებული სივრცის, ცნობიერების გაორმაგების, აღქმის, სიჩქარის, მოძრაობის, «პულსაციური მოძრაობების» გამრავლების განცდას.
მიშოს თქმით ეს ამძაფრებს გრძნობებს,აძლიერებს ყურადღებას, გონიერებას,აბსტრაქციის უნარს, ფანტაზიას.
ოლდოს ჰაქსლის მტკიცებით მესკალინი ცვლის ცნობიერებას, ადამიანს ანთავისუფლებს აკრძალვებისგან, იწვევს ზმანებებს,ესთეთიკურად ცვლის აღქმას...
ბრიტანული კულტურული ელიტის წევრი,ცნობილი მწერალი,ინტელექტუალი და სახელგანთქმული რომანი-ანტიუტოპია « ო,საოცარი ახალი სამყარო»-ს ავტორი ოლდოს ჰაქსლის( Aldous Huxley, 1894-1963) მტკიცებით «ტანჯულ კაცობრიობას გაამხნევებს და ანუგეშებს ახალი ნარკოტიკი»( «აღქმის კარიბჭეები»).
კიდევ უფრო შემძვრელია მოწმობები იმ პოეტებისა და მწერლებისა რომლებიც მონაწილეობდნენ წმინდა, საკრალური მცენარეების ძველ რიტუალებში:
«ყოველ ადამიანში არის ღმერთის ძველი ანარეკლი რომელშიც ჩვენ ისევ შეგვიძლია ჩვენი ჩვენს სულში და ჩვენი სულის სხეულში ჩამგდები უსასრულო ძალის სახის ხილვა და ამ ძალის სწორედ ამ სახესთან მივყავართ პეიოტლს» ( ა.არტო, « Les tarahumaras").
იგივე განცდებს, სივრცის უსასრულიბის, კოსმიური ერთიანობის,სხვასთან ზიარების განცდებს უჩენს ადამიანს ნარკოტიკი ლსდ.
სწორედ ამ ახალი მსოფლგანცდის აღდგენას და გაზიარებას ცდილობს ფსიქედელიზმის პრაქტიკათა უმრავლესობა.
კულტურული გავრცელების დასაწყისი:
196O-ან წლებში გაჩნდა გრაფიკული ხელოვნების განსაკუთრებული ჟანრი,პოსტერი. სიურეალიზმის მიდგომების და თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით იმხატვრები ცდილობენ სხვა სამყაროსკენ გახსნას, ყოველდღიურობისგან გარწევას.
გაჩნდა «ასიდ როკი», მუსიკა რომელიც მიზნად ისახავს თავბრუსხვევის გამოწვევას ვინაიდან ინდური მუსიკის მსგავსად ის ჰარმონიის საზარალოდ უპირასტესობას ანიჭებს რიტმს და მელოდიას. მუსიკოსები იყენებენ ელექტრონიკის ყველა შესაძლებლობას და გრძნობათა ყველანაირ გამღიზიანებლებს, სცენაზე ისინი წარმოადგენენ ტოტალურ სპექტაკლს. დგას აღმოსავლურ სურნელთა სუნი. შუშის ფირფიტებს შორის მოქცეული ფერადი სითხის განათებით ქმნიან სინათლის ეფექტებს.
ყველაფერმა ამან სან ფრანცისკო გადააქცია «ბაღდადად» და ამან მოხიბლა როგორც დანარჩენი ამერიკა ისე დასავლეთი ევროპა. მაგრამ კალიფორნიული აკვნიდან გამოსულმა ოცნებამ დროთა მანძილზე და ეკონომიკურ გარემოებათა გამო დაკარგა ძალა. მისი სქემები რა თქმა უნდა მტკიცედ დამკვიდრდა დასავლურ სოციალურ პეიზაჟში,მაგრამ მათ დაკარგეს ტრანსცენდენტური ხასიათი, თავდაპირველი მნიშვნელობა და მოხდა მათი ბანალიზაცია და რაციონალიზაცია
(ეს საინტერესო ტექსტი გამოქვეყნდა ნახსენებ წიგნში « მითიური ადგილების და ქვეყნების ლექსიკონი, Olivier Battistini,,Jean-Dominique Poli Pierreი Ronzeaud,Jean-Jacques Vincensini,Dictionnaire des lieux et pays mythiques, Robert Laffont Laffont,2011).
დამატება «ვიკიპედიიდან":
ინგლისელი მწერლისა და ფილოსოფოსი ოლდოს ჰაქსლის თხზულება « აღქმის კარიბჭეები»(1954) აღწერს მწერლის მიერ მესკალინის მიღების გამოცდილებას.
ესემ ბიძგი მისცა ნარკოტიკების ზეგავლენით «აღქმის საზღვრების გაფართოების მასობრივ შესწავლას და ამით დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის მეორე ნახევრის სოციალურ და კულტურულ პროცესებზე.
მოკლე შინაარსი:
ეპიგრაფად მწერალმა აიღო XVIII საუკუნის ინგლისელი პოეტი უილიამ ბლეიკის პოემა «სამოთხის და ჯოჯოხეთის ქორწილი»-ს სტრიქონები: « აღქმის კარებები სუფთა რომ იყოს ადამიანს ყველაფერი წარუდგებოდა ისეთად როგორიც ის არის-უსასრულოდ».
ესეში ჰაქსლი იხსენებს იმას თუ რა იგრძნო მან 1953 წლის მაისის ერთ-ერთ დღეს დაახლოებით 0,4 გრამი მესკალინის მიღების შემდეგ.
ის იწყება მესკალინის და მსგავსი ჰალუცინოგენების აღმოჩენისა და შესწავლის მოკლე მიმოხილვით.
შემდეგ ის ამბობს რომ ადამიანის მიერ მისი გარემომცველი სინამდვილის აღქმაზე მოქმედებს მისი გამოცდილება...
შემდეგ ის აღწერს განცდებს რომლებიც მას გაუჩინა ნარკოტიკის მიღებამ:
« მე ვნახე რაც ნახა ადამმა მისი შექმნის დილით-წამი წამის შემდეგ, შიშველი არსებობის სასწაული.»
ჰაკსლი აღნიშნავს ფერების აღქმის გაძლიერებას, სივრცობრივი პერსპექტივის დამახინჯებას,დროის ცნებისა და განცდის გაქრობას... ირგვლივ არსებული ყველა საგანი წარმოდგება მათი პირველქმნილი არსით», უწვრილეს დეტალებში, მოწყვეტილები მათთან დაკავშირებული ცნებებისგან.
ის ხმარობს ცნებებს « სინამდვილის საკრამენტალური ხედვა», «შინაგანი შუქი».
შემდეგ ავტორი გადადის ნარკოტიკის ზემოქმედების ფსიქო-
ფიზიოლოგიური ასპექტების აღწერაზე. მას შემოაქვს ტვინის შემზღუდავი კლაპანის (სარქველის) ცნება.
მისი თქმით ეს სარქველი ზღუდავს ტვინში ინფორმაციის ნაკადის შესვლას და მესკალინი ხელს უწყობს მის გახსნას და ტვინს აჩვენებს სინამდვილის მთელ სისრულეს.
ოლდოს ჰაქსლის მტკიცებით ნარკოტიკი მესკალინი მის მიმღებს სამყაროს ანახვებს ვან გოგის თუ ვორდსვორტის თვალით.
ჰაქსლის თქმით მესკალინის მიღებით გამოწვეული აღქმის ცვლილება აჩენს ზოგი მხატვრისთვის და რელიგიური მოღვაწისთვის დამახასიათებელი ვიზიონერული აღქმის. მსგავს აღქმას.
თავის შეგრძნებათა დაწვრილებით აღწერის შემდეგ ჰაქსლი მსჯელობს მავნე ალკოჰოლის და თამბაქოს უვნებელი მესკალინით შეცვლის შესაძლებლობაზე ( ესეს დაწერის მომენტში მესკალინის მავნეობა აშკარა არ ყოფილა):
« ადამიანთა უმრავლესობისთვის მესკალინი თითქმის სრულებით უვნებელია. მთვრალისგან განსხვავებით მესკალინის მიმღებს არ ახასიათებს უკონტროლო მოქმედებები, ეს უკანასკნელი არ ტეხავს ჩხუბს და აურზაურს და არ იწვევს ავტოავარიას. მესკალინის ზემოქმედების განმცდელი ადამიანი წყნარად აკეთებს თავის საქმეს».
დასკვნის სახით ჰაქსლი წერს რომ მესკალინი არაა აუცილებელი, მაგრამ ის სასარგებლოა განსაკუთრებით ინტელექტუალისთვის რომელიც შეიძლება იქცეს სიტყვებისა და სიმბოლოების მსხვერპლად.
ჰაქსლის მტკიცებით სისტემატურ მსჯელობათა მნიშვნელობის მიუხედავად არანაკლებ მნიშვნელოვანია უშუალო აღქმაც.
ბოლოს ჰაქსლი წერს რომ ნარკოტიკი მესკალინის გამსინჯავი ადამიანი უკეთესობისკენ შეიცვლება.
«Двери восприятия» (англ. The Doors of Perception) — эссе, английского писателя и философа Олдоса Хаксли (1954), описывающего свой опыт употребления мескалина. Эссе послужило толчком к массовому изучению «расширения границ восприятия» под действием наркотиков, оказав, таким образом, значительное влияние на социальные и культурные процессы второй половины XX века. На русском языке книга издавалась издательствами АСТ, Азбука-классика и другими.
Содержание
Краткое содержание
В качестве эпиграфа писатель взял строки из поэмы «Бракосочетание Рая и Ада» английского поэта XVIII века Уильяма Блейка: «If the doors of pereception were cleansed, every thing would appear appear to man as it is infinite». В русском переводе Максима Немцова (1991) эта фраза звучит как «Если бы двери восприятия были чисты, все предстало бы человеку таким, как оно есть — бесконечным».
Эссе написано в форме воспоминания Хаксли о своих ощущениях после приёма приблизительно 0.4 грамма мескалина в 11:00 одним из майских дней 1953. Оно начинается с краткого обзора истории открытия и изучения мескалина и некоторых сходных по своему действию галлюциногенов. Далее, после рассуждений об влиянии имеющегося у человека опыта на его восприятие окружающей действительности: «Мы можем собирать информацию об опыте, но никогда не сам опыт», Хаксли переходит к описанию собственных ощущений, вызванных действием наркотика: «Я видел то, что видел Адам в утро своего сотворения — мгновение за мгновением, чудо обнаженного существования.» Хаксли отмечает усиление восприятия цветов, искажение пространственной перспективы, исчезновение понятия времени… Все окружающие предметы предстают перед ним в своей первозданной «есть-ности», в мельчайших деталях, оторванные от связанных с ними понятий, бесконечные в своей значимости. Он употребляет термины «сакраментальное видение реальности», «Внутренний Свет».
Далее автор переходит к описанию психо-физиологических аспектов воздействия наркотика, вводя понятие мозгового редуцирующего клапана. По его мнению, поток информации, поступающей в мозг, ограничивается этим клапаном, мескалин же помогает открыть его, заставляя мозг воспринимать окружающее во всей полноте своей «таковости», позволяя принявшему его увидеть мир глазами Ван Гога или Вордсворта. Хаксли проводит параллели между изменением восприятия от приёма мескалина и визионерским восприятием, свойственным некоторым художникам и религиозным деятелям. После подробного описания своих ощущений Хаксли переходит к рассуждениям о возможности замены алкоголя и табака (вред от которых очевиден) на мескалин (вред от которого не был очевиден на момент написания эссе): «Для большинства людей мескалин почти совершенно безвреден. В отличие от алкоголя, он не ведет принимающего его ни к каким неконтролируемым действиям, которые оканчиваются драками, насилием и дорожными происшествиями. Человек под воздействием мескалина тихо занимается своим делом.».
В заключении Хаксли пишет, что мескалин не необходим, но полезен, особенно для интеллектуала, который может стать жертвой слов и символов. Несмотря на важность систематических рассуждений, прямое восприятие, по его мнению, не менее важно. Наконец, Хаксли утверждает, что человек, попробовавший мескалин, изменится к лучшему.
[править] Критика Захнера
Критика Захнера
Одним из первых критиков Дверей восприятия был RC Zaehner, профессор Оксфордского университета. В своей книге Mysticism Sacred and Profane Захнер признаёт важность книги для людей, увлеченных изучением религий,[1] но указывает на непоследовательность и внутренние противоречия.[2]
Захнер заключает, что восприятие Хаксли под мескалином подвержено его познаниям в Буддизме. Таким образом, опыт может быть другим для людей, принявших наркотик не имея такого культурного фона, из чего следует, что они испытают сенсационную трансформацию.[3]
Захнер критикует то, что как ему показалось, Хаксли утверждает о практике всех религий употребления наркотиков (включая алкоголь) в своих ритуалах. [4]
Констатация схожести ощущений от приёма мескалина, маниакального синдрома и явлений Бога святым наводит Захнера на мысль, что святые визионеры ничем не должны отличаться от лунатиков.[5] Однако, утверждает Захнер, этот опыт отличается от религиозно-мистического опыта человека, поглощённого Богом, совершенно отличного от объективного мира.[6]
Приложения к Mystycism Sacred and Profane включают три описания опыта приёма мескалина, включая опыт самого Захнера. Он пишет, что перенёсся в мир бессмысленности и фарса, и отмечает, что опыт был интересный и весёлый, но не религиозный.
[править] Ответ Хаксли и Хьюстона Смита
Хаксли ответил Захнеру в статье, опубликованной в 1961: «Для большинства из тех, кто имел подобный опыт, его значение самоочевидно. Для доктора Захнера, автора Mყსტიცისმ, შაცრედ ანდ Pროფანე, их преднамеренное введение расценивается как аморальное. На что его коллега, профессор Прайс, отвечает, 'говорите за себя!'».[7]
Профессор религии и философии, Хьюстон Смит утверждает, что субстанции, изменяющие сознание, были связаны с религиями по всему миру и на протяжении всей истории, и также, возможно, что многие религии ведут от них своё происхождение, что впоследствии забывается.[8]
Осознавая, что личность, подготовка и окружение — всё играет роль в эффекте от наркотика, Хьюстон Смит обращает внимание на то, что религиозные переживания от подобного опыта не ограничиваются предшествующими религиозными познаниями Хаксли. Из того, что опыт Захнера не был религиозным, ещё не следует, что этого не может быть вообще.
[править] Куль
ფსიქოდელური მოძრაობა:
«ფსიქოდელიური მოძრაობის» ისტორია დაიწყო ბაზელში,შვეიცარიაში, სადაც სანდოზას ლაბორატორიებში მომუშავე ქიმიკოსმა ალბერტ ჰოფმანმა 1938 წელს აღმოაჩინა ნარკოტიკი ლსდ...
ლსდ თავიდან შეამოწმეს ცხოველებზე; მას არ აღმოაჩნდა არანაირი კომერციული პერსპექტივა და ის შემოსდეს თაროზე.
ის უცნობი რჩებოდა 1943 წლამდე, მანამდე სანამ ჰოფმანმა არ გადაწყვიტა მისი თვისებების გადამოწმება.
ლაბორატორიული ექსპერიმენტის დროს ჰოფმანმა შემთხვევით დაიყარა ხელზე ლსდს მცირე რაოდენობა რომელიც ხელმა შეიწოვა. ასე აღმოჩნდა ჰოფმანი ლსდს მოქმედების განმცდელი პირველი ადამიანი.
აი როგორ აღწერს ის თავის შთაბეჭდილებებს: «მე იძულებული ვიყავი სადღაც შუადღისთვის შემეწყვიტა მუშაობა ლაბორატორიაში და წავედი სახლში. ვგრძნობდი არაჩვეულებრივ მოუსვენრობას და მსუბუქ თავბრუსხვევას. მე წამოვწექი და ჩავიძირე საკმაოდ სასიამოვნო მდგომარეობაში, ფანტაზია არაჩვეულებრივად გამოცოცხლებული იყი, ძილის მსგავს მდგომარეობაში დახუჭული თვალებით ვხედავდი ფანტასტიური სურათების, არაჩვეულებრივი ფორმების უწყვეტ ნაკადს რომელსაც თან ახლავდა ფერთა ინტენსიური კალეიდოსკოპური თამაში».
ჰოფმანმა იფიქრა რომ არაჩვეულებრივი განცდები არის ლსდ-სთან მისი კონტაქტის შედეგი და გადაწყვიტა თავისი აზრის შემოწმება ექსპერიმენტის მსვლელობაში.
მან დაასკვნა რომ თუ კი შემთხვევით გამოყენებისასაც ლსდს შეუძლია ასეთი შედეგების გამოწვევა ის უნდა იყოს ძალიან ძლიერი ნივთიერება და პერორალური ხმარებისთვის მოზომა წამლის იმ დროის საზომით ძალიან მცირე რაოდენობა-250 მგ. ჰოფმანს არ შეიძლებოდა სცოდნოდა რომ ლსდ იმდენად ძლიერია რომ ეს დოზაც ორჯერ მეტია ჩვეულებრივ ეფექტურ დოზაზე (25-125 მგ.).
ამ პრეპარატის მიღების შემდეგ ჰოფმანმა თავის დღიურში ჩაწერა: « იწყება თავბრუსხვევა, მოუსვენრობის გრძნობა,ვიზუალური დარღვევები, პარალიჩის სიმპტომები, სიცილის სურვილი». ამ დროს ნარკოტიკმა ისე დაიწყო მოქმედება რომ ჰოფმანს აღარ შეეძლო წერა. მან ასისტენტს სთხოვა სახლში გაცილება და მოგვიანებით ლსდ-ტრიპზე (ლსდს მიღების სეანსზე) შემდეგი ჩაწერა:
ჰიპების დრო! |
«სახლისკენ გზაში ჩემმა მდგომარეობამ დაიწყო შემაშფოთებელი ფორმების მიღება. ყველაფერი რასაც ვხედავდი იშლებოდა ტალღებად, იყო როგორც მრუდე სარკეში...
ბოლოს მშვიდობით მივედით სახლში და მე ძლივს ვთხოვე ჩემს თანამგზავრს რომ დაეძახა ჩვენი ოჯახის ექიმისთვის და მეზობლებისთვის ეთხოვა რძე როგორც არაჩვეულებრივი საშუალება შხამის წინააღმდეგ.
შემდეგ ირგვლივ ყველაფერმა მიღო მუქარით სავსე სახე. ყველაფერი გაუნუწყვეტლად მოძრაობდა, იყო გასულიერებული, თითქოს ყველაფერს ამოძრავებდა შინაგანი მოუთმენლობა.
რძე მოიტანა მეზობელმა ქალმა რომელიც მე ძლივს ვიცანი. ის აღარ იყო მისის რ. ის იყო ბოროტი, ვერაგი ჯადოქარი სახეზე ჩამოცმული ფერადი ნიღბით».
მოგვიანებით, როდესაც ნარკოტიკის მოქმედება შესუსტდა, ჰოფმანმა აღნიშნა რომ მას მოეწონა ჰალუცინაციები და აზროვნების პროცესის ცვლილება. მან ანგარიში წარუდგინა სანდოზს და ჩატარდა სხვა ექსპერიმენტებიც.
სანდოზმა დაიწყო ლსდს გავრცელება ფსიქოლოგებში და ფსიქიატრებში მისი ფსიქოთერაპიაში გამოყენების მიზნით.
ვარაუდობდნენ რომ ნარკოტიკს შეუძლია ფსიქოთერაპევტული მკურნალობის გაადვილება. ფსიქიატრებმა გაბედეს ნარკოტიკის თვითონ მიღება რათა უკეთ გაეგოთ შიზოფრენიით ავადმყოფთა განცდები.
გაჩნდა თეორია რომ ლსდ არის ფსიქომიმეტიკი, აკეთებს ფსიქოზთა მდგომარეობების იმიტაციას.
მოძრაობის ზრდა:
1960-ანი წლების დასაწყისში მრავალმა ადამიანმა დაიწყო ლსდს ხმარება და ნარკოტიკი პოპულარული გახდა.
1966 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 8000 იატაკქვეშა ლაბორატორია აწარმოებდა და ავრცელებდა ლსდს. ადგილობრივ შავ ბაზარზე ყველაზე პოპულარულ ნარკოტიკად იქცა ლსდ-25.
ისეთ დიდ ქალაქებში როგორებიცაა ნიუ იორკი და ლოს ანჟელესი გაჩნდა მთელი «მჟაური» რაიონები სადაც ყველა ასაკის ადამიანს ლსდს შეძენა შეეძლო 24 საათის მანძილზე. სტატისტიკის თანახმად ასეთი რაიონების ,ცხოვრებთა 50% ხმარობდა «მჟავას». გაჩნდა «პროფილური» კაფეები სადაც ლსდს გარეშე არ ეწყობოდა არც ერთი შეხვედრა. იქაური ატმოსფერო ჰგავდა საუკუნის დასაწყისის მონმარტრის სახელგანთქმულ მხატვართა კაფეებს.
მასობრივი ონფორმაციის საშუალებები ნარკოტიკს და მის მიერ გამოწვეულ შედეგებს უფრო სიმპატიით უყურებდნენ.
ლსდს მხმარებელ სახელგანთქმულ პირთა გამოსვლებს გადასცემდნენ მთელი ქვეყნის გასაგონად რაც ხელს უწყობდა აძლიერებდა უამისოდაც უკონტროლო მოდას ფსიქოდელურ განცდებზე.
ლსდს ერთ-ერთმა მომხმარებელმა ცნობილმა მსახიობმა ჰერი გრანტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ფსიქოთერაპიამ ლსდს მეშვეობით შეცვალა მთელი მისი ცხოვრება და სავსებით დაამშვიდა მისი ცნობიერება.
სხვა ცნობილი პირი, მასობრივი ინფორმაციის გიგანტური კორპორაცია «ტაიმის» ხელმძღვანელი ჰენრი ლიუისი ამბობდა რომ ლსდ-ტრიპის (ლსდს მიღების) დროს მას ესმოდა ძველი აღთქმის ღმერთის ხმა.
მისი კორპორაციის გაზეთები ბეჭდავდნენ შთამაგონებელ ანგარიშებს ლსდს მიერ გამოწვეული გრძნობების შესახებ.
იყო ინგლისელი მწერალი ოლდოს ჰაქსლი, რომელიც ადრეც შინჯავდა პეიოტლს და აღწერა თავისი განცდები. ის პროპაგანდას უწევდა ლსდს ჰალუცინაციების მომგვრელ სხვა ნარკოტიკებს როგორც ადამიანის როგორც ბიოლოგიური სახეობის ევოლუციის ახალ საფეხურამდე მიმყვან საშუალებებს.
მაისის ერთ მშვენიერ მზიან დღეს მან გადაყლურწა 40 გრამი წყალში გახსნილი მესკალინი და თავისი მრავალსაათიანი შთაბეჭდილებები აღწერა მოკლე ესეში «აღქმის კარიბჭეები».
ამ ესეში ჰაქსლიმ ნარკოტიკის მიღება წარმოადგინა ახალი სულიერი საიდუმლოს აღმოჩენად. ჰაქსლი თვლიდა რომ ნარკოტიკის საშუალებით მან გააცხადა თავისი უკვე დადგენილი რელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებები.
ჰაქსლის თქმით «იმას რასაც სხვები ხედავენ მხოლოდ მესკალინის ზემოქმედებით მხატვარი თავისი დაბადების ბუნებით ხედავს მუდმივად. მისი აღქმა არაა შემოფარგლული იმით რაც სასარგებლოა ბიოლოგიურად თუ სოციალურად.
მსოფლიო გონის კუთვნილი წოდნის ნაწილაკი ადამიანის გონებაში აღწევს ტვინის ჩამკეტ-შემზღუდველი სარქველის მიუხედავად.».
ჰაქსლის ეჭვი ეპარებოდა იმაში რომ ნარკოტიკი დაეხმარება ადამიანებს ერთმანეთის უკეთ გაგებაში, მაგრამ მწერლის ავტორიტეტმა და პირადი შთაბეჭდილებებისა და განცდების უტყუარობაზე დაფუძნებულმა უჩვეულო თემატიკამ წიგნს მალე სახელი გაუთქვა ახალგაზრდებში.
ტიმოტი ლირი:
ჰარვარდის ფსიქოლოგი ტიმოტი ლირი იყო ყველაზე გავლენიანი ლსდს პირველ მომხმარებელთა შორის.
ლირი და შემდეგ გურუ ბაბა რამ დასად ცნობილი მისი ჰარვარდელი ამხანაგი რიჩარდ ალპერტი ლსდს და სხვა ჰალუცინოგენების მიღებისას მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ამ ნივთიერებებეს აქვთ ფსიქიური და სულიერი მნიშვნელობა. ამის შემდეგ დაიწყო ღია ექსპერიმენტები რომლებიც გულისხმობდა პატიმრებზე ლსდს დადებითი მოქმედების შესწავლას. ჰარვარდის ფაკულტეტზე სტუდენტების, ცნობილი ადამიანების და ინტელექტუალების მონაწილეობით ატარებდნენ საღამოებს სადაც მსურველები იღებდნენ ლსდს და აკვირდებოდნენ მათ.
ლსდს თვლიდნენ ინტელექტუალების და ბოჰემის ნარკოტიკად.
ლირი გარკვეული თვალსაზრისით აღარ იყო მეცნიერი, ის გადაიქცა სოციალური და რელიგიური მოძრაობის მეთაურად და თავის თავს უწოდებდა « უზენაეს ქურუმს».
ლირი აცხადებდა რომ ლსდ არის სულიერი განათლების საშუალება. უკვე უნივერსიტეტში ლირიმ საკუთარი თავი გამოაცხადა ახალი რელიგიური სექტის «წინასწარმეტყველად» და «უზენაეს ქურუმად» და პირველმა გამოაცხადა ნარკოტიკი ლსდ « ახალ ღვთაებრივ არსად».
სწორედ მან გამოაცხადა ლსდ ახალი დროის ქიმიურ მესიად».
« ქიმიური მესია არის ძველი ღმერთების საჩუქარი მათ შთამომავლებს, -ამბობდა ლირი ერთ-ერთ ინტერვიუში,-ესაა კაცობრიობის ოცნების განხორციელება. წამლის ერთხელ მიღება იწვევს ცნობიერების გაფართოებას და სულიერი განათლების შესვლას ფართოდ გაღებულ კარებში... ჩემი მთავარი პლანეტარული მისიაა ლსდს ამბის შეტყობინება მთელი მსოფლიოსთვის».
თავისი საიდუმლო სულიერი მოძღვარი ბრამინის დამოწმებით რამ დასი წერდა: « ლსდ არის კალი იუგაში ამერიკაში მოსული ქრისტე. ამერიკა მსოფლიოში ყველაზე მატერიალისტური ქვეყანაა. მას უნდოდა ავატარის მოსვლა მატერიის სახით და ამიტომ მათ აქვთ ლსდ.»
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გაეგდო ლირი ჰარვარდიდან, მაგრამ ის მაინც განაგრძობდა ლსდს ქადაგებას და სახელი გაითქვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წყალობით. დევნილის სახელი ხელს უწყობდა მისი პოპულქრობის ზრდას.
ტიმოტი ლირი არ ყოფილა მარტო თავის ფსიქოდელიურ კვლევებში. იმავე ჰარვარდში რიჩარდ შულცი და მაიკლ ჰოლინკსჰედი იკვლევდნენ ფსილობიცინს და მექსიკურ თემატიკას,მაგრამ ლსდ უფრო ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. მისი მიღება კვლევისთვის საჭირო რაოდენობით უფრო იოლი იყო.
კენ კიზი:
ლირის მოწაფე და ახალი მოძღვრების ადეპტი გახდა ცნობილი მწერალი კენ კიზი, ავტორი წიგნისა «გადაფრენა გუგულის ბუდის თავზე». ის ახდენდა ლსდს პოპულარიზაციას და აწყობდა ასობით ადამიანის შემკრებ საღამოებს როდესაც ადამიანები ერთი ღამით «უერთდებოდნენ ლსდს».
ჯონ ლილი:
1967 წელს გამოვიდა ბიოლოგი ჯონ ლილის წიგნი «ადამიანის ბიოკომპიუტერის პროგრამირება და მეტაპროგრამირება». მასალა ფაქტიურად ეძღვნებოდა ლსდს როგორც ტვინის ცენეტრებზე ზემოქმედების საშუალებას.
იმ დროისთვის ახალი სიტყვა «პროგრამირება» გულისხმობდა ლსდ-ტრიპის ( ლსდს მიღების) დროს სისტემატური შთაგონების მეთოდებს. მაგრამ ლილი გულისხმობდა თვითშთაგონებას და «თვითპროგრამირებას».
ნარკოტიკები და სპეცსამსახურები:
შემდეგ გაირკვა რომ ლილის ნამუშევარს იყენებდა დაზვერვის ცენტრალური სამმართველო ჯაშუში-»ზომბების» შესაქმნელად.
საერთოდ ფსიქოდელიური «გურუების» თანამშრომლობა სპეცსამსახურებთან სულაც არ ყოფილა იშვიათი რამ.
ისიც კი გაირკვა რომ «უზენაესი ქურუმი» ტიმოტი ლირი იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს შტატის ინფორმატორი.
მას შემდეგ დრო და დრო ირკვევა ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მიერ ლსდს გამოყენების ფაქტები.
1977 წლის სამ აგვისტოს აშშ-ს სენატის მოსმენებზე ცრუს დირექტორმა, ადმირალმა სტენსფილდ ტერნერმა აღიარა რომ მისი უწყება 1960-ანი წლებიდან «რეცხავდა ტვინს» ლსდს მეშვეობით მრავალ ამერიკელს მათი თანხმობის გარეშე და ისე რომ მათ ეს არ იცოდნენ. ტვინგარეცხილთა შორის იყვნენ პატიმრები, ფსიქიატრიულ საავადმყოფოთა პაციენტები,მედდები, სამედიცინო პერსონალი. ზოგჯერ ნარკოტიკს ჭიქებში ჩუმად უყრიდნენ ნიუ იორკის, სან ფრანცისკოს და ტერნერის მიერ დაუსახელებელი სხვა ქალაქების ბარებში მუდმივ სტუმრებს. ზოგ ტვინგაწმენდილს «გაუჩნდა შიზოფრენიის პირველი სიმპტომები».
ყველაფერ ამას ოფიციალურ ენაზე ერქვა « ქცევის მოდიფიკაციის შესწავლის პროგრამები. ეს რა თქმა უნდა დაკავშირებული იყო ლსდს შესწავლასთან,მაგრამ ამით არ შემოიფარგლებოდა.
უნდა აღინიშნოს რომ ეს პროგრამები იკვლევდა ჰალუცინოგენების მიღების ფონზე მოსახლეობის ჯგუფების ქცევის შეცვლის შესაძლებლობას.
ამ პროგრამას შეიძლება ასევე ეწოდოს ადამიანთა დიდი მასებისთვის «საჭირო აზრების» შთაგონების შესაძლებლობის კვლევა.
ფსიხოდელიკა და როკ მუსიკა:
ლსდ აღმავლობის გზაზე მყოფ ჰიპითა სუბკულტურაზე გავლენას ნაწილობრივ ახდენდა მაშინ პოპულარული ჯგუფების მეშვეობით. განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებდა ჯიმი ჰენდრიკსის, ჯენის ჯოპლინის და სხვათა მიერ ლსდს მუდმივი მიღების გავლენით დაწერილი კომპოზიციები
თანდათანობით ბიტლზებიც კი ხდებიან ამ მოძრაობის მონაწილეები.
ცნობილია რომ ჯონ ლენონმა ლსდს გავლენით ერთ ღამეში დაწერა «Lucy in the Sky with Diamonds"». მჟავა შემოქმედების ნიმუშად ითვლება ჯგუფი "Led Zeppelin-ის სახელგანთქმული «კიბე ცაში».
ყველაფერი ეს დასავლურ სამყაროს აიძულებდა ლსდს მიღებას თუ არა მასზე ლაპარაკს მაინც.
"The Doors" - ის ლიდერი ჯიმ მორისონის თვითმკვლელობამაც და ჯიმი ჰენდრიკსის სიკვდილმაც კი ვერაფერი ასწავლა «ქიმიური მესიის" თაყვანისმცემლებს. წამების შარავანდედმა ისევ გაზარდა ნარკოტიკების პოპულარობა.
მოძრაობის დასუსტება:
1960-ანი წლების ბოლოს ლსდ გახდა მსოფლიოში ყველაზე დისკუსიური ნარკოტიკი. მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ მცირე ორმა მილიონმა ადამიანმა გასინჯა ნარკოტიკი და დადაბით გამოხმაურებებს სულ უფრო და უფრო ხშირად მოყვებოდა უარყოფითი გამოხმაურებები.
გაირკვა რომ ლსდ იწვევს ქრომოსომულ დარღვევებს.ლსდს მომხმარებლებს აფრთხილებდნენ რომ მათ შვილებს ექნებათ სხვადასხვა მემკვიდრეობითი დაავადება. ამბობდნენ რომ ლსდ იწვევს შეშლილობას, უბიძგებს თვითმკვლელობისკენ და ძალადობისკენ.
ამ პოლემიკამ გამოიწვია 1970-1980-ან წლებში ლსდს მოხმარების შემცირება.
ალბათ არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმას რომ ადამიანებს იმედი გაუცრუვდათ ლსდს მისტიკაში. ისინი მიხვდნენ რომ ლსდ არ იწვევს სულიერ განათლებას.
1967 წელს ლსდს ხმარება მთლიანად აიკრძალა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში.
მაგრამ აკრძალვამ ფსიქოდელური პრაქტიკის ცენტრი გადასწია მესკალინისკენ და პსილოციბინისკენ.
დღეს: ლსდს მიღება არ გამქრალა, მაგრამ მკვეთრად შემცირდა 1980-ან წლებში, მინიმუმს მიაღწია 1990-ან წლებში.
მაგრამ 1993 წლიდან მთელს მსოფლიოში ისევ დაიწყო ლსდს მოხმარების სტაბილური ზრდა.
ბოლო დროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყურადღებას აქცევენ ლსდს და ექსტაზის გამოყენებას რეივის სუბკულტურაში.
რეივ კულტურისთვის დამახასიათებელი საღამოები და კონცერტები ჩვეულებრივ გრძელდება მრავალი საათი, მათ ხშირად ახლავს მანათობელი ლაზერის შოუები, ტექნო-მუსიკა,თავაშვებული ცეკვები და სხვადასხვა გამოხდომები. ლსდს და ექსტაზის მიღების ზრდა უკავშირდება ამ მოძრაობას, თუმცა ამ მოქმედებათა რელიგიური მოტივაციის დანახვა ძნელია.
No comments:
Post a Comment