შარლ ბოდლერი
ალბატროსი
პირველი წაკითხვით ლექსი წარმოდგება როგორც ზღვაში ნანახი სცენის მოთხრობა...
აქცენტი დასმულია არა ცალკეულ ადამიანებზე არამედ გემის მომსახურეთა თემზე, ეკიპაჟზე. პოეტი მათ აღწერს მოქმედებაში,თუ როგორ იჭერენ და იგდებენ მასხრად ალბატროსს და ადამიანებს ახასიათებს აქსესუარებით,მაგალითად ჩიბუხით.
ამ მეზღვაურთა სამყარო ტრივიალური,უხეში,გაუთლელი სამყაროა და ის უპირისპირდება ლაჟვარდის მეფის, თავის გარემოს,ცას და სინათლეს მოწყვეტილი ალბატროსის ხატს.
გასართობად ლაჟვარდის მეფის დამჭერი მეზღვაურები გაუცნობიერებლად სასტიკი და დაუნდობელი არსებები არიან.
მათ მეფე გადააქციეს მსხვერპლად. მათ ხელში ჩაიგდეს,დაატყვევეს მეფე.
დატყვევება,ტყვეობა მალე გარდაიქმნება ფიზიკურ წამებად. მეზღვაურებისთვის სასაცილოა მათ მიერ დატყვევბულ-ნაწამები უმწეო ფრინველი.
ფრინველის, ლაჟვარდის მეფის ტანჯვა უწინარეს ყოვლისა მორალურია. ის შერცხვენილია თავისი დაცემით, მოუქნელობით და უმწეობით,უცხო გარემოსთან შეუგუებლობით.
ამას წინ ცაში სხარტად ამავალი დიდებული ფრინველი ეხლა უსიცოცხლო,ტლანქ და საძაგელ არსებად ჩანს და ეს სტანჯავს მას.
2. მოთხრობიდან სიმბოლომდე:
...ბოდლერი ალბატროსს აიგივებს პოეტთან... ის ხაზს უსვამს ფრინველის საერთო და სიმბოლურ მნიშვნელობას.
ამ ლექსში პოეტი იმეორებს ლიტერატურის ტრადიციულ თემას, გენიოსის მარტოსულობის თემას. ეს მარტოობა უკვე გვხვდება პლეადის პოეტებში//რონსარი,დიუ ბელაი//, მაგრამ ის განსაკუთრებით ხშირია რომანტიკოსებთან.
გავიხსენოთ თუნდაც ალფრედ დე ვინის მოსე:
"ო უფალო! მე ვცხოვრობდი ძლიერი და მარტო,
დამანებეთ დედამიწის მზით დაძინება !"
ალბატროსი, სიდიადის ფიგურა:
ფრინველი,ალბატროსი დაკავშირებულია სიდიადისა და მატერიალური სამყაროსგან მოწყვეტის იდეასთან.
მეოცნებე, ის დაფრინავს გემისა და "მწარე უფსკრულების" თავზე.
ბოდლერთან ესაა არსებობის და დროის უფსკრულთა ხატი.
მისი სამშობლოა უსასრულო და ამაღლებული სივრცე.
პოეტის მორალური და სულიერი უპირატესობა დანარჩენ ადამიანებთან შედარებით ბოდლერთან ყოველთვის დაკავშირებულია ჰაერის და ზეციურ სამყაროსთან...პოეტი განიცდის სულიერ და ინტელექტუალურ ამაღლებას და გულგრილია დედამიწიდან მომავალი მავნებლობების მიმართ.
მტკივნეული სამაგიერო, შეუთავსებლობის და გარიყვის განცდა:
ლექსის ბოლო ორი სტროფი //მაგრამ მიწაზე, სადაც კაცთა დგას ღრიანცელი,
რომ გაიაროს, ფრთები უშლის გოლიათური..// ამჟღავნებს გენიას მეორე მხარეს: ჩვეულებრივი ცხოვრების რეალობებთან შეუგუებლობას და გარიყულობის მუდმივ გრძნობას. ...
ადამიანები დასცინიან ამ შეუგუებლობას სამყაროსთან სადაც ბატონობენ უსახურობა,ვულგარულობა, ხეირის ძიება და სიმდაბლე.
ალბატროსი, პოეტი, შეადგენენ გარიყულთა, ლტოლვილთა კოჰორტის ნაწილს და ბოდლერი სწორედ მათში სნობს საკუთარ თავს.
დედას მიერ უარყოფილი ბოდლერი ხვდება ადამიანებს რომლებიც "მასზე სცდიან თავის სისასტიკეს" და თავს გრძნობს როგორც მსხვერპლად ისე პარიად....
დასკვნა:
ლექსი "ალბატროსი " იმეორებს რომანტიზმის ერთ-ერთ საყვარელ თემას, მისი ვერმცნობი საზოგადოებისგან პოეტის გაუცხოების თემას...
პოემას დინამიზმს ანიჭებს ბოდლერის სულისთვის დამახასიათებელი მანიქევლური სულისკვეთება:
სიდიადე და დაცემა, სულიერება და მატერიალურობა, ცა და მიწა,პოეტი და ბრბო ერთმანეთს უპირისპირდებიან მორალურ და სიმბოლურ პლანზე.
სიკეთის და ბოროტების ხატთა ეს მუდმივი დაძაბულობა ფესვს იდგამს საწყისი ცოდვისა და დაცემის ქრისტიანულ თემაში რომელიც აკვიატებია პოეტ ბოდლერს.
// ჟოელ დიუბოსკლარის ეს შესანიშნავი ტექსტი გამოქვეყნებულია ფრანგი ბაღნებისთვის დაწერილ წიგნაკში "განმარტებული ლექსები,შარლ ბოდლერის "ბოროტების ყვავილები" და "პარიზის სპლინი",პარიზი,2000, გვ. 4-12//.
ალბატროსი
მთარგმნელი გეგეჭკორი გივი
აბორგებული სტიქიონის მკერდზე მატროსებს,
როცა შეიპყრობს ნაღველი და გართობა უნდათ,
იჭერენ ხოლმე ზღვის ფრინველებს დიდ ალბატროსებს,
რომელნიც ხომალდს მოწყენილნი მისდევენ გუნდად.
მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს,
ლაჟვარდის მეფე, მოწყვეტილი ცას დასინათლეს,
მოუქნელი და შერცხვენილი უმწეოდ კვდება
და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს.
ახლახან ცაში ადიოდა ჩვეულ სისხარტით,
ახლა უმზერენ უსიცოცხლოს, ტლანქს და საძაგელს,
ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში
და ხტუნვა-ხტუნვით დაკოჭლებულ ფრთოსანს ბაძავენ.
ასე პოეტი მშვილდოსანთა უძლებს დაცინვას,
ღრუბლებს ბრძანებლობს და გრიგალთან ღამეს ათელებს,
მაგრამ მიწაზე, სადაც კაცთა დგას ღრიანცელი,
რომ გაიაროს, ფრთები უშლის გოლიათური..

კომენტარი:
ამ ლექსის დაწერისკენ ბოდლერს ალბათ უბიძგეს 1841 წელს რეუნიონზე მოგზაურობისას ნანახი სცენის,,ედგარ პოს მიერ აღწერილი ეკიპაჟის ცხოვრების გახსენებამ. მ
მაგრამ ლექსის დაწერა უწინარეს ყოვლისა განაპირობა პოეტის უქეიფობამ,მისმა ცხოვრებისეულმა სირთულეებმა,სიახლემ მწერლობისა რომელსაც "დიდი ძალისხმევა არ სჭირდება ყვავილების და მუნჯი საგნების ენის და სინამდვილის გულის ღრმა ფარული მნიშვნელობის გასაგებად".
ამ ანეგდოტურ და დრამატულ ლექსს აქვს სიმბოლური და ფილოსოფიური მნიშვნელობა.
1. ანეგდოტიდან დრამატიზაციამდე:პირველი წაკითხვით ლექსი წარმოდგება როგორც ზღვაში ნანახი სცენის მოთხრობა...
აქცენტი დასმულია არა ცალკეულ ადამიანებზე არამედ გემის მომსახურეთა თემზე, ეკიპაჟზე. პოეტი მათ აღწერს მოქმედებაში,თუ როგორ იჭერენ და იგდებენ მასხრად ალბატროსს და ადამიანებს ახასიათებს აქსესუარებით,მაგალითად ჩიბუხით.
ამ მეზღვაურთა სამყარო ტრივიალური,უხეში,გაუთლელი სამყაროა და ის უპირისპირდება ლაჟვარდის მეფის, თავის გარემოს,ცას და სინათლეს მოწყვეტილი ალბატროსის ხატს.
გასართობად ლაჟვარდის მეფის დამჭერი მეზღვაურები გაუცნობიერებლად სასტიკი და დაუნდობელი არსებები არიან.
მათ მეფე გადააქციეს მსხვერპლად. მათ ხელში ჩაიგდეს,დაატყვევეს მეფე.
დატყვევება,ტყვეობა მალე გარდაიქმნება ფიზიკურ წამებად. მეზღვაურებისთვის სასაცილოა მათ მიერ დატყვევბულ-ნაწამები უმწეო ფრინველი.
ფრინველის, ლაჟვარდის მეფის ტანჯვა უწინარეს ყოვლისა მორალურია. ის შერცხვენილია თავისი დაცემით, მოუქნელობით და უმწეობით,უცხო გარემოსთან შეუგუებლობით.
ამას წინ ცაში სხარტად ამავალი დიდებული ფრინველი ეხლა უსიცოცხლო,ტლანქ და საძაგელ არსებად ჩანს და ეს სტანჯავს მას.
2. მოთხრობიდან სიმბოლომდე:
...ბოდლერი ალბატროსს აიგივებს პოეტთან... ის ხაზს უსვამს ფრინველის საერთო და სიმბოლურ მნიშვნელობას.
ამ ლექსში პოეტი იმეორებს ლიტერატურის ტრადიციულ თემას, გენიოსის მარტოსულობის თემას. ეს მარტოობა უკვე გვხვდება პლეადის პოეტებში//რონსარი,დიუ ბელაი//, მაგრამ ის განსაკუთრებით ხშირია რომანტიკოსებთან.
გავიხსენოთ თუნდაც ალფრედ დე ვინის მოსე:
"ო უფალო! მე ვცხოვრობდი ძლიერი და მარტო,
დამანებეთ დედამიწის მზით დაძინება !"
ალბატროსი, სიდიადის ფიგურა:
ფრინველი,ალბატროსი დაკავშირებულია სიდიადისა და მატერიალური სამყაროსგან მოწყვეტის იდეასთან.
მეოცნებე, ის დაფრინავს გემისა და "მწარე უფსკრულების" თავზე.
ბოდლერთან ესაა არსებობის და დროის უფსკრულთა ხატი.
მისი სამშობლოა უსასრულო და ამაღლებული სივრცე.
პოეტის მორალური და სულიერი უპირატესობა დანარჩენ ადამიანებთან შედარებით ბოდლერთან ყოველთვის დაკავშირებულია ჰაერის და ზეციურ სამყაროსთან...პოეტი განიცდის სულიერ და ინტელექტუალურ ამაღლებას და გულგრილია დედამიწიდან მომავალი მავნებლობების მიმართ.
მტკივნეული სამაგიერო, შეუთავსებლობის და გარიყვის განცდა:
ლექსის ბოლო ორი სტროფი //მაგრამ მიწაზე, სადაც კაცთა დგას ღრიანცელი,
რომ გაიაროს, ფრთები უშლის გოლიათური..// ამჟღავნებს გენიას მეორე მხარეს: ჩვეულებრივი ცხოვრების რეალობებთან შეუგუებლობას და გარიყულობის მუდმივ გრძნობას. ...
ადამიანები დასცინიან ამ შეუგუებლობას სამყაროსთან სადაც ბატონობენ უსახურობა,ვულგარულობა, ხეირის ძიება და სიმდაბლე.
ალბატროსი, პოეტი, შეადგენენ გარიყულთა, ლტოლვილთა კოჰორტის ნაწილს და ბოდლერი სწორედ მათში სნობს საკუთარ თავს.
დედას მიერ უარყოფილი ბოდლერი ხვდება ადამიანებს რომლებიც "მასზე სცდიან თავის სისასტიკეს" და თავს გრძნობს როგორც მსხვერპლად ისე პარიად....
დასკვნა:
ლექსი "ალბატროსი " იმეორებს რომანტიზმის ერთ-ერთ საყვარელ თემას, მისი ვერმცნობი საზოგადოებისგან პოეტის გაუცხოების თემას...
პოემას დინამიზმს ანიჭებს ბოდლერის სულისთვის დამახასიათებელი მანიქევლური სულისკვეთება:
სიდიადე და დაცემა, სულიერება და მატერიალურობა, ცა და მიწა,პოეტი და ბრბო ერთმანეთს უპირისპირდებიან მორალურ და სიმბოლურ პლანზე.
სიკეთის და ბოროტების ხატთა ეს მუდმივი დაძაბულობა ფესვს იდგამს საწყისი ცოდვისა და დაცემის ქრისტიანულ თემაში რომელიც აკვიატებია პოეტ ბოდლერს.
// ჟოელ დიუბოსკლარის ეს შესანიშნავი ტექსტი გამოქვეყნებულია ფრანგი ბაღნებისთვის დაწერილ წიგნაკში "განმარტებული ლექსები,შარლ ბოდლერის "ბოროტების ყვავილები" და "პარიზის სპლინი",პარიზი,2000, გვ. 4-12//.
No comments:
Post a Comment