ბერნარდ ლიუისი |
«ამერიკელი სწავლული ბერნარდ ლიუისი ფიქრობს რომ ქრისტიანებს და მაჰმადიანებს შეუძლიათ თანაარსებობა, მაგრამ ის ლაპარაკობს დასავლეთის თანდათან გამაჰმადიანების საშიშროებაზეც.
ცივილიზაციათა შეჯახება არაა იდეოლოგიური ჟინი, ისაა რეალობა რომელიც უნდა გავაანალიზოთ რათა არ გაგვტანჯოს მისმა შედეგებმა. ასეთი აზრი გამოთქვა ამერიკელმა ისტორიკოსმა ბერნარდ ლიუისმა ნაშრომში «ძალაუფლება და რწმენა, ისლამის საკითხები ევროპაში და საშუალო აღმოსავლეთში».
ეს არის ბოლო წლებში დაწერილი წერილების და მოხსენებების კრებული.
პრინსტონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ნაშრომები დიდი ხანია რაც ავტორიტეტით სარგებლობს მეცნიერთა შორის.
«საშუალო აღმოსავლეთის დღევანდელობის გასაგებად, გვიხსნის ამ ნაშრომში სწავლული, საჭიროა დღევანდელობის ჩასმა პერსპექტივაში, მით უმეტეს რომ მაჰმადიანები დღევანდელობას ხშირად განიხილავენ სამწუხარო თუ მითიური წარსულის ფონზე.
ასე მაგალითად, თუ დაუგდებთ ყურს ისლამისტურ პროპაგანდას, ამერიკის შეერთებული შტატები და იზრაელი არიან ათასი წლის წინ იერუსალიმის დამპყრობელი ქრისტიანების მემკვიდრეები. ეს აზრი იმდენადაა გავრცელებული დასავლეთშიც კი რომ მან მიჩქმალა არსებითი:
სახელგანთქმული ჯვაროსნული ლაშქრობები იყო ისტორიული რეაქცია ისლამის შეჭრაზე ევროპის გულში.
( მართლაც მატიანეებიდან ცნობილია რომ 732 წელს არაბთა 400000-ანი არმია გადავიდა პირენეებზე და შეიჭრა გალიაში (დღევანდელ საფრანგეთში). უფრო გვიანდელი გამოკვლევების თანახმად არაბთა ჯარი უნდა შემდგარიყო 30-50 ათასი მეომრისგან. ფრანკთა სამეფოს ცენტრალიზაციით უკმაყოფილო აკვიტანელ და ბურგუნდელ დიდებულთა დახმარებით აბდ-ელ-რახმანის არმია შეესია დასავლეთ გალიას, მიაღწია აკვიტანიის ცენტრამდე. პუატიეს დაკავების შემდეგ ის გაემართა ტურისკენ. არაბულმა ჯარმა შეტევით აიღო კარგად გამაგრებული ნარბონა და ალყაში მოაქცია დიდი ქალაქი ტულუზა. ძალიან მალე არაბთა კავალერია გამოჩნდა სეპტიმანიის და ბურგუნდიის ველებზე და მიაღწია მდინარე რონას მარცხენა სანაპირომდე, შევიდა ფრანკთა მიწებზე, დასავლეთი ევროპის ველებზე მზადდებოდა მაჰმადიანური და ქრისტიანული სამყაროების დიდი შეჯახება. რომ არ გამოჩენილიყო კარლოს მარტელი (ურო) ცუდად იქნებოდა საქმე. წმინდა ომის მანამდე უცნობი ცნება შემუშავდა ჯიხადთან შეხვედრის შედეგად,გ.მ.).
დღეს მოდაშია ჯვაროსნული ლაშქრობების წარმოდგენა დასავლური იმპერიალიზმის პირველ თავდასხმად მესამე სამყაროზე. ამ ანაქრონიული ინტერპრეტაციას არა აქვს არავითარი აზრი ეპოქის კონტექსტში.
ქრისტიანთა ჯარების წინსვლას XI საუკუნეში მიზნად ჰქონდა ევროპაში მაჰმადიანური მარწუხის გახსნა და ქრისტიანობის მიერ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.... პირველ რიგში ეს ეხებოდა ესპანეთს და პორტუგალიას. მაგრამ სირიაც და პალესტინაც ძველი ქრისტიანული მიწები იყო და ქრისტიანთა მოვალეობა იყო მათი დაბრუნება, მით უმეტეს რომ იქ იყო ქრისტიანობის წმინდა ადგილები.»
ბერნარდ ლიუსის თანახმად საქრისტიანობისა და ისლამის კონფლიქტი მნიშვნელოვანია ევროპისთვის რომელიც აიგო,განსაკუთრებით XVII საუკუნეში ვენასთან თურქების უკუგდებით ისლამისთვის გარკვეული საზღვრის დაწესებით. მაგრამ ის მნიშვნელოვანია ისლამის იდეოლოგებისთვის რომელთაც არ უთქვიათ უარი მსოფლიოს ამ რეგიონის დაპყრობაზე.
დემოგრაფიის საკითხები:
ლიუისის აზრით ისლამთან თანაარსებობა შეიძლება თუ კი ის არ იქნება ჰეგემონური. «ევროპა გამაჰამდიანდება თუ გაჩნდება გაევროპულებული ისლამი?» სვავს კითხვას სირიელი ფილოსოფოსი სადიკ ალ-აზმ.
ლიუისის აზრით საკითხი სერიოზულია.
«მაჰმადიანებს აქვთ რწმენა და ჟინი, რაც აკლიათ გაჭიანურებებში და საკუთარი თავის კილვა-ძაგებაში ჩაკარგულ დასავლელებს...
მაგრამ მაჰმადიანებს ყველაზე მეტად აქვთ დემოგრაფიული უპირატესობები: მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა და მიგრაციული მოძრაობები რის შედეგადაც ევროპის ზოგი ქალაქის და,მეტიც, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მალე შეიძლება მაჰმადიანებისგან იყოს შემდგარი», აცხადებს ისტორიკოსი რომელიც ამ შემთხვევაში იზიარებს ამერიკელი ჟურნალისტი კრისტოფერ კოლდუელის აზრს ნაშრომში « აზრები ევრპული რევოლუციის შესახებ». ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ხმაურის გამომწვევ ამ წიგნში ლაპარაკია ევროპის თანდათანობითი გამაჰმადიანების შესაძლებლობაზე.
ეს საინტერესო წერილი დაიბაჭდა ფრანგულ გაზეთში «ლე ფიგარო» 2011 წლის 25 აგვისტოს ნომერში.
Le pouvoir et la foi. Questions d'islam en Europe et au Moyen-Orient de Bernardერ Lewis, Odile Jacobჟ, 268 p., 23,90 €.
L'islamი estე le plusპ grave dé პposé à l'Europe" ACTUALITÉ Le Figaro Magazine,JEAN SÉVILLIA, 08/10/2011.
ფრანგული «ლე ფიგარო მაგაზინ»,08.10.2011/
დარჩება კი ევროპა ის რაც არიც თუ კი მისი მოსახლეობა შეიცვლება? განა უშედეგო იქნება ევროპაში ისლამის მასიური შესვლა? ამ კითხვებზე შოკის მომგვრელ წიგნში უარყოფით პასუხებს აძლევს ამერიკელი ჟურნალისტი კრისტოფერ კოლდუელი.
ეს კაცი არაა ჯვაროსნული ლაშქრობის შეშლილი ქადაგი. ეს ზრდილობიანი მანერების და ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომის მქონე 50-ოდე წლის კაცი პარიზში გავლისას თავის აზრებს გამოთქვამს ხმადაბლა, სიტყვების აწონვით, ჟურნალისტი, ევროპის პოლიტიკური საქმეების სპეციალისტი კრისტოფერ კოლდუელი არის ფაინენშლ ტაიმსის წამყვანი ჟურნალისტი და ნიუ იორკ ტაიმს მეგეზინის და უიკლი სტანდარდის რედაქტორი.
2009 წელს მან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოაქვეყნა შოკის მომგვრელი წიგნი: «მოსაზრებები რევოლუციაზე ევროპაში: იმიგრაცია,ისლამი და დასავლეთი». ეს წიგნი ითარგმნა ფრანგულად ოდნავ ადაპტირებული სათაურით: « რევოლუცია ჩვენს თვალწინ, როგორ გარდაქმნის საფრანგეთს და ევროპას ისლამი».
ამ გამოცემის წინასიტყვაობა დაწერა დემოგრაფმა,იმიგრაციის სპეციალისტმა მიშელ ტრიბალამ.
«ფრანგებმა და საზოგადოდ ევროპელებმა, წერს ის, უნდა წაიკითხონ ეს წიგნი ვინაიდან ლაპარაკია მათზე. და არასოდეს არავინ დალაპარაკებია მათ ისე როგორც ელაპარაკება კრისტოფერ კოლდუელი».
იქნებ ამის გამოა რომ მრავალმა დიდმა გამომცემლობამ თავიდან უარი თქვა წიგნის დაბეჭდვაზე?
აღწერს რა იმიგრაციის, განსაკუთრებით მაჰმადიანთა იმიგრაციის ზრდას ყველა ევროპულ ქვეყანაში ავტორი სვავს კითხვას რომელიც მოკლედაა გადმოცემული ამერიკული გამოცემის ქვესათაურში: « დარჩება კი ევროპა იგივე მის წიაღში განსხვავებული ხალხით?»
ესაა გადამწყვეტი კითხვა რომლის დამარხვაც უნდოდა ფრანგულ პოლიტიკურად კორექტულ ტონს.
მაშ უნდა გაგვიხარდეს რომ ახალი სამყაროდან მოსულ თავისუფალ სულს თავისი წვლილი შეაქცს ჩვენი მომავლისთვის არსებით დებატში.
–რამ დაგაფიქრათ ევროპაში იმიგრაციის საკითხზე?
კრისტოფერ კოლდუელი |
მე ყოველთვის მსურდა მწერლად გახდომა. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ დავწერე რამოდენიმე რომანი, ეს არ ყოფილა ჩემი ნამდვილი მოწოდება.
მე გავხდი ჟურნალისტი და მას შემდეგ დავინტერესდი იმიგრაციასთან და კულტურების კონფრონტაციასთან დაკავშირებული საკითხებით.
იმიგრაცია, როგორიც არ უნდა იყოს მისი ისტორიული გარემოებები, მუდამ იწვევს ეკონომიკურ,სოციალურ,კულტურულ კონფლიქტებს.
არა და ჟურნალიზმი იკვებება კონფლიქტებით. მე გამიჩნდა აზრი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე მდებარე ტიჟუანას შესახებ დაწერის შესახებ.
60 წლის წინ ეს იყო სოფელი. დღეს ესაა ქალაქი სადაც ცხოვრობს 3 მილიონი კაცი. ესაა ქალაქი-საზღვარი რომლის მოსახლეობაც მუდამ იცვლება.
მაგრამ ამ საკითხზე ჩემმა ძიებებმა გამიჩინა ევროპაზე წერის სურვილი. ევროპას მე ვიცნობდი მექსიკაზე, მეტიც, კალიფორნიაზე უკეთესად.
მე, მაშ, გამოვაქვეყნე წერილები ევროპაში იმიგრაციის შესახებ. მე ვფიქრონ რომ მე ერთ-ერთმა პირველმა მივაქციე ყურადღება ამ საკითხს.
ეს იყო 1990-ანი წლების დასასრული,ესე იგი 11 სექტემბრის წინ. 2001 წლის შოკის შემდეგ მრავალმა ჟურნალმა დამიკვეთა წერილები იმიგრაციაზე საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში თუ იტალიაში.
ადგილზე კვლევისას მე აღმოვაჩინე რომ არსებობდა მიგრაციული ფენომენის პირისპირ მდგომი ევროპული ქვეყნებისთვის საერთო პრობლემები. მაშ,თემის ზოგადად განხილვისათვის მე გადავწყვიტე წიგნის დაწერა.
- რითი ეხება ამერიკელებს ევროპაში მიგრაციული პრობლემა?
ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვიცნობთ იმიგრაციის პრობლემას. ზოგი ამას თვლის პრობლემად, მაგრამ მე არ ვფიქრობ ასე. ბოლო ათწლეულებში დიდი მიგრაციული ტალღა გაჩნდა მექსიკიდან, ცენტრალური თუ სამხრეთ ამერიკიდან. ეს მიგრანტები ლათინურ ამერიკული კათოლიკური კულტურის მატარებლები არიან. არა და ეს კულტურა არაა უცხო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის,ქვეყნისთვის სადაც თავიდანვე იყო ძლიერი კათოლიკური უმცირესობა. სამხრეთ ამერიკიდან მოსულები ძალიან ღარიბები არიან,მაგრამ მათი კულტურა და ცხოვრების წესი საკმაოდ ახლოსაა სიცილიელების კულტურასთან და ცხოვრების წესთან. არადა იტალო-ამერიკელ მოქალაქეთა ულრავლესობა წარმოშობით სიცცილიელია.
ესაა ოჯახურ სოლიდარობაზე დაფუძნებული კულტურა, გაყრათა ბევრად ნაკლები რაოდენობით ვიდრე ჩვენშია, სხვა საფუძვლებია ძლიერი ღვთისმოსაობა და გამოკვეთილი მორალური ღირებულებები.
ამერიკული საზოგადოებისთვის ასეთი მოსახლეობა არაა პრობლემა, პირიქით, ეს კოზირია. ჩვენს იმიგრანტებთან ჩვენ,მაშ,თქვენგან განსხვავებით, არა გვაქვს კულტურული პრობლემა.
ევროპული დებატი იმიგრაციის შესახებ ბრუნავს ასიმილაციასა და ინტეგრაციას შორის არსებული განსხვავების ირგვლივ.
ჩვენ გვაქვს ასიმილაციის კარგი ტრადიცია, მაგრამ არის ერთი რამე რისი ასიმილაციაც შეუძლებელია, ესაა რელიგია.
ყველა ამერიკელს აქვს დედამისის დედამისის დედამისის რელიგია. ამერიკელს ოდესღაც შეიძლება ჰყოლოდა ირალდიელი წინაპარი, ის რჩება ირლანდიელ კათოლიკედ.
ეს არაა ძნელი ქვეყანაში რომელსაც აქვს ყველაფერი რათა ხელი შეუწყოს პროტესტანტების, კათოლიკეების თანაარსებობას, გვერდიგვერდ ცხოვრებას.
მაგრამ რელიგიების თანაარსებობა არაა თავისთავად ცხადი ამბავი.
ეს ნამდვილი პრობლემაა ევროპაში ვინაიდან ისლამი არის რელიგიური კულტურა რომელსაც სურს საზოგადოებისთვის ფორმის, სტრუქტურის მიცემა.
და ეს განა უთავსდება ევროპულ ტრადიციას?თქვენ მეკითხებით თუ რატომ აინტერესებთ ამერიკელებს იმიგრაცია ევროპაში. ამერიკელები აქ არ ეძებენ გაკვეთილს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ვინაიდან ვითარება ძალიან განსხვავებულია.
ამერიკელები დაინტერესებულები არიან გეოსტრატეგიული მოსაზრებების გამო: მათ აინტერესებთ ევროპის არაასიმილირებული მოსახლეობები რომლებიც ჩანან ტერორიზმის თუ ანტიამერიკანიზმის პოტენციურ წყაროებად.
მაგრამ ეს არაა ჩემი პირადი საკითხი. მე მაინტერესებს მაჰმადიანური იმიგრაციის გავლენა ევროპულ საზოგადოებაზე როგორც ასეთზე.
-ისლამი წარმოადგენს იუდეურ-ქრისტიანული ცივილიზაციისგან განსხვავებულ ანტროპოლოგიას, და განა აქედან არ იწყება სირთულე?
ეს კარგი კითხვა ჩემი არაა. მე სულ არ ვცდილობ დასავლური კულტურის თუ ისლამურ-არაბული კულტურის შედარებითი ღირებულების ჩვენებას.
ჩემი მიზანი შემდეგია: დემოკრატიაში საჭიროა წესების გაზიარება. არადა განსხვავებული მსოფლმხედველობების განმასახიერებელ ორ კულტურას უჭირს ასეთ წესებზე შეთანხმება.
ეს არ ნიშნავს იმას რომ შეთანხმება შეუძლებელია. ეს ნიშნავს იმას რომ შეთანხმება ძნელია. და განა ეს მეორეხარისხოვანია?
ვნახავთ თუ არა ოდესმე მაჰმადიანურ ფემინიზმს? არ ვიცი. ქალის დასავლური კონცეფცია არ ეთანხმება ქალის არაბულ-მაჰმადიანურ კონცეფციას.
- თქვენი წიგნი ეხება მთელ ევროპას. მაგრამ განა სხვადასხვა ქვეყანაში მდგომარეობა სხვადასხვა არაა?
მე ვეხები ქვეყნებს საიდანაც გამიკეთებია რეპორტაჟები და რომელთაც ჩემის აზრით ვიცნობ საკმაოდ კარგად: საფრანგეთს,გერმანიას, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, დანიას,ესპანეთს,ჰოლანდიას,შვედეთს.
ჩემს მიერ შესწავლილ ქვეყნებში სხვადასხვანაირია მიმღები საზოგადოების დამოკიდებულება იმიგრანტებისადმი, მაგრამ პრობლემები ასე თუ ისე ერთნაირია.
დასაწყისისთვის. იმიგრანტების ინტეგრაცია გლობალურად ენათესავება მარცხს. და ყველგან ისმის ერთი და იგივე კითხვები: მიგრანტებით დასახლებულ კვარტალებში უმუშევრობის და დამნაშავეობის დონე უფრო მაღალია საშუალო დონეზე. ერთი და იგივეა კვების მაჰმადიანური წესები, საავადმყოფოებში თუ სპორტულ დარბაზებში სქესთა ერთმანეთისგან დაშორების მოთხოვნები, ყველგან ეძებენ ზომიერ და თავშეკავებულ მაჰმადიან თანამოსაუბრეს....
წლების მანძილზე ერთი ევროპული ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობისას მე მესმოდა ერთი და იგივე წუხილი,ერთი და იგივე სიტყვები, მეტიც,ერთი და იგივე ხუმრობები.
ფრანგ მკითხველებს თქვენი წიგნი ნამეტანი თავისუფალი ტონით დაწერილად მოეჩვენებათ იმიტომ რომ აქამდე ამ თემას უდიდესი სიფრთხილით ეკიდებოდნენ...
მე ვიცი რომ თქვენთან ეს თემა გარშემორტყმულია ტაბუებით და უთქმელობებით. მაგრამ მე ჟურნალისტი ვარ და ჟურნალისტის მიერ გაწეული უდიდესი სამსახურია დებატის დაწყება.
თუ კი ვეძებთ განსხვავებას ევროპულ ქვეყნებს შორის იმიგრაციასადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით საფრანგეთში დიდი ბრიტანეთისაგან თუ გერმანიისგან განსხვავებით სიტყვა დახურულია. პიერ-ანდრე ტაგიევი არ ცდება როდესაც ის ახსენებს «იმიგრაციონიზმის» იდეოლოგიას.
თქვენში თითქმის არალეგალურია კრიტიკული აზრი იმ ფენომენზე რომელიც ყველა საზოგადოებრივი მოვლენისავით ვერ უნდა გაექცეს კრიტიკულ სულისკვეთებას.
ჩემი, როგორც უცხოელის თვალსაზრიის შეუძლია ცოტა დისტანციის მოტანა. მე,ამერიკის მოქალაქე, გარედან და პიროვნული ემოციის გარეშე ვაკვირდები ევროპულ საზოგადოებას.
ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის საწინააღმდეგოდ ახალგაზრდა ქვეყანაა. მაგრამ ჩვენს ისტორიაში იყო ეთნოსთა შეჯახება. მე მაწუხებს ის რომ ევროპული ვითარება ემსგავსება რასიულ პრობლემას რომელმაც დიდი ხნით მოწამლა ამერიკის ცხოვრება. ეს არ ნიშნავს იმას რომ ევროპისთვის არ არსებობს არანაირი გადაწყვეტა და რომ ორ ეთნიკურ ჯგუფს არ შეუძლიათ ორივესთვის მისაღები და დამაკმაყოფილებელი რამის ერთად აგება.
უნდა გააცნობიეროთ ევროპას ამიერიდან აქვს სერიოზული და გრძელვადიანი პრობლემა. ჩვენში ის გრძელდებოდა 350 წელი... მე ვფიქრობ რომ პრობლემა კიდევ უფრო რთულია ვიდრე ეს ევროპელებს წარმოუდგენიათ.
- თქვენი წიგნის დასკვნა არაა დიდად ოპტიმისტური.
თქვენ წერთ რომ თავის თავში დაეჭვებულ და ძლიერ კულტურებს შორის ძლიერი კულტურა აჯობებს თავის თავში დაეჭვებულ კულტურას.
წიგნის ბოლოს მინდოდა მეთქვა რომ ძნელია ძლიერი რელიგიური კულტურისა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული კონტრაქტული სისტემის შერიგება იმიტომ რომ ასეთი შეხვედრისას უპირატესობა აქვს იმას ვისაც არ უნდა მოლაპარაკება. თავის თავში დარწმუნებული რელიგია, რომელსაც სურს მთელი სოციალური ორგანიზაციისთვის სტრუქტურის მიცემა, მაგალითად ისლამი, არაა მზად მორიგებისთვის.
- რას ელით თქვენი ნაშრომის ფრანგული გამოცემისგან?
მე ვარ ჟურნალისტი და მწერალი. ეს არაა პოლიტიკური წიგნი. ჩემს მიერ აღწერილ პრობლემებს რა თქმა უნდა აქვთ პოლიტიკური განზომილება,მაგრამ ჩემი ნაშრომი არაა პოლიტიკური მანიფესტი, და კიდევ უფრო ნაკლებადაა ისლამისთვის ომის გამოცხადება.
ესაა უბრალოდ აღწერა მდგომარეობისა რომელსაც მე ვთვლი უმძიმეს გამოწვევად ევროპისთვის.
ვენადან ბრიუსელამდე, მაჰმადიანი ახალგაზრდობა:
... ავსტრია არის ძლიერი არაევროპული იმიგრაციის იშვიათი ქვეყანა რომელიც აღწერების დროს ყურადღებას აქცევს რელიგიას. კათოლიკე ქალი აჩენს 1,32 ბავშვს,პროტესტანტი-1,21-ს, არარელიგიური-0,86-ს, მაჰმადიანი-2,34-ს....
ვენას დემოგრაფიის ინსტიტუტის ოთხი დემოგრაფის თანახმად საუკუნის შუა ხანებისათვის ისლამი შეიძლება იყოს 15 წელზე ახალგაზრდა ავსტრიელთა უმრავლესობის რელიგია.
ბელგიაში წარმოშობით მაროკოელ ბელგიელებს ორჯერ უფრო მეტი შვილი ჰყავთ ვიდრე მკვიდრ ბელგიელებს. იქ კი მოსახლეთა მეოთხედი სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან და 2006 წელს დაბადებულ ბავშვთა 56% მაჰმადიანად დაიბადა. მათ უმეტესობას დაარქვეს მოჰამედი,ადამი, რაიანი, აიუბი,მეჰდი,ამინი და ჰამზა.
დუისბურგში, რაინისპირეთში(რენანია), 34 მეტრის სიმაღლის მინარეთი:
რელიგიური ინსტიტუტების დაარსება იმიგრანტული ცხოვრების ჩვეულებრივი და პროგნოზირებადი ამბავია, მაგრამ ამას სხვანაირად უყურებდნენ ამსტერდამის დასავლეთით, მიუნხენისა და კიოლნის ავტოქტონები რომლებიც აღმოჩნდნენ მიზგითების ირგვლივ გამართული ხელჩართული ბრძოლების მონაწილეები ან მოწმეები. წინააღმდეგობა შეხვდა გერმანიის უდიდესი მიზგითის, დუისბურგ/მარქსლოჰის მიზგითის აგებასაც, თუმცა ლაპარაკი იყო ევროკავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ თანამედროვე და სანიმუშო დაწესებულებაზე საშუალო ბურჟუაზიიდან გამოსული მორწმუნეებით. 34 მეტრის სიმაღლის მინარეთის აგებას არ გამოუწვევია დიდი მღელვარება, მაგრამ კვირაში ერთხელ ყივილის ნება მუეძინს არ მისცეს. ტელევიზიამ გაავრცელა შემაშფოთებელი ცნობები იმის შესახებ რომ მარქსლოჰში საქმეებზე მოხვედრილ გერმანელებს ამიერიდან მოუწევდათ თურქულად ლაპარაკი. ქალაქის გარაჟებში,სარდაფებში თუ ქუჩებში არსებულ 44 მიზგითს არ გამოუწვევია ისეთი მღელვარება როგორც გამოიწვია ამ ახალმა მიზგითმა რომლის დანიშნულებაც იყო დუისბურგის თურქული თემის შეყვანა თანამედროვეობაში. არადა და იმ 44 მიზგითს ხელმძღვანელობდნენ წმინდა და შეუპოვარი მაჰმადიანები.
საქმე იმაშია რომ ახალი დიდი მიზგითი იყო გერმანიაში დასარჩენად მოსული ისლამის ნიშანი.
ეხლა უპირატესობა ისლამის მხარესაა:
ევროპის მთავარი პრობლემა ისლამთან და საზოგადოდ იმიგრაციასთან ისაა რომ ევროპაში კულტურის თვალსაზრისით უძლიერესი თემები არაევროპული თემებია.
მიუხედავად ამ პრობლემის გადასაჭრელად მიღებული ზომების მრავალფეროვნებისა-მულტიკულტურალიზმი ჰოლანდიაში, საეროობა საფრანგეთში, ნებართვის მიცემა დიდ ბრიტანეთში, კონსტიტუციური პუანტილიზმი გერმანიაში, პრობლემა არსებობს ევროპის ყველა ქვეყანაში.
ევროპას პრობლემა აქვს ისლამთან და იმიგრაციასთან და არა მის მოსავლელად გათვალისწინებული ზომების არასწორ გამოყენებასთან.
ისლამი არის დიდებული რელიგია, რომელიც ზოგჯერ საუკუნეთა მანძილზე იყო ბრწყინვალე და გულუხვი კულტურა...მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არაა ევროპის რელიგია და კულტურა.
უეჭველია რომ ისლამთან დაპირისპირებიდან ევროპა შეცვლილი გამოვა. მაგრამ ისლამის ასიმილაციის შესაძლებლობა სულაც არაა სარწმუნო.
ევროპა უნდა შეეკამათოს ახალმოსულთა მაჰმადიანობას.
დღეს ისლამს უკეთესი პოზიცია აქვს ისლამს დემოგრაფიულადაც და ფილოსოფიურადაც, თუმცა ბოლო უპირატესობა თითქოს არაა ცხადი.
ამ პირობებში ცნებებს «უმრავლესობა» და «უმცირესობა» არა აქვს აზრი.
როდესაც თავის თავში ნაკლებად დარწმუნებული, ჭედადი და ჭიმვადი, რელატივისტური კულტურა ხვდება ფესვგადგმულ,საკუთარი თავისადმი ნდობით სავსე, თავის თავში დარწმუნებულ და საერთო დოქტრინებით გაძლიერებულ კულტურას როგორც წესი ცვლილებას განიცდის და მეორეს ეხამება პირველი, საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებული ჭედადი კულტურა.
________________________________________________
ნაწყვეტები იგივე წიგნიდან ფრანგულ ჟურნალში «თანამედროვე ღირებულებები», 05.10.2011/
როგორ ცვლის ისლამი ევროპას: ნაწყვეტები კრისტოფერ კოლდუელის შოკის მომგვრელი წიგნიდან «რევოლუცია ჩვენს თვალწინ».
დემოგრაფიული პრობლემა: ევროპის ყველა ქვეყანაში არაევროპელ მიგრანტთა რაოდენობა იზრდება და ის მალე გაბატონებული იქნება. ევროპელები აღარ აჩენენ ბავშვთა საკმარის რაოდენობას. ამის მიზეზი იქნება კეთილდღეობის ხარისხი, დეკადანსი თუ ერების განწყობასთან თუ მორალთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები ევროპელ ავტოქტონთა ნაყოფიერება ეცემა წლების მანძილზე და ეხლა მან მიაღწია არნახულად დაბალ დონეს.
ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ავტოხტონური, მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, ზოგ ევროპულ ქვეყანაში კი ეს შემცირება თავბრუდამხვევია...
ევროპის მოსახლეობის ზრდის ევროპული წყარო აღარ არსებობს და ევროპას თავისი სიდიდის და დინამიზმის შენარჩუნება შეუძლია მხოლოდ ევროპაში არაევროპელთა შეყვანით.
ევროპის ზოგ ქვეყანაში იმიგრანტთა ან იმიგრანტთა შვილების პროცენტული შემადგენლობა უახლოვდება მოსახლეობის მეოთხედს. 9 მილიონი შვედიდან 1,5 მილიონი იმიგრანტი ან იმიგრანტის შვილია... 2050 წლისთვის ჰოლანდიელთა 29%-ის სულ მცირე ერთი მშობელი უცხოეთში იქნება დაბადებული.
ზოგი მათგანი ევროპული ქვეყნებიდან იქნება მოსული, მაგრამ უმრავლესობა, დაახლოებით 2,8 მილიონი ანუ ჰოლანდიის მოსახლეობის 17% წარმოშობით არადასავლელი იქნება.
მაგრამ ეს ციფრებიც ამცირებენ წარმოშობით არაევროპელ ინდივიდთა რაოდენობას ვინაიდან ზოგი მათგანი იქნება ჰოლანდიაში დაბადებულ ჰოლანდიის მოქალაქეთა შვილი.
დემოგრაფისა და ოქსფორდის მკვლევარი დევიდ კოლემანის თანახმად იმიგრაციის სრულებით გაყინვის შემთხვევაშიც დიდ ბრიტანეთში იქნება 7 მილიონი «არა-თეთრი». და მათი რაოდენობა მიაღწევს 16 მილიონს თუ კი გაგარძელდება დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 108 000 ახალი იმიგრანტის ჩასვლა. არადა ეს ციფრიც შეიძლება მალავდეს იმიგრაციული ზეწოლის ძალას. 2000-ანი წლების შუა ხანებში დიდი ბრიტანეთი ყოველწლიურად იღებდა დაახლოებით 50 000 მიგრანტს, ანუ მოსახლეობის 1%-ს.
საუკუნის შუა ხანებში დიდ ევროპულ ქვეყნებში წარმოშობით უცხოური მოსახლეობა იქნება მთელი მოსახლეობის 20-32 %.
თავისუფლება ვისთვის?
უნივერსალისტური სეკულარიზმი-საეროობა გრანდიოზული ჩანაფიქრია, მაგრამ ის არაა საკმარისი ისლამის რეგულაციისთვის.
ამ ქვეყნიდან მოწყვეტილი ეკლესიებისთვის შექმნილი წესები ნაკლებად ეფექტურია ,სპფლიო მასშტაბის ისეთი დინამიური რელიგიისთვის როგორიცაა ისლამი მისი ქსელებით, ფინანსური მხარდაჭერით საზღვარგარეთიდან,საუდის არაბეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან. ამ საზოგადოებას კი აქვს ნამდვილი პოლიტიკური პროგრამა, მას განსაზღვრული აქვს თუ ვინ არიან მისი მეეგობრები და მტრები, ის სიმკაცრეს ავლენს სარწმუნოების შიგნით დისიდენტების და გარეთ კი სკეპტიკოსების მიმართ.
ათეისტები, აგნოსტიკოსები და ქრისტიანები აღარ იყენებენ ევროპაში რელიგიის თავისუფლებას და ეს თავისუფლება ბოლოს და ბოლოს იქნება ისლამის თავისუფლების სინონიმი.
ბევრ დასავლელ პროგრესისტს სჯერა რომ მთელი მსოფლიო მიბაძავს ან დაემორჩილება დასავლეთის ისტორიას. პათეტურია იმის დანახვა თუ როგორ უცდიან ისინი ისლამის თავისთავად მოდერნიზაციას, რომ ის საკუთარი სურვილით შეამცირებს მაჰმადიანთა ღრღნას ისე როგორც ეს გააკეთა ქრისტიანობამ XVI საუკუნის შემდეგ.
ესაა ფუნდამენტური შეცდომა. ჩვენ გვინდა რეფორმაში და განმანათლებლებში ინტელექტუალური ისტორიის უბრალო ეპიზოდის დანახვა და ჩვენ ვასკვნით რომ ევროპული სეკულარიზმი არის ინტროსფექციის საქმე და მეტი არაფერი.
ნაწილობრივ ასეც იყო, მაგრამ იყო ეკლესიასთან ბრძოლაც, ხშირად შეიარაღებულიც.
ეხლა კი ეკლესიასთან იარაღითაც მებრძოლმა ევროპელებმა ისლამის ირგვლივ ააგეს შემწყნარებლობის კედელი, ისინი ისლამს იცავენ გარეშე ზეწოლისგან რაც ქრისტიანობამ განიცადა
XVI-XIX საუკუნეებში და ამავე დროს ისინი ელიან რომ ისლამი თვითონ, თავისთავად დაემხობა...
საუკუნეების მანძილზე დაუნდობელი სისასტიკით უტევდნენ ქრისტიანობის გონივრულ ხასიათს მაგრამ როგორც კი ლაპარაკი დაიწყება ისლამზე სოციალურად მიუღებლად ითვლება რამე მსგავსი.
ისლამი ფაქტიურად სულ უფრო და უფრო დაცულია იურიდიულად კრიტიკისაგან.
2009 წელს ნიდერლანდელ პოლიტიკოს გეერტ ვილდერსს მისი ქვეყნის სასამართლომ ბრალად დასდო წაქეზება ძალადობისკენ. ამის მიზეზი იყო ფილმი «ფიტნა» რომელშიც გმობს ზალადობას ყურანში, რომელსაც ის ადარებს «მაინ კამფს». შემდეგ თვეს ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანმა უარი თქვა ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლაზე მაშინ როდესაც ის დაპატიჟებული იყო პარლამენტის ლორდთა პალატაში მისი ფილმი «ფიტნას» წარსადგენად.
ვილდერსის კრიტიკა უხერხული იყო, ის ასცდა მიზანს,მაგრამ ეს იყო პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ და არა მოწოდება ძალადობისკენ.
შარიათის მიმზიდველობა:
ისლამის ექსპერტი ოლივიე როის თანახმად ისლამის ის ელემენტები რომლებიც თითქოს შეუთავსებადია დასავლეთთან (პირბადე,ჰალალი),მათ შორის ქალთა საკითხიც სათითაოდ შეთავსებადია მასთან.
რევოლვერის ცალ ცალკე აღებული ნაწილებიც არაა საშიში...
მაგრამ ევროპელებს აშფოთებთ შარიათი როგორც წმინდა კანონების მთლიანობა რომელიც იძლევა ალტერნატიულ სისტემას...
ჟურნალები ალაპარაკობენ რომ საუდის არაბეთში ქურდებს სჭრიან ხელებს, ირანში ქვებით ჩაქოლვით ხოცავენ მოღალატე ქალებს. ეს ასეა,
მაგრამ შარიათი არის უფრო პროზაული და ხშირად მიმზიდველი ევროპული სინამდვილეც. მთელ ევროპაშის საყასბოები ჰალალ. არსებობენ სარიათის შესაბამისი ფონდები
(დოიჩე ბანკის მიერ შეთავაზებულთა მსგავსად) რომლებიც განკუთვნილია იმ მაჰმადიანებისთვის ვისაც არ სურთ ინვესტირება ალკოჰოლში,თამბაქოში, ღორში თუ აზარტულ თამაშებში.
შარიათია ის იმამებიც და ერუდიტებიც ვინც აწესრიგებენ გაყრის პროცედურებს.
მთავარი კითხვაა დარჩება თუ არა შარიათი ნებაყოფლობით და პირად საქმედ (კაშერის პრაქტიკის მსგავსად) თუ რამენაირად იქნება აღოარებული სახელმწიფოს მიერ.
ევროპა მიემართება ამ უკანასკნელი მიმართულებით.
კენტერბერის მთავარეპისკოპოსმა 2008 წელს ბრძანა რომ ბრიტანეთში უკვე არის ვითარებები როდესაც რელიგიური თემების შინაგანი კანონები აღიარებულია ეროვნული, სახელმწიფო კანონების მიერ. ის ლაპარაკობდა იმაზეც რომ ორთოდოქს ებრაელებს ქორწინებათა გაყრების საკითხებზე შეუძლიათ მიმართვა რაბინთა სასამართლოებისთვის. ის ფრთხილად ლაპარაკობდა ზოგი იურიდიული ფუნქციების გქდქცემაზე თემის რელიგიური სასამართლოებისთვის...სხვა მოსაზრებებიც იქნება.
No comments:
Post a Comment