4.26.2012

ერიხ სოლოვიოვი დღესაც თანამედროვე შექსპირის ხანაზე-3. :

ჰორაციო,ჰამლეტი და სული
«რატომ უნდა აჩინო ცოდვილები?-ეკითხება უფლისწული ოფელიას.-მე თვითონ უფრო პატიოსანი ვარ და მაინც მე შემიძლია ჩემს თავს ისეთი რამეები დავდო ბრალად რომ ჯობდა დედაჩემს არ გავეჩინე ამქვეყნად...»

არ ღირს კაცობრიობის არსებობის გაგრძელება
ან (სუბიექტურ-პიროვნული თვალსაზრისით) ცხოვრება არ ღირს.

«სულში ის თვითმკვლელია»,-წერს ჰამლეტზე ლ.ს.ვიგოტსკი, და ამას ადასტურებს ტრაღედიის ტექსტი:

«რად არ მეშლება ეს სხეული, ესერიგად მაგარი?
რად არ გადნება და ცის ნამად არ გადიქცევა!
ან შემოქმედი თავის მოკვლას ნეტა რად გვიშლის?
ოჰ ღმერთო,ღმერთო,ყველა საქმე ამ წუთის სოფლის
როგორ ფუჭია,უნაყოფო,დაობებული.
თითქოს ქვეყანა იყოს ბაღი გაუმარგლავი,რაშიც ხარობს მხოლოდ ბღვარძლი,ცუდი ბალახი...»...


ჰამლეტს სულ არ სწყურია სიცოცხლე, ის ვერ გრძნობს მიწიერი არსებობის ღირებულებას ( «მე ჩემს სიცოცხლეს არ ვაფასებ ქინძისთავად»). თვითმკვლელობისგან მას აკავებს მხოლოდ სიკვდილის ცრუმორწმუნე შიში...

ასე ათრევდა ჰამლეტი დიდხანს თავის საძულველ ცხოვრებას რომ არ გამოცხადებოდა მოჩვენება, რომ არ გაეჩინა ის ხელახლა მამამისს საიქიოდან
(ვიგოტსკის გამოთქმა). ამის წყალობით ჰამლეტმა მიიღო მისია,მისტიკური მოწოდება.

ჰამლეტი არაა უბრალოდ პასიური. ის უგებს მახეს,კლავს პოლონიუსს,ვერაგული ,ოხერხებით აგზავნის სიკვდილზე როზენკრანცს და ჰილდენსტერნს. 

მაგრამ შინაომის ჩვეულებრივი მორალური რეპერტუარიდან აღებული ეს «პოლიტიკური» აქციები ( ბოროტმოქმედის მხილება, ჯაშუშის მოკვლა,მოღალატის მოტყუება) არ აუქმებს უაზრობას რომელშიც შინაომმა ჩაძირა სამყარო და ჰამლეტი ყველაფერ ამას უნებურად აკეთებს.

მისი აპატიის დამძლევ ნებას ჰამლეტი გრძნობს მხოლოდ მას შემდეგ რაც «უკვე ზღვარგადასული» მომაკვდავი დედამისი «უკვე იქიდან» არ დაადასტურებს იმას რაც ჰამლეტს უთხრა მოკლული მამის აჩრდილმა.

გვიან ხანაში ჰამლეტის «უნებისყოფობა» როგორც წესი იწვევდა გაუგებრობას და საყვედურებს არადამაჯერებლობაში. არა და Qშექსპირის დროინდელი მაყურებლისთვის ეს ისევე დამაჯერებელი და გასაგები იყო როგორც დანიის უფლისწულის სასაფლაოს ენა. მოულოდნელობად და ალბათ შემძვრელ მოულოდნელობად ჩანდა გმირის თავდავიწყებული, ჟინიანი აქტიურობა პიესის ფინალში ( აქტიურობა რომელიც ენათესავებოდა ადრერეფორმაციულ «ვდგევარ ამაზე და სხვაგვარად არ შემიძლიას»).

ჰამლეტის ცნობიერება უშუალოდ ემთხვეოდა შექსპირის თანამედროვის ცნობიერებას.

შექსპირის თანამედროვეს ბუნებრივად სძულდა სიცოცხლე და ამაო ფაციფუცად მიაჩნდა ყველა «პოლიტიკური» აქცია.ეს მოიტანა სამოქალაქო შუღლმა,შინაომმა და სისხლისღვრამ რომელმაც პიროვნება გამოგლიჯა ტრადიციული თემური თუ კონფესიური კავშირებიდან და ერთმანეთს დაუპირისპირა კბილებამდე შეიარაღებული ინდივიდები.

ინდივიდუალისტური ჰედონიზმის ძველი ფორმულიდან «ეძებე სიამოვნება,თავი აარიდე უბედურებას და ტანჯვას» გადარჩა მხოლოდ მისი მეორე ნახევარი:

ბედნიერების წყურვილს უპირობოდ აჯობა საყოველთაო მტრობით გამოწვეულ უბედურებათა შიშმა; თვითგადარჩენის ინსტინქტმა აჯობა კულტურით განვითარებულ ცხოვრებისეულ მისწრაფებათა სიმდიდრეს; სიფრთხილემ,წინდახედულობამ აჯობა გაბედულებას და აპატიამ-ინიციატივას.

ცხოვრება იქცა სიკვდილისგან ყოველდღიურ გაქცევად და ამ დამქანცველი უაზრობის შესაწყვეტად ადამიანები თანახმანი იყვნენ საზოგადოების ნებისმიერ მოწესრიგებაზე,თუნდაც ისეთზე რომელსაც თავის კვალს ამჩნევდნენ ყაზარმები და ციხეები. 

ოღონდ არ ყოფილიყო ომი,ოღონდ ყოფილიყო მშვიდი ცხოვრება.


XVII საუკუნის დასაწყისის რიგითი ადამიანი შეიძლება შევადაროთ ჰამლეტს რომელსაც არ გაუგია არანაირი ტრანსცენდენტური ძახილი,ხოლო სამყარო რომლისკენაც ეს კაცი მიისწრაფოდა სასაფლაოს დუმილთან,რომელმაც დაისადგურა ელსინორში ტრაღედიის გმირის სიკვდილის შემდეგ. დანია აღარაა ციხე,უბრალოდ მის მეციხოვნედ ხდება უცხოელი. ისაა საერთო დაღლილობის ბატონი. მას სიცოცხლეში შეაქვს სასაფლაოს სიმშვიდე და იძლევა მშვიდობას სუბ სპესიე მორტის (სუბ სპეციე მორტის).

მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ეპოქალური თემა რომელიც ჩვენამდე მოაქვს შექსპირის «ჰამლეტს».

დანიის უფლისწულს არ უნდა სიცოცხლე,მაგრამ ის გრძნობს რომ სიცოცხლე არის მოვალეობა. ის შეშფოთებული და ხარბად აკვირდება წარმავალ მიწიერ დროს.
მისთვის სიცოცხლე ძვირფასია როგორც სიცხადემდე გაბედულებამდე, ტრაღედიის გახსნამდე მიღწევის საშუალება. ( გაგრძელება იქნება).

No comments: