4.18.2012

ნიკოლაი ანისიმოვი, ფსიქოტრონული გოლგოთა//ფრაგმენტი//:

ა. კალინინა და ნ. ანისიმოვი
რუსული და საბჭოთა ფსიქოტრონული იარაღის ერთ-ერთი შემქნელია აკადემიკოსი ვ.ბეხტერევი. 1925 წელს ბეხტერევის ჯგუფმა ჩაატარა შორიდან კოლექტიური ემოციების შთაგონების პირველი ცდები. მასობრივი შთაგონება ხდებოდა რადიოქსელით.
უნდა მოისპოს ის ვინც ხელს აღმართავს წმინდათა წმინდაზე, ადამიანის სულზე, ვინც საშინლად გასტანჯავს ადამიანის ტვინს და სხეულს! (ადამიანური კანონი)

წიგნი «ფსიქოტრონული გოლგოთა» გაფრთხილებაა მილიონობით ადამიანისთვის,რომელთაც ელიტის მიერ მართული საზოგადოების შესაქმნელად საიდუმლოდ აქცევენ დისტანციურ მონებად.

უკვე 30-ზე მეტი წელია რაც სპესამსახურებს აქვთ გამომასხივებელი ტიპის საიდუმლო ტექნოლოგიურად ახალი იარაღი. ესაა მასობრივი დათრგუნვის,დამონებისა და მოსპობის საშინელი იარაღი. საყოველთაოდ ცნობილი ინფორმაციის გარდა ამ წიგნში არის კონფიდენციალური და საიდუმლო მასალები.


ავტორისგან:
გამომავალი წიგნი არის შემოკლებული ვარიანტი ჩემი ძირითადი,გამოუქვეყნებელი წიგნისა «ფსიქოტრონული გოლგოთა"... მარტივი და გასაგები ენით დაწერილი ეს წიგნი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისთვის.

საყოველთაოდ ცნობილი ინფორმაციის გვერდით მასში არის კონფიდენციალური მონაცემები საიდუმლო ფსიქოტრონული ომის წინააღმდეგ.

წიგნის დაწერისას მე გამოვიყენე მეცნიერული და სპეციალური ლიტერატურა,სამხედრო გამოცემები და ცნობარები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნებული წერილები,ინტერვიუები სპეციალისტებთან,საიდუმლო ინფორმაცია და ჩემი როგორც ფსიქოტრონული იარაღის მსხვერპლის მრავალწლიანი გამოცდილება. წიგნის შემოკლებულ ვქრიანტში მოხვდა მხოლოდ არსებული ინფორმაციის მცირე ნაწილი.

მაგრამ ისიც აცნობს მკითხველს საშინელ ბოროტებას რომელსაც ჩადიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხების წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ რომ ბევრ მკითხველს ექნება როგორც საკუთარ თავზე ისე ახლობლებზე განცდილი ფსიქოტრონული ტერორის მთელი საშინელება.

წიგნი «ფსიქოტრონული ტერორი» შედგება 5 ნაწილისგან. პირველ ნაწილში მე მკითხველებს ვაცნობ მოსახლეობის ფსიქოტრონული დამუშავების ტექნოლოგიას და თანამედროვე იარაღის ეგზოტიკურ სახეობებს.

დიდი ნაწილი ეთმობა სამამულო ფსიქიატრიის და სპეცსამსახურთა მონაწილეობას  საშინელი დანაშაულის ჩადენაში. მოკლედ ვეხები სამართალდაცვითი მოძრაობის შექმნის და ფუნქციონირების თემას.

კონსტიტუციაში და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი ადამიანზე დისტანციური ფსიქოფიზიკური ზემოქმედების ამკრძალავი
კანონი.

წიგნის მეორე ნაწილი არსებითად არის ფაქტიური მასალა საერთაშორისო ტრიბუნალისთვის. მასში მოყვანილია ფსიქოტრონული იარაღის მსხვერპლთა დოკუმენტური ისტორიუები.

წიგნის ამ ნაწილის თავები «რა არის ფსქოტრონული ტერორი» და «ფსიქოტრონული ტანჯვა-წამება» დააინტერესებს საქმეში ჩაუხედავ მკითხველებს და იურისტებს მისცემს დანაშაულის სწორად კვალიფიკაციის საშუალებას.

წიგნის მესამე ნაწილი ლაპარაკობს სამართალდაცვითი მოძრაობის ბრძოლაზე საუკუნის საშინელი დანაშაულის წინააღმდეგ. ეს ჩემის აზრით მნიშვნელოვანი თემაა და  ამ ნაწილში ჩავრთე ბევრი დოკუმენტი.

IV ნაწილში არის რამოდენიმე უფრო მეტყველი მაგალითი რომლებიც ადასტურებენ არალეტარული იარაღის არსებობას და მის გამოყენებას მოსახლეობის წინააღმდეგ.

წიგნი მთავრდება მოკლე მოთხრობებით,ინტერვიუებით,გამოკითხვებით და პუბლიკაციებით.

ჩემი მიზანი:
მკითხველისთვის წიგნი «ფსიქოტრონული გოლგოთას» შემოკლებული ვარიანტის შეთავაზებით მე მინდოდა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იმაზე თუ რა საშინელი დანაშაული უქმნის სქფრთხეს სიცოცხლეს დედამიწაზე.

წიგნში მოტანილი ინფორმაცია არაა გამონაგონი თუ ფანტასმაგორია,ის რეალური საფრთხეა.

ეს ეხება როგორც ცალკეული ადამიანის ისე მთელი მოსახლეობის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ის რაც გვემართება ეხლა არის ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის საშინელი ტრაღედია...

წიგნის დაწერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა რომ მე თვითონ ოცი წლის მანძილზე ვარ ფსიქოტრონული ზემოქმედების მსხვერპლი.

თავში «ავტორიგან» მე ჩავრთე ჩემი ისტორია რითაც მინდოდა საუკუნის დანაშაულთან სპეცსამსახურების კავშირის ჩვენება და ჩემზე ობიექტური ინფორმაციის აღდგენა.

საქმე იმაშია რომ რამოდენიმე წლის მანძილზე მასობრივი ინფორმაციის ზომბირებული და ცენზურის პირობებში მომუსავე საშუალებები ჩემს ისორიას აქვეყნებდნენ დამახინჯებული სახით, აშორებდნენ მას პოლიტიკურ მოტივებს და სპეცსამსახურების მონაწილეობის ფაქტებს.

დამახინჯებული ინფორმაცია უზარმაზარი ტირაჟებით ვრცელდებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და საზღვარგარეთ.

1996-97 წლებში სპეცსამსახურებმა ცენტრალურ გაზეთში ჩემზე გამოაქვეყნეს ორი წერილი რომელთა მიზანიც იყო ჩემი როგორც სამართალდაცვითი ორგანიზაციის ლიდერის დისკრედიტაცია.

ამ სტატიებში არაა არც ერთი სარწმუნო ფაქტი. იქ იყო ყველაფერი: ღია ცილისწამება,ცინიკური შეურაცხყოფები და დამცირება, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დაბრალება.

ნორმალურ ქვეყანაში ამ წერილების ავტორი რედაქტორთან ერთად უნდა იჯდეს ციხეში ბეჭდვითი სახით ცილისწამების გავრცელებისთვის.

ჩემზე:
დავიბადე 1945 წელს ქალაქ ირკუტსკში. ჩემი დაბადების შემდეგ მშობლები გადავიდნენ ნოვოსიბირსკში სადაც მამაჩემი,სამხედრო ინჟინერი, დაინიშნა ციმბირის სამხედრო ოლქის შტაბის ერთ-ერთი სამმართველოს ტექნიკური განყოფილების უფროსად და დედა მოეწყო სწავლულ მდივნად ნოვოსიბირსკის ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. უფროსი ძმა სერიოზულად იყო დაკავებული სპორტით. მთელმა ჩემმა ბავშვობამ გაიარა სამეცნიერო წიგნებს,სამხედრო ცნობარებს,დისერტაციებს,სამხედრო პოლიგონებს,ჯარისკაცულ ყაზარმებს და სპორტულ დარბაზებს შორის.

მშობლებისგან მივიღე არც თუ ცუდი და მრავალმხრივი განათლება, ძმამ კი სამუდამოდ შემაყვარა სპორტი.

მე არ დავბადებულვარ მონად და მიჭირდა გარემომცველ სინამდვილეში ჩაწერა.

ჩემი მშობლები არ ყოფილან კომუნისტები. მათ ოჯახებში იყვნენ რეპრესირებულნი. მამა საფუძველშივე ვერ იღებდა კომუნისტურ იდეოლოგიას და გმობდა კომუნისტურ რეჟიმს თუმცა ამას ხმამაღლა,ყველა გზაჯვარედინზე, არ ამბობდა. მან კარგად იცოდა ისტორია, ერკვეოდა პოლიტიკაში და ზოგჯერ შოულობდა და მაკითხებდა აკრძალულ წიგნებს თუმცა იქვე მიხსნიდა თუ როგორ შეიძლებოდა გადარჩენა კომუნისტური დიქტატურის პირობებში.

მაგრამ ჩემი ბავშვური თავი ყოველთვის ვერ ითვისებდა მამას რჩევებს.

მეოთხე კლასში მე გამაგდეს სკოლიდან იმიტომ რომ არ ვიკეთებდი პიონერის ყელსახვევს და არც ისე ვაქებდი მსოფლიო პროლეტარიატის ბელადს და მის პარტიას.

მამაჩემმა მაშინ ძლივს მოახერხა ჩემი აღდგენა სკოლაში. ის ძლივს გადაურჩა უსიამოვნებებს სამსახურში.

მას შემდეგ მე არასოდეს მიმიცია ხმა. მე არ ვყოფილვარ კომკავშირელი და კომუნისტი.

იყო ჩემს ცხოვრებაში მოვლენები რომელთაც გავლენა მოახდინეს ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.

1960-ანი წლების ბოლოდან მე დავიწყე ანტიკომუნისტური და სამართალდაცვითი საქმიანობა. ეს საქმიანობა მდგომარეობდა ანტიკომუნისტურ პროპაგანდაში,კომუნისტური არჩევნების ოფიციალურ უარყოფაში, ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო დოკუმენტების მოსახლეობაში გავრცელებაში, საბჭოთა მეცნიერული და დამსჯელი მედიცინის მხილებაში.

ზოგ დოკუმენტს საბჭოთა მედიცინის თავდაცვის სამინისტროსთან,კგბსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ მე ხელსაყრელ ვითარებაში გადავცემდი უცხოეთის მოქალაქეებს.

გაუხმაურებელი რეპრესიები:
მე ვთვლი რომ კგბმ უხმაუროდ თვალთვალი დამიწყო 20-25 წლის წინ. შემდეგ დაკავების,დაპატიმრების და რეპრესიების დროს კგბს თანამშრომლებმა დაადასტურეს ჩემი ვარაუდი.

ოფიციალურად მეთვალყურეობა დაწესდა 1985 წელს. თავისი ტერორისტული საქმიანობა ჩეკისტებმა დაიწყეს 1986 წელს, როდესაც სცადეს ჩემი მოკვლა ზელენოგრადში.

შემდეგ მე რეპრესირებული ვიყავი კგბს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ. რეპრესიებს ატარებდნენ კგბს მაიორი ლებედევი (ზელენოგრადი-ლუბიანკა) და ქ.ზელენოგრადის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე.

1987 წელს კგბს სისტემამ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ფსიქოტრონული იარაღის გამოყენება სრული პროგრამებით:

ტვინის დისტანციური კონტროლი,ემოციების და შინაგანი ორგანოების მუშაობის მართვა, საგანგებო სამედიცინო-ბიოლოგიური,ფარმაკოლოგიური და ფსიქოტრონული ცდების ჩატარება.

მათი მთავარი მიმართულება იყო ხელოვნურად შექმნილ სტრესულ და ექსტრემალურ ვითარებებში ადამიანის გადარჩენის სისტემის გამომუშავება და შემდეგ ადამიანის როგორც ნახმარი მასალის ნელი და ეტაპური მოსპობა.

1989 წელს, მოსკოვის პროკურატურიდან ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულებზე ბოლო პასუხების მიღების შემდეგ კგბს სისტემამ ისევ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ფსიქოტრონული იარაღის გამოყენება.

1990 წელს მე ოფიციალურად ვთქვი უარი საბჭოთა მოქალაქეობაზე. შემდეგ კგბმ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დამაბრალეს ჩაუდენელი დანაშაულის ჩადენა.

იმავე წელს კგბს სისტემამ წაბილწა ჩემი ახლობლების საფლავები და წამართვა დაბალხელფასიანი სამუშაო,რითაც დამტოვა ულუკმაპუროდ. მან მთლიანად დაბლოკა ჩემი ფოსტა და ტელეფონი.

ხანგრძლივი ფსიქოტრონული დამუშავების შედეგად მე შემეყარა მძიმე ავადმყოფობები...

ტერორის წლებში მიწყობდნენ პროვოკაციებს,ახდენდნენ ჩემს დისკრედიტაციას.

ფსიქოტრონული იარაღით ჩეკისტებმა მოკლეს ჩემი ნათესავი და ამხანაგები რომელთაც ბევრი იცოდნენ. მათ ეს მკვლელობები შენიღბეს ბუნებრივ სიკვდილებად.

კგბს სისტემამ დედაჩემი აქცია ლოგინს მიჯაჭვულ დაბრმავებულ და დაყრუებულ ინვალიდად. ჩემმა ქალიშვილმა გააჩინა არაჩვეულებრივი,მუტაციის ნიშნების მქონე ბავშვი.

მე სისტემატურად ვუგზავნიდი ინდივიდუალურ და კოლექტიურ განცხადებებს ქვეყნის სამართლებრივ ინსტანციებს.  საფოსტო დოკუმენტების თანახმად ამ განცხადებებმა 1990 წელს მიაღწიეს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მ.გორბაჩოვამდე.

1991 წელს ნოვოსიბირსკში მე პირადად გადავეცი ხელში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ბ.ელცინს სამართალდაცვითი დოკუმენტების დიდი პაკეტი,პრესა და პირადი მიმართვა.

ყველა შემთხვევაში პრეზიდენტები და თანამდებობის პირები დუმდნენ ან სულელურ პასუხებს იძლეოდნენ.

მთელ ისტორიაში აშკარაა კგბს დანაშაულებრივი საქმიანობა.

დაუსჯელობაში დარწმუნებული ჩეკისტები განაგრძობენ მხეცობას.

დაცვის კომიტეტი:

1987 წელს მე პირველი გავედი ანტიფსიქოტრონული პლაკატით ნოვოსიბირსკის ცენტრაკურ მოედანზე.

პლაკატზე ეწერა რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია და კგბ თავისი ხალხის წინააღმდეგ ეწევიან გამოუცხადებელ ბიოენერგეტიკულ ომს.

მაშინ სპეციალისტები ფსიქოტრონულ იარაღს უწოდებდნენ ბიოენერგეტიკულ იარაღს.  დამსჯელმა ორგანოებმა ყველაფერი გააკეთეს ჩემი მოედნიდან მოსაშორებლად. მათ ეს მოახერხეს მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ ფსიქოტრონული იარაღის გამოყენებით.

კგბს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მაფრთხილებდნენ რომ თუ კი კიდევ გავიმეორებდი მსგავს აქციას დამამწყვდნენ საგიჟეთში ან გამასამართლებდნენ.

მიუხედავად მუქარებისა და ფსიქოტრონული ტერორისა მე ისევ გავდიოდი ქალაქის ქუჩებში და ვავრცელებდი პროკლამაციებს.

ორი კვირაც არ იყო გასული პირველი აქციიდან რომ ჩემთან სახლში დაიწყო მოსვლა ფსიქოტრონული ტერორის ათობით მსხვერპლმა.

1987 წლის სექტემბერში ნოვოსიბირსკში შეიქმნა ბიოენერგეტული ტერორისგან მოსახლეობის დაცვის კომიტეტი. თავისი მოღვაწეობა კომიტეტმა დაიწყო თვითგამოცემითი ჟურნალი «გოლგოთას» გამოცემით.

ეს იყო საუკუნის საშინელი დანაშაულის მამხილებელი პირველი სამართალდაცითი ორგანიზაცია საბჭოთა კავშირში. ჟურნალი «გოლგოთა» გახდა ამ თემის გამაშუქებელი პირველი ჟურნალი. ცოტა მოგვიანებით ასეთივე ორგანიზაციები შეიქმნა მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში.

ნოვოსიბირსკის ორგანიზაციის შექმნიდან ორი თვის შემდეგ სისტემამ შეასრულა თავისი მუქარა. მე დამამწყვდიეს ადგილობრივ საგიჟეთში სადაც ჩემზე ატარებდნენ დანაშაულებრივ სამედიცინო-ბიოლოგიურ და ფსიქოტრონულ ცდებს...

1989 წელს ჩვენს კომიტეტს ეწოდა ანტიფსიქოტრონული სამართალდაცვითი კომიტეტი «ზომბი».

თანამებრძოლები:
1988 წელს, დასავლეთისთვის ჩემი მოკლე მიმართვის შემდეგ,მე დროებით მომასვენეს. მე გავხდი ახალი პოლიტიკური პარტია დემოკრატიული კავშირის წევრი და ჩავები აქტიურ პოლიტიკურ და სამართალდაცვით საქმიანობაში.

კგბმ მომიჩინა თავისი აგენტი ა.ჩუიკო,მეტსახელად «იტანი», ეომელსაც ევალებოდა მთავრობის საწინააღმდეგო დოკუმენტების,დემოკრატიული კავშირის პროგრამების და მოწოდებების მოპარვა,ჩემი დისკრედიტაცია პოლიტიკურ პარტიებში და ნოვოსიბირსკის აკადემიური ქალაქის ახალგაზრდა მეცნიერებში, ხელის შეშლა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე ფსიქორონული ომის მხილებისთვის. იგივეს თავისი აგენტების მეშვეობით ლუბიანკა აკეთებს მოსკოვშიც. 

ა. ჩუიკომ უარი თქვა კგბსთან თანამშრომლობაზე და ოფიციალურად განაცხადა რომ კგბს ნოვოსიბისრკის სამმართველო მისი უფროსი გენერალი ფროლოვის,კგბს ოფიცრები ტროიანის, დენისოვის და ფირსენკოს სახით გეგმავდა ნოვოსიბირსკის ოთხი პოლიტიკური მოღვაწის მოსპობას. სიაში მესამე მისი თქმით იყო ჩემი გვარი. მოსპობა გადაწყვეტილი იყო ფსიქოტრონული იარაღით,ინტელექტისა და ორგანიზმის ნგრევით.

ეხლა მთლიანად ლოკალიზებულია რუსეთის კონსერვატული პარტიის ნოვოსიბირსკის განყოფილების უფროსი ვ.ორეხოვი. მე ვარ მოსპობის ზღვარზე. სხვები გადაარჩინა დროულმა გაფრთხილებამ.

ა.ჩუიკოს აღიარებები დაიბეჭდა გაზეთი «მოსკოვსკი კომსომოლეცის» 1993 წლის 26 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში «ზომბის ათასი დღე».

ადამიანის უფლებათა ინფორმაციული ცენტრის მოსკოვის განყოფილებაში არის ჩუიკოს განცხადება და მაგნიტოფონზე ჩანაწერი.

ჩემს თვალწინ ფსიქოტრონული იარაღით მოსპეს დემოკრატიული კავშირის და რუსეთის კონსერვატული პარტიის ნოვოსიბირსკის განყოფილებები. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს შორის გაჩნდნენ ფსიქოტრონული იარაღის მსხვერპლები. ამ იარაღის ზემოქმედების გამო არსებობა შეწყვიტა ნოვოსიბირსკის მრავალმა დემოკრატიულმა და უფლებათადაცვითმა გამოცემამ.

ნოვოსიბირსკის ორგანიზაციამ 1991 წელს შექმნა საბჭოთა კავშირში პირველი თვითგამოცემის გაზეთი «კგბს საიდუმლოები» რომელიც ამხელს კგბს და საბჭოთა კავშირის კომპარტიის დანაშაულებრივ საქმიანობას,მათ მიერ მოსახლეობის წინააღმდეგ ფსიქოტრონული იარაღის გამოყენებას.

ტერორისტები შურს იძიებდნენ ყოველი დაწერილი სტრიქონის და ყოველი გაყიდული გაზეთის გამო. უკვე მაშინ ვიცოდი რომ კგბ არ მოგვცემდა გაზეთის გამოცემის საშუალებას. რამოდენიმე ნომრის გამოსვლის შედეგ გაზეთის დამფინანსებელს დააწყებინეს ამერიკის ბრალდება და კგბს და საბჭოთა კომპარტიის დაცვა. ამის შემდეგ ჩვენი გზები გაიყო....

მიწვევა მოსკოვში:

ფსიქოტრონული გენოციდის პრობლემაზე სამართალდაცვითი მოძრაობის შესაქმნელად 1993 წელს მოსკოვში მიმიწვიეს ადამიანის უფლებათა ინფორმაციული ცენტრის პრეზიდენტმა,რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან საზოგადოებრივი პალატის წევრმა,რუსეთის ფედრაციის საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველმა,პროფესორმა,იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა ბ.ლ.ნაზაროვმა (მე მას ვიცნობ 1990 წლიდან) და მოსკოველმა უფლებათადამცველებმა.

1994 წელს ჩვენ შევქმენით ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის მოსკოვის განყოფილება. მისი მიმართულება იყო მოქალაქეთა დაცვა ფსიქოტრონული ტერორიზმისგან. თავმჯდომარედ ამირჩიეს მე. იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ჩვენმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მიიღო იურიდიული სტატუსი ფართო უფლებებით და უფლებამოსილებებით.

ჩვენ შევქმენით ფილიალები ნოვოსიბირსკში, ტომსკში, ფსკოვში, არხანგელსკში, ულიანოვსკში, კურსკში, იაროსლავლში, ფაში, ყაზანში, ტაშკენტში, კიევში, აშშ-ში. მოძრაობის წევრთა რაოდენობამ ოთხასს გადააჭარბა.

წევრებს შორის არიან მეცნიერები, იურისტები, მწერლები, ჟურნალისტები, მხატვრები, სამხედროები, მოსამსახურეები, მუშები და სტუდენტები. წევრებს შორის არიან რუსები, ბელორუსები, უკრაინელები, თათრები, ბაშკირები, ჩუვაშები, ებრაელები, შუა აზიის, კავკასიის და ბალტიისპირეთის ხალხთა წარმომადგენლები. წევრებს შორის არიან ოლიტიკური პარტიებისა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური თემების ხელმძღვანელები.

12 წლის მანძილზე ჩვენმა ორგანოზაციამ ჩაატარა ასზე მეტი საპროტესტო აქცია და მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა. ჩვენ ორასზე მეტი ინტერვიუ მივეცით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. ჩვენი მოძრაობის წევრებმა გამოაქვეყნეს სამასზე მეტი წერილი და ნარკვევი.   ნაჩვენებია 30-ზე მეტი ტელეფილმი,რადიოთი იყო ოცზე მეტი გადაცემა. უფლებათადამცველებმა მონაწილეობა მიიღეს ასზე მეტ კონფერენციაში,ყრილობაში,სემინარში. ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში გავრცელდა სამ მილიონზე მეტი პროკლამაცია.

გამოდიოდა თვითგამოცემითი ჟურნალი «გოლგოთა»,გაზეთი «კგბს საიდუმლოებები». მომზადდა წინადადებები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებისთვის...

საგიჟეთებიდან განთავისუფლდა ფსიქოტრონული რეპრესიების 15 მსხვერპლი.

საგიჟეთებში გავრცელდა «მოსახლეობისადმი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის და მისი გაწევის დროს მოქალაქეთა უფლებების გარანტიის» კანონის 5000-ზე მეტი ეგზემპლარი.
მოგებული იქნა ერთი სასამართლო პროცესი.

რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს გავუგზავნეთ ორასზე მეტი მიმართვა,განცხადება,ღია წერილი და პროტესტი.

უფლებადამცველთა ინიციატივით 1992-93 წლებში რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შეტანილი იქნა თანხმობის არმიმცემ ადამიანებზე ცდების ჩატარების ამკრძალავი მუხლები რომლებიც სამწუხაროდ არ მოქმედებს.

უფლებათადამცველი მოძრაობის ლიკვიდაცია:
საშინელ დანაშაულზე ცოდნის გავრცელების არდასაშვებად,დაზარალებულთა თავიდან მოსაშორებლად და სამართლიანი პასუხისმგებლობისთვის თავის ასარიდებლად ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა დაიწყეს ჩვენი ორგანიზაციის ლიკვიდაცია. მათ ჩაშალეს მაისის პიკეტი ლუბიანკაზე და ფსიქოტრონული იარაღით მოსპეს პროფესორი
ბ.ლ.ნაზაროვი.  1997 წელს წაგვართვეს სამსახურებრივი სათავსი და ფუნქციონირებისთვის საჭირო საშუალებები.

პროფესორი ბ.ლ.ნაზაროვის სიკვდილის შემდეგ მე მოსკოვში წამართვეს სტაბილური საცხოვრებელი ფართი და არსებობის მინიმალური წყარო. მე დამიბლოკეს ფოსტა და ტელეფონი, აკრძალეს ჩემი წერილების ბეჭდვა და რადიოთი და ტელევიზიით ჩემთან ინტერვიუების გადაცემა.

მაგრამ ამის საშუალება ეძლევა იმათ ვინც ამცირებს ფსიქოტრონული იარაღის გამოყენების მასშტაბს,უარყოფს პოლიტიკურ მიზნებს და სახელმწიფო უწყებათა და სპეცსამსახურების მონაწილეობას.

ფსიქოტრონული იარაღის და თავისი აგენტურის გამოყენებით სპეცსამსახურებმა დაიწყეს ჩვენი უფლებადაცვითი მოძრაობის ნგრევა. ზომბირებული და ფსიქიკაში გადახრების მქონე პირებისაგან ისინი ქმნიდნენ პარალელურ ორგანიზაციებს.

მსხვერპლთა შეხვედრის ადგილი მათ გადააქციეს საგანგებო ტექნოლოგიების გამოცდის ერთგვარ პოლიგონად.

დაიწყო ფსიქიატრიული ნადირობა საპროტესტო აქციების მონაწილეებზე და იმათზე ვინც ლაპარაკობს ფსიქოტრონულ იარაღზე და მის გამოყენებაზე მოსახლეობის წინააღმდეგ.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გამოყენებით მოსახლეობას ათაყვანებენ ექსტრასენსორიკით,პოლტერგეისტით,ა,ტიქრისტეს, უცხოპლანეტელთა მოსვლით და სხვა ზღაპრულ-ფანტასტიკური ეშმაკობებით.

შემდეგ აღწერილია თუ რა ტანჯვად დაჯდა ამ წიგნის წერა. ამ თავს ვტოვებ.

2. ფსიქოტრონული იარაღი:
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის გარიჟრაჟზე დიქტატორები და ტოტალიტარული სახელმწიფოების მეთაურები ოცნებობდნენ უძველესი ოკულტური მეცნიერებების და ადამიანის ფსიქიკის ფარული შესაძლებლობების მატერიალიზაციაზე იარაღის სახით.

ეს იარაღი მათ უნდა გამოეყენებინათ საკუთარი და სხვა ხალხების და მათთან ერთად მთელი მსოფლიოს დასამონებლად.

ასეთი იარაღის შექმნით სამხედროები მიიღებდნენ მასობრივი დამონებისა და მოსპობის იდელურ იარაღს. სპეცსამსახურები მიიღებდნენ იდეალურ აგენტ ზომბის რომელიც შესძლებდა რაციისა და პისტოლეტის გარეშე საიდომლოთა გაგებას და გადაცემას.

XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ამ ოცნებათა განცორციელება.

რუსული და საბჭოთა ფსიქოტრონული იარაღის ერთ-ერთი შემქნელია აკადემიკოსი ვ.ბეხტერევი. 1925 წელს ბეხტერევის ჯგუფმა ჩაატარა შორიდან კოლექტიური ემოციების შთაგონების პირველი ცდები. მასობრივი შთაგონება ხდებოდა რადიოქსელით.

ამ საშინელი იარაღის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანეს ფ.ძერჟინსკის ქალიშვილმა მ.ტალცემ და დოცენტმა დ.ლუნცმა.

ისინი ამუშავებდნენ საგანგებო ნარკოტიკული პრეპარატების და ტექნიკური აპარატურის ურთიერთქმედებაზე დაფუძნებულ კომბინირებულ ფსიქოტრონულ ტექნოლოგიებს.

ცდებს ატარებდნენ ლუბიანკას პატიმრებზე და ფსიქიატრიულ დაწესებულებათა პაციენტებზე.

ტელევიზიის გამოგონების შემდეგ მოსახლეობის მასობრივი ფსიქოტრონული დამუშავებისთვის იყენებენ ტელევიზიასაც.

ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ ფსიქოტექნოლოგიის იარაღის შექმნის სფეროში გამოკვლევების მასალები მოხვდა საბჭოთა სამხედროების და ჩეკისტების ხელში რამაც ბიძგი მისცა საბჭოთა ფსიქოტრონული იარაღის შემდეგ განვითარებას.

1950-ანი წლების ბოლოს თანამედროვე საბჭოთა ფსიქოტრონული იარაღი ფავიდა დახურული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიებიდან და გადაეცა სპეცსამსახურებს და სამხედროებს.

ამავე დროს აკრძალეს ადამიანის ქცევაზე ზემოქმედებისთვის გათვალისწინებულ იარაღზე, ადამიანის ქცევის მართვის შესაძლებლობაზე მასალების ღიად გამოქვეყნება.

გასაიდუმლოებულ ქარხნებში დამზადებულ ფსიქოტრონულ იარაღს 1070-ანი წლების ბოლოდან მასშტაბურად იყენებენ მოსახლეობის წინააღმდეგ. 

1980-ანი წლების ბოლოს გლასნოსტის პოლიტიკასთან ერთად გაჩნდა ფსიქოტრონული იარაღის დამკვეთების და დამამზადებლების მამხილებელი პუბლიკაციებიც. ამავე დროს დაიწყო საუკუნის საშინელ დანაშაულთან მებრძოლი უფლებადაცვითი მოძრაობის შექმნა.

ჰუმანური იარაღი-XX საუკუნის ჭირი!

ფსიქოტრონული იარაღი განეკუთვნება ე.წ. არალეტალურ იარაღს. მაგრამ მის უხილავ კომპონენტებს შეუძლიათ შორიდან მოკვლა,ქრონიკული ავადმყოფობის იმიტაცია ან გაჩენა,ადამიანის გადაქცევა დამნაშავედ ან მისი გაგიჟება,წამებში კაპიტალური შენობის დანგრევა,ნებისმიერი კლიმატური კატასტროფის პროვოცირება,ადამიანების ქცევის მართვა,მოსახლეობის მსოფლმხედველობის შეცვლა.

არსებობს არალეტალური იარაღის 4 ტიპი...

ერთ-ერთ ტიპს შეუძლია მოწინააღმდეგის ფსიკის,მოძრაობის კოორდინაციის  დარღვევა,კუნთოვანი ტონუსის,ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის, მათ შორის გულ-
სისხლძარღვთა სისტემის შეცვლა და მხედველობის დაზიანება. ოყენებენ მოწინააღმდეგის დამაძინებელ რადიოძილს და მოწინააღმდეგის ჯარისკაცთა დემორალიზაციის გამომწვევი ჰოლოგრაფიული გამოსახულებების შემქმნელ ოპტიკას....

ამ იარაღს მისი შემქმნელები აცხადებენ უსისხლო ჰუმანურ ბომბად და კაცობრიობისთვის გაკეთებულ საჩუქრად. მათი პროპაგანდა ჭრის და ეს იარაღი აკრძალული არაა...


წყარო:http://www.argumenti.ru/espionage/n297/115600

No comments: