5.10.2012

ადამიანისთვის სასარგებლო და დამღუპველი სტრესი-2:

ესეც სტრესია...
იერარქიულად უფროსის სტრესი:
სამუშაოს სტრესს ვერ ასცდება ვერავინ. ვერც უშუალო უფროსი. მას თვითონ ეშინია თავისი უფროსისა და თავის მხრივ დააშინებს ხელქვეითებს. კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის რომ იპოვო ადაპტაციის კარგი საშუალება რათა არ იყო არც თავზარდაცემული და არც თავზარდამცემი.

პროფესიონალური სტრესი:
სამუშაო, შრომა აგანმტკიცებს სოციალურ კავშირს და ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას,მაგრამ სტრესს ყველაზე ხშირად სწორედ სამუშაოზე განიცდიან. მოსამსახურეთა 72% და კადრების 85% ამბობს რომ სამუშაოზე განიცდიან სულ უფრო და უფრო ძლიერ სტრესს.

პროფესიულ სტრესს აქვს მრავალი მიზეზი: ტრანსპორტი,დაძალებული თუ საჩქარო სამუშაო,სამუშაოს ცუდი ორგანიზაცია,კონკურენცია,მეტისმეტად მკაცრი მომთხოვნებლობა, სამუშაოს რთული პირობები, კონფლიქტები თანამშრომლებთან,უძრავი სამუშაო, ღამის და დღის სამუშაოს მონაცვლეობა,მომაბეზრებელი,განმეორებადი სამუშაო,ავტონომიის თუ აღიარების ნაკლებობა,ან კიდევ სამუშაოდან დათხოვნა.

ბოლო რამოდენიმე წელიწადში სტრესი ძალიან გაძლიერდა.სტრესი გახდა უდიდესი მტერი საწარმოებში და დაწესებულებებში.

სტრესის ობიექტური ფაქტორები:

ხმაური, პოლუცია, სიცხე თუ სიცივე,მეტისმეტად ძლიერი განათება,მაგრამ აგრეთვე საშიში სამუშაო... პროფესიებს აქვთ თავისი რისკი. უმრავლეს შემთხვევაში ლაპარაკია ფიზიკურ, «ობიექტურებად» წოდებულ ფაქტორებზე. ისინი დიდად განსხვავდებიან სტრესის ძნელად დასაანგარიშებელი სუბიექტური ფაქტორებისგან.

შრომის ახალი სამყარო:

რამოდენიმე წელია რაც საზოგადოებასთან ერთად იცვლება შრომის სამყაროც.

სტრესი შემაშფოთებლად ძლიერდება. დროებით მოკლევადიან სამუშაოებზე გადასვლა,უმუშევრობა,ხვალინდელი დღის გაურკვევლობა,დელოკალიზაციები,შეერთებები...აჩენენ სტრესს განსაკუთრებით 2000-ზე მეტი თანამშრომლის მყოლ საწარმო-დაწესებულებებში,უმაღლეს კადრებში,და,საზოგადოდ,56 წელზე უფრო ასაკოვნებში.

როდესაც მიზანი არარეალისტური ჩანს:

სტრესს ხშირად აჩენს განსვავება დავალებულ და შესრულებულ სამუშაოს შორის. მით უფრო მაშინ როდესაც დამვალებელი მაღალი თანამდებობის პირია.

რაც უფრო არარეალისტური ჰგონია დავალება შემსრულებელს მით უფრო სავარაუდოა სტრესის გაჩენა.  სულ უფრო და უფრო ძნელია «მუდამ მეტი,მუდამ უკეთესად»-ის ატანა.

მრავალ სტრესს აჩენს «სრულყოფილების,საუკეთესოობის კულტი».

გაუთავებელი ტელეფონის ზარები და იმეილები ( «ტექნოსტრესი»). მოულოდნელი,დაუგეგმავი კრებები. ყველაფერი ეს და ბევრი რამ სხვა ადამიანს აწყვეტინებს მუშაობას. ძნელია შემდეგ სამუშაოსთან დაბრუნება. ეს მეტად ძაბავს გონებას. კადრს სამუშაოდან ასე წყვეტენ საშუალოდ 7 წუთში ერთხელ!

ესაა სტრესის მნიშვნელოვანი ფაქტორი ვინაიდან ადამიანს ჰგონია რომ ის ვეღარ აკონტროლებს დროს. მოსამსახურეთა 57% ჩივინ რომ მათ აკლიათ დრო!


სამუშაოზე სტრესის ნიშნები:

დაღლილობა, გაურკვევლობები, ბუნდოვანება, სუსტი მეხსიერება, პროფესიული დაუინტერესებლობა და მოტივაციის დაკარგვა, ეფექტურობის და ნაყოფიერების კლება, კოორდინაციის ნაკლი, ხშირი გაცდენები ავადმყოფობის გამო,პროფესიული არასტაბილურობა, კონცენტრაციის სიძნელე, სასმელს, ნარკოტიკს, ფსიქოტროპულ წამლებს მიტანება, გაღიზიანებადობა ან ხშირი აგრესიულობა (კონფლიქტები),ნაადრევი გასვლა პენსიაზე, მცდარი შეფასება, ხშირი შეცდომები, იუმორის გრძნობის დაკარგვა, საკუთარ თავში ჩაკეტვა.

საშიში ვითარებები და პროფესიები:

ზოგი ვითარება და პროფესია მეტად უწყობს ხელს სტრესის გაჩენას. არ უნდა შევცდეთ  გზის არჩევანში ან დროზე უნდა სევცვალოთ გზა.

დაწინაურების შემოთავაზება თითქოს ნდობის საუკეთესო ნიშანია. მაგრამ დაწინაურება აჩენს სტრესს. ის აჩენს ახალ პასუხისმგებლობებს: საჭიროა შემოთავაზებული სამუშაოს სიმაღლეზე ყოფნა,აუცილებელია საკმარისი ავტორიტეტის ქონა,ახალი კომპეტენციების სწრაფად შეძენა,ახალი და უფრო ამბიციური მიზნების დასახვა და ბოლოს უფროსის დაკმაყოფილება და მისი ნდობის გამართლება.

ეს ნიშნავს დატვირთვის ზრდას. მაშ კარგად უნდა დაფიქრდეთ შეთავაზების მიღებამდე. უნდა დაადგინოთ ამ დაწინაურების ყველა ასპექტი და  შეგიძლიათ თუ არა ამ დატვირთვის ატანა.

უქეიფობის და დაუკმაყოფილებლობის სტრესი:

მეტისმეტად ბევრი სამუშაო და მეტისმეტად დიდი პასუხისმგებლობა აჩენს სტრესს.

მაგრამ სტრესს აჩენს ასევე სამუშაოს,აღიარების ნაკლებობა,პასუხისმგებლობის არქონა,ხელფასით დაუკმაყოფილებლობა,პროექტებზე უარის თქმა,დაუწინაურებლობა,რეგრესი.

მიზნების ბუნდოვანება:

სტრესით გატანჯულთა თქმით მიზნების გაურკვევლობა ხშირად აბუნდოვანებს საწარმოს თუ დაწესებულების სტრატეგიას. ლაპარაკია იმაზე რომ იერარქია ხშირად ვერ უხსნის თანამშრომლებს თავის მიზნებს. ესაა სტრესის მნიშვნელოვანი და საკმარისად იოლად მოსაშორებელი მიზეზი.

პროფესიის შერჩევა ან შეცვლა საქმის ცოდნით:

თუ ხართ ბუნებით სევდიანი და სტრესის განმცდელი თავი აარიდეთ ზოგ პროფესიას რომელთათვისაც სტრესი ბუნებრივი დამახასიათებელი ნიშანია.

სქემატურად შეიძლება გამოიყოს 4 ვითარება რომლებიც გააიოლებენ გზის არჩევას  და თავიდან არიდებას სტრესისა რომლისთვისაც მომზადებული არ ხართ:

პასიური შრომა, როდესაც დატვირთვა მსუბუქია და მოქმედების თავისუფლება შეზღუდული (ღამის მცველები).

აქტიური შრომა,როდესაც დატვირთვა დიდია და მოქმედების თავისუფლება მნიშვნელოვანი ( საწარმო დაწესებულებების ხელმძღვანელები,ლიბერალური პროფესიები)).

ნაკლებად შემბოჭველი შრომა,როდესაც დატვირთვა მსუბუქია და მოქმედების თავისუფლება-დიდი (შემოქმედებითი პროფესიები).

ძალიან შემბოჭველი შრომა, როდესაც დატვირთვა ძალიან დიდია და მოქმედების თავისუფლება კი შეზღუდული (კვების ობიექტები,მიწათმოქმედები,მუშები).

სტრესს უფრო უნდა აჩენდეს შემბოჭველი შრომა.

სახიფათო პროფესიები:

ზოგი პროფესია სხვებზე მეტად აჩენს სტრესს. ასეთია შემდეგ პროფესიათა შემთხვევა:

საჰაერო კონტროლიორები, ციხის მცველები, მასწავლებლები, მშენებლები, კომერსანტები, საწარმო-დაწესებულებათა ხელმძღვანელები,მფრინავები,პოლიციელები,სოციალური თანაშემწეები, ჯანდაცვის პროფესიები, სტანდარდისტები, ექთნები, დირექციის თანაშემწეები.

სტრესის ნაკლებად გამჩენი როფესიები: მებაღეები, პარიკმახერები, პედიკიურის მკეთებლები, ოპტიკოსები, წიგნის და ჟურნალ-გაზეთების გამყიდვლები, მხატვრები...და ასტრონომები!

კაროში იაპონიაში:

სიტყვა კაროშის მნიშვნელობაა « მკვლელი მეტისმეტი შრომა».  ნამდვილი საზოგადოებრივი ფენომენი იაპონიაში.

მიოკარდის ინფარქტი და ტვინის პრობლემები იაპონიაში ყოველწლიურად კლავს ათასობით გადაქანცულ და სტრესით გატანჯულ მშრომელს.

ბარნ აუთ (burn out)  სიტყვა სიტყვით ნიშნავს «ბოლომდე დამწვარი».

ესაა შრომით გადაქანცული მრავალი ადამიანის პრობლემა. ითვლება რომ 4-5 წელი გადაჭარბებული შრომაა საჭირო დაუძლურების ამ სინდრომის გასაჩენად.

თანდათანობითი გაცვეთა:

პროფესიონალური დაუძლურების სიმპტომად წოდებული ბარნ აუთ ტანჯავს ექსცესიური,ხანგრძლივი და განმეორებადი სტრესის განმცდელ ყოველ ინდივიდს.

ბარნ აუთის განვითარება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შეუძლია ინდივიდს სამუშაოს სტრესისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

ბარნ აუთის მსხვერპლები მიუწვდომელი მიზნების მიღწევის  ან დაუძლეველ ამოცანათა შესრულების მცდელობისას დაუძლურდებიან და გამოიფიტებიან მენტალურად და ფიზიკურად.

ბარნ აუთის ყოველ მსხვერპლს მისი სამუშაო აღარ აძლევს არაფერს და ის აღარაა დაინტერესებული მუშაობით.

ბარნ აუთი ჩნდება მაშინ როდესაც მის მსხვერპლს აღარა აქვს აგრესიებისთვის პასუხის გაცემის ძალა და როდესაც ადაპტაციის მისი უნარი ამოწურულია.

ზოგი მაშინ ლაპარაკობს «დამხობაზე», «დაწვაზე» შრომით.

ამტანობის სხვადასხვა ზღურბლი:

მაგრამ ყურადღება, ბარნ აუთი არ ნიშნავს მაინცდამაინც დიდ დატვირთვას:

ზოგი გადატვირთული სამუშაოთი კარგად ცხოვრობს ( სამუშაო სტიმულს აძლევს მათ კულტურულ განვითარებას), ისინი ან სულ არ დაუძლურდებიან ან დაუძლურდებიან ძალიან გვიან;

სხვები, პირიქით, ვერ უძლებენ ზომიერ დატვირთვასაც.

ამდენად ბარნ აუთის გამომწვევი სტრესი უფრო მოვლენათა შეფასებაზეა დამოკიდებული ვიდრე სტრესის გამომწვევი ფაქტორის ძალაზე.

ბევრისთვის ბარნ აუთ ჩნდება როცა რესურსები ამოწურულია ან როცა ადამიანისთვის მის შრომას აღარ აქვს მნიშვნელობა.

ემოციური და ფიზიკური დაუძლურება:

რეალურად ბარნ აუთ გამოიხატება დაღლილობით,ემოციური ქანცგაწყვეტით, შრომის სარგებლიანობის განცდის დაკარგვით, გაღიზიანებით,უძლურებით, ცინიზმით და ადამიანებთან ურთიერთობების შეწყვეტით. ეს დაეტყობა შრომის შედეგებსაც.

დაუძლურების ამ ფაზაში არაა გამორიცხული მიოკარდის ინფარქტი.

უკეთესია გაჩერება დროულად, პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე.

ბარნ აუთისთვის წინააღმდეგობის გაწევის ათი ხერხი:

იყავით ძლიერი ფსიქიურად,
იპოვეთ დასვენების დრო,
ჩამოშორდით მოვლენებს,
განავითარეთ რთულ ვითარებებთან დაპირისპირების უნარი,
განავითარეთ საკუთარი თავის ნდობა,
თქვენი სამუშაოს ნაწილი გადაეცით სხვას,
განსაზღვრეთ პრიორიტეტები,
შეამცირეთ ემოციური განზომილება სხვებთან ურთიერთობისას,
ურადღება მიაქციეთ თქვენი ცხოვრების ჰიგიენას (სპორტი, კვება, თამბაქო, ალკოჰოლი),

განავითარეთ თქვენი ოჯახური და სოციალური ურთიერთობები.

პროფესიები რომლებშიც განსაკუთრებითაა სავარაუდო ბარნ აუთ:

ის ყველაზე მეტად მოსალოდნელია სხვისი სამსახურის პროფესიებისთვის (პოლიცია,მომვლელები,მართლმსაჯულება,მასწავლებლები,სოციალური მუშაკები) რომლებშიც იდეალები და პირადი პასუხისმგებლობა ძალიან ძლიერია,მაგრამ პიროვნული განსრულება შეზღუდულია. აქედანაა დაუკმაყოფილებლობის და უსარგებლობის გრძნობათა გაჩენა.

ზოგ შემთხვევაში ბარნ აუთით გატანჯული შეიძლება გახდეს მოძალადე,აგრესიული. მან შეიძლება დაიწყოს ნარკოტიკების ხმარება,წამლების მიღება,სმა. იზრდება დეპრესიის საფრთხე.

პოსტ-ტრავმატული სტრესი:

ტერორისტული აქტები,ბუნებრივი კატასტროფები,მძიმე უბედური შემთხვევები...ამდენ რამეს გადარჩენილ და სიკვდილთან სიახლოვით შეძრულ ადამიანებს შეიძლება დაემართოთ პოსტ-ტრავმატული სტრესი. ამას არ უნდა შევხედოთ იოლად. ფსიქოლოგიური დახმარება ძალიან სწრაფი უნდა იყოს.
სიკვდილთან  ახლოს მყოფ ადამიანს (სიკვდილის მუქარა,აგრესია,მძიმე ჭრილობები) ზოგჯერ ემართება პოსტ-ტრავმატული სტრესი.

ეს «ტრავმატული ნევროზი» შეიძლება გამოჩნდეს მოვლენიდან 6 თვის ან ორი წლის შემდეგაც!

საწყისი ტრავმა მოქმედებს როგორც ძლიერი დიდმნიშვნელოვანი სტრესი. ის ვლინდება როგორც ძლიერი შიში ან უიმედობის განცდა.

პოსტ-ტრავმატული სტრესის გაჩენა გარკვეულად გამოხატავს ადაპტაციის დეფიციტს.

საშუალოდ ეს სტრესი გრძელდება დაახლოებით 3 თვე.

ესაა განსაკუთრებული, ყოველდღიური ქრონიკული სტრესისგან დიდად განსხვავებული სტრესი. ფიგრობენ რომ ასეთი სტრესის განმცდელთა 20-30%-ს ემართებათ პოტ-ტრავმატული სტრესი.

აღსანიშნავია რომ მშობელთა მუშტიკრივის და ოჯახური ძალადობის მოწმე ან მსხვერპლ ბავშვს ემართება ფსიქიური ტრავმა.

აკვიატებული დამთრგუნველი მოგონებები:

პოსტ-ტრავმატული სტრესის ფიზიკური ნიშნებია კანკალი,გულისცემა,ოფლი.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ფსიქიური სიმპტომები: ბატონობენ მოუსვენრობა,მწუხარება,სევდა,უძილობა და კოშმარები რომელთა დროსაც ადამიანი ისევ განიცდის უბედურ შემთხვევას.

პოსტ-ტრავმატულ სტრესს მოყვება ასევე კონცენტრაციის უნარის დასუსტება, განმარტოებისკენ სწრაფვა, საკუთარ თავში ჩაკეტვა და დასვენების უნარის დაკარგვა.

მაგრამ პოსტ-ტრავმატული სტრესის განმცდელს ამას გარდა დღის განმავლობაში გაუთავებლად ახსენდება მომხდარი,რაც აჩანს მოუსვენრობის და წუხილის განცდებს და დიდად ართულებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ეს სიმპტომები ძლიერ გავლენას ახდენენ პროფესიულ და ოჯახურ ცხოვრებაზე და ადამიანს ხშირად უბიძგებენ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებისკენ.

სტრესს დაემატება ამ ნივთიერებების მიღების ჩვევა!

ძალიან ხშირია დეპრესია და თვითმკვლელობის საშიშროება.

დაბოლოს,როგორც ყველა სტრესის დროს, შეიძლება გამოჩნდეს ფსიქოსომატური პათოლოგიები ( მაღალი არტერიული წნევა,კუჭის წყლული, კანის ავადმყოფობები,და ა.შ.).

პოსტ-ტრავმატული სტრესი სულაც არაა პატარა სტრესი.

იმისათვის რომ არ განვითარდეს პოსტ-ტრავმატული სტრესი, ძლიერი სტრესის შემდეგ აუცილებელია სწრაფი ფსიქოთერაპიული ჩარევა. უბედური შემთხვევის შემდგომ საათებში აუცილებელია ფსიქოლოგიური მიდგომა.

ასეთი სტრესის განმცდელმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოთქვას თავისი ფსიქოლოგიური ტკივილი.

მედიკამენტების მიღება:

სტრესის სხვა მდგომარეობათა საწინააღმდეგოდ პოსტ-ტრავმატული სტრესი არის პათოლოგია რომელიც ხშირად მოითხოვს ანტიდეპრესორებს ან ანქსიოლიტიკებს. ეს მაშინ როდესაც ჩნდება დეპრესია,უძილობა ან ძლიერი მოუსვენრობა,სევდა.

ალტერნატიულ მედიცინათა მხრივ:

პოსტ-ტრავმატული სტრესის შემთხვევაში თამამად მიმართედ ჰიპნოტიზორს.

ჰიპნოზი იძლევა საწყისი ტრავმის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში გახსენების საშუალებას.

   ( გაგრძელება იქნება).

No comments: