5.27.2012

ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-6//დასასრული//:

იტალიელი ჰუმანისტები-მარსილიო ფიჩინო,პიკო დე ლა მირანდოლა...
            

   მარსილიო ფიჩინო თავს ქრისტიანად თვლიდა და სულ არ ფიქრობდა იმაზე რომ  წარმართობის და ქრისტიანობის მისი საინტერესო ნაზავი შეიძლება ჩაეთვალათ მწვალებლობად.

     მარსილიო ფიჩინო დარწმუნებული იყო იმაში რომ ყველაზე ბრძენმა წარმართებმა,და,განსაკუთრებით პლატონმა,  წინასწარ განჭვრიტეს ქრისტიანული გამოცხადება და რომ ღმერთის ერთი და იგივე იდეა შთააგონებს ყველა ფილოსოფიას და რელიგიას. ფიჩინოს აზრით ეგვიპტური ჰერმეტიზმი თუ ის რაც მას ჰერმეტიზმად მიაჩნდა არ ეწინააღმდეგებოდა მოსეს წიგნებს.

    ფიჩინოს ისიც სწამდა რომ პლატონმა მიიღო ფილოსოფიის წიაღში ჭეშმარიტი რელიგიის გაჩენის და ასე ქრისტიანობის გაბატონებისთვის ნიადაგის მომზადების ღვთაებრივი მისია. 

    მაშ ებრაულ სიბრძნეს //მოსე//,წარმართი ბერძენი ფილოსოფოსების//პლატონი და ორფეოსი//მეგვიპტელების//ჰერმეს ტრისმეგისტი// თუ სპარსელების//ზოროასტრე// მსოფლმხედველობასა და ქრისტეს მოძღვრებას შორის არსებობს ფარული ჰარმონია.


     აღორძინების ხანის ერუდიციის მიზანი,მაშ,იყო საყოველთაო უნივერსალური რელიგიის ადგება//იმისა რასა მოგვიანებით,ყველაზე მეტად მე-18 საუკუნეში,უწოდებენ "ბუნებრივ რელიგიას"// თვითონ ფიჩინო ლაპარაკობს "religio communis naturalisque"-ზე// რომლის უმაღლესი ჭეშმარიტება უნდა გაემხილა ქრისტიანულ გამოცხადებას.

     მიუხედავად ამ ერთსულოვნების განცდისა ფიჩინოს ნაშრომს მსჭვალავს ერთგვარი ორაზროვნება მისი "სიცოცხლის წიგნის" სამედიცინო და ასტროლოგიურ მატერიალიზმსა //რის გამოც ის კიდეც  დაგმო ეკლესიამ// და "პლატონური თეოლოგიის"სპირიტუალიზმს შორის.

     ფიჩინოს მიერ სიყვარულის განდიდება ყოველთვის ორაზროვანია,ის მერყეობს მშვენიერების სენსუალურობასა და მისტიკური ჭვრეტის წმინდა სულიერებას შორის. ეს ორაზროვნება მოაზროვნისა რომელიც თავიდან იყო ეპიკურეველი და ლუკრეციუსის კომენტატორი და შემდეგ მიბრუნდა პლატონისკენ და წმინდა ავგუსტინესკენ ჩანს მთელ მის ფილოსოფიაში.

    სწორედ ასე რომ ფიჩინოსთვის სული ერთის მხრივ არის გონიერება,სრულიად სულიერი უნარი,რომელსახ აქვს ზეგრძნობადის ხილვის და გრძნობისთვის ზურგის შექცევის უნარი.

      ამავე დროს "სიცოცხლის წიგნი" სულს ახასიათებს როგორც ორთქლს,წმინდა,ცხელი და კაშკაშა სისხლის კვამლს,მისი შემადგენელი ოთხი განწყობის // მელანქოლია,ფლეგმატური,სასტიკი,გულფიცხი// მეტ-ნაკლებად ზომიერ წონასწორობას.

    "სიცოცხლის წიგნშიც" ფიჩინო გრძლად ლაპარაკობს ხატების ეფექტურობაზე ვარსკვლავების გავლენებთან დაკავშირებით და ამავე დროს მაგიის მიმდევრობაში ბრალდების შიშით ამბობს რომ ამისი არ სჯერა.

    ფიჩინოს პლატონიზმი იტალიაში გავლენას ახდენდა მთელი მე-16 საუკუნის მანძილზე და გავლენიანი იყო ჩრდილოეთის ქვეყნებშიც. 

    მარსილიო ფიჩინოს ნაწერებმა დიდი გავლენა მოახდინეს პარაცელსზე რომელიც გერმანიაში არის მთელი ფილოსოფიური ტრადიციის საწყისთან,

      საფრანგეთში კი ჰუმანიზმის იდეების გავრცელებაში დიდ როლს ასრულებდნენ ფრანსუა პირველის და მარგარიტა ნავარელის ჰუმანისტური წრეები. 

      ერაზმი კარგად იცნობდა მარსილიო ფიჩინოს ნაშრომებს და კეპლერამდე //უფრო ვიდრე გალილეიმდე// მე-17 საუკუნის დასაწყისში განიცდის მის გავლენას ///თემა ალბათ დროებით ამით მთავრდება//.


No comments: