7.01.2012

ნარკოტიკებს არა-1,უფასო საწყისი რჩევები ევროპელ მშობლებს:


ბოლშევიკური ჯილდო
საბჭოთა რუსეთში
კანაფის მომყვანს.
 
ნარკოტიკებს არა
Бодлер заключает: «...Возбуждающие яды представляются мне не только одним из самых ужасных и наиболее верных средств, которыми располагает дух тьмы, чтобы вербовать и порабощать достойный сожаления род человеческий, но и одним из самых совершенных его перевоплощений».
Les armes de la commune de Chennevières-lès-Louvres, dans le Val-d'Oise, comportent une tige de chanvre feuillée d'or.

ევროპაში უფასოდ გავრცელებული ბროშურებიდან: "კანაბისი//კანაფი,მარიხუანა//, მშობლებისთვის ახსნილი საფრთხეები":
"ეხლა ეს მეტისმეტად არ მაწუხებს. ჩემს ბიჭს ეხლა თავში უფრო მუსიკა და ძმაბიჭები ყავს. ის მხოლოდ 13 წლისაა. ჩემის აზრით ეს 16 წლისთვის იწყება. "

კანაბისის გასინჯვას იწყებენ ახალგაზრდა მოზარდები. სინჯავენ საშუალოდ 15 წლისები. 17 წლისებიდან ათი ახალგაზრდიდან ოთხი აცხადებს რომ მათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწევიათ კანაბისი. ესაა ყველაზე ადრე გასინჯული უკანონო პროდუქტი.
ეწევიან უფრო ბიჭები,განსაკუთრებით როდესაც ლაპარაკია რეგულარულ მოწევაზე. 17 წლის ასაკში კანაბისი უკვე გასინჯული აქვს ბიჭთა 46 პროცენტს და გოგონათა 38 პროცენტს. რეგულარულად ეწევა ბიჭთა 11 პროცენტი და გოგონათა 4 პროცენტი. უფრო ადრე წევას იწყებენ ბიჭები.

კანაბისის მოხმარება დიდად გაიზარდა 1980-2003 წლებში და 2005 წლიდან ის იწყებს დაცემას.
ესაა იოლად საშოვარი პროდუქტი. 16 წლის ასაკში ათიდან ოთხი მოზარდი ფიქრობს რომ კანაბისი იოლი საშოვარია. ყველაზე ხშირად ახალგაზრდები ეწევიან კანაბისს რომელიც მათ აჩუქეს. ათიდან ოთხი ახალგაზრდა მას ყიდულობს და ათიდან ერთ ახალგაზრდას ის მოჰყავს.

ეს იატაკქვეშა კულტურა//ღია ცის ქვეშ თუ ბინაში// სულ უფრო და უფრო მეტად მოჰყავთ ათიოდე წელია.

უმრავლეს შემთხვევაში ეწევიან მეგობრებთან ან და-ძმასთან ერთად. შემთხვევათა ნახევარში ეწევიან საკუთარ ბინაში ან მეგობრებთან. ათიდან ორ შემთხვევაში სკოლაში თუ სამუშაოზე.

მწეველთა უმრავლესობისთვის კანაბისის წევა დაკავშირებულია დღესასწაულთან, 17 წლის ასაკში ბევრი ეწევა გასართობად, ნაწილი დასამშვიდებლად. ქალები და ქალიშვილები ეწევიან უფრო დარდის,შფოთის გასაქარვებლად.

შეუფასებელი ხიფათები:
ნარკოტიკის ახალგაზრდა მომხმარებლები ვერ ხედავენ პოტენციურ საშიშროებებს: ნარკოტიკის მომხმარებელს უსუსტდება მეხსიერება,უჩნდება პრობლემები კონცენტრაციასთან დაკავშირებით რაც აჩენს პრობლემებს სკოლაში,ფსიქიურ აშლილობებს. კანაბისის მოხმარება შეიძლება ერთ ხანს გარკვეულად ხელს უწყობდეს ადამიანთა ურთიერთობას მაგრამ მისმა ხმარებამ შეიძლება ადამიანი მოსწყვიტოს თავის გარემოს.

ზოგ შემთხვევაში მოზარდი შეიძლება ჩამოშორდეს მეგობრებს,სკოლას რათა ყოველდღიური ცხოვრება ააწყოს კანაბისის მოხმარების ირგვლივ. ესაა ნარკომანიის,ნარკოტიკის მოხმარების მიჩვევის სტადიაში გადასვლის მაჩვენებელი ნიშანი.

მეტიც,ნარკოტიკის ყიდვა იოლია სკოლასთან ახლოს,უბანში და ეს მომხმარებელს ავიწყებს რომ კანაბისი უკანონო პროდუქტია და მის მოხმარებას შეიძლება მოჰყვეს საკმარისად მკაცრი სასჯელი. ასე რომ ყურადღებას არ აქცევენ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენიდან გამომდინარე პრობლემებსაც როგორც სრულწლოვანი ისე არასრულწლოვანი მყიდველისთვის.

ეს უფასო ბროშურა გათვალისწინებულია მშობლებისთვის:

მშობლებმა უნდა იცოდნენ თუ რითია საშიში ჯანმრთელობისთვის და მოზარდის პერსონალური განვითარებისთვის კანაბისის მიღება, არ უნდა დავივიწყოთ კანონიც.

მშობლებს უნდა ჰქონდეთ არგუმენტები თავის შვილებთან სასაუბროდ რათა შვილებმა არ დაიწყონ ნარკოტიკის მიღება ან არ გააგრძელონ მისი მიღება პირველად გასინჯვის შემდეგ.

ამ ბროშურამ უნდა გაუადვილოს მათი შვილებისთვის დახმარების გაწევა თუ კი მათ ეს დასჭირდებათ.

მშობლებს აქვთ გადამწყვეტი როლი.

რა არის კანაბისი?
კომუნა
 Chennevières-lès-Louvres-ის 
ღერბი, მასში არის მოოქროვილი 
კანაფის ფოთოლი
ესაა ფსიქოტროპული მცენარე,ინდური კანაფი რომელსაც სხვადასხვა ფორმით იყენებენ როგორც ნარკოტიკს. ევროპაში შეიტანეს მე-19 საუკუნეში,მისი ხმარება კანონით აიკრძალა მეოცე საუკუნეში.

კანაბისის მთავარი აქტიური მოლეკულაა delta 9 THC ( delta tétrahidrocannabinol). სწორედ ის მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მას შეუძლია აღქმის და გრძნობათა შეცვლა.
delta 9 THC-ის ოდენობა იცვლება მოხმარებული პროდუქტების შესაბამისად. დღეს მოხმარებულ კანაბისი კონცეტრაცია უფრო ხშირად უფრო ძლიერია.

როგორ იღებენ კანაბისს?

კანაბისი შეიძლება წარმოდგეს სხვადასხვა ფორმით: 1. ბალახი//მარიხუანა,განჯა,beuh,და სხვ. ესაა კანაფის გამხმარი ღეროები,ფურცლები და ყვავილები. მისი ფერი შეიძლება მიდიოდეს მწვანიდან ყავისფრამდე.მას აქვს ძლიერი სუნი.
2. გუმფისი,ხის წებო//résine//-ჰაშიში,ჰაში,შიტი,შიშონი და სხვ. საფრანგეთში სწორედ ამ ფორმით იღებენ ყველაზე ხშირად კანაბისს. მას ურევენ თამბაქოში. ის ჰგავს კომპაქტურ ყავისფერ ან შავ თუ ბეჟისფერ ცომს. როგორც წესი ის წარმოდგება ალუმინის ქაღალდში თუ პლასტიკის ფირში შეხვეული სორსოლების თუ პატარა ჯოხების სახით.

3. ზეთი. ლაპარაკია მუქ მწვანე,ყავისფერ თუ შავ ბლანტ,წებოვან და ფისიან,კუპრიან სითხეზე...

საფრანგეთში კანაბისს ყველაზე ხშირად ურევენ თამბაქოში,ახვევენ სიგარეტის ქაღალდში და ისე ეწევიან,,, ზოგჯერ ეწევიან სხვადასხვა ტიპის ჩიბუხით.

უფრო იშვიათად მას იღებენ ნამცხვრის //"space cake"// თუ ნაყენის ფორმით.

რას გრძნობენ კანაბისის მოწევისას?

მოხმარებული კანაბისის და მოხმარების კონტექსტის შესაბამისად სხვადასხვა პიროვნება სხვადასხვა რამეს გრძნობს.
მომხმარებლებს სურთ განმუხტვა და აღწერენ განმუხტვის კეთილდღეობის,ეიფორიას და ღქმათა,შეგრძნებების ცვლილების განცდას. ამბობენ,რომ,მაგალითად,უკეთ ესმით მუსიკა. შეგრძნებები თითქოს უფრო ძლიერდება,მაგრამ მიზანი ყოველთვის არაა მიღწეული.

მაგრამ არის უარყოფითი შედეგებიც:

კანაბისის მომხმარებელს დაუყოვნებლივ შეიძლება ჰქონდეს ცუდი განცდა. ეს უფრო ხშირია როდესაც მომხმარებელი დაღლილია ან ფსიქოლოგიურად დასუსტებულია კანაბისის მიღების დროს.
მაშინ კანაბისის მომხმარებელს ემართება ცახცახი,მოსდის ცივი ოფლი, მას აქვს გულის ზიდების გრძნობა ან აღებინებს. მას აქვს დაბნეულობის,ძლიერი შფოთის და ნაღველის განცდა და ეჩვენება რომ სდევნიან
ამ უქეიფობამ ადამიანს შეიძლება დააკარგვინოს გრძნობა..

კანაბისის ზემოქმედებით ავტომობილის მატარებელს უსუსტდება ყურადღების კონცენტრაციის უნარი რაც საფრთხეს უქმნის როგორც თვითონ მას ისე სხვას...

"კანაბისის რეგულარულად ხმარების სეწყვეტიდან 5-10 დღის შემდეგ ჩნდება ფიზიკური მიჩვევის ნიშნები-გაღიზიანებადობა,უძილობა,და ყველაზე უფრო ძლიერი შფოთი და ნაღველი რასაც თან ახლავს ციებ-ცხელება,დეპრესიული რეაქციები"// პარიზის ვილჟუივის პოლ ბრუსის საავადმყოფოს ექიმი-ფსიქიატრი ამინ ბენჟამინა//.

რეგულარული მოხმარებისას მომხმარებელი სულ უფრო და უფრო ეჩვევა კანაბისის გავლენას. კანაბისის რეგულარული მოხმარების შეწყვეტას ან მკვეთრად შემცირებას შეიძლება მოყვეს გაძლიერებული სტრესი,გაღიზიანებადობა,დაძინების გართულება,კონცენტრაციის უნარის შესუსტება ან დაკარგვა,ინტერესის დაკარგვა...
ზოგი გრძნობს უფრო გლობალურ უქეიფობას,რაც შეიძლება იყოს დეპრესიული მდგომარეობის ნიშანი.

ყველა არ ეჩვევა ერთნაირად მაგრამ კანაბისის მოხმარების დაწყება 15 წლის ასაკამდე არის მიჩვევის რისკი.

მიჩვევის შემთხვევაში მომხმარებლის ინტერესები დაიყვანება კანაბისის ძიებაზე,შოვნაზე,მოხმარებათა დაგეგმვაზე. ის მაშინ შეიძლება ჩამოშორდეს ძველ მეგობრებს და მისთვის აქამდე საინტერესო საქმიანობას...

Подвиды конопли. Слеванаправо:
посевная, индийская, сорная

საცოდნელია ისიც რომ კანაბისის მიმღები უმრავლეს შემთხვევაში ამავე დროს თამბაქოს რეგულარულად მწეველი და რეგულარულად მსმელია.
კანაბისის მიღება ასუსუტებს მეხსიერებას და ამცირებს სიახლის აღქმის და დამახსოვრების უნარს. 14 წლამდე ასაკის ბავშვებში კანაბისის მიღება ასუსტებს მათ გონებრივ უნარს.


კანაბისის პირველი მოხმარება ადამიანს შეიძლება ცუდად დაამახსოვრდეს.
კანაბისმა შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები,პანიკის განცდა,ხელი შეუწყოს დეპრესიას,შფოთის,ნაღველის განცდის გაჩენას.
კანაბისი ზოგჯერ აჩენს კანაბისის ფსიქოზად წოდებულ მოვლენას-ჰალუცინაციებს, გონებრივ აშლილობას,გიჟურ იდეებს რაც აუცილებელს ხდის მომხმარებლის საჩქაროდ დაწვენას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

კანაბისმა შეიძლება გამოავლინოს ან დაამძიმოს შიზოფრენიად ზოდებული ფსიქიური ავადმყოფობა.
კანაბისის მომხმარებლებს შეიძლება გაუჩნდეს ფილტვების კიბო. კანაბისში მეტია კანცეროგენული ნივთიერებები ვიდრე თამბაქოში. ის აზიანებს სუნთქვის სისტემასაც და აავადებს ყელს.

კანაბისის მოხმარება ცვლის გულის ცემის რიტმს და ის შეიძლება საშიში იყოს მაღალი წნევის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

კანაბისის მიმღებ მძღოლებს უფუჭდებათ რეაქციები საშიშ ვითარებებში,მათ უჭირთ ტრაექტორიის კონტროლი და მოძრაობათა კოორდინაცია, რეაქციის დრო გრძელდება...

კანაბისი გავლენას შეიძლება ახდენდეს მიღებიდან 2-10 საათის შემდეგაც....

საფრანგეთში კანაბისის ხმარება და გაყიდვა ჯერ-ჯერობით ისჯება კანონით. ისჯება კანაბისის ხმარებისკენ ან ყიდვა-გაყიდვისკენ წაბიძგებაც...
//გაგრძელება და დასასრული იქნება//.

საა თარგმანი უფასოდ დარიგებული ფრანგული ბროშურისა "კანაბისი,მშობლებისთვის ახსნილი საშიშროებები-Cannabis:les risques expliqués qux pqrents" არსებობს სპეციალური სატელეფონო ნომერიც რომლითაც შეიძლება რჩევის მოსმენა. იქნებ გამოადგეთ ეს პერესტროიკის ქართველ ბულდოზერებს და მათ მსხვერპლებს...

No comments: