ჯონ ო დონოჰიუ და მისი კელტური სიბრძნე:
e Inner Landscape of Beauty
The late Irish poet and philosopher, John O'Donohue, is beloved for his book Anam Ċara, Gaelic for "soul friend," and for his insistence on beauty as a human calling and a defining aspect of God. In one of his last interviews before his death in 2008, he articulated a Celtic imagination about how the material and the spiritual, the visible and the invisible worlds intertwine in human experience.
ანამ კარა, სულიერი სიბრძნე კელტური სამყაროდან//Anam Cara,Spiritual Wisdom from the Celtic World,sagesse spirituelle du monde celtique,1997, John O'Donohue//
"მიწიდან მოზელილები ჩვენ ვართ სულები თიხის ფორმებში. ჩვენ უნდა ვიყოთ თანხმობაში ჩვენს შინაგან ხმასთან და თიხის ჩვენს ნოსტალგიასთან.
მაგრამ ეს ხმა აღარ ისმის ჩვენს თანამედროვე სამყაროში. ჩვენ აღარც კი გვესმის თუ რა დავკარგეთ და სწორედ ამიტომაა ესოდენ მწვავე თავისი აუხსნელი ხასიათით ჩვენი სულიერი ლტოლვილობის ტკივილი.
"შენ სხეული ახლოს და კარგად გიცნობს. მას სრულიად ესმის შენი სულის ცხოვრება და ბევრად ადრე შენს სულამდე შენმა სხეულმა იცოდა თუ რამდენად პრივილეგირებული ხარ აქ ყოფნით"
რამოდენიმე სიტყვით:
მეგობრული განწყობით მიუდექი სიცოცხლის ყოველ გამოცდილებას.
ხშირად ვივიწყებთ ხოლმე სილამაზეს და იდუმალებას სამყაროსი რომელშიც ვარსებობთ, წვიმის,მწვანე ფოთლის, მეგობრის ღიმილის,საყვარელი მუსიკის სილამაზეს და იდუმალებას.
მშვიდად მცხოვრებმა ადამიანებმა იციან ასეთი რამეების დაფასება,მაგრამ უმრავლესობა ჩვენთაგანისთვის ამ სილამაზესა და იდუმალებას ჩქმალავს ბრძოლა წარმატებისთვის, სახელისთვის და სულიერი განვითარებისთვისაც კი.
ჯონ ო დონოჰიუს Anam Cara,Spiritual Wisdom from the Celtic World, ანამ კარა, სულიერი სიბრძნე კელტური სამყაროდან, არის მედიტაცია სულის სმენით და ყურისგდებით არსებობის შესახებ. მისი მსოფლიო პოპულარობა ალბათ იხსნება იმით რომ მისი ფილოსოფია დიამეტრალურად ეწინააღმდეგება იმას რაც გვესმის ყოველდღიურად.
წიგნი გვთავაზობს წარმატებისთვის ბრძოლის,მისკენ სწრაფვის შეწყვეტას და ნამდვილად ცხოვრებას.
წიგნი არ ამბობს იმას თუ რაშია მაინც და მაინც კელტური სიბრძნე,მაგრამ მას მკითხველი მიჰყავს ფანტაზიისკენ,სპონტანურობისკენ,ბუნებასთან ჰარმონიისკენ და სულის იდუმალებით გაოცებისკენ და აღფრთოვანებისკენ.
ო დონოჰიუს თანახმად ჩვენ უნებურად და გაუცნობიერებლად ვსპობთ სიხარულის ჩვენს პოტენციალს როდესაც ვცდილობთ ჩვენი ცხოვრების ჩატევას წინასწარ დადგენილ ფარგლებში.
ჩვენ უფრო მექანიკურად ვხოვრობთ მაშინ როდესაც არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენი ცხოვრების აზრს და სეზონურ რიტმს.
კელტური სული:
დონოჰიუ ხაზს უსვამს რომ კელტური წარმოსახვა წრესა და სპირალს ანიჭებს უპირატესობას სწორ ხაზთან შედარებით. მთელი კელტური კულტურა ეფუძნება სიცოცხლის წრიულ მოძრაობას რომელიც გამოიხატება სეზონთა რიტმში. ეს ძველი სიბრძნე უპირისპირდება უწყვეტი პროგრესის თანამედროვე და ხაზოვან კონცეფციას.
კელტური სული არაა სისტემატური და დუალისტური. კელტური სიბრძნე დიდად არ განასხვავებს ერთმანეთისგან სულს და მატერიას, დროს და მარადისობას. ჩვენ,მაშ,ვართ ერთდროულად მიწიერი და სულიერი არსებები,როგორც "სულები თიხის ფორმაში".
გელური სიტყვა ანამი ნიშნავს სულს და გელური სიტყვა კარა ნიშნავს მეგობარს. ძველ ირლანდიაში ასეთი სულის მეგობრები ხშირად იყვნენ მასწავლებლები ან სულიერი მეგზურები რომელთაც ადამიანები უზიარებდნენ თავისი არსებობის ყველაზე ღრმა ასპექტებს და რომლებთანაც იყვნენ როგორც საკუთარ სახლში.
ო დონოჰიუს წიგნი ლაპარაკობს მეგობრობაზე, მაგრამ არა მხოლოდ მეგობრობაზე სხვა პიროვნებებთან.
ანამ კარას თანახმად ჩვენ უნდა დავუმეგობრდეთ ჩვენს საკუთარ თავს, გარემომცველ ბუნებას და ჩვენი სიკვდილის იდეასაც კი.
ო დონოჰიუს თქმით სიცოცხლის მოვლენებისთვის მეგობრულად სეხედვით ისინი თანდათანობით კარგავენ საშიშ ასპექტს.
კელტური სიბრძნე მარადიულობას ხედავს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პოეზია, ხელოვნება, მეგობრობა და სიყვარული არის გზები რომლებითაც მარადისობა ვლინდება იმ გაჩერებულ სივრცე-დროში რასაც ჩვენ სამყაროს ვუძახით.
მარადისობა ყველგანაა ჩვენს ირგვლივ. ის ცდილობს საკუთარი თავის გამოხატვას და თავისი რეალობის დადასტურებას მაშინ როდესაც სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ ქმნის ილუზიას რომ ისაა ერთადერთი რეალობა.
მატერიის ჩვენი დაქუცმაცებული ხედვა წარმოსახვის ნაკლებობა ჩვენ ასე გვაკლებს დიდ სიმდიდრეს.
იდუმალების მნიშვნელობა:
ო დონოჰიუ ხაზს უსვამს იმ პარადოქსს რომლის თანახმადაც სიცოცხლის ღრმად სულიერი ხედვის დასაბრუნებლად საჭიროა ძალიან ფიზიკურ გზაზე დადგომა ,ჩვენს შეგრძნებებში ჩაძირვა და სულ უბრალო რამეების აღმოჩენა.
სიბრძნის წყაროებია შეხება,სუნი,განსაკუთრებით გემო. მათ არაფერი აქვთ საერთო სიტყვებთან და აზრებთან.
ჩვენ ცოტა უფრო ნაკლები უნდა ვიფიქროთ და ცოტა უფრო მეტი უნდა ვიგრძნოთ და ვისწავლოთ ჩვენს შეგრძნებათა ნდობა.
ჩვენ ვართ სული თიხის ფორმაში და ამიტომ ჩვენი გზა სულიერებისკენ გადის ჩვენი მიწიერი საწყისების აღიარებაზე.
კელტური პოეზია,მაგალითად, განადიდებს მთების ჭვრეტას,ქარის შეგრძნებას კანზე,ნაპირზე მოხეთქებული ტალღების ხმაურის მოსმენას...
ო დონოჰიუს თანახმად ტექნოლოგიამ და ;ასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა არ მოგვცეს მსოფლიოს გაერთიანების საშუალება. მათ უფრო გააქრეს მოვლენათა ინტიმური ხასიათი და კომუნიკაციის ჩვენი დაჟინებული მოთხოვნილება ამბობს იმას რომ ჩვენ სწორედ ეს გვაკლია.
კელტურ ენაში არ არსებობს მისალმების ის თავშეკავებული და თავის ამრიდებელი ფორმები რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ხოლმე.
კელტები ერთმანეთთან სეხვედრისას უფრო ამბობენ :"ღმერთი იყოს თქვენთან" ამით ისინი აღიარებენ ღვთაებრივ ნაპერწკალს სხვაში.
ო დონოჰიუ სვამს კითხვას თუ რატომაა ესოდენ სასიამოვნო საკუთარ სახლში სტუმრის მიღება. მოდის არსება მთელი თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით და მეხსიერებით და ჯდება თქვენს წინ. და როდესაც სტუმარი მიდის სხეული დგება და მიდის და თან მიაქვს მთელი ეს ფარული სამყარო.
საიდუმლო მოვიდა და წავიდა.
ვალაპარაკოთ სული:
ო დონოჰიუ შენიშნავს რომ ჩვენ გვზაფრავს არა იმდენად სტრესის მომგვრელი მოვლენები არამედ ის რომ ჩვენ თითქმის არა გვაქვს ჩვენი სულის მკვებავი დუმილის წუთი.
ჩვენ ძვირად დაგვიჯდება აქტიური და გარე სამყაროსკენ მიქცეული ცხოვრება თუ კი ჩვენ არ გვექნება დრო ჩვენი საკუთარი თავისთვის. ჩვენ მაშინ იშვიათად თუ გავიგებთ ჩვენი სიბრძნის შინაგან ხმას.
ჩვენ რელიგია შევცვალეთ ფსიქოლოგიით,მაგრამ ფსიქოლოგიას ხშირად აკლია სიღრმე ჩვენს წუხილთა და უქეიფობათა მიზეზების ძიებისას.
სული მოკრძალებულია. ის თავის სიბრძნეს ავლენს და მითითებებს გვაძლევს მხოლოდ მაშინ როდესაც ვართ საკმაოდ მშვიდნი და ვაცლით ლაპარაკს....
არადა ჩვენ იშვიათად თუ ვწყვეტთ ყბედობას რომ ვაცალოთ ჭეშმარიტებას გამოჩენა.
ო დონოჰიუ შეგვახსენებს პასკალის სახელგანთქმულ შენიშვნას რომლის თანახმადაც ჩვენს პრობლემათა უმრავლესობას აჩენს ის რომ ჩვენ არ შეგვიძლია ოთახში მარტო და მშვიდად დარჩენა.
სრულად ცხოვრება:
ანამ კარა აკვირდება იმას რომ ჩვენ გვჭირდება ინტეგრაცია იმისა რასაც ჩვენ ვთვლით ჩვენს ნეგატიურ მხარედ. ჩვენ ვცდილობთ სასწრაფოდ განვთავისუფლდეთ ჩვენი ხასიათის "ცუდი" ნიშნებისგან და ამით გვაკლდება ჩვენს თავზე ცოდნის ძვირფასი წყარო.
სიყვარული ჩვენი იმ მხარეებისა რომელთა ზიზღიც და სიძულვილიც ვისწავლეთ არის მოყვასის სიყვარულის მცნების მეორე გამოხატულება.
მაგრამ ბევრი ადამიანი მეტისმეტად შორს მიდის საწინააღმდეგო მიმართულებით. ჩვენი ხასიათის ანტისოციალური ნიშნების მიღება დიდად განსხვავდება შეგნებული გადაწყვეტილებისგან ვიყოთ ცუდები.
ჩვენ კულტურას სტანჯავს მეტისმეტი ანალიზი. ჩვენ მეტისმეტად ვაზროვნებთ და არ ვცხოვრობთ.
ანალიზის ეს მანია განსაკუთრებით საშიშია როდესაც მას ახლავს ბრალიანობის განცდა და სასჯელის ცნება.
მაგალითად იმის დაჯერებით რომ ღმერთი აჯილდოებს დიდი ტანჯვის გადამტანებს და იმათ " ვინც ზიდავენ თავის ჯვარს".
ო დონოჰიუს თანახმად ეს უფრო არის თავისუფლების და ადამიანის ბუნების შესაძლებლობათა ცუდი გამოყენების მაგალითი. ნეგატივიზმი უსარგებლო რამეა და და ასე შექმნილი მენტალური სქემები არის ხაფანგი რომელშიც შეიძლება ჩავრჩეთ წლების მანძილზე.
კათოლიკობამ ო დონოჰიუს ასწავლა თუ რა არის ცოდვა,მაგრამ ის ჩივის რომ მას არ ასწავლეს რომ უდიდესი ცოდვაა არ იცხოვრო სრულად. ბუნებით სულს უყვარს რისკი იმიტომ ნამდვილი ზრდა შესაძლებელია მხოლოდ თავის საფრთხეში ჩაგდებით. მხოლოდ ეგოს უყვარს უცვლელობა და ფენომენთა მუდმივობა. სრულყოფის მიღწევა შეიძლება მხოლოდ სრული ცხოვრებით. ისე როგორც თქვა ედიტ პიაფმა: " მე არ ვნანობ არაფერს".
ო დონოჰიუს ზოგი გვერდი გვაგონებს შორეული აღმოსავლეთის მედიტაციის ოსტატთა მოძღვრებას. მისი თქმით არ არსებობს სულიერების არანაირი პროგრამა.
უბრალოდ ჩვენ უფრო ღრმად უნდა ვიარსებოთ ვიდრე ამას ვაკეთებდით. მისი თქმით სავსე სულიერი ცხოვრება არაა დამოკიდებული ნანახ მონასტერთა რაოდენობაზე თუ მედიტაციაში გატარებულ დროზე.
სავსე სულიერი ცხოვრება მისი თქმით არის შიშების უკუგდება და საკუთარი თავის ნაწილის გაღება...
ო დონოჰიუ შენიშნავს რომ თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი ნიშანია გულგრილობა. მართლაც,თუ კი თანამედროვეთა უმრავლესობის მსგავსად ვცდილობთ ძალაუფლების მოპოვებას გულგრილები უნდა ვიყოთ იმათ მიმართ ვისი დამორჩილებაც გვსურს. მაგრამ ამის გაკეთებით ჩვენ ვკარგავთ თანაგრძნობის და მკურნალობის დიდ ძალას.
ანამ კარას ფილოსოფიური საფუძველი ალბათ არის კელტური მსოფლმხედველობა, მაგრამ წიგნის ნამდვილი მიზანია სულის მოქცევა თანამედროვე ცხოვრების შუაგულში.
ავტორი ჯონ ო დონოჰიუ //1956-2008// გაიზარდა კაუნტი კლეირში. მან მიიღო გერმანიის ტიუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორატი ფილოსოფიურ თეოლოგიაში. ის არის პოეტი და კათოლიკობის ერუდიტი.
ო დონოჰიუს სხვა წიგნებს შორის აღვნიშნავთ ფილოსოფიურ ნარკვევს ჰეგელზე, Stone as the Tabernacle of Memory Fire: At Home at the Heart of Spirit,Air:The Breath of God,Water: The Tears of the Earth:
ამ საინტერესო ნარკვევის წაკითხვა შეგიძლიათ ტომ ბატლერ-ბაუდონის წიგნშიმ" სულიერების 50 კლასიკოსი, აღმოაჩინეთ მარადიული სიბრძნეები " //Tom Butler-Bowdon,50 Spiritual Classics,2005; 50 classiques de la spiritualité,2008,თარგმანი ფრანგულიდან//.

No comments:
Post a Comment