დიდი რუსი და ამერიკელი ისტორიკოსი გ.ვ. ვერნადსკი //1887-1973// სწავლობდა მოსკოვის, ფრაიბურგის და ბერლინის უნივერსიტეტებში. პეტერბურგის უნივერსიტეტში დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია ეკტერინე მეორის მეფობის დროინდელი ფრანკ-მასონობის შესახებ. იყო დიდი ისტორიკოსი კლიუჩევსკის მოწაფე. სამოქალაქო ომის წლებში ასწავლიდა პერმში, კიევში და სიმფეროპოლში. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ რუსეთიდან წასული, ის ცხოვრობდა და მუშაობდა კონსტანტინეპოლში, ათენში, შემდეგ პრაღაში სადაც ასწავლიდა კარლის უნივერსიტეტის რუსულ იურიდიულ ფაკულტეტზე.
ნ.ს.ტრუბეცკოისთან და პ.ნ. სავიცკისთან ერთად ამუშავებდა ევრაზიელობის და ევრაზიულობის თეორიას, მონაწილეობას იღებდა სემინარში «Seminarium Kondakovianum»,რომელსაც სახელი დაერქვა ცნობილი ბიზანტინისტი ნ.პ. კონდაკოვის პატივსაცემად.
1927 წელს მას შესთავაზეს იელის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლად გახდომა. ამ უნივერსიტეტს სჭირდებოდა რუსეთის ისტორიის სპეციალისტი. 1946 წელს მან მიიღო ამავე უნივერსიტეტის რუსული ისტორიის პროფესორის წოდება. 1956 წელს გავიდა პენსიაში. მისი წიგნები შუა საუკუნეების რუსეთის და თათარ-მონღოლთა ისტორიაზე დასავლეთში ითვლება კლასიკურ ნაშრომებად.
იელის უნივერსიტეტის პროფესორი გ. ვერნადსკის დიდი ნაშრომი ნარკვევი რუსთა წარმომავლობის შესახებ //ორი ტომი. შემოკლებული თარგმანი ფრანგული გამოცემიდან//.
პირველი ტომი.
რუსთა ვინაობის საკითხი სხვა დღევანდელი ხალხების ვინაობის საკითხის მსგავსად როგორც ადვილი ისე ძნელი გადასაწყვეტია. ბევრად უფრო რთულია რუსთა წარმოშობის პრობლემის გადაჭრა.
თუ კი პირველი კითხვით დავიწყებთ შეიძლება ითქვას რომ ერს საუკეთესოდ ახასიათებს ენა. ანუ რუსები არიან ისინი ვინც ლაპარაკობენ რუსულად,ვისი დედა ენაც რუსულია.
მაგრამ ესაა არასრული პასუხი ვინაიდან ენა არაა ხალხის ერთადერთი საფუძველი. ხალხის უკეთესად გასაცნობად ანგარიში უნდა გაეწიოს ანტროპოლოგიურ,ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც.
არ უნდა დავივიწყოთ რომ ერს მთლიანობად კრავენ და მას აძლევენ მსოფლიოში მისი ადგილის გაცნობიერების საშუალებას დიდი კულტურული ტრადიციები.
ამ ფაქტორთა უმრავლესობა,მათი ურთიერთკავშირი და ყოველი მათგანის მნიშვნელობა დიდად იცვლება ისტორიის მანძილზე.
ადრეული შუა საუკუნეების რუსი ხალხი დიდად განსხვავებული იქნებოდა თანამედროვე რუსებისგან.
მეცხრე საუკუნის რუსული წარმართული საზოგადოება განსხვავდებოდა მე-11 საუკუნის რუსული ქრისტიანული საზოგადოებისგან.
რაც უფრო შორს მივდივართ წარსულში მით უფრო გვიჭირს ხალხის წინაპრების სულის და ცხოვრების წესის გაგება.
ამ შორეული ხანის ხალხების და ტომების სულიერი ცხოვრების და მატერიალური კულტურის ყოველი მოწმობა ყურადღებით უნდა აიწონოს თუ კი გვინდა მათი ევოლუციის დიდ მიმდინარეობათა გაგება.
რუსული ენა სლავური ენაა. ლინგვისტურად,მაშ,რუსები ეკუთვნიან ინდოევროპული ოჯახის ხალხთა სლავურ ჯგუფს. რუსებს საუკუნეების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ სხვა სლავებთან.
ეს კავშირები კიდევ უფრო ცხადი იყო სლავთა ისტორიის საწყის პერიოდში როდესაც განსხვავებები სხვადასხვა დიალექტებს შორის ნაკლებად იყო გამოკვეთილი თანამედროვე ენებთან შედარებით და როდესაც ცხოვრების რელიგიური და კულტურული საფუძვლები ერთნაირი იყო ყველა ტომში.
უძველეს ხანაში ასვლისას ძნელი იქნებოდა "პროტორუსული" ენის გამოყოფა.
რუსთა ლინგვისტური წინაპრები უეჭველად ლაპარაკობდნენ "ძველი სლავურის" რაღაც ფორმაზე.
ამ თვალსაზრისით რუსთა წარმოშობის საკითხი ყველა სლავის წარმოშობის საკითხია.
პირველი საკითხია თუ სად ცხოვრობდა წინაპართა საწყისი ჯგუფი რომელმაც დიდი დაბრკოლებების და გაჭირვებათა გადალახვის შემდეგ გააჩინა ეს ერი.
თანამედროვე ერებს შორის იშვითად ვინმე თუ შეიძლება ჩაითვალოს აბორიგენად მიწებისა რომლებიც მათ დღეს უკავიათ.
თანამედროვე ერების უმრავლესობა შეიქმნა მიგრაციათა ერთმანეთის მიმდევარი მრავალი ტალღის შედეგად. ეს მიგრციები ხდებოდა უძველეს ხანაში,ადრეულ შუა საუკუნეებში და ახალ დროშიც კი.
ინდოევროპელ ხალხთა თავდაპირველი საცხოვრისის //გერმანულად Urheimat, რუსულად "პრაროდინა // " საკითხი ერთ-ერთი ურთულესი საკითხია.
გამოთქმული იქნა მრავალი წინააღმდეგობრივი კონცეფცია.
სლავ ხალხთა აკვნის საკითხიც რთულია.
ფიქრობენ რომ ეს ხალხები ძვ.წ. დაახლოებით მე-6 საუკუნიდან ცხოვრობდნენ რეგიონებში რომლებიც დღეს შეადგენენ დასავლეთ უკრაინას და პოლონეთს. ბევრი ცნობილი სლავისტი სწორედ იქ ხედავს სლავთა Urheimat-ს. გერმანელი სწავლულები მას უფრო ზუსტად ათავსებენ პრიპიატის ჭაობებში.
არქეოლოგიური თვალსაზრისით დასავლეთი უკრაინა და პოლონეთი,ისევე როგორც მორავია,ჩრდილოეთი ბოჰემია და ლუზასი შეადგენენ "დასაკრძალ ურნათა ველების" რეგიონს ეს სახელი მას დაერქვა საფლავის ძველი ფორმის მიხედვით.
"დასაკრძალ ურნათა ცივილიზაციამ" გასტანა ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისიდან ა.წ.200 წლამდე.
მრავალ მეცნიერს ის სლავურ ცივილიზაციად მიაჩნია, მაგრამ პრობლემა ისევ საკამათოა.
სლავთა უმეტესობა ძველად მიწათმოქმედი იყო და ასეთად დარჩა. არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა აჩვენა რომ მიწათმოქმედებას უკრაინაში და პოლონეთში მისდევდნენ უძველესი ხანიდან რაც თითქოს უნდა ადასტურებს იმ აზრს რომ სლავები წარმოშობით ამ ტერიტორიებიდან არიან.
მაგრამ ეს აზრი შეიძლება არ იყოს ბოლომდე დამაჯერებელი. ჩვენ არაფერი ვიცით იმის შესახებ თუ რა ენაზე ლაპარაკობდნენ ამ მხარეთა თავდაპირველი მკვიდრები რომლებიც შეიძლება არც სლავები იყვნენ და არც ინდოევროპელები.
სლავები შეიძლება უხსოვარ დროში მოსულები იყვნენ ამ მხარეში. ისინი აქ დამკვიდრნენ,შეერივნენ ავტოქტონებს და ისწავლეს მიწათმოქმედება.
მეტიც, არ უნდა დავიჯეროთ რომ ყველა პროტოსლავი მიწათმოქმედი იყო. ადრეულ შუა საუკუნეებში ზოგი აღმოსავლეთის სლავი მიწათმოქმედი იყო, ზოგი მეცხოველე,მონადირე,მეფუტკრე თუ მეთევზე.
ამ უკანასკნელებს შორის ქვედა დონზე მცხოვრები ბროდნიკები ქმნიდნენ თავისი საკუთარი წეს-ჩვეულებების მქონე ავტონომიურ საზოგადოებას.
შეიძლება ვიფიქროთ რომ ანტიკურ ხანაშიც და შუა საუკუნეებშიც აღმოსავლეთ სლავთა სხვადასხვა ჯგუფი ცხოვრობდა სხვადასხვა წეს-ჩვეულებათა შესაბამისად.
აღმოსავლეთის სლავთა ტომების ამ ჯგუფთა წეს-ჩვეულებების მრავალფეროვნება არ გამოპარვია მე-11 საუკუნეში დაწერილ და მე-12 საუკუნეში შევსებულ ძველ რუსულ მატიანეს // "პოვესტ ვრემენნიხ ლეტ"//.
ამ მატიანის თანახმად ყოველ რუსულ ტომს ჰქონდა თავისი წეს-ჩვეულებები,კანონების და წინაპართა ტრადიციები და ყოველ ტომს ჰქონდა თავისი საკუთარი ხასიათი.
ისინი ქმნიდნენ ერთგვარ ფედერაციას რომელსაც ბერძნები უწოდებდნენ დიდ სკვითეთს.
მემატიანე წეს-ჩვეულებათა ამ მრავალფეროვნებას თვლიდა შორეული წარსულის მემკვიდრეობად.
მეტიც.და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა,ის აღმოსავლეთ სლავების წარმოშობას უკავშირებდა სკვითეთს,ე.ი.ტრამალის სამყაროს.
ევრაზიული ტრამალები გადშლილია აღმოსავლეთით მონღოლეთიდან დუნაის შესართავამდე დასავლეთით. არსებობს ამ ტრამალის კუნძული შუა ცენტრალურ ევროპაშიც,თანამედროვე უნგრეთში.
საკუთრივ ტრამალის ჩრდილოეთით არის ტყიანი ტრამალის
//რუსულად ლესოსტეპის// ზონა რომლის იქითაც არის ტყეები. არქტიკული ტუნდრა ქმნის ევრაზიული პეიზაჟის უკიდურეს ჩრდილოეთ ზონას. უდაბნოები ქმნიან მის სამხრეთ საზღვარს.
ტრამალები უხსოვარი დროიდან მომთაბარე ხალხებს აძლევდნენ გადაადგილებისთვის და თავდასხმებისთვის მოსახერხებელ გზებს.
დასავლეთისკენ ამოძრავებული მომთაბარეები მუდამ ამარცხებდნენ და იმორჩილებდნენ ან ჩრდილოეთისკენ თუ ცენტრალური და, მეტიც, დასავლეთი ევროპისკენ აძევებდნენ სამხრეთ რუსეთის და უკრაინის მოსახლეობებს.
თავიდან შუა აზიაში და სამხრეთ რუსეთში მცხოვრები ხალხები იძულებული იყვნენ ახალი საცხოვრისი ეძებათ ჩრდილოეთ რუსეთში და ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში.
ამ გზას გაუყვა ინდოევროპელ ხალხთა უმრავლესობა სამხრეთისკენ,ინდოეთისკენ და ირანისკენ წასულ ინდო-ირანელთა გარდა.
სავარაუდოა რომ სლავებიც არ უნდა ყოფილიყვნენ გამონაკლისი და პროტოსლავები, სულ მცირე მათი ნაწილი წარმოშობით იყო შუა აზიიდან.
სლავთა ფოლკორის,ხელოვნების და რელიგიის მრავალი ნიშანი ავლენს მათ ნათესაობას ინდო-არიელ ხალხებთან,ალანებთან და თურქებთან.
რუსული ხალხური ნაქარგობის ფუნდამენტური მოტივები თარიღდება სკვითურ-სარმატული პერიოდით.
სლავთა ზოგი ღვთაების სახელებს ვხვდებით ირანელებში და ინდოელებში. თვითონ სიტყვა ღმერთი რუსულად // ბოგ// უახლოვდება სანსკრიტულ bhagas- ს და სპარსულ baga-ს.
დასავლეთის სლავთა ტაძრების //ისინი უკეთაა ცნობილი აღმოსავლეთის სლავთა ტაძრებთან შედარებით// აღწერით ცნობილი ემბლემები და ამულეტები იყო ალანებში და თურქებში გავრცელებული ემბლემების და ამულეტების ანალოგიური.
არკონას ტაძარში აღმართულ ღმერთი სვანტოვიტის კერპს მარცხენა ხელში ეკავა შვილდი. კერპის წინ იყო გიგანტური ხმალი და საკრალური თეთრი ცხენის უზანგი და უნაგირი.
უნდა გავიხსენოთ რომ ჰუნებში,მონღოლებში და არიელებში შვილდი იყო ძალაუფლების სიმბოლო.
ხმლის კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ალანებში და ხმალი იყო სამეფო ხელისუფლების ემბლემა ატილას სამეფოში და მონღოლთა იმპერიის სახანოებში.
მონღოლებში თეთრი ცხენი საკრალურად ითვლებოდა.
უზანგიანი და უნაგირიანი თეთრი ცხენის კულტი იყო არა მხოლოდ არკონაში. ის გავრცელებული იყო დასავლეთი სლავების მრავალ ტაძარში, მაგლითად ღმერთი ტრიგლავის ტაძარში შტეტინში თუ ღმერთი სვაროჟიჩის ტაძარში რეტრაში.
სლავური ტაძრები,მათ შორის არკონას ტაძარი,კვადრატული იყო და ისინი ამ ასპექტით,როგორც ხაზი გაუსვა ხელოვნების ისტორიკოსმა იოზეფ სტრიგოვსკიმ, უახლოვდებოდნენ ირანულ ცეცხლის ტაძრებს.
ნოვგოროდთან ეხლახანს აღმოჩენილი ღმერთი პერუნის ტაძრის საძირკვლები წრიულია და მათ ირგვლივაა ორი კონცენტრული სიმაგრე. ეს წყობა არის ხორეზმის კოი-კრილგან-კალას ციხე-სასახლის წყობის ანალოგიური.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა რომ პირველ სლავთა სამხედრო ორგანიზაცია ზოგი ნიშნით ჰგავს ტრამალის მომთაბარეთა არმიებს.
უეჭველია რომ ეს უკანასკნელები თითქმის მთლიანად ცხენოსნებისგან შედგებოდნენ,მაშინ როდესაც სლავ მეომართა უმრავლესობა ფეხოსანი იყო.
მაგრამ სლავებს ჰყავდათ კავალერიაც. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელის თქმით ჰუნების //ბულგართა// და სკლავონების და ანტების// სლავთა// ესკადრონებმა დიდი სამსახური გაუწიეს ბელისარს მე-6 საუკუნეში გოთების წინააღმდეგ ბიზანტიის ომის დროს. მე-6 საუკუნის მწერლები ახსენებენ სლავთა მესამე დიდ ჯგუფსაც-ვენედებს.
ირანელთა და თურქთა არმიები ორგანიზებული იყვნენ ათეულობითი პრინციპის შესაბამისად და ისინი შედგებოდნენ მეომართა ათეულებისგან,
ასეულებისგან და ათასეულებისგან.
კიევის პერიოდში ასეთი ორგანიზაცია გადაიღეს დასავლეთის სლავებმაც...
თუ კი დავუშვებთ რომ სლავები ანტიკურ ხანაში წარმოადგენდნენ ძლიერ სამხედრო ფაქტორს ან როგორც დამოუკიდებელი არმია და ან როგორც ალანთა დამხმარე ძალა შეიძლება ვნახოთ სლავთა კვალი ალანთა ან მათი მოკავშირე ტომების მიერ მოთარეშებულ,მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე.
ამიერკავკასიაში და მცირე აზიაში არის დასახლებულ პუნქტთა სახელები რომელთაც აქვთ სლავური ჟღერადობა და რომლებიც შეიძლება რეალურად სლავური სახელები იყოს.
ასეთია,მაგალითად ტფილისი,დღევანდელი თბილისი, თბილი წყლებით ცნობილი ქალაქი რომლის სახელიც შეიძლება იყოს სლავური სიტყვა ტეპლიცას
//Teplice// ადაპტაცია. ამ სახელის მქონე ქალაქი გვხვდება ჩეხოსლოვაკიაშიც.
ეს სახელი მომდინარეობს რუსული სიტყვიდან ტიოპლი,რაც თბილს ნიშნავს.
იხილეთ ასევე სამეგრელოში ძველი ციხე-სიმაგრის სახელი გორდი. ამ სახელს ვ.ე.დ.ალენი უახლოვებს ძველი ფრიგიის ქალაქი გორდიონის სახელს.
ორივე სახელი შეიძლება მომდინარეობდეს სლავური სიტყვიდან გრად,რუსული გოროდ,პოლონური გროდ რაც ციხეს ან ქალაქს ნიშნავს.
ტომი მიგრაციის გზას სავალ გზაზე სტოვებს ხოლმე ტოპონიმებს.
მაშ შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ ძვ.წ. 800 წლისთვის სლავთა რომელიმე ჯგუფი დაიძრა ჩრდილოეთ კავკასიის ველებიდან,გადავიდა კავკასიონის უღელტეხილებზე,გაიარა დარიალი და შეჩერდა სამეგრელოში სადაც ააგო ქალაქი გორდი //ეს კოლხეთის სამეფოს არსებობის ხანაში,ჰმ,გ.მ.//. შემდეგ ეს ჯგუფი ან მისი ნაწილი წავიდა ფრიგიაში სადაც დააარსა ქალაქი გორდიონი....
ეს მოსაზრება შეიძლება ჩანდეს წმინდა კონიუნქტურულად,მაგრამ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ძველ სლავებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა სკვითთა და ალანთა მიგრაციებში მახლობელ აღმოსავლეთში და საფიქრებელია რომ ძველად მახლობელი აღმოსავლეთის ხალხებმა შეითვისეს მრავალი სლავური სიტყვა.
სახელგანთქმულმა ჩეხმა ორიენტალისტმა ჰროზნიმ მიუთითა იმაზე რომ ბაბილონური სიტყვა დარაგუ //გზა// თვალშისაცემად ჰგავს ჩეხურ სიტყვას დრაჰა რომელსაც აქვს იგივე მნიშვნელობა. რუსული სიტყვა დოროგა კიდევ უფრო ახლოა ბაილონურ დარაგუსთან ვიდრე ჩეხური დრაჰა.
ჰროზნი შუმერულ სიტყვა ურუდუ-ს//სპილენძი// აიგივებს სლავურ სიტყვასთან რუდა //წიაღისეული//.
ამ პარალელიზმების ასახსნელად ჰროზნიმ დაუშვა სემიტების და ინდოევროპელების ძველი კავშირების არსებობა,არადა ეს ინდოევროპელები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მხოლოდ სლავები.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სლავური ენის გავლენა თრაკიულ და ფრიგიულ ენებზე. ფიქრობენ რომ თრაკიელები და ფრიგიელები ბალკანეთიდან მცირე აზიაში წავიდნენ ძვ.წ.1200 წლისთვის. ჩვენამდე მოაღწია ამ ხალხთა ენების მხოლოდ ფრაგმენტებმა. ისინი ერთმანეთის მონათესავე ინდოევროპული ენებია. ამ ენებში არის სლავურთან თვალშისაცემად ახლო სიტყვები.
შეიძლება ვიფიქროთ რომ სლავური კლანები შეერივნენ თრაკიელებს და ფრიგიელებს მათ მიგრაციამდე ან მიგრაციის დროს.
სლავების დასავლეთისკენ მიგრაციის მეორე ტალღა როგორც ჩანს დაიწყო სკვითურ ხანაში. ძვ.წ.550 წლისთვის სლავთა ზოგმა ტომმა შეაღწია თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე.
მათი გადაადგილება როგორც ჩანს ნელი იყო და გაგრძელდა დაახლოებით ერთი საუკუნე. სლავთა სხვა ტომები ქვემო ვოლგას აღმოსავლეთით დარჩნენ კიდევ რამოდენიმე საუკუნის მანძილზე.
ისინი დონის რეგიონში და შავი ზღვის ტრამალებში მივიდნენ როქსოლანების და ალანების კვალზე ძვ.წ. პირველ და ა.წ.პირველ საუკუნეებში.
ამ რეგიონებში მათ მისვლასთან ერთად იწყება სლავთა მიგრაციების მესამე აქტი.
დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ რომ ჩვენი ცოდნა სლავებზე ძვ.წ. პირველ ათასწლეულებში ძალიან ფრაგმენტულია და შეუძლებელია იმ ხანაში სლავების ცხოვრების წესის და კულტურის მწყობრი და მთლიანი სურათის დადგენა.
მაგრამ ცხადია რომ სლავები მაშინ დიდ როლს ასრულებდნენ შუა აზიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიაში,ბევრად უფრო დიდს ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა.
არსებული მონაცემების თანახმად სლავებს ჰყავდათ ძლიერი არმია,ისინი აგებდნენ ქალაქებს და მათმა ენამ დატოვა კვალი მათი მეზობლების ენებში //საინტერესოა რატომ იყვნენ ქართველები შუა აზიიდან სათარეშოდ მოსული სლავების მეზობლები,მაგრამ მაინც.გ.მ.//.
უნდა დავუმატოთ რომ სლავური ენა უკვე საკმაოდ მდიდარი იყო. ის პასუხობდა ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნებს და ამავე დროს გამოხატავდა აბსტრაქტულ ცნებებს რაც ადასტურებს მათ მიერ მიღწეული ცივილიზაციის დონეს.
ასეთია ცნება თავისუფლება, სლავური სვობოდა. იტალიელი ფილოლოგი ბონფანტეს თქმით ეს სიტყვა არსებობს მხოლოდ სლავურში და მას არა აქვს ექვივალენტი სხვა ინდოევროპულ ენებში.
სწორედ ამ სლავური სიტყვიდან წარმოიშვა თრაკიულ-ფრიგიულ ღმერთი საბაზიოსის // საბადიოს// სახელი.
საბაზიოსს როგორც განმანთავისუფლებელს თაყვანს სცემდნენ ფრიგიაში,თრაკიაში,კავკასიაში და ყირიმში. მისი სახელი წარმოშობით სლავური იყო.
მისი კულტი ალბათ გაჩნდა სლავურ-ფრიგიულ ნარევ ფარემოში. მოგვიანებით ეს კულტი გავრცელდა საბერძნეთშიც.
Выдающийся русский и американский историк, сын В. И. Вернадского.
Среднее образование Вернадский получил в 5-й московской гимназии (ныне московская школа № 91). В 1905 году был принят студентом в Московский университет, но с началом революции 1905 года продолжил образование в Германии во Фрайбургском и Берлинском университетах. В 1906 году возвратился в Россию и в 1910 году окончил историко-филологический факультет Московского университета. Через год он переехал в Петербург, где стал (с 1913) приват-доцентом на кафедре русской истории Петербургского университета. Здесь он защитил магистерскую диссертацию на тему «Русское масонство в царствование Екатерины II». Его научными учителями были: в Москве — В. О. Ключевский; в Петербурге — И. М. Гревс.
В период Гражданской войны (1917—1920) Вернадский преподавал в Перми, Киеве и в Симферополе. Эмигрировав из России в 1920 году, он жил и работал в Константинополе, Афинах и затем в Праге, где преподавал в Русском юридическом факультете Карлова университета, совместно с Н. С. Трубецким и П. Н. Савицким разрабатывал теорию евразийства, участвовал в семинаре «Seminarium Kondakovianum», названным в память об известном византинисте Н. П. Кондакове.
В 1927 году М. И. Ростовцев и Ф. Гольдер предложили Вернадскому стать научным сотрудником Йельского университета, которому требовался специалист по истории России. В 1946 году получил звание профессора русской истории того же университета; в 1956 году ушел на пенсию.
Книги Вернадского по истории средневековой Руси и татаро-монголов на Западе считаются классическими. Wikipedia.org
.//გაგრძელება იქნება//

1927 წელს მას შესთავაზეს იელის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლად გახდომა. ამ უნივერსიტეტს სჭირდებოდა რუსეთის ისტორიის სპეციალისტი. 1946 წელს მან მიიღო ამავე უნივერსიტეტის რუსული ისტორიის პროფესორის წოდება. 1956 წელს გავიდა პენსიაში. მისი წიგნები შუა საუკუნეების რუსეთის და თათარ-მონღოლთა ისტორიაზე დასავლეთში ითვლება კლასიკურ ნაშრომებად.
იელის უნივერსიტეტის პროფესორი გ. ვერნადსკის დიდი ნაშრომი ნარკვევი რუსთა წარმომავლობის შესახებ //ორი ტომი. შემოკლებული თარგმანი ფრანგული გამოცემიდან//.
პირველი ტომი.
რუსთა ვინაობის საკითხი სხვა დღევანდელი ხალხების ვინაობის საკითხის მსგავსად როგორც ადვილი ისე ძნელი გადასაწყვეტია. ბევრად უფრო რთულია რუსთა წარმოშობის პრობლემის გადაჭრა.
თუ კი პირველი კითხვით დავიწყებთ შეიძლება ითქვას რომ ერს საუკეთესოდ ახასიათებს ენა. ანუ რუსები არიან ისინი ვინც ლაპარაკობენ რუსულად,ვისი დედა ენაც რუსულია.
მაგრამ ესაა არასრული პასუხი ვინაიდან ენა არაა ხალხის ერთადერთი საფუძველი. ხალხის უკეთესად გასაცნობად ანგარიში უნდა გაეწიოს ანტროპოლოგიურ,ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც.
არ უნდა დავივიწყოთ რომ ერს მთლიანობად კრავენ და მას აძლევენ მსოფლიოში მისი ადგილის გაცნობიერების საშუალებას დიდი კულტურული ტრადიციები.
![]() |

No comments:
Post a Comment