ადამიანისთვის სიხარულის მომნიჭებელი მელოდიები ანელებენ პულსს, აძლიერებენ გულის კუმშვას, აფართოებენ სისხლძარღვებს და აწესრიგებენ არტერიალ წნევას. გამაღიზიანებელი მუსიკა კი საპირისპირო შედეგეს იძლევა.
ზოგი სიმფონიური მუსიკა აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას და ამიტომ სადილი მუსიკის თანხლებით გამართლებულია როგორც ესთეტიკური ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.
მუსიკა მოქმედებს ნეიროენდოკრინულ ფუნქციაზე, კერძოდ ჰორმონების დონეზე სისხლში. ჰორმონები კი უდიდეს როლს ასრულებენ ყველა ემოციური რეაქციაში.
ადამიანზე მოქმედებს მუსიკალური ინსტრუმენტიც და არა მხოლოდ მუსიკალური ნაწარმოების ხასიათი.
ნორმალური აღქმისას მაჟორული მუსიკა ყოველთვის იწვევს ნათელ და ხალისიან განწყობას.
მინორული მუსიკა როგორც წესი დაკავშირებულია ნაღველთან, დარდთან.
მაგრამ მკაცრი ენერგიის და დრამატული განცდების გამომხატველ მინორულ მუსიკას შეუძლია ფიზიოლოგიური პროცესების აქტივაცია და აქტიური მდგომარეობის გამოწვევევა (მაგ რიგოლეტოს არია “კურტიზანები” ვერდის ოპერიდან). ეს გასაგებია ვინაიდან მსმენელზე მოქმედებს მუსიკალური ნაწარმოების ტემპი, რიტმი და დინამიკა.
გარკვეულად შერჩეული მუსიკალური ნაწარმოები აუმჯობესებს თვითგანცდას, განმუხტავს ფსიქოემოციურ დაძაბულობას; ახდენს ვეგეტატიური ტონუსის ნორმალიზაციას და აუმჯობესებს ადამიანის საქმიანობის ეფექტურობას.
მიუნხენის უნივერსიტეტის კლინიკაში კუჭ-ნაწლავთა დაავადებების მედიკამენტოზურ მკურნალობას დაუმატეს ბეთხოვენის და მოცარტის ყოველდღიური მოსმენა რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ავადმყოფების მდგომარეობა და ხელი შეუწყო წყლულების უფრო სწრაფად შეხორცებას...
No comments:
Post a Comment