4.07.2013

გიორგი ქავთარაძე: საქართველო, კავკასიონი და გეოპოლიტიკა - წარსული და თანამედროვეობა


ივჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
გიორგი ქავთარაძე

ევრაზიის კონტინენტზე კავკასიის ცენტრალური მდებარეობა ადვილად შესამჩნევია განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ორ (შავ და კასპიის) ზღვას შორის მისი განლაგებით არის გამოკვეთილი. კავკასიის ცენტრალური მდებარეობა თითქოს თავისთავად უნდა განაპირობებდეს მის დანიშნულებას, ყოფილიყო მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი გზაჯვარედინი; თუმცა, კავკასიის შუაგულში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი წყალგამყოფის კავკასიონის მთავარი მთაგრეხილის არსებობა, უფრო აშორებდა, ვიდრეა ახლოებდა ერთმანეთთან ამიერკავკასიასა და იმიერკავკასიას, ისევე როგორც მათ გადაღმა მდებარე ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევრაზიის შორეულ სივრცეებს. თუმცა, ურთიერთობისა თუ ურთიერთბრძოლის იმანენტური მოთხოვნილება ადამიანებს თითქოსდა გადაულახავ მთაგრეხილებსაც კი გადაალახვინებდა; ეს ძველთაგანვე ძირითადად ზეკარებისა თუ უღელტეხილების მეშვეობით ხდებოდა. კავკასიონთან მიმართებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქედის ცენტრალური უღელტეხილიდარიალის კარიბჭე, რომელსაც კლასიკური ხანის წერილობით წყაროები ძირითადად ,,კავკასიისათუ ,,კასპიის კარისსახელით მოიხსენიებენ. ამ კარიბჭის გამორჩეული ადგილი ძველი სამყაროს პოლიტიკურ ცხოვრებაში იმთავითვე კარგად იყო ცნობილი

ჯერ კიდევორი ათასი წლის წინ, პლინიუს უფროსი შენიშნავდა, რომ კავკასიის კარი სამყაროს ორნაწილად განყოფდა სამყაროს ორ ნაწილში, ჩვეულებრივ, ოიკუმენეს, ,,კეთილგონიერი ადამიანებისმხარესა და terra icognita-– ,,ბარბაროსების სამფლობელოსგულისხმობდნენ ადრეულ ხანებში, პირველყოფილი ადამიანების ჯგუფებიცა და  საკვებწარმოებითი მეურნეობის ტრადიციების მატარებელი მოსახლეობაც სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ ვრცელებოდა  ხოლმე, თუმცა უფრო გვიანდელ ხანებში კავკასიონის უღელტეხილებს ძირითადად ჩრდილოეთის მომთაბარე-მესაქონლე და, შესაბამისად, მძლავრი სამხედრო უნარის მქონე ტომები იყენებდნენ სამხრეთით მდებარე გაცილებით უფრო განვითარებული და მდიდარი მხარეების დასალაშქრავად. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიმართული გეოსტრატეგიული ვექტორი თვალსაჩინოდ იკვეთებოდა სწორედ აქ, ჯერადრეული ყორღანული კულტურის მატარებელი მოსახლეობის ცალკეული ნაკადების, შემდეგკიმერიელებისა და სკვითების, სარმატებისა და ალანების, ჰუნებისა და ხაზარების, ოქროს ურდოს და ოსმანთა იმპერიის გადამთიელი მოკავშირეებისა და ბოლოსრუსული იმპერიების (რომანოვების, საბჭოთა და ფედერაციულის) შემოსევებისა და აგრესიის სახით.

როგორც ჩანს, იმიერკავკასიელებსა და ამიერკავკასიელებს შორის კონფლიქტურ ურთიერთდამოკიდებულებაში, პირველს ჩვეულებრივ აგრესორის ფუნქცია ეკისრებოდა.

დაპირისპირების ხშირი მიზეზი ამ მხარეებში განთავსებულ საზოგადოებათა ქონებრივი შესაძლებლობები უნდა ყოფილიყო; შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად მომთაბარე ,,უპოვრებითავს ესხმოდნენ ხოლმე ,,შეძლებულბინადარ მოსახლეობას. ამ ორ რეგიონს შორის სასაზღვრო ზონის ფუნქცია, კავკასიისათვის თვით ბუნების მიერ იყო დაკისრებული.დიდი კავკასიონის მთაგრეხილი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყალგამყოფი სისტემა, მძლავრი წინაღობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთში მომხდურების შეღწევისათვის.

მომხდურთა ცალკეული ჯგუფები არცთუ იშვიათად სახლდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ქართველ მეფეთა ერთგული ქვეშევრდომები და საიმედო საყრდენი ხდებოდნენ ევრაზიის მუდმივად ფეთქებადი სამყაროდან გადმოსულ გადამთიელთა შემდგომი ტალღების მოგერიების დროს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პერმანენტული ხასიათი ჰქონდა. კავკასიონის ქედის გადაღმა-გადმოღმა ადამიანის ცხოვრება პოლიტიკურ პოზიციასა და მენტალიტეტსაც კი თვისობრივად ცვლიდა. ახალმოსახლენი საერთო ამიერკავკასიული მისწრაფებებითა და ცხოვრებით არსებობდნენ და ყოველი მომხდური მათთვისაც, ძირძველი მოსახლეობის მსგავსად, არასასურველი და სახიფათო ხდებოდა. როგორც უკვე დღევანდელი დღის გადასახედიდან მკაფიოდ ჩანს, მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული ხდება  ხოლმე, გარეშე დამპყრობელი ძალის მიერ გადმოსახლებულთა მეხუთე კოლონად გამოყენების შედეგად. რაც შეეხება უფრო სამხრეთით მდებარე ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთულ მაღალგანვითარებულ საზოგადოებებს, მათი დაინტერესება ამიერკავკასიით იმთავითვე გარდუვალი იყო, ამ უკანასკნელის მდებარეობის გამო ცივილიზებული და ბარბაროსული სამყაროების შეხების ზონაში, ან უფრო ზუსტად, ამ ორი სამყაროს გამყოფ ,,რღვევის ხაზზე” (fault line).

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამიერკავკასიის ასეთი მდებარეობა განაპირობებდა მის სივრცეში ისტორიულიგანვითარების ორი დიამეტრალურად საწინააღმდეგო მოდელის შეჯახებას, კავკასიონის მთავარი ქედის ფაქტორი, რომლის სამხრეთითაც ეს რეგიონი მდებარეობდა, განსაზღვრავდა მის ბედსყოფილიყო, გეოპოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინს თუ მოვიშველიებთ, მაღალგანვითარებული ევრაზიული პერიფერიის .. ,,განაპირა ნახევარმთვარის” (ანუ გარეევრაზიის) ფორპოსტი განვითარების დაბალი ტემპის მქონე შუაგული ქვეყნის” (ანუ ცენტრალური თუ შიდა ევრაზიის) წინააღმდეგსხვა სიტყვებით, ყოფილიყო ცივილიზებული სამხრეთისა და დასავლეთის ბურჯი ბარბაროსული ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის წინააღმდეგ. მსოფლიო ისტორიის გადასახედიდან შიდა ევრაზია ყოველთვის ერთიან ერთეულს წარმოადგენდა. იგი საკმაოდ ერთფეროვანია, როგორც გეოგრაფიული და ეკოლოგიური, ისე [გვ. 43] პოლიტიკური თვალსაზრისით. დევიდ ქრისტიანი შენიშნავს, რომ ეკოლოგიურ და გეოგრაფიულ თავისებურებათა ერთობლიობამ ძველთაგანავე განსხვავებულად ჩამოაყალიბა ამ ვრცელი რეგიონის ისტორია; ეს თავისებურებები განსხვავებული პრობლემების აღმოცენებას უწყობდნენ ხელს, რომელნიც, თავის მხრივ, განსხვავებულ გადაწყვეტას მოითხოვდნენ. ამის შედეგად შიდა და გარეევრააზიის ისტორია ძველთაგანვე და ძალზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში განვითარების განსხვავებულ, თუმცა პარალელურ დინებებს მისდევდა.

. ქრისტიანი სწორედ ამ მიზეზებით განპირობებულად თვლის უკანასკნელი საუკუნისათვის დამახასიათებელ დაყოფას თავისუფალი ეკონომიკის მქონე გარე ევრაზიასა და მმართველ წრეთა ბრძანებებით მომუშავე ეკონომიკის მქონე შიდა ევრაზიას შორის. მართლაც, ეს ორი რეგიონი იმანენტურად დაპირისპირებული ჩანს ერთმანეთთან: შიდა ევრაზიისათვის პალეოლითის ხანაში დამახასიათებელი იყო უფრო ნადირობა, ვიდრე შემგროვებლობა, ნეოლითში უფრო მესაქონლეობა, ვიდრე მიწათმოქმედება, სახელმწიფოებრიობის წარმოქმნის ეპოქაში უფრო პასტორალური ნომადიზმი, ვიდრე ირიგაციული აგროკულტურა [Christian 1994, 174, 175].

კავკასიისათვის გარეშე ძალები თითქმის ყველა ეპოქაში დიდად იყვნენ დაინტერესებულნი დარიალის ზეკარის (უფრო გვიან, აგრეთვე დერბენტის კარიბჭის) გეოპოლიტიკური მნიშვნელობით. ამ გარემოებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული ახლოაღმოსავლეთში გაბატონებულ სახელმწიფოთა მესვეურების მცდელობა თავისი ძალაუფლება გაევრცელებინათ ცენტრალურ ამიერკავკასიაში; ამის გარეშე ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა ,,კავკასიის კარისკონტროლი [ქავთარაძე 2006, 114-118].

ურარტელებიდან დაწყებული ვისი სამხედრო თუ პოლიტიკური აქტიურობის კვალი არ შეინიშნება ამიერკავკასიის შუაგულშიაქემენიდების, ალექსანდრე მაკედონელის ელინისტური იმპერიის მემკვიდრეების, რომაელების, პართელების, სასანიდების, ბიზანტიელების, არაბების, ილხანების, სეფიანების, ოსმალოების, ყაჯარების და სხვ.

უღელტეხილთა კონტროლის საჭიროება, თავისთავად განაპირობებდა მათ მახლობლად ამ ფუნქციის შესრულების საჭიროებისათვის სათანადო სიძლიერის მქონე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის აღმოცენებას. აქ განლაგებულ ,,კავკასიის კარსუდიდესი თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა ძველი ცივილიზებული სამყაროსოიკუმენესუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მას თავისი ეს სასიცოცხლო მნიშვნელობა, არც მომდევნო ეპოქებში და, გარკვეულწილად, არც დღეს აქვს დაკარგული.

ბერძნულ-რომაული, სომხური და ქართული წერილობითი წყაროების მონაცემთა შეჯერება, საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ცენტრალური ამიერკავკასიის ყველაზე ადრეული სახელმწიფოს, იბერიის (ქართლის) სამეფოს აღმოცენება-ჩამოყალიბების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, სწორედ კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დარიალის კარიბჭის კონტროლის საჭიროება უნდა [გვ. 44] ყოფილიყო. პლინიუსი აკეთებს მეტად მნიშვნელოვან შენიშვნას, რომ იბერიული ქალაქი ჰარმასტუსი (იგივე ქართლის ძველი დედაქალაქიარმაზი) კავკასიის კარის პირდაპირ მდებარეობდა, რომელიც, როგორც ზემოთუკვე ითქვა სამყაროს ორ ნაწილად ,,განყოფდა” [NH VI, XII, 30].

ეს გარემოება მიუთითებს ჰარმასტუსის ფუნქციაზეგადაეკეტა გზა ჩრდილოეთიდან, კავკასიის კარიდან (ანუ დარიალიდან) შემოსული და თერგისა და არაგვის ხეობების გავლით წამოსული მოთარეშეებისათვის; ამის მსურველთა რიცხვი კი ქედს გაღმა ურიცხვი იყო. იბერია ადრეელინისტური ხანის ახლად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოთა შორის ერთ-ერთი, განლაგებული იყო ოიკუმენეს უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა ედოთ ბინა იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე უფრო ბარბაროსულ, დამანგრეველ ძალებს. ცივილიზებული სამყაროს ყველა დროის მესვეურთათვის, მომთაბარეთათვის გზის გადამკეტი კავკასიის კარიბჭის ეფექტური კონტროლის დიდი საჭიროების გამო, სასურველი იყო შუაგულ ამიერკავკასიაში, იბერიაში, მსგავსი ფუნქციის შესრულებისათვის საკმაო ძალის მქონე სახელმწიფოებრივი ორგანიზმის არსებობა.აღნიშნული გარემოებით იყო განპირობებული იბერიის სამეფოს მრავალსაუკუნოვანი ფუნქცია ყოფილიყო ცივილიზებული სამყაროს ფორპოსტი.

იბერთა ხელისუფალთ და მათ მოკავშირეებს, არა იმდენად კავკასიაში ჩრდილოეთიდან გადმოსული ბარბაროსებისათვის გზის გადაკეტვა ესაჭიროებოდათ, რამდენადაც მათი საკუთარი  სტრატეგიული ინტერესებისათვის დაქვემდებარება; ტაციტუსი მართებულად აცხადებს, რომ მრავალ უღელტეხილზე გაბატონობებულ იბერებს შესაძლებლობა ჰქონდათ კასპიის გზით(იგულისხმება დარიალი,– ..) კავკასიონზე გადმოეყვანათ ჩრდილოელი მებრძოლები დაწარმატებით გამოეყენებინათ ისინი საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესაბამისად.

ასეთი საშიშროების არსებობის შესაძლებლობაც კი უკვე მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენდა სამხრეთიდან მომხდური მტრის საწინააღმდეგოდ. უღელტეხილებზე გაბატონებული იბერები პერმანენტულად და, მართლაცდიდი წარმატებით იყენებდნენ თავიანთი ქვეყნის ხელსაყრელ სტრატეგიულ მდებარეობას და ამით აწონასწორებდნენ გარესამყაროს სხვადასხვა მხრიდან მომდინარე ძალთა ზეწოლას [ქავთარაძე 2006, 115].

გეოპოლიტიკური ხასიათის ფაქტორებმა, არა მარტო გამოიწვიეს კლასიკური ხანის ცენტრალურ ამიერკავკასიაში  სახელმწიფოებრიობის წარმოქმნა, არამედ განსაზღვრეს კიდეც მომდევნო ხანებში მისი ისტორიული განვითარება როგორც იბერიის სამეფოს არსებობის არსი” (raison d'être), ასევე კლასიკური ეპოქის სხვა ახალი სახელმწიფოების, ალბანეთისა და კოლხეთ-ლაზიკის (ეგრისის), დანიშნულება მნიშვნელოვანწილად ჩანს განპირობებული, ამიერკავკასიის გეოგრაფიული მდებარეობით დიდი კავკასიონის მთაგრეხილის სამხრეთითდა, შესაბამისად, აღნიშნული სახელმწიფოების როლით ამ მთაგრეხილის სტრატეგიული ფუნქციის მქონე ზეკარების კონტროლის საქმეში

კანონზომიერი ჩანს, რომ კავკასიონის სამივე ზეკარის გადმოღმა აღმოცენდა ამიერკავკასიის, ანუ კავკასიონის [გვ. 45] უშუალოდ სამხრეთით მდებარე, სამივე სახელმწიფო: დასავლეთითკოლხეთი, აღმოსავლეთითალბანეთი, ხოლო ცენტრალურ ნაწილშიიბერია (ქართლი) [იბერიის მიერ ლიხსიქით მდებარე არგვეთის ფლობა, რომელზედაც მამისონის უღელტეხილით კავკასიონზე გადმომავალი გზა გადიოდა, იბერიის მიერ კავკასიონის ცენტრალურ ნაწილზე სრული კონტროლის დაწესების მანიშნებელი უნდა იყოს].

როგორც ჩანს, ადრეული ხანებიდან არსებული გეოსტრატეგიული ვექტორის იმპულსი დაედო საფუძვლად შემდეგდროინდელი ქართული სახელმწიფოების ხანგრძლივ სწრაფვას, გააერთიანებინათ თავის ხელქვეით შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდენიკოფსიიდან დარუბანდამდე” – არსებული კავკასიონის ყველა უღელტეხილი [ქავთარაძე 2006, 115-116].

ქართული სახელმწიფოს კავშირი კავკასიონის ზეკარების გაკონტროლების საჭიროებასთან მართლაც ქვეყნის მთელი არსებობის მანძილზე შეინიშნება. მისი ხელისუფალნი ქმედითად იყენებდნენ ქვეყნის ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობით ბოძებულ უპირატესობას, თუმცა ჩრდილოეთიდან ძალთა გადმოყვანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარებოდა, რათა ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი არ მისცემოდა და არც არასოდესთითქმის XIX საუკუნემდე, საქართველოს ხელისუფალთ არ გადაუციათ კავკასიის ზეკარისადა შემოსასვლელი გზების კონტროლის უფლება ჩრდილოეთის მხარისათვის, რაცთავისთავად ცხადია, საკუთარი ქვეყნისათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასი იქნებოდა, ვინაიდან სახელმწიფო დაკარგავდა თავის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას. ქვეყნის ამ დანიშნულებით უნდა ყოფილიყო განპირობებული მისი ფაქტობრივად უწყვეტი არსებობა კლასიკური ხანებიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე, რუსეთის მიერ მისი ანექსიის ხანამდეროდესაც ადრეული ფუნქციის დაკარგვამ ქვეყნის დამოუკიდებელ არსებობას აზრი დაუკარგა და თითქმის ორი საუკუნე იგი აღარ ჩანდა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე. თურომის იმპერიისა და პართიის, ბიზანტიისა და ირანის, ოსმალეთისა და სპარსეთის ურთიერთბრძოლისას კავკასიონის ზეკარებზე ადგილობრივი ამიერკავკასიელი მოსახლობის კონტროლი ძირითადად მისაღები იყო ორივე დაპირისპირებული მხარისათვის, სრულიად სხვა მდგომარეობა იქმნება რუსეთის იმპერიის კავკასიაში ექსპანსიის დროს. ჩრდილოეთიდან მომდგარ რუსეთს, სამხრეთით მდებარე ახლოაღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, სულაც არ ესაჭიროებოდა კავკასიონის გადასასვლელების დამცველი ძალა. რუსეთის სულ უფრო მზარდი გეოსტრატეგიული ინტერესები კავკასიონის მთავარი ქედის გადალახვას ისახავდნენ მიზნად; ამ ქვეყანას ესაჭიროებოდა კავკასიონის ზეკარებზე არა ,,ტიხრებისათუ ,,რკინის კარებისაგება-მოწყობა, არამედ მათი მოშლადა გაუქმება“. ცხადია ეს საქართველოს საკუთარი ისტორიული ფუნქციის, ,,არსებობის არსის“, დაკარგვით ემუქრებოდა [ქავთარაძე 2006, 149].

ზურაბ ავალიშვილი მართებულად შენიშნავდა, რომ მას შემდეგ რაც ქვეყნის ძირითადი უფლებები გადაეცა რუსეთს, საქართველოს სამეფო ძალაუფლებას მხოლოდ ფორმა შერჩა შინაარსის გარეშე, მსგავსად კვერცხის [გვ. 46] ცარიელი ნაჭუჭისა და აუცილებელი გახდა მისი შორს მოსროლა [Авалов 1901, 198].

სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, საქართველოს დაცემის ძირითადი მიზეზი, ატარებდა არა იდეოლოგიურ თუ კულტურულ ხასიათს, არამედ პოლიტიკურს, რომელიც გამოიხატებოდა ქვეყნის ძირითად ფუნქციაზეჩრდილოეთიდან სამხრეთზე გადმომავალი კავკასიის კარის დაცვის მოვალეობაზეუარის თქმასა და კარის მეორე მხარეს მდებარე (ანუ იმისათვის, ვის წინააღმდეგაც იყო მოწყობილი ეს კარი), მძლავრი და აღმავალი ჩრდილოური ძალისათვის ამ საკვანძო ფუნქციის გადაცემაში.

რუსეთისათვის დაუშვებელი იყო კავკასიონის ქედის გადაღმა დამოუკიდებელი და, მით უფრო, ძლიერი სახელწიფოს არსებობა, თუნდაც იგი მისი ერთმორწმუნე და მოკავშირე ყოფილიყო. ეს უნდა იყოს ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ყოველგვარი ,,მოკავშირეობათუ  ,,მეგობრობარუსეთსა და საქართველოს შორის, ამ უკანასკნელის ოკუპაციითა და ანექსიით თუ ინკორპორაციით მთავრდებოდა. საქართველოს მოსახლეობის ერთმორწმუნოება და სიმპატიები რუსეთისათვის ხელსაყრელ გარემოებას წარმოადგენდა საქართველოს ,,ათვისებისათვისდა შემდგომი ექსპანსიისათვის პლაცდარმად გადასაქცევად.

რუსეთს ,,კავკასიის კარისგასაღების ხელში ჩაგდება სჭირდებოდა საიმისოდ, რომ ფართოდ გაეღო ეს კარი თავისი დამპყრობლურ ზრახვათა განსახორციელებლად არა მხოლოდ კავკასიის მასშტაბით, არამედ, საზოგადოდ, ახლო აღმოსავლეთისა და პერსპექტივაში ინდოეთის მიმართულებით. თვით რუსი მოღვაწეების აღიარებით, შავ და კასპიის ზღვებზე ბატონობა რუსეთის ,,სასიცოცხლოინტერესთა სფეროს განეკუთვნებოდა, ამიტომ კავკასიის დაკავება წარმოადგენდა ამ ქვეყნის უპირველეს სახელმწიფოებრივ საჭიროებას. კავკასიის ყელიდან რუსეთისათვის ადვილად მისაღწევი ხდებოდა მისთვის სასურველი ნებისმიერი რეგიონი ახლო და შუააღმოსავლეთში: კავკასია იყო ის საყრდენი რუსეთისათვის, საიდანაც მის სამხედრო შენაერთებს შეეძლოთ დასავლეთის მიმართულებით, ანატოლიის გავლით, ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთის მიმართულებით, სპარსეთის გავლით, ინდოეთისოკეანის სანაპიროებზე, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებით, კასპიის ზღვის გადალახვით, შუაგულ აზიაში შეეღწიათ [ქავთარაძე 2006, 144].

კავკასიის გეოგრაფიული შუაგულისაქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია მომავალი, მსოფლიო
მასშტაბის გეოსტრატეგიულ ძალთა დაპირისპირების შედეგად წარმოქმნილი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეს და ალბათ ამ მოვლენებში უფრო მეტი ჩართულობითვიდრე ამას მის უაღრესად დაძაბულ და კოლიზიებით აღსავსე ხანგრძლივ ისტორიულწარსულში ჰქონდა ადგილი.

საქართველოს დღევანდელი რთული პოლიტიკური მდგომარეობა, გარეშემტრულიძალის მიერ მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, მნიშვნელოვანწილად, ჩვენი ქვეყნის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გაბათილების სურვილით ჩანს განპირობებული. ამ მიზნით არის ჩამოყალიბებული [გვ. 47] კავკასიონის ქედის გადმოღმა ე.. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებიაფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი” – სინამდვილეში კი დამპყრობელი ძალის მიერ სათავისოდ მოწყობილი პლაცდარმები, რომელთაც არა მხოლოდ ენერგომატარებლებისა და სხვა ტვირთის გადაზიდვების და საზოგადოდ დასავლეთ-აღმოსავლეთის კავშირთურთიერთობებისა და კონტაქტების ფუნქციონირებისათვის საფრთხის შექმნა ევალებათ, არამედ კავკასიონის მთავარი ქედის გაყოლებაზე იმ საზღვრის აღდგენისათვის ხელის შეშლა, რომელიც ადრეულ ხანებში ცივილიზებულ რეგიონებს მომთაბარე ბარბაროსთა შემოსევებისგან იცავდა. აღნიშნული გარემოება, ჩვენ ქვეყანას მისი ოდინდელი ,,არსებობის არსისანუ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბებული ძირითადი სახელმწიფოებრივი ფუნქციის დღეს ისევ ხელახლაწარმოქმნილი განახლების შესაძლებლობას დააკარგვინებდა, როდესაც სულ უფრო და უფრო ღრმავდება ახალი ,,რღვევის ხაზებიდემოკრატიულ და არადემოკრატიულ სამყაროთა შორის.

რუსეთს თავის ორბიტაში საქართველოს დასაბრუნებლად და თავის ხელში საბოლოოდ ჩასაგდებად, გარდა ველური ძალის გამოყენებისა, აუცილებელ წინაპირობად გარესამყაროსაგან საქართველოს იზოლირება ესაჭიროება; ეს კი აქ რელიგიური შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის აღზევებით თუ მიიღწევა. დასავლურისაგან განსხვავებულ, და ჭეშმარიტი ქართული მართლმადიდებლობისათვის და ტრადიციული ქართული კულტურისათვის სრულიად უცხო, რუსული და ისლამური ცივილიზაციების ვითომდა ახლომდგომ ადგილობრივ ტრადიციულ ხასიათზე ანუ სინამდვილეში ორთოდოქსულ ფუნდამენტალიზმზე აპელირება, ქართული საზოგადოების რუსულ და ისლამურ საზოგადოებათა ანალოგიურად წარმოჩენა, მოსკოვს ევრაზიულ წიაღში საქართველოს იძულებით შეყვანისათვის ესაჭიროება;
იგულისხმება მსოფლიოს ცივილიზაციათა სისტემის ის მომავალი ,,რღვევის ხაზები”, რომლებიც სემუელ ჰანთინგთონის წარმოსახვით, თანდათანობით პოლიტიკური კავშირების გამყოფ საზღვრებად ჩამოყალიბდებიან [Huntington, 1996]. თუმცა, საქართველოსათვის დასავლური ფასეულობები, მომცველნი თავისუფლების, თანასწორობის, დემოკრატიის, ლიბერალიზმის, ინდივიდუალიზმის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, თავისუფალი ბაზრის, კონსტიტუციონალიზმისა და ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლობის იდეებისა ძალზე მნიშვნელოვანია და არცერთ დასავლურ თუ სხვა ქვეყანაზე ნაკლებად მისაღები არ არის. შესაბამისად, არ მოიპოვებოდა და არც მოიპოვება არავითარი საფუძველი საქართველოს დასავლური ცივილიზაციისაგან ჩამოსაშორებლად და ევრაზიულ სივრცეში გასაერთიანებლად.

2008 წლისა გვისტოში რუსეთის ფედერაციამ ჯერ საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრით, ხოლო შემდეგ აფხაზეთისა და ე.. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით, ფაქტობრივადაც და ფორმალურადაც დაარღვია მსოფლიო თანამეგობრობაში შემავალი სახელმწიფოების პოლიტიკური არსებობის .. ვესტფალიის სისტემის ყველა ძირითადი პრინციპი, რომელიც გამომდინარეობდა ჯერ კიდევ XVII საუკუნის შუახანების ვესტფალიაში დადებული [გვ. 48] საზავო ხელშეკრულების მიერ შემუშავებული ქვეყნის ტერიტორიული ხელშეუხლობისა და მის შიდა მოწყობილობაში და საერთაშორისო ურთიერთობაში გარეშე ფაქტორების ჩაურევლობის სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ძირითადი კონცეფციიდან ვესტფალიის სისტემის საყოველთაოდ ცნობილი პრინციპებია: სახელმწიფოთა სრული დამოუკიდებლობა და თვითგამორკვევის პოლიტიკური უფლება, სახელმწიფოთა ლეგალური თანასწორობა, ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩაურევლობავესტფალიის ხელშეკრულების სიტყვიერი უარყოფა, აგვისტოს მოვლენებამდე რამდენიმე წლით უფრო ადრე, 2005 წლის გაზაფხულზე მოხდა, როდესაც ალ-ყაიდის წარმომადგენელმა ლევის ატიატულამ, მადრიდში 11 მარტს მომხდარი ტერორისტული აქტიდან რამდენიმე კვირაში განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებულ ძალთა ბალანსი დაირღვევა, დასავლეთის მიერ ვესტფალიის ხელშეკრულების შედეგად აგებული საერთაშორისო სისტემა განადგურდება და შემდეგ ხელახლა აიგება ძლევამოსილი ისლამური ხალიფატის წინამძღოლობით” [Thompson 2006, 3].

როგორც ვხედავთ, გამრავლებულან ახალი მსოფლიო წესრიგის შემუშავების მსურველნი, საინტერესოა, ხომ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის მსგავსება, სიახლოვე ან სულაც კოორდინაცია მათ შორის.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი თავისთავად იყო საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი ეპოქის დასაწყისი. მოხდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო სისტემის უძლიერესი სახელმწიფოს მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში მოქცევა. ... იძულებული გახდა დაეწესებინა განსხვავებული მიდგომა იმათ მიმართ, ვინც ტერორისტული საქმიანობით ფაქტიურად კანონგარეშედ აცხადებდა საკუთარ თავს.

11 სექტემბერმა უდიდესი დაღი დაასვა შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობებს და საერთოდ 21 საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკას [Patterson/Puryear 2006, 199].

მაგრამ, რამდენად არის შესაძლებელი ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ვესტფალიის სისტემისმიერ დადგენილი პრინციპების უგულვებელყოფის მოთმენა, თუკი მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში არსებობს კონსენსუსი ტერორისტულ ორგანიზაციების კანონგარეშედ გამოცხადების თაობაზე, მათთან ყოველგვარი ურთიერთობის მიუღებლობაზე.

რამდენად შეესაბამება სიტყვა საქმეს, ხომ არა ჰყავთ ტერორისტებს უნებლიე თანამზრახველები, ან ხომ არ ეძლევათ მათ შესაძლებლობა ააგონ თავისი თამაში სახელმწიფოთა შორის არსებულ უთანხმოებებზე, რამდენად აწყობს ყველას ყველა არსებული ტერორისტული ორგანიზაციის საბოლოოო განადგურება, განურჩევლად მათი მიზნებისა და მოქმედების არეალისა დაბოლოს, სად უნდა იყოს მათი საბაზისო, საყრდენი ადგილმდებარეობა? [გვ. 49] 
ჯაკუბ ჯ. გრიჯიელის [ჯ. . გრიჯიელი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჯორჯ . . ბუშთან ასოცირებული საერთაშორისოკვლევების პროფესორი, ავტორია იმავე უნივერსიტეტში 2006 წელს გამოქვეყნებული წიგნისა: დიდი სახელმწიფოები და გეოპოლიტიკური ცვლილება” (Grygiel 2006)] დაკვირვებით, რომელიც მას გამოთქმული აქვს 2007 წელსგამოქვეყნებულ წერილში იმპერიები და ბარბაროსები”, წარსული ეპოქის იმპერიები, იმგვარადვე იდგნენ ბარბაროსებისაგან მომდინარე პერმანენტული საფრთხის წინაშე, როგორც თანამედროვეობის დიდი სახელმწიფოები ტერორისტებისაგან მოსალოდნელებისაგან და, შესაბამისად, ალ-ყაიდა და მისი მიმდევრები, შესაძლებელია მივიჩნიოთ XXI  საუკუნის პლანეტარული მასშტაბის ბარბაროსებად.
.
მისი დაკვირვებით, წინამოდერნული ხანის ბარბაროსები და მათი თანამედროვე ორეულები სამ ძირითად სფეროში ავლენენ მნიშვნელოვან მსგავსებას: მათი ორგანიზებულების ხასიათში, არსებულ ძალაუფლებაზე იერიშის მიტანის თავისებურებაში და იმ გამოწვევებში რომლებსაც უყენებენ სახელმწიფოებს. საერთო ნიშნებს შორის შეიმჩნევა აგრეთვე  მობილურობა, მუდმივი საზიარო ტერიტორიის უქონლობა და საზოგადოების ტრაიბალური თუ კლანურიწყობილება [Grygiel 2007].

დღევანდელ ბარბაროსებს თითქოს უკვე აღარ აქვთ ის თვალუწვდენელი თავისუფალი სივრცეები, საიდანაც მათ შეეძლოთ თავისი აგრესიისათვის საჭირო მუხტის დაგროვება.თანამედროვე ბარბაროსებისათვის სამოქმედო სივრცეების ნაკლებობასთან დაკავშირებით, მიამიტური ჩანს ჯ. გრიჯიელის მოსაზრება, რომ ვინაიდან, ვერ ხერხდება ბარბაროსთა ფიზიკური განადგურება, საჭიროა მათთვის სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების თავს მოხვევა ანუ სახელმწიფოს შექმნა, რათა ისინი უფრო განსჯადი გახდნენ პოლიტიკური თუ სამხედრო ზეწოლის მიმართ და თითქოს ეს უნდა იყოს ყველაზე ეფექტური ანტი-ბარბაროსული სტრატეგიის ძირითადი პრინციპი
[Grygiel 2007; Grygiel2009].

მართალია, ჩინგიზ ხანს თითქოს უთქვამს, რომ ცხენზე ამხედრებულისთვის იოლია ქვეყნის დაპყრობა, ხოლო ცხენიდან ჩამომხტარისათვის კი ძალზე ძნელი ხდება მისი მართვა” [Meagher/Brannaman 2007, 408]. მაგრამ, ისტორიული პარადიგმები ყოველთვის როდი გამოდგება თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად.

კარგად არის ცნობილი, რომ დემოკრატიის პრინციპების მოქმედება დემოკრატიის მტრების ხელშესაწყობად, საბოლოო ჯამში თვით დემოკრატიისათვის გამოდგება ხოლმე საზიანო.

ტერორისტული ორგანიზაციები გლობალურ პოლიტიკაში სულ უფრო ანგარიშგასაწევ ძალად განიხილებიან. მათი მნიშვნელობის ასეთი ზრდა ვერ მოხერხდებოდა ზოგიერთი სახელმწიფოს [გვ. 50] მიერ მათთვის გაწეული ეფექტური დახმარების გარეშე

ნიშანდობლივია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატი სმიტ რომნის განცხადებით, ტერორისტული ჯგუფებისა და ირანის სახელმწიფოს მომცველი ,,მძვინვარე ჯიჰადიზმი”,  შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან და რუსეთთან ერთად პრეტენზიას აცხადებს მსოფლიოში ლიდერობისათვის [Oppel 2012].

ტერორიზმისა და სახელმწიფოებრიობის ურთიერთმიმართების საკითხთან დაკავშირებით, საკმარისია, ალბათ, გავიხსენოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც საბჭოთა კავშირმა შეუქმნა მსოფლიოს, თავისი მძლავრი სახელმწიფოებრივი ბაზის გამოყენებით, რომელიც განლაგებული იყო სწორედ ბარბაროსების მიერ ადრეულ ხანებში დაკავებული ევრააზიული ტრამალების მომცველ იმ ვრცელ ტერიტორიაზე, საიდანაც მომდინარე მუდმივ საფრთხეზე პასუხმა შესძინა ქართულ სახელმწიფოს თავისი
ზემოხსენებული ისტორიული არსებობის არსი”.

სწორედ კავკასიონის გადაღმა მდებარე ევრააზიის ამ ვრცელ ტრამალებზე
აღმოცენდა ის პლაცდარმი, რომლიდანაც 20 საუკუნეში ხორციელდებოდა სხვადასხვაქვეყნების წინააღმდეგ მიმართული აგრესია თუ ტერორისტული აქტი საკითხავია, დღესაც ხომ არ განაგრძობს თავისი ძველი ფუნქციის შესრულებას ეს რეგიონი?

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ შექმნილი ვითარების გამოყენებას თავისი იმპერიული ზრახვების განსახორციებლად, რუსეთი დაუყონებლივ შეუდგა, ამ ქვეყნისთვის 11 სექტემბრის ტრაგედია, ჯორჯ ფრიდმანის სიტყვები რომ გავიმეოროთ, ღვთის წყალობაიყო: ..., რომელიც მანამდე დაინტერესებული იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნების დასავლეთთან ინტეგრირებით, იძულებული გახდა ჩაფლულიყო ახლო აღმოსავლეთის ჯიჰადურ ომებშიდა შესაბამისად რუსეთსაც ხელი გაეხსნა თავის ახლო სამეზობლოში” [Friedman 2012].

რუსეთმა, საკუთარ მოქალაქეთა უფლებების დაცვის საბაბით, საქართველოს
სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაარღვია და მის წიაღში შეეცადა წარმოექმნა ,,ცარიელი სივრცეები” – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ,,დამოუკიდებელისახელმწიფოების  სახით, ხოლო თვით საქართველო ექცია .. არშემდგარ სახელმწიფოდ და თავისი შემდგომი ექსპანსიის ობიექტად.ცარიელი სივრცეები ტერორისტებად ქცეულ ყოფილ ბარბაროსთა მთავარ პლაცდარმად განიხილება, ხოლო ,,ცარიელი სივრცეებისშემცველი სახელმწიფოები არშემდგარ სახელმწიფოებად [Grygiel 2007].

. გრიჯიელი, ვალტერ ლიპმანისა და არნოლდ ვოლფერსის ნააზრევზე დაყრდნობით, მიდის იმ დასკვნამდე, რომ არშემდგარი სახელმწიფოების მიერ შექმნილი ძალაუფლების ვაკუუმი იზიდავს დიდი ძალის სახელმწიფოების ინტერესებს, ვინაიდან იძლევა მათი [გვ. 51] გავლენის სფეროების გავრცელების იოლ შესაძლებლობას. სახელმწიფო, რომელიც არ შეავსებს ძალაუფლების ვაკუუმს, ფაქტობრივად ეპატიჟება სხვა სახელმწიფოებს ამის გასაკეთებლად და ამით პოტენციურად ნაკლულს ხდის საკუთარ შეფარდებით ძალმოსილებას [Grygiel 2009a].

ტრადიციული თვალთახედვით, საერთაშორისო სისტემისათვის ვაკუუმი, ისევე აუტანელია, როგორც ბუნებისათვის [ამერიკის პრეზიდენტს რიჩარდ ნიქსონს, ჩინეთის პრემიერთან ჯოუ ენლაისთან შეხვედრის წინ, ჩაუნიშნავსრომ ,,არ შეიძლება ხელუხლებლად დავტოვოთ ვაკუუმი, იგი შესავსებია” [Komine 2008, 221].

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები არსებითად ხომ ნულოვანი ჯამის მქონე თამაშია: ერთის მოგება, მეორის წაგებაა.

 შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა თავისი მცდელობით, შესაძლებელი გახადა საქართველოს ტერიტორიაზე ,,ბარბაროსული”  სოციალური ორგანიზაციისათვის საარსებო ,,ცარიელი სივრცეებისაღმოცენება.

ამის შედეგებს რუსეთი დღეს უკვე თვითონაც იმკის; საერთაშორისო წრეებში კრემლისათვის სამარცხვინოდ არის მიჩნეული, რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ უკანასკნელ ხანებში  გაკეთებული განცხადება, სოჭში 2014 წელს ჩასატარებელი ოლიმპიური თამაშების წინააღმდეგ განზრახული ტერორისტული აქტების განსახორციელებელი გეგმის გამჟღავნების შესახებ, რომელიც თითქოს ორგანიზებული ყოფილა აფხაზეთში, საქართველოსთვის ჩამოცილებულ მხარეში [Heintz 2012].

რუსეთ- საქართველოს ომმა და მსოფლიოს სხვა მხარეებში უკანასკნელ ხანს მომხდარმა მოვლენებმა, სპეციალისტების აზრით, ისევ აქტუალური გახადა ე.. არშემდგარ სახელმწიფოებთან დაკავშირებული საკითხებიდიდი საფრთხის შემცველად მიიჩნევა პოსტსაბჭოთა სივრცე საქართველოდან ბალტიისპირეთამდე. ამ მხრივგანსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, 2008 წლის ზაფხულის ომის შემდეგ, დიდ სახელმწიფოთა (რუსეთსადა ...- ) შორის წარმოქმნილი კონფრონტაციის საწყის ნიშნებს საქართველოს ბედ-იღბლის გამო.

. გრიჯიელის შენიშვნით, XXI საუკუნის საქართველო და უკრაინა ისევ განაგრძობენ დიდ სახელმწიფოთა კონფრონტაციის წყაროდ გადაქცევის პოტენციალის ქონას, რის გამოც (აგრეთვე სხვა მოვლენების გათვალისწინებით) სასურველია უფრო უკეთესად გავერკვეთ არშემდგარი სახელმწიფოების არსებობის გამო წარმოქმნილ სირთულეებში, ვინაიდან, ჰუმანიტარული ხასიათის ტრაგედიებს გააჩნიათ დიდ ომებად გადაქცევის ტენდენცია.

ძალაუფლების ვაკუუმით დასრულებული სახელმწიფოებრიობის მარცხიგანსაკუთრებით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში, განაპირობებს
დიდი სახელმწიფოების ჩარევას ასეთი ქვეყნის შინაურ საქმეებში და მათ ურთიერთმეტოქეობას, რისი თანმდევიც [გვ. 52]  ხშირად ხდება ხოლმე კონფრონტაცია, კრიზისი და ომი [Grygiel 2009a]. მაგრამ, რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ საქართველო და უკრაინა არშემდგარი  სახელმწიფოების ჩამონათვალში განიხილება? ამის გარკვევის შესაძლებლობას უნდა იძლეოდესთვით . გრეჯიელის მიერ ასეთ სახელმწიფოდ XVIII საუკუნის დასასრულის პოლონეთის რეჩ პოსპოლიტას დასახელება, რომელიც ძალზე ძნელია განვიხილოთ თავისი ეპოქის არშემდგარ ან უძლურ ქვეყნად; აშკარაა რომ ეს ქვეყანა არშემდგარად, ,,დიდ სახელმწიფოთაკონფრონტაციამ აქცია.

საქართველოსთან მიმართებაში ამის მიზეზად, მართალია, დიდ სახელმწიფოთა, რუსეთისა და ...- შორის კონფრონტაციის საწყისი ნიშნები დასახელდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, იმავე წერილში, . გრიჯიელის მიერგამოთქმულ შენიშვნას, რომ . . .-ის საგარეო უწყება იზიარებს ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას, რომლის თანახმადაც, დიდი სახელმწიფოები კი არ უნდაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, არამედ ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ არშემდგარი ქვეყნების ფეხზე წამოსაყენებლად [Grygiel 2009a], აშკარა ხდება, რომ ავტორი საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ ძირითადად რუსეთის ფაქტორის გამო მიიჩნევს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, გასაგები ხდება, თუ რით იყო გამოწვეული, ჯერკიდევ რუსეთ-საქართველოს ომამდე, რუსი სამხედროების მცდელობასაქართველოს ტერიტორიაზე გამოედევნათ ჩეჩენი მებრძოლებიჯერ პანკისის პრობლემის შექმნით, ხოლო შემდეგ ტერორისტების ალაგმის საბაბით, მათ თავისი სამხედრო ძალების განთავსება სურდათ ჩვენს ქვეყანაში.

2008 წლის ომის შემდეგაც, რუსეთს არა იმდენად აფხაზეთისა დაე.. სამხრეთ ოსეთის შთანთქმა ესაჭიროებოდა, რამდენადაც მათი  ფაქტიური გაკონტროლებით საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ წარმოჩენა, ქვეყნის სრულფასოვანი პოლიტიკური ჩამოყალიბებისათვის ხელის შეშლა და სრულ ეკონომიკურ სტაგნაციაში მოქცევა; კრემლის ჩანაფიქრით, ეს რუსეთს საქართველოს ადვილად დაუფლების პერსპექტივას შეუქმნიდა.

ამჟამად, ირანის ბირთვულ პროგრამის გამო მოსალოდნელ კონფლიქტთან დაკავშირებით, სულ უფრო ხშირად გაისმის რუსეთის მუქარა საქართველოს ტერიტორიის მიმართ. თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, საეჭვო ხდება, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ხელსაყრელი ,,თამაშისგანხორციელების შესაძლებლობა მისცეს [შდრ. Jaffe 2012].

,,ახალი ცივი ომისავტორი, ედვარდ ლუკასი, მეტად პესიმისტურად უყურებს რუსეთში ლიბერალური დემოკრატიის პერსპექტივას, ან თუნდაც მასთან მიახლოებული სისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. მისი სიტყვებით, დასავლეთი იმედოვნებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია გაყიდოს რაც შეიძლება მეტი გაზი და ნავთობი, რათა მაქსიმალური მოგება ნახოს, მაგრამ, [გვ. 53]  სინამდვილეში, კრემლი რუსეთის ბუნებრივი რესურსებს, საპირისპიროდ ამისა, პოლიტიკურ და სტრატეგიულ იარაღად განიხილავს,რომლის საშუალებითაც მას შეუძლია დაყოს ევროპა და განახორციელოს ძლიერი დაწოლა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნებზე. რუსეთის მიზანი ხომ ევროპის გაზის მომარაგების მონოპოლიზირებაა ყველა იმ გაზსადენების ხელში ჩაგდებით, რომლითაც მარაგდება ევროპელი მომხმარებელი [Lucas 2008].

ევროპის მიერ რუსული ბუნებრივი გაზის გამოყენებამ დაასუსტა ევროპის სახელმწიფოთა ლიდერების სიმტკიცე და მზაობა, რათა წინაღუდგნენ მოსკოვის ნეოიმპერიალიზმს. თუ 90-იან წლებში მრავალი ექსპერტი დადასავლეთელი პოლიტიკოსი ვარაუდობდა რუსეთის განუხრელ სვლას ლიბერალური დემოკრატიის მიმართულებით და მის მშვიდობიან, კეთილმეზობლურ ურთიერთობას მომიჯნავე ქვეყნებთან (მიუხედავად ადრეულ 90-იან წლებში აფხაზეთში ჩადენილი ეთნიკური წმენდისა), 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებულიომი მათთვის ,,ცივ შხაპადგადაიქცა, ვინაიდან, იმის ნაცვლად, რომ დამტკბარიყო გაზისა და ნავთობის მარაგიდან მიღებული სიმდიდრით და ეზრუნა თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებაზე, რუსეთმა შეიარაღებული დივიზიების კავკასიონის გადაღმა გაგზავნა გადაწყვიტა [Grygiel 2008].

ნავთობის რესურსებით კასპიის ზღვის აუზის განსაკუთრებული სიმდიდრის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, კიდევ უფრო მეტად ზრდის რუსეთის, და არა მხოლოდ ამქვეყნის, გეოსტრატეგიულ დაინტერესებას მთლიანად ამიერკავკასიისა და კერძოდ, ამნავთობის გადაზიდვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პერსპექტიული გზისსაქართველოს ტერიტორიის მიმართ. სულ უფრო მეტი სპეციალისტი მიდის იმ დასკვნამდე, რომ 2008 წლისაგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიზნად ისახავდა საქართველოზე დასავლეთის ზეგავლენის შეზღუდვას, ხოლო რუსეთ-საქართველოს ომი, სწორედ იმის ნიშანი იყო, რომ მოსკოვმა არ დაივიწყა თავისი იმპერიული ამბიციები და სურვილი აქვს მიმართოს ძალას, რათა დასაჯოს ყველა, ვინც კი მას გზაზე გადაეღობებაამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პაექრობა ევრაზიაზე გავლენის მოსაპოვებლად მხოლოდ ახლა იწყება [Friedman 2012a; Grygiel 2008].

რუსეთის დღევანდელ არსსა და ამ ქვეყნის უკანასკნელი წლების ნამოქმედარზე დაკვირვების შედეგად, რუსეთი სულ უფრო ხშირად არის ხოლმე თანამედროვე ექსპერტთა მიერ დახასიათებული, როგორც პოსტმოდერნისტული ხანის ცარისტული ქვეყანა, ძლიერიფაშისტური შეფერილობებით, ხოლო რუსეთისათვის კრემლის მიერ გამოყენებულ ტერმინს – ,,სუვერენული დემოკრატია”, . გრეჯიელი ცვლის ტერმინით
,,თაღლითურიდემოკრატია” [Grygiel 2008].

ლეონ არონის სარკასტული შეფასებით, რუსული ,,სუვერენული დემოკრატიისმიმართება ,,დემოკრატიისადმიდაახლოებით ისეთივეა, როგორიც ,,ელექტრონული სკამისა” ,,ჩვეულებრივ სკამთან” [Aron, 2012].

 საქმე იქამდეა მისული, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ამ რუსულ ,,თავისებურებებსგამართლება მოუძებნოს და მათში ,,რუსეთის ბედისწერა
დაინახოს; ჰენრი ქისინჯერის აზრით, რუსეთს ექსპანსიონიზმი არ შეიძლებოდა დამახასიათებელ ნიშან-თვისებად არ ჩამოყალიბებოდა, ვინაიდან მისთვის იმპერიალიზმი ოთხი საუკუნის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენდა და შესაძლებლობას აძლევდა უკიდეგანოდ გაფართოვებულიყო ყველა მიმართულებით, განუხრელად იქვემდებარებდა რა შედარებით უფრო სუსტ მეზობლებს და იწვევდა მოწიწებას მათში, ვინც უშუალოდ მისი კონტროლის ქვეშ არიმყოფებოდა [Kissinger 2000] (საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველი ირონიულად აცხადებდა: რუსებისექსპანსიონიზმი მათი დნმ-ის თავისებურებით არის განპირობებულიო [Will 1996].).

თანდათანობით აშკარა ხდება, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის .. გადატვირთვის პოლიტიკა არ შედგა, იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმას რუსები ამერიკელებისაგან ითხოვენ, სინამდვილეში სულაც არ მიყავთ ურთიერთობები რეალური გაუმჯობესებისაკენ და მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანია შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებისათვის; ამავე დროს ოდნავაც არ მცირდება რუსეთში ამერიკის მიმართ ხელოვნურად კულტივირებულ მტრული განწყობა; რუსები ვერ იზიარებენ მათთვისუცხო, დასავლეთისათვის დამახასიათებელ დემოკრატიულ ფასეულებებს [Satter 2012] (ამასთან დაკავშირებით, დღესაც ინარჩუნებს აქტუალურობას რონალდ რეიგანის მიერ 1983 წლის 8 მარტს,თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად ორლანდოში, ევანგელისტთა ეროვნულ ასოციაციასთან შეხვედრისას წარმოთქმული სიტყვები, როდესაც მან თანამემამულეებს მოუწოდა ბირთვული იარაღის გაყინვაზე საუბრისასდიდი სიფრთხილით მოკიდებოდნენ ცდუნებას, რათა საკუთარი თავი არ დაეყენებინათ იმაზე უფრო მაღლა ვიდრე ეს საჭიროა და გულარხეინად არ დაედანაშაულებინათ ,,თანაბრადორივე (ამერიკული და მასთანდაპირისპირებული) მხარე ისე რომ არ მიეღოთ მხედველობაში ისტორიული ფაქტები და ,,ბოროტების იმპერიიდანმომდინარე აგრესიული იმპულსები [Oettinger 2011]

სწორედ ამის გამო, უაღრესად მნიშვნელოვანია და სასურველი, რომ დემოკრატიული გარდაქმნების დონე და ხარისხი შედარებით დემოკრატიულ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არ ჩამოუვარდებოდეს საერთოევროპულს, რათა არავის არ მიეცეს საშუალება ამ ქვეყნების ტოტალიტარული სამყაროსადმი სიახლოვისა და დასავლური სამყაროსათვის დამახასიათებელი დემოკრატიული ფასეულობების ვითომდა უქონლობის მომიზეზებით, გაამართლოს მათი ბედ-იღბლით არასაკმარისი დაინტერესება

ზოგიერთი მიმომხილველი მზად არის ამ გარემოებით ახსნას რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და უკრაინაში რეჟიმის შეცვლის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის მიერ ამ ქვეყნების დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართ ინტერესის შენელება რასაც თავის მხრივ უნდა განეპირობებინა რუსეთის ,,ახლო სამეზობლოსმიკუთვნებული ქვეყნების დარწმუნება შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან და ევროკავშირთან მათი პოლიტიკური დაახლოების უპერსპექტივობაში და მათგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შეუძლებლობაში [Friedman 2012].

ნიშანდობლივია, რომ რუსეთის მმართველი წრეები დიდი გაფაციცებით აფიქსირებენ დემოკრატიული ნორმების ნებისმიერ დარღვევას სხვებთან შედარებით უფრო დემოკრატიულ პოსტსაბჭოურ ქვეყნებშისაქართველოში, მოლდოვასა თუ უკრაინაში, მაშინ როდესაც ცდილობენ წაუყრუონ შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანდარღვევებს, მომხდარს უზბეკეთში, თურქმენეთსა თუ ბელორუსიაში [Eggert 2012].

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აკლია საბჭოთა კავშირის გლობალური მისწრაფებები და შესაძლებლობები, მაინც ნათელია, რომ დასავლურ სამყაროსთან მისი კონფრონტაცია გარდუვალია, თანაც უკვე ჩანს გარკვეული საფრთხის შემცველი ნიშნები, რომ შესაძლოა ამ კონფრონტაციამ ძალმომრეობითი ხასიათი მიიღოს [Waterman 2012].

მოსალოდნელი ,,პაექრობისშედეგები, სავარაუდოდ, ყველა მხარისათვის საკმაოდ სავალალო იქნება, როგორც ეს ჩვეულებრივ მნიშვნელოვან ძალთა სერიოზული დაპირისპირების დროს ხდება ხოლმე.

რუსეთის ამჟამინდელი ლიდერისათვის, ვლადიმერ პუტინისთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ხომ საუკუნის გეოპოლიტიკურ კატასტროფას წარმოადგენს, ხოლო კავშირის აღდგენა და ძველი საზღვრების დაბრუნება ძირითად სტრატეგიულ მიზანს [Bryanski 2011].

შესაბამისად,  . პუტინის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, რუსეთის [გვ. 56] მიერ გადასადგმელი უახლოესი ნაბიჯები აღარავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, ცხადია, რომ ეს ქვეყანა ეცდება აღადგინოსთავისი ძალაუფლება მისი ყოფილი იმპერიის ფარგლებში, განდევნოს უცხოური, ძირითადად დასავლური, გავლენა თავისი ქვეყნიდან და მიიღოს ევროპით მანიპულირების შესაძლებლობა, რათა აღიდგინოს ის
გარდასული ,,დიდება”, რომელსაც საბჭოთა კავშირი ფლობდა.

რუსეთის ამ მისწრაფებებთან მიმართებაში, დასავლეთის მიერ უფრო თანამიმდევრული სტრატეგიის გატარების იმედი სამწუხაროდ არ არის საკმარისად ნათლად გამოკვეთილი [Coalson 2012; Grygiel 2008].

შესაბამისად, აღარ უნდა იყოს მოულოდნელი რუსეთის საგარეო სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ევგენი ბაჟანოვის ამასწინდელი განცხადებაც, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გარდა, ვერცერთი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვერ დააღწევს თავს რუსეთთან მიბრუნებას, ვინაიდან, რუსეთის მასტაბილიზირებელი როლის გარეშე მთელი ეს უკიდეგანო სივრცე ,,განწირულია ქაოსისა და ჩამორჩენისათვის”[Бажанов 2012].

 საშინაო პრობლემებიდან თავისი მოსახლეობის ყურადღების გადასატანად, დღევანდელი რუსეთისათვის აუცილებელი ხდება გარეშე მტრის /მტრების
 ხატის შექმნა, ამასთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს საინაუგურაციო ცერემონიალის შემდეგ ვ.პუტინის მიერ გახმოვანებული მისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის პროგრამა, რომელშიც, აზერბაიჯანელი ექსპერტის . მირკადიროვის დაკვირვებით, იოლად შესამჩნევია რუსული საზოგადოებისათვის მთლიანობაში დამახასიათებელი გენეტიკური იმპერიული მემკვიდრეობითმანიპულირება და სადაც ხსენებაც კი აღარ ყოფილა დიმიტრი მედვედევის ეპოქის მთავარი მონაპოვარის, ...-სა და რუსეთს შორის ,,გადატვირთვისპოლიტიკის [ამერიკელმა მიმომხილველებმაც შენიშნეს, რომ . პუტინი გაურბის სიტყვა ,,გადატვირთვისგამოყენებას, რაც, მათი აზრით, შემთხვევითი გარემოება არ უნდა იყოს [Cooper/Myers/Barry 2012].].

სამაგიეროდ, რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის რეალიზებისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვაორგანოებთან ერთად, ერთ-ერთ განსახორციებელ ამოცანად განესაზღვრა, ,,აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკის თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებისათვის აქტიური ხელშეწყობის გაწევა, აგრეთვე ამ რესპუბლიკების საერთაშორისო პოზიციების გამყარება, [გვ. 57] მათი საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოციალურ-ეკონომიკური აღორძინება” (,,ბრძანებულება რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური კურსის სარეალიზაციო ღონისძიებათა შესახებ”, პუნქტი ).

აღნიშნული ბრძანებულების ზემომოყვანილი პუნქტი, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთია მოხსენიებული, აღარავითარ შანსს აღარ ტოვებს საქართველოსთან რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის პერსპექტივისათვის.

ამ ბრძანებულებით .პუტინმა ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ რუსეთის პოლიტიკა ზემოდასახელებული ,,რესპუბლიკებისჩამოყალიბებისა და საერთაშორისო აღიარების საქმეში თანმიმდევრულად გაგრძელდება [Миркадыров 2012, 1].

ყურადღებას იპყრობს, აგრეთვე, 2012 წლის 12 მაისს, სოჭში, . პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩრდილო-ოსეთის მეთაურის თეიმურაზ მამსუროვის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სამხრეთ-ოსეთში დასაბამს იღებენ დიდი საქმეები, და ამიტომ ყველა პატრიოტი ოსი მოვალეა იყოს იქ სადაც დაიწერება ოსეთის ახალი ისტორია[Мамсуров 2012].

რაც შეეხება, საქართველოს შესაძლო სამომავლო ნეიტრალურ სტატუსს, რაც ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსის ხედვით, შექმნილი მდგომარეობიდან ,,ოპტიმალურიგამოსავალია, სინამდვილეში ეს ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი შეზღუდვა და უფრო მეტიც, ფაქტობრივად გათელვა იქნებოდა.

ანალოგიური სტატუსი რუსეთის მოთხოვნით უკვე აქვს მიღებული მოლდავეთს და შეიძლება ითქვას, რომ ამით მას არაფერიარ მოუგია.

სპეციალისტების აზრით, ერთი ქვეყნის მიერ მეორის მიმართ ნეიტრალური სტატუსის მოთხოვნა, რასაც მხოლოდ რუსეთი თუ მოითხოვს თავისი მეზობლებისგან, ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო-საკანონმდებლო ნორმას და ხელს უშლის ქვეყანათა შორის თანასწორი ურთიერთობების დამყარებას [Миркадыров 2012, 1]. 

ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ანალოგიური ,,ფანდირუსეთმა 1920 წელს უკვე ჩაუტარა საქართველოს, როდესაც მასთან დადებული 7 მაისის ხელშეკრულებით, საქართველო აიძულა ყველა უცხოური სამხედრო ძალა გაეყვანა თავისი ტერიტორიიდან და ამის შედეგად აღნიშნული ხელშეკრულებით, მართლაც ,,ხელშეკრულიდა გარე სამყაროსაგან მოწყვეტილი ნეიტრალურიქვეყნის დედაქალაქი თბილისი რუსეთის XI წითელმა არმიამ 1921 წლის 25 თებერვალს, სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ აიღო. თავისი შედეგებით, 1920 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება ჩამოგავდა 1783 წლის ,,გეორგიევსკისტრაქტატს”, როდესაც რუსეთის მფარველობაში შესვლით საქართველო თვით სთავაზობდა მეორე მხარეს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით მდებარე პლაცდარმს, ამიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში ექსპანსიისათვის; ეს კი საქართველოს არსებობას რეგიონში ზედმეტს ხდიდა. დევიდ ლენგის დაკვირვებით[გვ. 58], როგორც ხელშეკრულების დებულებების მხრივ, ასევე თავისი შედეგებით, რუსეთ-საქართველოს 1920 წლის ხელშეკრულება უეჭველად წარმოადგენს საოცარ მსგავსებას 1783 წელს ეკატერინე II-სა
და ერეკლე II- მიერ დადებულ ხელშეკრულებასთან, რომელიც ასევე გამოდგა საქართველოს სრული ანექსიის პრელუდია [Lang 1962, 226; ქავთარაძე 2006, 183].

1920 წლის ხელშეკრულებას . ავალიშვილი სამართლიანად უწოდებდა ,,ევროპული ორიენტაციისდასასრულს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში [Авалов 1924, 287].

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ყოველგვარ წრეს გადასული აქტიურობა კავკასიაში, კერძოდ, საქართველოს მიმართ აგრესია და ახალი ,,დამოუკიდებელი სახელმწიფოებისშექმნა გამოწვეული უნდა იყოს, გარდა საქართველოს ,,არსებობის არსის”, ანუ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბებული ძირითადი სახელმწიფოებრივი ფუნქციის, დაკარგვინების სურვილისა, რაც რუსეთს საქართველოს საბოლოოდ ხელში ჩაგდების საშუალებას მისცემდა, აგრეთვე, იმ მიზნით, რომ ხელი შეეშალოს კავკასიონის მთავარი ქედის გაყოლებაზე იმ გეოპოლიტიკური სასაზღვრო ზოლის (,,რღვევის ხაზის”) ჩამოყალიბების პერსპექტივას, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე ითქვადემოკრატიული განვითარების გზაზე დამდგარ ქვეყნებს ტოტალიტარული მსოფლმხედველობის არადემოკრატიული ქვეყნებისაგან განყოფდა.

ამის შედეგად, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოსუმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა, რაც გამოიწვევდა მისი ოდინდელი ,,არსებობის არსისახალ პირობებში სახეცვლილებას და ქვეყანაც გლობალური მნიშვნელობის მქონე პოლიტიკურ ფუნქციას აღიდგენდა.

როგორც ვხედავთ, კავკასიის ძველი თუ ახალი ისტორია დაკავშირებული იყო და არის გლობალური ხასიათის პოლიტიკურ მოვლენებთან; აქ გამავალი კავკასიონის მთავარიქედის დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ყოველთვის იწვევდა ამა თუ იმ ეპოქის დიდიძალის მქონე ქვეყნებისა თუ საზოგადოებების გეოსტრატეგიულ ინტერესტთა და მიზანთა ამმხარეში შეჯახებას. სწორედ, აღნიშნული გარემოების გამო, განსაკუთრებით ეფექტურად გვესახება, საქართველოს სახელმწიფოებრივი ფუნქციის ანუ ,,არსებობის არსისდადგენის მიზნით, საქართველოს ისტორიაზე კავკასიონის მთავარი მთაგრეხილის და საზოგადოდ კავკასიის გეოპოლიტიკური მდებარეობის ზემოქმედების დიაქრონიულ ჭრილში შესწავლა, რის ერთ-ერთ საწყის მცდელობასაც წინმდებარე კვლევა წარმოადგენს.

გიორგი ქავთარაძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიისინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.


გამოყენებული ლიტერატურა:

ქავთარაძე 2006 = .ქავთარაძე. საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების საკითხები (ადრეული ხანიდან). თბილისი , 2006.

Авалов 1901. Присоединение Грузии к России. Санкт-Петербург, 1901.

Авалов 1924 = Авалов 1924 = З. Авалов. Независимость Грузии в международной политике 1918-1921 гг. Тифлис 1924.

Бажанов 2012= Е. П. Бажанов. Козырные карты России. Мы можем рассчитывать на достойноеместо в жизни человечества в XXI столетии, – Независимая Газета, 14.05.2012; იხ.:www.ng.ru/courier/2012-05-14/9_cards.html

Мамсуров 2012 = Т. Мамсуров. Новая история Осетии пишется на Юге,–Глава РеспубликиСеверная Осетия – Алания –=Мансуров Таймураз Дзамбекович; იხ. :glava.rso-a.ru/main-news/1351/

Миркадыров 2012 =Р. Миркадыров. Путин попытается "мочить", постоянно обостряя ситуациюв регионе, – газета «Зеркало», № 81 (3766), 09.05.2012, сс. 1,3;
იხ.:new.zerkalo.az/media/pdf/2012-05-09-1.pdf

Aron 2012 = L. Aron.A Tormenting in Moscow.Why is Russia harassing President Obamas new ambassador?–Foregn Policy, April 13, 2012.

Bryanski 2011 = G. Bryanski.Putin, Medvedev praise values of Soviet Union,– Reuters, Nov 17,2011; იხ.: in.reuters.com/article/2011/11/17/idINIndia-0590820111117

Christian 1994 = D. Christian. Inner Eurasia as a Unit of World History,–Journal of World History,Vol. 5, No. 2, 1994.

Coalson 2012 = R. Coalson. Putin's Return to Kremlin Could Boost Eurasian Union Project,–Voice ofAmerica (Europe), March 09, 2012; იხ.: www.voanews.com/english/news/europe/Putins-Return-to-Kremlin-Could-Reenergize-Eurasian-Union-Project-142051333.htmlCooper/Myers/Barry 2012 = H.

Cooper, S. L. Myers and E. Barry. As Putin Postpones MeetingObama, Analysts Seek Political Import,–The New York Times, May 10, 2012; იხ.:www.nytimes.com/2012/05/11/world/europe/analysts-seek-political-import-as-putin-puts-off-meeting-obama.html?_r=2

Eggert 2012 = K. Eggert, von. Russian Power, Russian Weakness,–Policy Review,no. 172,March 30,2012.

Friedman 2012 = G. Friedman. Russia's Strategy,–Stratfor Global Intelligence,April 24, 2012; იხ.:www.stratfor.com/weekly/russias-strategy


Grygiel 2006 = J. J. Grygiel. Great Powers and Geopolitical Change. Baltimore: Johns HopkinsUniversity Press, 2006.

Grygiel 2007 = J. J. Grygiel. Empires and Barbarians,–The American Interest Online
, From theMarch - April 2007 issue;იხ.:www.the-american-interest.com/article.cfm?piece=250

Grygiel 2008 = J. J. Grygiel. Georgia on My Mind. A review of The New Cold War: Putins Russia and the Threat to the West, by Edward Lucas,–The Claremont Institute for the Study of Statesmanshipand Political Philosophy, Claremont Review of Books; [Posted] October 28, 2008;იხ.:www.claremont.org/publications/crb/id.1581/article_detail.asp

Grygiel 2009 = J. J. Grygiel. The Power of Statelessness,– Policy Review, no. 154,April 1, 2009;იხ.: www.hoover.org/publications/policy-review/article/5568

Grygiel 2009a = J. J. Grygiel. Vacuum Wars. The Coming Competition Over Failed States,–TheAmerican Interest Online, July–August2009 issue; იხ.:www.the-american-interest.com/article.cfm?piece=622

Heintz 2012 = J. Heintz. Vladimir Putin, Russia President, Has Troubled First Week in Office,–TheHuffington Post, May 12, 2012; იხ.:www.huffingtonpost.com/2012/05/12/vladimir-putin-first-week_n_1511422.html?ref=world

Huntington, 1996 = S. Huntington.The Clash of Civilizations and the Remaking of World Order.New York, 1996.

Jaffe 2012 = A. Jaffe. Carter Security Adviser Gives Obama High Marks on Foreign Policy,–NationalJournal, May 6, 2012;იხ.:mobile.nationaljournal.com/2012-presidential-campaign/carter-security-adviser-gives-obama-high-marks-on-foreign-policy-20120506

Kavtaradze 2001 = G. L. Kavtaradze. Georgian Chronicles and the raison d'ètre of the IberianKingdom (Caucasica II),–Orbis Terrarum, Journal of Historical Geography of the Ancient World, 6,2000. Stuttgart: Franz Steiner Verlag, 2001.

Kissinger 2000 = H. Kissinger. Mission to Moscow: Clinton Must Lay the Groundwork for a NewRelationship with Russia,–Washington Post, May 15, 2000.Komine 2008 =

Y. Komine.Secrecy in U.S. Foreign Policy: Nixon, Kissinger and the Rapprochementwith China. Aldershot: Ashgate, 2008.

Lang 1962 = D. M. Lang. A Modern History of Georgia. London, 1962.

Lucas 2008 = E. Lucas. The New Cold War: Putins Russia and the Threat to the West. New York:Palgrave Macmillan, 2008.
Meagher/Brannaman 2007 = T. Meagher, B. Brannaman.The Gigantic Book of Horse Wisdom. NewYork: Skyhorse Publishing, 2007.

Oettinger 2011 = C. Oettinger. President Ronald Reagan: Evil Empire Speech,–Command Posts: aFocus on Military History, Policy and Fiction, March 8, 2011;
იხ.:www.commandposts.com/2011/03/president-ronald-reagan-evil-empire-speech

Oppel 2012 = R. A. Oppel, Jr.Romneys Adversarial View of Russia Stirs Debate,–The New YorkTimes, May 11, 2012; იხ.:www.nytimes.com/2012/05/12/us/politics/romneys-view-of-russia-sparks-debate.html?_r=1

Patterson/Puryear 2006 = E. Patterson, K. Punyear. Outlaws and Barbarians: The Bush Administration's Revolution in Sovereignty,–CIAO: The Whitehead Journal of Diplomacy andInternational Relations, Volume 7, Number 1, Winter/Spring 2006;
იხ.:heinonline.org/HOL/LandingPage?collection=journals&handle=hein.journals/whith7&div=30&id=&page=

Satter 2012 =D. Satter. Obamas Open Microphone: The president shouldnt be offering concessions to Russia, in private or in public,–National Review Online, March 28, 2012;იხ.:www.nationalreview.com/articles/294630/obama-s-open-microphone-david-satter

Thompson 2006 = G. Thompson.Religious Fundamentalisms, Territories and „Globalization,–Centrefor Research on Socio-Cultural Change (CRESC) Working Paper Series, Working Paper No. 14,February 2006.

Waterman 2012 = S. Waterman. Russia Threatens to Strike NATO Missile Defense Sites,–TheWashington Times, May 3, 2012;იხ.:www.washingtontimes.com/news/2012/may/3/russia-threatens-strike-nato-missile-defense-sites

Will 1996 = G. Will. Eastward-Ho? And Soon,–Washington Post, June 13, 1996.


Back:http://www.scribd.com/documents#all?sort=reads&sort_direction=descending http://www.geocities.ws/komblege/index.html http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon http://www.facebook.com/kavtaraze?ref=tn_tnmn


No comments: