ჯელალ ედ-დინ რუმი (Jalāl ad-Dīn Rūmī) იყო მე-13 საუკუნეში მოღვაწე სპარსი პოეტი, თეოლოგი, იურისტი.
ცნობილია, როგორც Mowlānā (მევლანა), ან უბრალოდ რუმი (Rumi), ძირითადად ინგლისურად მოლაპარაკე ხალხებისთვის.
დაიბადა 1207 წელს Balkh-ში, ხორასანში.
"ეი შენ, ვინც უამრავი ნაკლი აღმოაჩინე სხვა ადამიანებში, იცოდე რომ მათში ჩანს შენი თვისებები. მათში აირეკლა შენი ყოფა, შენი პირფერობა და ორპირობა, შენი უსამართლობა, შენი ძლიერი თრობა.
შენ ის ხარ და შენ უბოროტებ შენს თავს. შენ იმწუთში იმზადებ შენთვის შეჩვენებას.
შენ შენს თავში ნამდვილად ვერ ხედავ ამ გახრწნილობას თორემ გადაიქცეოდი საკუთარი თავის მტრად.
შენ თავს ესხმი შენს საკუთარ თავს.
ეი, უმეცარო,შენ ლომივით ესხმი თავს შენს ანარეკლს....
ეი შენ, რომელიც ხედავ შავ ლაქას სხვის სახეზე!
შენ ვერ ხედავ რომ ეს არის შენი ხალის ანარეკლი, ნუ უგულვებელყოფ მას."
http://www.mary.ge/1988-bbbbbbbb-bbbbbbbbb.html
გურჯი ხათუნი, XIII ს.
რუმის სასულთნოს ქართველი დედოფალი
გურჯი ხათუნი (თამარი) – თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდანის ასული, მეუღლე რუმის სულთნის ყიას-ედ-დინ ქეიხოსროვისა (1236-1246), დაქვრივების შემდეგ მეუღლე სულთნის ტახტზე აღზევებული მუინ-ედ-დინ სულეიმან ფერვანასი, უახლოესი სულიერი მეგობარი და მიურიდი ჯელალ ედ-დინ მევლანასი.
ბაგრატიონები დინასტიური ქორწინებით დაუნათესავდნენ მცირე აზიის სელჩუკთა საგვარეულოს. რუსუდანი დააქორწინეს ერზერუმის გამგებლის – თოღრულ-შაჰის ძეზე (ქართული წყაროებით ორტუღი). ამგვარად, გურჯი ხათუნი იყო ”სელჩუკთა თესლ, დავითის მოდგმა” (იბნ ბიბი). გურჯი ხატუნის მამას სახელით არ იხსენიებს არც ქართული წყაროები, რადგან ქართველებს უღალატა ჯელალ-ედ-დინის შემოსევის დროს, და არც იმდროინდელი მუსლიმი ავტორები. იგი გაქრისტიანდა და ეწოდა დიმიტრი, საქართველოს მეფე რომ გამხდარიყო. მხოლოდ XIII ს-ის მეორე ნახევრის დროინდელი ეგვიპტელი ისტორიკოსი წერს, რომ ”გურჯი ხათუნის მამის ლაყაფი იყო ღიას ად-დინი” (გ. ჯაფარიძე).
ღიას ად-დინი და რუსუდანის ასულის, თამარის ”ქმნულკეთილობა” და ”სიტურფე აღმატებულობა” რა ესმა სელჩუკთა სულთანს ქეიხუსროვ II, ”შევედრა მრავალთა ნიჭითა და ზღუენითა რუსუდანს, რათა მიეცა ”ცოლად ასული თვისი თამარი”, თან აღუთქვა ”არ დატოვება სჯულისა ქრისტიანეთისა”. რუსუდანი დათანხმდა და მზითვად მისცა აწყური. ეს მოხდა 1236-37 წელს.
გურჯი ხათუნის მამა და ქმარი ბიძაშვილები იყვნენ. მუსლიმური სამართლით ასეთი ქორწინება დაშვებული იყო. მართლმადიდებლები კი მხოლოდ მერვე თაობის შემდეგ რთავდა ქორწინების ნებას.
ქეიხოსროვ II-მ მეუღლეს გურჯი ხათუნი შეარქვა. დედოფლის მშვენიერებით უზომოდ მოხიბლულმა გადაწყვია მისი ზეობის ჟამს მოჭრილ მონეტაზე ამოეტვიფრათ გურჯი ხათუნის სახე, რასაც ისლამი სასტიკად კრძალავდა. მაშინ ხერხი იხმარა და ემბლემა შექმნა – მზე ლომის ზოდიაქოში. 1236 წელს მოჭრილ მონეტაზე ფაფარაშლილ ლომთან ერთად მზის დისკოში უმშვენიერესი ქალის სახე ამოატვიფრინა და მაინც დაარღვია მუსლიმთა წესი. აქედან იღებს სათავეს აღმოსავლეთში გავრცელებული ემბლემა – მზე და ლომი,”შირ ვა ხორშიდ”. იგი XIV ს-ის დასწყისში სელჩუკებიდან გადაიღეს ირანელებმა. (თუმცა ბოლო დროს ამ თვალსაზრისს ეჭვით ეკიდებიან).
თამარყოფილ გურჯი ხათუნს მტკიცედ ეჭირა ”სჯული ჭეშმარიტი”, ”სჯული ქრისტესი”, რასაც ხელს უწყობდა ყიას ედ-დინის გულგრილობა მაჰმადის რჯულის მიმართ. ვითარება სრულიად შეცვალა რუსუდან დედოფლის მზაკვრულმა წერილმა. როგორც ”ასწლოვანი მატიანე” გვამცნობს, ლაშას ძე დავითი დედოფალმა ქალიშვილთან და სიძესთან გაგზავნა იმ მიზნით, რომ ”წარწყმიდონ” იგი რათა ”იყოს უშფოთველად ძისა მისისა დავითისათვის არა განყოფად მეფობისა”. მაგრამ სულთანმა და დედოფალმა არ ისმინეს ბიძის ძის მოკვლის ბრძანება. პირიქით, ”შეიყუარეს” და ”თვისთა თანა ჰყუეს პატივითა”. გაბრაზებულმა რუსუდანმა დაივიწყა დედობრივი სიყვარული და მისწერა სულთანს” ”ამისთვის მენება მოკულა ძმისწულისა ჩემისა დავითისი, რომე ცოლსა შენსა და ასულსა ჩემსა ძმისწული ჩემი დავითი თანა-ეყოფის”. სულთანმა ირწმუნა დედისაგან თქმული. მან თმებით ათრია და სისხლი ადინა თამარს, სიკვდილით დაემუქრა ”უკეთუ არა დაუტეოს სჯული ქრისტესი და მუსულმან იქმნას”. ამგვარი იძულებით გამაჰმადიანებული გურჯი ხათუნი ძალიან მალე მართლმორწმუნე მუსლიმის შარავანდედით იმოსება. საქმე ის არის, რომ იგი ეზიარა არა ორთოდოქსულ ისლამს, არამედ მის სუფიურ მიმდინარეობას – მევლევიობას. მისი დამაარსებელი იყო მევლანა – აღმოსავლეთის ყველა დროის უდიდესი მოაზროვნე -ჯელალ-ედ-დინ რუმი. გურჯი ხათუნი მთელი არსებით მიენდო მევლანას. იგი გახდა დედოფლის სულიერი მამა, რაც განაპირობა პოეტის მსოფლმხედველობამ: პანთეისტობა, ადამიანის წარმოსახვა სამყაროს გვირგვინად, ქალისა და მამაკაცის გათანაბრება – ”ქალი მზის სხივია”, ადამიანის სრულყოფილება და არა რიტუალური სამსახური ღვთისა, ჭეშმარიტება – ღმერთი ერთია. ესაა, რომ სხვადასხვა ხალხი მას სხვადასხვა სახელს არქმევს. სული ცოდნასა და გონებასთან არის დაკავშირებული, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს ენას. მევლანამ, მუჰამედისაგან განსხვავებით, ყველა რელიგიას თანაბრად მიაგო პატივი. ამრიგად, მევლევიობა არ მოითხოვდა გამაჰმადიანებას. გურჯი ხათუნი შეიძლებოდა ქრისტიანად დარჩენილიყო და ისე გაჰყოლოდა მევლანას მოძღვრებას.
მევლანასა და გურჯი ხათუნის მეგობრობის ფაქტები აღწერილია აჰმედ ევლაქის 1318-58 წლებში დაწერილ წიგნში ”მეცნიერთა ცხოვრება” (ვსარგებლობ თაჰსინ იაზიჯის თურქული თარგმანით). მევლანას ცოლი ამბობს: ”ეპოქის დედოფალი, ქვეყნიერების ქალბატონი, სულთნის მეუღლე გურჯი ხათუნი მევლანას მემკვიდრეთა მეგობარი და თავად მევლანას წმინდანობასა და სასწაულმოქმედებებთან დაკავშირებული საგნების მიმართ. მან უამრავი ფული გადაიხადა რუმის პერანგსა და იაგუნდის ნატეხში პოეტმა უბრალო ქვიდან რომ მიიღო. მეფურად დაასაჩუქრა მევლანას მეუღლე, რომელმაც დედოფალს ის ქვიშა გადასცა, ღამის მოგზაურობიდან დაბრუნებულ მევლანას ფეხზე რომ შემორჩა. თავად მევლანაც ხშირად მიმართავდა მეგობარს. 70 000 დირჰემი მიუცია გურჯი ხათუნს შეიხ სალაჰ ედ-დინის ქალიშვილის სამზითვოდ. გურჯი ხათუნი მევლანას მიმდევრების ქომაგი და შემწე იყო.
ჯელალ ედ-დინ რუმის დღემდე შემორჩენილ წერილთაგან სპეციალისტები ორის ადრესატად გურჯი ხათუნს მიიჩნევენ. გურჯი ხათუნის ინიციატივით შეიქმნა მევლანას პორტრეტი. ასეთივე გადამწყვეტი როლი უთამაშია მას მწვანე თურბეს მშენებლობის საქმეში. მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მათმა მემკვიდრეებმაც გააგრძელეს. ცნობილია, რომ გურჯი ხათუნის ასულმა აინ-ულ-ჰაიათმა ერზერუმში დიდი ხნით მიიწვია ჯელალ-ედ-დინ რუმის შვილი პოეტი სულთან ველედი. ერთი სიტყვით, ჯელალ-ედ-დინ რუმის სახელს თანავარსკვლავედივით დაჰყვება თამარყოფილი გურჯი ხათუნის სახელი.
2007 წელი იუნესკოს მიერ ჯელალ-ედ-დინ რუმის წლად იყო გამოცხადებული. პროფ. მ. თოდუა გამოეხმაურა ამ მოწოდებას და სპარსულიდან თარგმნა პოეტის სტრიქონები, მიძღვნილი გურჯი ხათუნისადმი:
”მოწყალე და დიდსულოვანი, საეჭვო საქმეთაგან განრიდებული
ჭეშმარიტი მონა ღვთისა, ბანოვანთა ღირსება – მათშორის ყველაზე უმწიკვლო და ნამუსიანი, კეთილბუნებოვანი და სათნოდმყოფელი, მომავლის მჭვრეტელი, სიკეთის მთესველი, დიდად პატივდებული,
ხელმწიფური ბუნების მქონე, მეფეთა მეფის შთამომავალი ხათუნი”
http://www.nohchidu.com/suf/2009-12-18-12-18-03/mvdijm.html
«Эй, ты, который обнаружил множество пороков у других людей,
знай, что твои свойства видны в них.
В них отразилось твое бытие, лицемерие,
твоя несправедливость, твое сильное опьянение.
Ты – это он, и причиняешь себе зло.
Ты в тот же миг сам себе готовишь проклятье.
Ты не видишь, очевидно, в себе эту порчу,
а то стал бы врагом самому себе.
Ты нападаешь на самого себя.
Эй, ты, невежда, как лев нападаешь ты на свое отражение…
Эй, ты, который замечаешь черное пятно на чужом лице!
То, что ты видишь, - это отражение твоего родимого пятна, не пренебрегай им.»
Джалал – ад – Дин Мухаммад Руми. (Суфийская мудрость.)

No comments:
Post a Comment