სწავლულები იზრაელ ფინკელსტეინის და აშერ სილბერმანის ნაშრომი ბიბლიის წმინდა მეფეები, Gallimard, 2007.
გთავაზობთ ზოგ ფრაგმენტს.
სამუელის წიგნის სახელგანთქმული მოთხრობის თანახმად ხმელი ველების და პატარა ბორცვების ეს მხარე იყო დავითის და გოლიათის ბრძოლის ასპარეზი...
იზრაელის საკრალური, წმინდა მეფეები დავითის და სოლომონის ისტორია რჩება დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ მემკვიდრეობად.
ამ ისტორიას ვხედავთ ცაში ატყორცნილ კათედრალებში,შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის ელეგანტურ სასახლეებში, მთელი მსოფლიოს მუზეუმებში და ჰოლივუდის ეპოპეებში.
მწყემსი, მეომარი, მეფე ღვთაებრივი სამართლით დავითი და მისი შვილი დიდი მშენებელი, განათლებული მსჯული და დიდი იმპერიის მშვიდი მმართველი სოლომონი იქცნენ ღმერთის ხელმძღვანელობით ბრძნული მმართველობის მარადიულ არეტიპებად, მონარქიის დასავლური იდეალის ხატად, მეფური ღვთისმოსაობის სამაგალითო მოდელებად, ეროვნული ბედის მესიანურ იმედად.
არქეოლოგიამ შესაძლებელი გახადა ბიბლიური მოთხრობის მთავარი ელემენტების დაზუსტება,მაგრამ აღმოჩნდა რომ დავითის და სოლომონის ნამდვილი სახე დიდად განსხვავდება საუკუნეების მანძილზე შექმნილი მათი პრესტიჟული სახისგან.
მაგრამ ლეგენდა არაა მონაგონი ფიქცია და ტყუილი.
ნამდვილმა მოვლენებმა მისცეს ბიძგი უმდიდრესი ლიტერატურული მემკვიდრეობის
შექმნას.
ბიბლიური მოთხრობის მოკლე შინაარსი:
დავითის და სოლომონის ისტორიის სრული ვერსია, ბიბლიის მოთხრობა გადაშლილია სამუელის პირველი წიგნიდან მეფეთა პირველ წიგნამდე და აღწერს იმას თუ როგორ მოიპოვა იზრაელის ხალხმა დამოუკიდებლობა მანამდე სანამ განიცდიდა უპრეცენდენტო კეთილდღეობის პერიოდს.
აგრესიული ფილისტინელების მიერ გატანჯული იზრაელის უხუცესები ითხოვდნენ ხალხის მობილიზაციის და მტრის მოგერიების უნარის მქონე ბელადის მოსვლას.
ადრე ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ტომებად გაერთიანებულ ებრაელებს წინ მიუძღოდნენ შთაგონებული მოსამართლეები.
მაგრამ ამ კრიზისულ პერიოდში ღვთაებრივი შთაგონებით და საკუთარი ეჭვების დათრგუნვით სახელგანთქმულმა წინასწარმეტყველმა სამუელმა გადაწყვიტა, ბენჟამინის ტომიდან გამოსული ლამაზი ახალგაზრდა საულის ცხება პირველ მეფედ რომელსაც უნდა ემეფა მთელ იზრაელზე.
საული არის მამაცი სამხედრო წინამძღოლი, მაგრამ მას ჰქონდა არასტაბილური ხასიათი. მას სტანჯავდა დეპრესიის კრიზისები. მოძალადე, ფიცხი საული დიდად არაფრად აგდებდა რელიგიურ წესებს.
მასზე გულაცრუებულმა ღმერთმა თავისი არჩევანი შეაჩერა იესეს ვაჟ დავითზე.
დავითი იყო იუდას ტომიდან გამოსული ახალგაზრდა მწყემსი.
ის შესანიშნავად უკრავდა ქნარზე და როდესაც საულს ჰქონდა სიგიჟის შეტევები სწორედ დავითს უხმობდნენ რათა მას ქნარზე მელოდიური დაკვრით დაემშვიდებინა მეფე.
ბიბლია გვიყვება დავითის ზღაპრულ ბედზე, ბრძოლის ველზე, ბრძოლისთვის გამზადებულ ფილისტინელთა არმიის თვალწინ მან მოკლა შემზარავი გოლიათი.
ებრაელი ერი ოვაციებით შეხვდა გმირ დავითს,მაგრამ მეფე საული გაჯავრდა და გადაეკიდა მას.
დავითი უდაბნოში გაექცა გააფთრებულ ეჭვიან საულს და იქ აჩვენა თავისი როგორც მამაცი და ჭკვიანი ლიდერის ღირსება.
თავზეხელაღებულ მომხრეთა ჯგუფთან ერთად ის უსწორებს ანგარიშს და იგერიებს მტრებს,აღასრულებს ღმერთის შურისძიებას და ნადავლს უნაწილებს ღარიბებს და ჩაგრულებს.
ბრძოლის ველზე საულის დაღუპვის შემდეგ დავითი გამოაცხადეს ჯერ იუდას და შემდეგ მთელი იზრაელის მეფედ.
ბოლოს დავითი გამოაცხადეს უფლის მიერ ცხებულად,მესიად,მხსნელად.
ესაა ახალგაზრდა გმირის,ჭეშმარიტი რწმენის გამარჯვებისთვის თავდადებული ვაჟკაცი მეომრის,გამორჩეული ქარიზმის მქონე ადამიანის, დაცემული ბელადის მოსასხამის ატაცებით თავისი ხალხის იმედების და ოცნებების განხორციელებად ქცეული გმირის კლასიკური ისტორია.
დავითის როგორც იზრაელის მეფის შემდგომმა გამარჯვებებმა წაახალისა ტერიტორიული ექსპანსიის ამბიციები და მთელი საუკუნეებისთვის შექმნა საკრალური მემკვიდრეობა.
იზრაელის დიდ ერად გადაქცევის ღვთაებრივი დაპირების განსახორციელებლად დავითმა დაიპყრო იერუსალიმი და გადააქცია ის თავის დედაქალაქად.
ამით მან პრესტიჟული ადგილი მისცა ალიანსის კიდობანს რომელიც წინ უძღოდა იზრაელის ხალხს მისი ხანგრძლივი მოგზაურობისას.
თავისი ჯარის სათავეში მდგომმა დავითმა გადაგავა და მოსპო იზრაელის მტრები.
მან დაარსა ევფრატიდან ეგვიპტის საზღვრებამდე გადაშლილი დიდი სამეფო.
დავითის გარდაცვალების შემდეგ მისი ტახტი დაიკავა დავითის და მზეთუნახავი ვირსავიას შვილმა სოლომონმა.
სოლომონი ბრძნულად უხელმძღვანელებს სამეფოს და დაამკვიდრებს კეთილდღეობის და მშვიდობის პერიოდს.
ესაა ამაღელვებელი მოთხრობა იმაზე თუ როგორ ეფინება ერს უფლის წყალობა და ძალა,თუ როგორ აარჩია ღმერთმა მისი ხელმძღვანელები.
იერუსალიმში სოლომონმა ააგო ბრწყინვალე ტაძარი.
გონიერი და სამართლიანი სოლომონი მეფობდა კომპეტენტურ ბიუროკრატიაზე, ძლიერ არმიაზე და მისმა საერთაშორისო კავშირებმა,მისმა მოხერხებულმა ურთიერთობებმა და დიპლომატიამ მას მსოფლიოში გაუთქვა სახელი როგორც უმდიდრეს და უბრძნეს მეფეს.
ის დაქორწინდა ფარაონის ასულზე.
მისი როგორც მსაჯულის გამჭრიახობამ, ანდაზების ავტორის ნიჭმა, გააძლიერა მისი ავტორიტეტი.
იდუმალმა დედოფალმა საბამ დასტოვა თავისი სამეფო შორეულ არაბეთში რათა წვეოდა სოლომონს. სოლომონმა მას აუხსნა ყველაფერი რაც მას აინტერესებდა,სოლომონისთვის არ არსებობდა საიდუმლო და დაფარული.
სოლომონი განასახიერებს მეფის პიროვნებაში სიბრძნის,სიმდიდრის და ხელისუფლების იდეალურ კომბინაციას.
მისი მეფობა იერუსალიმში შეესაბამება განსაკუთრებულ მომენტს როდესაც ღვთაებრივმა დაპირებამ მიაღწია აპოგეას,ეს იყო მთელი ებრაელი ხალხის კეთილდღეობის,ცოდნის და ექსპანსიის კულმინაცია.
სოლომონის მეფობას მუდამ იხსენებენ ნოსტალგიით როგორც სულიერი და მატერიალური სრულყოფის ოქროს ხანას რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დაბრუნდეს.
მაგრამ ბიბლიაში დავითიც და სოლომონიც არიან ხორციელი,ადამიანური ნაკლების მქონე და ცოდვილი ადამიანები.
მათ აქვთ როგორც საშინელი მანკიერებები ისე ღმერთის მიერ ბოძებული შთამბეჭდავი ნიჭი.
გაქცეული დავითი უყოყმანოდ თანამშრომლობდა მტერ ფილისტინელებთან და სამეფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ასუსტებდა საულის სამეფო ავტორიტეტს.
მან არადამაჯერებლად უარყო თავისი პასუხისმგებლობა საულის ხალხის მკვლელობის გამო.
ამას გარდა თავისი ერთგული ქვეშევრდომი ხათი ურიას კანონიერ მეუღლე მზეთუნახავ ვირსავიაში თავდავიწყებით შეყვარებულმა მეფე დავითმა ბრძოლის ველზე სასიკვდილოდ გააგზავნა თავისი ერთგული ქვეშევრდომი და მის მეუღლესთან ერთად გააჩინა ვაჟიშვილი სოლომონი ანუ ჩაიდინა ებრაული წესითაც მიუტევებელი დანაშაული.
დავითს ჰყავდა 8 ცოლი და 19 ვაჟიშვილი მხევლებისგან შვილების ჩაუთვლელად.
იზრაელის ტრადიციის თანახმად დავითის პოტენციური მემკვიდრე იყო მისი პირმშო ამნონი რომელიც გაჩნდა მაშინ როდესაც დავითი ჯერ მეფე იყო ჰებრონში.
მაგრამ ამნონს თავდავიწყებით შეუყვარდა თავისი ღვიძლი და თამარი რაც მკაცრად იყო აკრძალული ებრაული კანონით.
მაგრამ ამნონმა ვერ გაუძლო ცდუნებას. მან მოიავადმყოფა თავი და თამარი შეიტყუა თავის ოთახში რათა მას მოემზადებინა სამკურნალო საკვები.
ამნონმა ისარგებლა მოხერხებული მომენტით,გააუპატიურა თავისი ღვიძლი და და შემდეგ გააგდო.
ამის გამგონე დავითი გააფთრდა,მაგრამ მას არ დაუსჯია ამნონი.
ამნონი დასაჯა მისმა და თამარის ძმა აბესალომმა. ორი წლის შემდეგ.ცხვრების გაკრეჭის დღესასწაულის დროს მან თავის მსახურებს უბრძანა ამნონის მოკვლა.
დის გამო შურისძიება ალბათ არ ყოფილა ამნონის მოკვლის ერთადერთი მიზეზი. აბესალომი იყო შემდეგი რიგში დავითის მემკვიდრეობისთვის და შურისძიება დის გამო მას აქცევდა მამის ტახტის პირველ მემკვიდრედ.
ამის შემდეგ დავითის და მისი ვაჟიშვილების ურთიერთობებმა განიცადეს ახალი სირთულეები.
რამოდენიმე წლით ნებაყოფლობით ლტოლვილობაში მყოფი აბესალომი დაბრუნდა იზრაელში და შეუდგა ინტრიგების ხლართვას დავითისთვის ტახტის წართმევის მიზნით.
აბესალომი მოკავშირეებს ეძებდა რეაქციულ წრეებში რომლებიც არ იღებდნენ მეფე დავითის აბსოლუტისტურ პოლიტიკას.
მალე მეფისწული ღიად აჯანყდა მამის წინააღმდეგ და აჯანყების ცენტრად ამოირჩია იზრაელის ძველი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი ჰებრონი. დავითი თანამებრძოლთა გარკვეულ რაოდენობასთან და პირად ჯართან ერთად გაიქცა იერუსალიმიდან რომელიც დაიკავა აბესალომმა.
თავისი პოზიციების განსამტკიცებლად აბესალომი შეუუღლდა მამამისი დავითის ცოლებს და მოახლეებს,რაც შეესაბამებოდა მახლობელი აღმოსავლეთის ტრადიციას.
მაგრამ საბრძოლო შეჯახებისას მამა დავითის ჯარებმა დაამარცხეს შვილი აბესალომის ჯარები და თვითონ აბესალომი თმებით გაიხლართა ხის ტოტებზე და დაეკიდა მათზე.
აბესალომი ისრით მოკლა დავითის სარდალმა.
მეფე დავითი ძალიან დაადარდიანა აბესალომის სიკვდილმა ვინაიდან მას ჰქონდა შვილთან შერიგების იმედი.
ახალი უბედურება მოხდა უკვე დავითის გარდაცვალების შემდეგ.
მის უფროს ვაჟიშვილ ადონიას უნდოდა მომაკვდავი მამის მემკვიდრედ გახდომა და მან შეთქმულება მოაწყო მეფის სარდალთან და პირველ ქურუმთან ერთად.
თვითონ დავითი კი თავის მემკვიდრედ ხედავდა მისი და მზეთუნახავი ვირსავიას შვილ სოლომონს.
დავითმა უკანასკნელ მომენტში აიყვანა ტახტზე სოლომონი რამაც გააცრუა ადონიას იმედები.
უკვე დავითის სიკვდილის შემდეგ სოლომონმა ისარგებლა იმით რომ ადონიას უნდოდა დაქორწინება დავითის მხევალ და როგორც ჩანს საყვარელ ავისაგაზე და ბრძანა ადონიას სიკვდილით დასჯა.
მოკლედ მეფე დავითმა ვერ გააკონტროლა მისი შვილების ვნებები
მეფე სოლომონსაც ჰქონდა ბნელი და დეკადენტური მხარე.
მან უღალატა ტაძრის ღვთისმოსავი დამფუძნებლის სახელს. ის მოიხიბლა ქალებით და უცხო ღმერთებით
მისი ჰარემის მკვიდრმა მაცდურმა მოაბიტმა,ამონიტმა,ედომიტმა,სიდონიელმა და ხათმა ასულებმა წმინდა ქალაქში დაამკვიდრეს წარმართული კულტები რამაც განარისხა ღმერთი.
ოდესღაც დამორჩილებული ხალხები აჯანყდნენ.
სოლომონის გარდაცვალების შემდეგ იზრაელის ათი ჩრდილოელი ტომი გამოეყო ცალკე სამეფოს დასაარსებლად.
ეს მტკივნეული გაკვეთილი მოწმობს იმაზე თუ როგორ შეიძლება მოუღოს ბოლო ოქროს ხანას ჰედონიზმაა,სიამოვნებათა და ფუფუნების სიყვარულმა და უზნეობამ.
მიუხედავად ამისა ღმერთი დაპირდა იზრაელის ხალხს რომ დავითის დინასტია არ ჩაქრება.
სოლომონის მორალური დაქცევისა და მისი დიდი იმპერიის დაშლის შემდეგაც ღმერთი დაპირდა იზრაელის ხალხს რომ დავითის შთამომავლებს მისცემდა მარადიულ მემკვიდრეობას და ერთ მშვენიერ დღეს მათი დამცირება შეწყდებოდა.
ესაა საუკეთესო დაპირება ხალხისთვის რომ მისი ხელმძღვანელების სისუსტის და შეცდომების მიუხედავად ერის მომავალი მარადიულად დაცული იქნება.
ბიბლია ხატავს დავითის და სოლომონის დაუვიწყარ პორტრეტებს
თეოლოგიური და ადამიანური წინააღმდეგობების მიუხედავად მარადიული მფარველობის დაპირება რომელიც მიეცა დავითს და მის შთამომავლობას იძლევა იმის იმედს რომ ისევ გამოჩნდება ახალი დავითი ან ახალი სოლომონი და იქნება ძველ ოქროს ხანაზე უფრო ბრწყინვალე ახალი ოქროს ხანა //გაგრძელება იქნება//.
უძველესი საეკლესიო და საერო ტრადიციით ქართველი მეფეები აღიარებულნი იყვნენ და არიან დავით მეფის - წინასწარმეტყველისა და მეფსალმუნის, იესო ქრისტეს წინაპრის - შთამომავლებად, და მათ ტიტულატურასაც ყოველთვის ამშვენებდა სრულიად გამორჩეული, მთელი მსოფლიოსათვის უპრეცენდენტო, საოცრად კადნიერი მტკიცება: “იესიან-დავითიან-სოლომონიანნი”. ყველა ქართველ ხელმწიფეს ღრმად ჰქონდა შეგნებული ეს გამორჩეული პასუხისმგებლობა და ამის რწმენით ემსახურებოდა თავის ერს, სამშობლოს, ქრისტეს ეკლესიას. შეიძლება ითქვას, რომ ქართველ მეფეთა აბსოლუტური უმრავლესობა თავდადებული იყო თავისი ქვეშევრდომებისათვის და ბრძოლის ველზეც ყოველთვის წინ მიუძროდა ლაშქარს, ხოლო მათგან გამორჩეულნი წმიდანებად არიან შერაცხულნი ეკლესიის მიერ. ამდენად ჩვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს ეს წიგნი.
გთავაზობთ ზოგ ფრაგმენტს.
სამხრეთ იზრაელში არის ელაჰის იზოლირებული ხეობა. ის კარგადაა ნაცნობი ბიბლიის მკითხველისთვის.
სამუელის წიგნის სახელგანთქმული მოთხრობის თანახმად ხმელი ველების და პატარა ბორცვების ეს მხარე იყო დავითის და გოლიათის ბრძოლის ასპარეზი...
იზრაელის საკრალური, წმინდა მეფეები დავითის და სოლომონის ისტორია რჩება დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ მემკვიდრეობად.
ამ ისტორიას ვხედავთ ცაში ატყორცნილ კათედრალებში,შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის ელეგანტურ სასახლეებში, მთელი მსოფლიოს მუზეუმებში და ჰოლივუდის ეპოპეებში.
მწყემსი, მეომარი, მეფე ღვთაებრივი სამართლით დავითი და მისი შვილი დიდი მშენებელი, განათლებული მსჯული და დიდი იმპერიის მშვიდი მმართველი სოლომონი იქცნენ ღმერთის ხელმძღვანელობით ბრძნული მმართველობის მარადიულ არეტიპებად, მონარქიის დასავლური იდეალის ხატად, მეფური ღვთისმოსაობის სამაგალითო მოდელებად, ეროვნული ბედის მესიანურ იმედად.
არქეოლოგიამ შესაძლებელი გახადა ბიბლიური მოთხრობის მთავარი ელემენტების დაზუსტება,მაგრამ აღმოჩნდა რომ დავითის და სოლომონის ნამდვილი სახე დიდად განსხვავდება საუკუნეების მანძილზე შექმნილი მათი პრესტიჟული სახისგან.
მაგრამ ლეგენდა არაა მონაგონი ფიქცია და ტყუილი.
ნამდვილმა მოვლენებმა მისცეს ბიძგი უმდიდრესი ლიტერატურული მემკვიდრეობის
შექმნას.
ბიბლიური მოთხრობის მოკლე შინაარსი:
დავითის და სოლომონის ისტორიის სრული ვერსია, ბიბლიის მოთხრობა გადაშლილია სამუელის პირველი წიგნიდან მეფეთა პირველ წიგნამდე და აღწერს იმას თუ როგორ მოიპოვა იზრაელის ხალხმა დამოუკიდებლობა მანამდე სანამ განიცდიდა უპრეცენდენტო კეთილდღეობის პერიოდს.
აგრესიული ფილისტინელების მიერ გატანჯული იზრაელის უხუცესები ითხოვდნენ ხალხის მობილიზაციის და მტრის მოგერიების უნარის მქონე ბელადის მოსვლას.
ადრე ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ტომებად გაერთიანებულ ებრაელებს წინ მიუძღოდნენ შთაგონებული მოსამართლეები.
მაგრამ ამ კრიზისულ პერიოდში ღვთაებრივი შთაგონებით და საკუთარი ეჭვების დათრგუნვით სახელგანთქმულმა წინასწარმეტყველმა სამუელმა გადაწყვიტა, ბენჟამინის ტომიდან გამოსული ლამაზი ახალგაზრდა საულის ცხება პირველ მეფედ რომელსაც უნდა ემეფა მთელ იზრაელზე.
საული არის მამაცი სამხედრო წინამძღოლი, მაგრამ მას ჰქონდა არასტაბილური ხასიათი. მას სტანჯავდა დეპრესიის კრიზისები. მოძალადე, ფიცხი საული დიდად არაფრად აგდებდა რელიგიურ წესებს.
მასზე გულაცრუებულმა ღმერთმა თავისი არჩევანი შეაჩერა იესეს ვაჟ დავითზე.
დავითი იყო იუდას ტომიდან გამოსული ახალგაზრდა მწყემსი.
ის შესანიშნავად უკრავდა ქნარზე და როდესაც საულს ჰქონდა სიგიჟის შეტევები სწორედ დავითს უხმობდნენ რათა მას ქნარზე მელოდიური დაკვრით დაემშვიდებინა მეფე.
ბიბლია გვიყვება დავითის ზღაპრულ ბედზე, ბრძოლის ველზე, ბრძოლისთვის გამზადებულ ფილისტინელთა არმიის თვალწინ მან მოკლა შემზარავი გოლიათი.
ებრაელი ერი ოვაციებით შეხვდა გმირ დავითს,მაგრამ მეფე საული გაჯავრდა და გადაეკიდა მას.
დავითი უდაბნოში გაექცა გააფთრებულ ეჭვიან საულს და იქ აჩვენა თავისი როგორც მამაცი და ჭკვიანი ლიდერის ღირსება.
თავზეხელაღებულ მომხრეთა ჯგუფთან ერთად ის უსწორებს ანგარიშს და იგერიებს მტრებს,აღასრულებს ღმერთის შურისძიებას და ნადავლს უნაწილებს ღარიბებს და ჩაგრულებს.
ბრძოლის ველზე საულის დაღუპვის შემდეგ დავითი გამოაცხადეს ჯერ იუდას და შემდეგ მთელი იზრაელის მეფედ.
ბოლოს დავითი გამოაცხადეს უფლის მიერ ცხებულად,მესიად,მხსნელად.
ესაა ახალგაზრდა გმირის,ჭეშმარიტი რწმენის გამარჯვებისთვის თავდადებული ვაჟკაცი მეომრის,გამორჩეული ქარიზმის მქონე ადამიანის, დაცემული ბელადის მოსასხამის ატაცებით თავისი ხალხის იმედების და ოცნებების განხორციელებად ქცეული გმირის კლასიკური ისტორია.
დავითის როგორც იზრაელის მეფის შემდგომმა გამარჯვებებმა წაახალისა ტერიტორიული ექსპანსიის ამბიციები და მთელი საუკუნეებისთვის შექმნა საკრალური მემკვიდრეობა.
იზრაელის დიდ ერად გადაქცევის ღვთაებრივი დაპირების განსახორციელებლად დავითმა დაიპყრო იერუსალიმი და გადააქცია ის თავის დედაქალაქად.
ამით მან პრესტიჟული ადგილი მისცა ალიანსის კიდობანს რომელიც წინ უძღოდა იზრაელის ხალხს მისი ხანგრძლივი მოგზაურობისას.
თავისი ჯარის სათავეში მდგომმა დავითმა გადაგავა და მოსპო იზრაელის მტრები.
მან დაარსა ევფრატიდან ეგვიპტის საზღვრებამდე გადაშლილი დიდი სამეფო.
დავითის გარდაცვალების შემდეგ მისი ტახტი დაიკავა დავითის და მზეთუნახავი ვირსავიას შვილმა სოლომონმა.
ესაა ამაღელვებელი მოთხრობა იმაზე თუ როგორ ეფინება ერს უფლის წყალობა და ძალა,თუ როგორ აარჩია ღმერთმა მისი ხელმძღვანელები.
იერუსალიმში სოლომონმა ააგო ბრწყინვალე ტაძარი.
გონიერი და სამართლიანი სოლომონი მეფობდა კომპეტენტურ ბიუროკრატიაზე, ძლიერ არმიაზე და მისმა საერთაშორისო კავშირებმა,მისმა მოხერხებულმა ურთიერთობებმა და დიპლომატიამ მას მსოფლიოში გაუთქვა სახელი როგორც უმდიდრეს და უბრძნეს მეფეს.
ის დაქორწინდა ფარაონის ასულზე.
მისი როგორც მსაჯულის გამჭრიახობამ, ანდაზების ავტორის ნიჭმა, გააძლიერა მისი ავტორიტეტი.
იდუმალმა დედოფალმა საბამ დასტოვა თავისი სამეფო შორეულ არაბეთში რათა წვეოდა სოლომონს. სოლომონმა მას აუხსნა ყველაფერი რაც მას აინტერესებდა,სოლომონისთვის არ არსებობდა საიდუმლო და დაფარული.
სოლომონი განასახიერებს მეფის პიროვნებაში სიბრძნის,სიმდიდრის და ხელისუფლების იდეალურ კომბინაციას.
მისი მეფობა იერუსალიმში შეესაბამება განსაკუთრებულ მომენტს როდესაც ღვთაებრივმა დაპირებამ მიაღწია აპოგეას,ეს იყო მთელი ებრაელი ხალხის კეთილდღეობის,ცოდნის და ექსპანსიის კულმინაცია.
სოლომონის მეფობას მუდამ იხსენებენ ნოსტალგიით როგორც სულიერი და მატერიალური სრულყოფის ოქროს ხანას რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დაბრუნდეს.
მაგრამ ბიბლიაში დავითიც და სოლომონიც არიან ხორციელი,ადამიანური ნაკლების მქონე და ცოდვილი ადამიანები.
მათ აქვთ როგორც საშინელი მანკიერებები ისე ღმერთის მიერ ბოძებული შთამბეჭდავი ნიჭი.
გაქცეული დავითი უყოყმანოდ თანამშრომლობდა მტერ ფილისტინელებთან და სამეფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ასუსტებდა საულის სამეფო ავტორიტეტს.
მან არადამაჯერებლად უარყო თავისი პასუხისმგებლობა საულის ხალხის მკვლელობის გამო.
ამას გარდა თავისი ერთგული ქვეშევრდომი ხათი ურიას კანონიერ მეუღლე მზეთუნახავ ვირსავიაში თავდავიწყებით შეყვარებულმა მეფე დავითმა ბრძოლის ველზე სასიკვდილოდ გააგზავნა თავისი ერთგული ქვეშევრდომი და მის მეუღლესთან ერთად გააჩინა ვაჟიშვილი სოლომონი ანუ ჩაიდინა ებრაული წესითაც მიუტევებელი დანაშაული.
დავითს ჰყავდა 8 ცოლი და 19 ვაჟიშვილი მხევლებისგან შვილების ჩაუთვლელად.
იზრაელის ტრადიციის თანახმად დავითის პოტენციური მემკვიდრე იყო მისი პირმშო ამნონი რომელიც გაჩნდა მაშინ როდესაც დავითი ჯერ მეფე იყო ჰებრონში.
მაგრამ ამნონს თავდავიწყებით შეუყვარდა თავისი ღვიძლი და თამარი რაც მკაცრად იყო აკრძალული ებრაული კანონით.
მაგრამ ამნონმა ვერ გაუძლო ცდუნებას. მან მოიავადმყოფა თავი და თამარი შეიტყუა თავის ოთახში რათა მას მოემზადებინა სამკურნალო საკვები.
ამნონმა ისარგებლა მოხერხებული მომენტით,გააუპატიურა თავისი ღვიძლი და და შემდეგ გააგდო.
ამის გამგონე დავითი გააფთრდა,მაგრამ მას არ დაუსჯია ამნონი.
ამნონი დასაჯა მისმა და თამარის ძმა აბესალომმა. ორი წლის შემდეგ.ცხვრების გაკრეჭის დღესასწაულის დროს მან თავის მსახურებს უბრძანა ამნონის მოკვლა.
დის გამო შურისძიება ალბათ არ ყოფილა ამნონის მოკვლის ერთადერთი მიზეზი. აბესალომი იყო შემდეგი რიგში დავითის მემკვიდრეობისთვის და შურისძიება დის გამო მას აქცევდა მამის ტახტის პირველ მემკვიდრედ.
ამის შემდეგ დავითის და მისი ვაჟიშვილების ურთიერთობებმა განიცადეს ახალი სირთულეები.
რამოდენიმე წლით ნებაყოფლობით ლტოლვილობაში მყოფი აბესალომი დაბრუნდა იზრაელში და შეუდგა ინტრიგების ხლართვას დავითისთვის ტახტის წართმევის მიზნით.
აბესალომი მოკავშირეებს ეძებდა რეაქციულ წრეებში რომლებიც არ იღებდნენ მეფე დავითის აბსოლუტისტურ პოლიტიკას.
მალე მეფისწული ღიად აჯანყდა მამის წინააღმდეგ და აჯანყების ცენტრად ამოირჩია იზრაელის ძველი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი ჰებრონი. დავითი თანამებრძოლთა გარკვეულ რაოდენობასთან და პირად ჯართან ერთად გაიქცა იერუსალიმიდან რომელიც დაიკავა აბესალომმა.
თავისი პოზიციების განსამტკიცებლად აბესალომი შეუუღლდა მამამისი დავითის ცოლებს და მოახლეებს,რაც შეესაბამებოდა მახლობელი აღმოსავლეთის ტრადიციას.
მაგრამ საბრძოლო შეჯახებისას მამა დავითის ჯარებმა დაამარცხეს შვილი აბესალომის ჯარები და თვითონ აბესალომი თმებით გაიხლართა ხის ტოტებზე და დაეკიდა მათზე.
აბესალომი ისრით მოკლა დავითის სარდალმა.
მეფე დავითი ძალიან დაადარდიანა აბესალომის სიკვდილმა ვინაიდან მას ჰქონდა შვილთან შერიგების იმედი.
ახალი უბედურება მოხდა უკვე დავითის გარდაცვალების შემდეგ.
მის უფროს ვაჟიშვილ ადონიას უნდოდა მომაკვდავი მამის მემკვიდრედ გახდომა და მან შეთქმულება მოაწყო მეფის სარდალთან და პირველ ქურუმთან ერთად.
თვითონ დავითი კი თავის მემკვიდრედ ხედავდა მისი და მზეთუნახავი ვირსავიას შვილ სოლომონს.
დავითმა უკანასკნელ მომენტში აიყვანა ტახტზე სოლომონი რამაც გააცრუა ადონიას იმედები.
უკვე დავითის სიკვდილის შემდეგ სოლომონმა ისარგებლა იმით რომ ადონიას უნდოდა დაქორწინება დავითის მხევალ და როგორც ჩანს საყვარელ ავისაგაზე და ბრძანა ადონიას სიკვდილით დასჯა.
მოკლედ მეფე დავითმა ვერ გააკონტროლა მისი შვილების ვნებები
მეფე სოლომონსაც ჰქონდა ბნელი და დეკადენტური მხარე.
მან უღალატა ტაძრის ღვთისმოსავი დამფუძნებლის სახელს. ის მოიხიბლა ქალებით და უცხო ღმერთებით
მისი ჰარემის მკვიდრმა მაცდურმა მოაბიტმა,ამონიტმა,ედომიტმა,სიდონიელმა და ხათმა ასულებმა წმინდა ქალაქში დაამკვიდრეს წარმართული კულტები რამაც განარისხა ღმერთი.
ოდესღაც დამორჩილებული ხალხები აჯანყდნენ.
სოლომონის გარდაცვალების შემდეგ იზრაელის ათი ჩრდილოელი ტომი გამოეყო ცალკე სამეფოს დასაარსებლად.
ეს მტკივნეული გაკვეთილი მოწმობს იმაზე თუ როგორ შეიძლება მოუღოს ბოლო ოქროს ხანას ჰედონიზმაა,სიამოვნებათა და ფუფუნების სიყვარულმა და უზნეობამ.
მიუხედავად ამისა ღმერთი დაპირდა იზრაელის ხალხს რომ დავითის დინასტია არ ჩაქრება.
სოლომონის მორალური დაქცევისა და მისი დიდი იმპერიის დაშლის შემდეგაც ღმერთი დაპირდა იზრაელის ხალხს რომ დავითის შთამომავლებს მისცემდა მარადიულ მემკვიდრეობას და ერთ მშვენიერ დღეს მათი დამცირება შეწყდებოდა.
ესაა საუკეთესო დაპირება ხალხისთვის რომ მისი ხელმძღვანელების სისუსტის და შეცდომების მიუხედავად ერის მომავალი მარადიულად დაცული იქნება.
ბიბლია ხატავს დავითის და სოლომონის დაუვიწყარ პორტრეტებს
თეოლოგიური და ადამიანური წინააღმდეგობების მიუხედავად მარადიული მფარველობის დაპირება რომელიც მიეცა დავითს და მის შთამომავლობას იძლევა იმის იმედს რომ ისევ გამოჩნდება ახალი დავითი ან ახალი სოლომონი და იქნება ძველ ოქროს ხანაზე უფრო ბრწყინვალე ახალი ოქროს ხანა //გაგრძელება იქნება//.
No comments:
Post a Comment