9.12.2013

საბჭოთა დემოკრატიის ხელში რასპუტინიც მოგენატრება


პუტინს და მისნაირებს რასპუტინიც გერჩივნოთ.

პოლიტიკაში რასპუტინი გაერია მხოლოდ ერთხელ.
მან დაჟინებით ურჩია მეფეს არ ჩარეულიყო ბალკანეთის კონფლიქტში. ღმერთი რასპუტინის მეშვეობითაც ცდილობდა კაცობრიობის გადარჩენას პირველი მსოფლიო ომისგან და ბოლშევიზმისგან მაგრამ ამათ განა რამეს შეასმენ?

ყოველივე ამის და კიდევ მეტის წაკითხვა შეგიძლიათ კოლინ ვილსონის წიგნში « ოკულტური, ადამიანის ფარული ძალები»,ინგლისური ორიგინალი « The Occult გამოიცა 1971 წელს, მისი ფრანგული თარგმანი კი 1973 წელს.

რასპუტინი კალიოსტროსაგან განსხვავებით გავლენიანი კაცი გახდა მეფის კარზე. მეფის ვაჟიშვილს სტანჯავდა მემკვიდრეობითი ჰემოფილია. უმცირესი ჭრილობაც კი იწვევდა ძლიერ სისხლისდენას და მას შეეძლო საშიში ხასიათის მიღება. რომანოვთა ბედი დამოკიდებული იყო ოჯახის ერთადერთ ვაჟიშვილ ალექსიზე. ერთხელ როდესაც ალექსი უხერხულად დაიჭრა და მძიმე მდგომარეობაში იყო ვიღაცამ უთხრა დედოფალს რომ დახმარების გაწევა ალბათ შეეძლო სასწაულთმომქმედ რასპუტინს. რასპუტინს უხმეს და მანაც დაიწყო ლოცვა ბავშვის სასთუმალთან. მას შემდეგ რაც რასპუტინმა ლოცვა დაამთავრა ალექსი სუნთქავდა ნორმალურად და მას მშვიდად ეძინა. რასპუტინმა მრავალჯერ უშველა მეფისწულს. ვერავინ ვერ იტყვის ზუსტად თუ რა ძალა ჰქონდა რასპუტინს, მაგრამ მას ნამდვილად შეეძლო სისხლისდენისთვის ხელის შეშლა.

ძნელია იმის თქმა თუ რატომ გაიჩინა რასპუტინმა ამდენი მტერი მეფის კარზე. 1963 წელს გამოცემულ ერთ ბიოგრაფიაში გამეორებულია ფართოდ გავრცელებული აზრი რომლის თანახმადაც რასპუტინი ერეოდა პოლიტიკაში და ბოროტად იყენებდა თავის გავლენას დედოფალზე თავისი მეგობრების მნიშვნელოვან თანამდებობებზე დასანიშნავად. შემდეგ კი მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ, დოქტორ ელისაბედ ჟუდასმა ნიუ იორკიდან განაცხადა რომ არაფერი არ ადასტურებს ამას…

როგორც ჩანს სიმართლე თქვა დოქტორ ელისაბედ ჟუდასმა: არაფერი არ ადასტურებს აშკარად რომ რასპუტინი პირველი პლანის პოლიტიკურ როლს ასრულებდა რუსეთში. ცნობილია მხოლოდ ის რომ მან რამოდენიმე რჩევა მისცა მეფეს ომის წარმართვის თაობაზე.

რასპუტინის ქრონოლოგიურად პირველი და ყველაზე გააფთრებული მტერი იყო ბერი ილიოდორი. ის თავიდან იყო რასპუტინის მეგობრებს შორის და შემდეგ გააფთრებით ცდილობდა მის დამხობას.

ილიოდორი იყო ფანატიკოსი რომელიც ნიმუშად და სამაგალითოდ თვლიდა სავონაროლას. მის ქადაგებებს ბევრი უსმენდა. 1911 წელს ის შეეჯახა რასპუტინს და ის თავისთან იხმო სარატოვის ეპისკოპოსმა ჰერმოგენმა თავის გასამართლებლად. ილიოდორე რასპუტინს ბრალად სდებდა ლოთობას და სექსუალურ აღვირახსნილობას. მაგრამ რასპუტინი დიდად საეჭვო ინტრიგების მსხვერპლი იყო
ვინაიდან თვითონ ილიოდორი იყო ბერად შენიღბული ჰომოსექსუალი.
რასპუტინმა ნახა მეფე და მოუყვა მას ფაქტების თავისი ვერსია და მეფემ დაუყოვნებლივ გარეკა ილიოდორე და ჰერმოგენი.

რასპუტინმა აღმოაჩინა ილიოდორის საიდუმლო და ვინაიდან დიდად არ გამოირჩეოდა ტაქტით და დროზე გაჩუმებით,განსაკუთრებით კი მისი საყვარელი ქართული ღვინის დალევის შემდეგ და მან ეს სადღაც წამოროშა. ილიოდორეს პრესტიჟი თანდათანობით დაეცა; ეს ხსნის მათ წაჩხუბებას.

გასახსენებელია ისიც რომ დედოფალი დიდად არ ყვარებიათ მისი მეუღლის კარისკაცებს. მარია-ანტუანეტას მსგავსად ისიც «უცხოელი» იყო და 1914 წლის ომის დასაწყისში ბევრი ფიქრობდა რომ ის გერმანელთა მხარეზე იყო. დედოფალი დიდ პატივს სცემდა რასპუტინს და მას თვლიდა წმინდანად და ამის გამო მისი მტრები რასპუტინის მტრებად გადაიქცნენ.

მეფეს ეჭორავებოდნენ და უხატავდნენ რასპუტინის გლოთობის კარიკატურულ სურათებს. რასპუტინი აღმოჩნდა შეთქმულებათა ცენტრში და მეფემ ის მრავალჯერ გააგდო კარიდან.

ნიკოლოზ მეორეს რასპუტინისთვის რომ დაეჯერებინა რუსეთის იმპერია
არ ჩაერეოდა ბალკანეთის ამბებში, გადაურჩებოდა პირველ მსოფლიო ომს და ბოლშევიკურ დიქტატურას და თანდათანობით გადაიქცეოდა ნორმალურ თანამედროვე ქვეყნად !!!

პოლიტიკაში რასპუტინი გაერია მხოლოდ ერთხელ.
მან დაჟინებით ურჩია მეფეს არ ჩარეულიყო ბალკანეთის კონფლიქტში.
მაგრამ 1914 წლის ივნისში ახალგაზრდა სერბმა პატრიოტმა სარაევოში მოკლა ფრანც-ფერდინანდი და ავსტრიამ ომი გამოუცხადა სერბეთს.

მსოფლიოს ბედი რუსეთის იმპერატორის ხელში იყო. დადგებოდა ის სერბეთის მხარეს და ჩაებმებოდა ომში ავსტრიის წინააღმდეგ თუ თვითონ ბალკანებს მიანდობდა მათი პრობლემების გადაწყვეტას?

სწორედ აქ შეიძლებოდა ყოფილიყო სასარგებლო რასპუტინის რჩევა და უეჭველია რომ მის რჩევას ექნებოდა დიდი მნიშვნელობა.

მაგრამ მთელი უბედურება იმაშია რომ რასპუტინი ამ დროს, სულთმობრძავი რასპუტინი, სიკვდილ-სიცოცხლეს შორის მყოფი რასპუტინი მაშინ პეტერბურგიდან შორს, მის მშობლიურ სოფელში იყო.

« შემთხვევითი» დამთხვევა :
რასპუტინი დანით დაჭრეს ზუსტად იმ დროს როდესაც სარაევოში მოკლეს ფრანც-ფერდინანდი.

Pირველი მსოფლიო ომის გამომწვევი მკვლელობა და თავდასხმა ადამიანზე რომელსაც შეეძლო ამ ომის თავიდან აცილება მოხდა ერთსა და იმავე დროს. სრულიად არაჩვეულებრივი დამთხვევა შეიძლება ითქვას რომ პირველი მსოფლიო ომის მიზეზები იყო ფრანც-ფერდინანდის მკვლელობა და რასპუტინის მოკვლის მცდელობა.

რასპუტინი მოკლეს 1916 წლის 16-17 დეკემბრის ღამეს.
რასპუტინი წინასწარ გრძნობდა რომ მას მოკლავდნენ. მან დეოფალს მისწერა წერილი რომელშიც ამბობდა რომ 1917 წლის პირველ იანვარს ის აღარ იქნებოდა ცოცხალი.
რასპუტინი აზუსტებდა რომ თუ კი მას მოკლავდნენ გლეხები ირუსეთი საუკუნეების მანძილზე დარჩებოდა აყვავებულ მონარქიად. ;

მაგრამ თუ კი მას მოკლავდნენ «ბოიარები» ( არისტოკრატები),მათი ხელები მისი სისხლით დასვრილი იქნებოდა 25 წლის განმავლობაში;

რუსეთში ამ დროის გასვლის შემდეგ აღარ იქნებოდნენ არისტოკრატები და მეფე და მისი ოჯახი დაიღუპებოდნენ ორ მომდევნო წელში.

შეიძლებოდა გვეფიქრა რომ ამ წერილის ამბავი გამოგონილია, მაგრამ თავისი სკეპტიციზმით და ზომიერებით ცნობილმა ისტორიკოსმა ბერნარდ პარესმა ნახა ამ წერილის ფაქსიმილე.

რასპუტინი,მაშ, დაპატიჟებული იყო მდიდარ თავად იუსუპოვთან სადაც მისთვის მომზადებული იყო მოწამლული საჭმელი და ღვინოები. შხამს მისთვის გონება უნდა წაერთვა ერთ წუთში და ის უნდა მოეკლა ოთხ წუთში.

მაგრამ არაფერი მომხდარა. რასპუტინმა წყნარად ჭამა და სვა და არც არაფერი ეტყობოდა. მაშინ იუსუპოვმა ტყვია დაახალა გულში რასპუტინს და გავიდა თანამზრახველთა სანახავად. მისი დაბრუნებისას რასპუტინი უეცრად წამოხტა და გაიქცა ბაღში. მას კიდევ ორი ტყვია დაახალეს და შემდეგ რკინის კეტები ჩასცხეს. ბოლოს და ბოლოს შეთქმულებმა გახვრიტეს ყინული მდინარეში და
შიგ ჩააგდეს რასპუტინი.

რასპუტინის წინასწარმეტყველები ახდა შესანიშნავი სიზუსტით. მომდევნო წელს მოხდა რევოლუცია. მეფე და მისი ოჯახი დააპატიმრეს და დახვრიტეს 1918 წლის 16 ივლისს.

მაგრამ ისტორია ამაზე არ გაჩერებულა. გავრცელდა ხმა რომ სამეფო ოჯახის ბავშვი-დიდი მთავარი ანასტასია გადაურჩა სასაკლაოს. 1922 წელს ბერლინში თავის მოკვლა სცადა ახალგაზრდა ქალმა, რომელშიც სხვა ქალმა «ამოიცნო» ანასტასია. შემდეგ რუსეთის სამეფო კარიდან გაქცეული მრავალი ადამიანი ამბობდა რომ დიდი მთავარი იყო ანა ანდერსონი. მაგრამ მან ვერ მოახერხა თავისი ვინაობის ლეგალურად დამტკიცება. . ნიკოლოზ მეორემ დიდი ფული დასდო უცხოურ ბანკებში და მთელი ეს ფული ანა ანდერსონს უნდა რგებოდა. გერმანიის ერთმა სასამართლომ ბოლოხანს უარყო მისი მიმართვა. გრიგოლ რასპუტინის ქალიშვილი მარია რასპუტინა მას შეხვდა 1960-ან წლებში და მანაც განაცხადა რომ ანა ანდერსონი იყო დიდი მთავარი ანასტასია რომელსაც ის კარგად იცნობდა ბავშვობაში.

რასპუტინი კროულის მსგავსად იყო ბუნებრივი, ნატურალური ჯადოსანი,მაგი.
მას არაფერი გაუკეთებია თავისი ძალების განსავითარებლად; დიდად საეჭვოა რომ ის აკონტროლებდა თავის შესაძლებლობებს.

არადა სულ სხვა იყო რუსეთის ოკულტისტური სამყაროდან გამოსული გიორგი ივანოვიჩ გურჯიევის შემთხვევა. ის მთელი ცხობვრება ცდილობდა თავისი ძალების განვითარებას, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა და მას ალბათ სხვა დროს დავუბრუნდებით.

თარგმნა გიორგი მარჯანიშვილმა

1 comment:

Anonymous said...

არ გამოიყვანეს რასპუტინი წმინდანად?რასპუტინი იყო ეშმაკეული და ბოროტი. ქალები გაკვირვებულები იყვნენ მისი სქესობრივი შესაძლებლობებით, გახრწნილი და გარყვნილი დემონი იყო ულევი ენერგიით. ერთი ვერსიით, ვარაუდობენ რომ დედოფალი რასპუტინთან ღალატობდა იმპერატორს. ის იყო ჯოჯოხეთის მაშხალა, ტყვია რომ დაახალეს ცეკვა სიმღერა და ბალალაიკაზე დაკვრა დაიწყო, სუფთა დემონი იყო და იქით ამასხარავებდა თავის მკვლელებს, გაგიჟდნენ ძლივს მოკლეს სანამ ყინული არ გატეხეს და არ ჩაახრჩეს.

კიდევ, ფრანც ფერდინანდი "სერბ პატრიოტებს" არ მოუკვლიათ, მასონების კონტროლირებადი ზონდერ-ორგანიზაცია "შავი ხელი" იყო და სერბები დღემდე პროვოკაციად თვლიან იმას რომ ზუსტად კოსოვოს დაცემის დღეს დაამთხვიეს ფრანც ფერდინანდის მკვლელობა, პირველი მსოფლიო ომის დაწყება და სერბეთის დაქცევის დასაწყისი. ისევე როგორც მრავალჯერ, სხვა ცუდი მოვლენების თარიღებიც კოსოვოს დაცემის დღეს დაუმთხვიეს სპეციალურად სერბეთის მტრებმა.

გიორგი კარგი გვერდი გაქვთ მაგრამ, ზოგ რაღაცეებში მაგრად არასწორს და საპირისპიროს ფიქრობთ. ამას როგორ მოველოდი რომ სულგაყიდულ მაშხალა რასპუტინს წმინდანად გამოიყვანდით. მაგან დააქცია რუსეთი! შეუჩნდა სამეფო ოჯახს და.. შეასრულა "მისია" და წაეთრა მერე, თორე ყინულში ჩახრჩობითაც ვერ მოკლავდნენ ალბათ.