![]() |
ბარბაროსების მიერ რომის აღებისა და აოხრებით დაშინებულ და თავზარდაცემულ ქრისტიანებს წმინდა ავგუსტინე შემდეგნაირად ამშვიდებდა: «ცხოვრება ჰგავს ალქიმიკოსის ქურას. ცეცხლი ბრიალებს, უვარგისი მასალა, ჩალა იწვის, ოქრო იწმინდება. მორწმუნე, ღირსეული და სათნო ადამიანი ოქროა და მას არაფერი ემუქრება“.
ფრანგი მწერალი დანიელ როპსი დაიბადა ეპინალში 1901 წლის 19 იანვარს. გაიზარდა სავუაში, შემდეგ გრენობლში სადაც ისწავლა სამართალი,ისტორია და გეოგრაფია. ასწავლიდა შამბერის. ამიანის, ბორდოს,ნეილის პასტერის ლიცეუმებში.
ძალიან მალე გახდა ესეისტი და მწერალი. მან ბოლოს და ბოლოს მიატოვა მასწავლებლობა და განაგრძო წერა.
იყო ქრისტიანი, კათოლიკე მწერალი. წმინდა წიგნების და აკრალური ტექსტების შესანიშნავად მცოდნე დანიელ როპსმა რომანების და ესეების გარდა დაწერა "ქრისტეს ეკლესიის იტორია" 9 ტომად.
ომის შემდეგ 1948 წლიდან სიკვდილამდე ის იყო ჟურნალი Ecclesia-ს //"ეკლესია"// დირექტორი.
1946 წელს მან მიიღო საფრანგეთის აკადემიის ლიტერატურის დიდი პრიზი. 1955 წლის 3 მარტს ის გახდა საფრანგეთი აკადემიის წევრი.