4.16.2011

ვალერი ჭალიძის ერთ-ერთი გაფრთხილება :


ნევროზი და საზოგადოება :

ცალკეულ პირებში ნევროზის გაჩენა საბოლოო ანგარიშით არის მარტოობით,მტრული ატმოსფეროთი, შიშით და საკუთარი თავის რწმენის არქონით გამოწვეულ გრძნობათა წყების შედეგი.
ამ გრძნობათა ერთობლიობა თავისთავად ჯერ არაა ნევროზი, მაგრამ ესაა ნევროზისთვის ხელსაყრელი ნიადაგი. ისინი ადამიანს აგრძნობინებენ მის სისუსტეს და დაუცველობას პოტენციურად საშიში გარემომცველი სამყაროს წინაშე. ეს ძირითადი შიში, ან,სხვა სიტყვებით, დაურწმუნებლობის ძირითადი გრძნობა, ადამიანს უბიძგებს მუდმივი ძალისხმევისკენ საკუთარი უსაფრთხოების და დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ნევროზის არსს წარმოადგენს სწორედ ამ წინააღმდეგობრივ ძალისხმევათა არსი.
მაშ ნევროზის წარმომშობი კულტურის ფაქტორებად თავიდან უნდა განვიხილოთ ადამიანის ემოციური იზოლირების, ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ პოტენციურად მტრული განწყობის, დაურწმუნებლობის და საკუთარი უძლურების გრძნობათა

გამომწვევი ფაქტორები.

ქვემოთ მოყოლილ მსჯელობებში მე არ ვაპირებ სოციოლოგიის სფეროში შეჭრას. მე უბრალოდ მინდა ორი დისციპლინის შესაძლო თანამშრომლობის მაგალითის ჩვენება.

დასავლურ კულტურებში მოქმედ და ინდივიდებში პოტენციური აგრესიულობის გამომწვევ ფაქტორებს შორის პირველი ადგილი უეჭველად უკავია იმ ფაქტს რომ მთელი ეს კულტურა დაფუძნებულია მეტოქეობაზე. კონკურენციის ეკონომიკური კანონი მოქმედებს ადამიანთა ურთიერთობებზე, უბიძგებს ადამიანს მთელი ძალღონით ბრძოლისაკენ ირგვლივ მყოფთა წინააღმდეგ.ერთის წარმატება დაბრკოლებად იქცევა მეორისთვის. ჩვენ ვიცით რომ მეტოქეობა განსაზღვრავს არა მარტო პროფესიულ ურთიერთობებს. ის იჭრება ჩვენს საზოგადოებრივ,
მეგობრულ,ოჯახურ ურთიერთობებში. მას ადამიანთა ნებისმიერ კავშირში შემოაქვს დამანგრეველი კონკურენციის, ზიზღის,ეჭვის,შურის ჩანასახი. მტრობის გრძნობის გამჩენ ფაქტორთა მორიგი ჯგუფია მკვეთრი განსხვავება მატერიალურ სიკეთეთა განაწილებისას და განათლების, გართობის,მკურნალობის შესაძლებლობებს შორის.ამავე რიგის კიდევ ერთი ფაქტორია ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ ადამიანთა მეორე ჯგუფის ექსპლუატაციის შესაძლებლობა.

დაურწმუნებლობის გამჩენ ფაქტორებს შორის წინა პლანზე გამოდის ჩვენი დაურწმუნებლობა ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში. ამას გარდა პირადი დაურწმუნებლობის და საშიშროების გრძნობას აჩენს შიშის და არაკეთილგანწყობის ატმოსფერო. წარმატების მოპოვების შემთხვევაში ადამიანს გარემომცველთა შურის ეშინია. წარუმატებლობის შემთხვევაში ადამიანს ეშინია ირგვლივ მყოფთა ზიზღისა,სხვის მიერ მოტყუებულის მდგომა-
რეობაში აღმოჩენის შიში, და მეორეს მხრივ შიში დასჯისა ირგვლივ მყოფთა მიმართ იგივე გრძნობების გამო,მათი ჯობნა-გასწრების, ზევიდან ყურების,ექსპლუატირების,და ა.შ.,გამო.

დაურწმუნებლობის გრძნობას როგორც ჩანს ასევე აჩენს ადამიანის ემოციური იზოლირება, რაც არის ადამიანთა დამახინჯებული ურთიერთობების და სოლიდარობის არარსებობის შედეგი.

საკუთარი თავის ანაბარა დარჩენილი ადამიანი სუსტია და თავს დაუცველად გრძნობს. დაურწმუნებლობის გრძნობა მით უფრო ძლიერია რომ დღეს ტრადიციაც და რელიგიაც ვერ აძლევს ადამიანთა უმეტესობას მათი დაცვის და მათი ენერგიის საჭირო კალაპოტში მოქცევის უნარის მქონე დიდი და ძლიერი ერთობის წევრობის განცდას.» ( კარენ ხორნეი, ნევროზი და საზოგადოება, New Ways in Psychoanalysis, 1939. ამ საინტერესო და საგანგაშო წერილის რუსულად გამოქვეყნებით ვალერი ჭალიძე აფრთხილებდა საბჭოთა საზოგადოებას რომ არსებობდა საბჭოთა საზოგადოების ღრმად ნევროტულ საზოგადოებად გადაქცევის საშიშროება. მას «დემოკრატიულმა აქტივისტებმა» ყური არ დაუგდეს და «აი»; «თანამედროვე იდეების პანორამა,Panorama of Contemporary Ideas, Chalidze Publications, New York,1982, გვ.133-134, თარგმანი რუსულიდან).

No comments: