4.17.2011

ევროპული ანაბანა: პოლიტიკა და რწმენა მამა ფრანსუა ვარიონთან

   ანრი მადელა, ევროპელ იეზუიტთა სა
 (ფრანგ კათოლიკეთა გაზეთი «ლა კრუა» ( «ჯვარი»), 2011 წლის 17 აპრილი).
ზოგჯერ ბუნდოვან პოლიტიკურ ბრძოლებში  მარტო ჩვენ თვითონ, დამოუკიდებლად, ან სხვებთან ერთად უნდა ვისწავლოთ უარის თქმა იმაზე რაც ამდაბლებს ადამიანს, რაც უკან სწევს მას და უნდა ვცადოთ უკეთესის ან,ზოგჯერ, ნაკლები ბოროტების  სივრცის გაფართოება.
პოლიტიკის სფეროში, ისევე როგორც სხვაგან, მოქმედებამდე უნდა დავეკითხოთ სახარებას, მაგრამ აგრეთვე უნდა გავაანალიზოთ ჩვენი კონკრეტული მდგომარეობა.  ქრისტიანი შემოქმედებით გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ორი შუქის, სახარებაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილების, სამართლიანობის და სიყვარულის მომთხოვნი  შუქის და და სწორედ
გაანალიზებული კონკრეტული ვითარებიდან მომდინარე შუქის შეყრის ადგილას. თუ კი დავკმაყოფილდები სახარებით ვითარებათა ანალიზის დონეზე კომპეტენციის მისაღებად ჩემი მორალი იქნება ეკლესიის ბავშვთა გუნდის წევრის მორალი. მაგრამ თუ კი დავკმაყოფილდები ვითარების ანალიზით სახარებისთვის მიუმართავად ჩემი მორალი წარმართული, ვითარების  მორალი იქნება. საჭიროა ორი შუქის შეერთება და მათი შეხვედრის ადგილას უნდა მივიღო მე გადაწყვეტილება ყველა რისკით რომელსაც ის გულისხმობს.

            მამა ფრანსუა ვარიონის აზრით პოლიტიკური საკითხი არის ჩვენს ცხოვრებათა გულში. ყველა  ადამიანი შეგნებულად  თუ ამის გაუცნობიერებლად ჩაბმულია პოლიტიკაში. არ დგას პოლიტიკობის თუ პოლიტიკისგან განზე გადგომის საკითხი. ლაპარაკია შეგნებულად, გაცნობიერებულად პოლიტიკოსობაზე.

             დუმილი, განზე გადგომა, შეწყნარება თუ დათანხმება,  უარყოფა, ხმის ამოღება და აზრის გამოთქმა,მოქმედების დაწყება, ყველაფერი ეს არის ადამიანში პოლიტიკური სიმის აჟღერება.

               გაჩუმება თუ ლაპარაკი, განზე გადგომა თუ თუ მოქმედებაში ჩაბმა  არის პოლიტიკური გადაწყვეტის გულში მყოფი ძალთა თანაფარდობის რომელიმე მხარეს გადაწონვისთვის სასარგებლო ფორმები. არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ერთ-ერთი უპირველესი პოლიტიკური ძალაა ინერციის ძალა. ამის მნიშვნელობა უკეთ გვესმის როდესაც ვხედავთ ჩვეული ძილიდან უეცარ გამოღვიძებას, როგორც ეს ხდება დღეს ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე.

           ზოგი ქრისტიანებს თვლის «სუფთა ხელებიან» ადამიანებად. მამა ვარიონი გმობს « წმინდა ხელების ყალბ აპოლიტიზმს».

           ცნობილია სახელგანთქმული ანდაზა : არასოდეს ცდება ის ვინც არაფერს აკეთებს, მაგრამ მაშინ შეცდომაა მთელი ცხოვრება.

            ადამიანის სიდიადე, ხაზს უსვამს მამა ვარიონი ეკლესიის მამათა კვალზე, არის ის რასაც უწოდებენ « უმაღლეს, უკანასკნელ გაღმერთებას». ადამიანური ამოცანების შესრულებისას მისი თავისუფლების დაკნინების გარეშე გაღმერთების  ეს დაპირება ზრდის ადამიანს. მაგრამ ის მიუთითებს გადამწყვეტ კითხვაზე : «რა გინდათ რომ ქრისტემ გააღმერთოს როდესაც ჩვენ არ ვაადამიანურებთ არაფერს?»

No comments: