8.19.2011

მითი ქაჯავეთში ანუ საიქიოში წასულ და უკან დაბრუნებულ გახუა მეგრელაურზე...


გ ა ხ უ ა  მ ე გ რ ე ლ ა უ რ ი ს   წ ა ყ ვ ა ნ ა  ქ ა ჯ ა ვ ე თ ი ს
დ ა ს ა ლ ა შ ქ რ ა ვ ა დ
გახუა ყოფილა, მეგრელაურთ გახუა. ხახმატის ჯვარს ქაჯავეთში წაუყვანია. ანგელოზების ჯარი შეყრილა. ალბათ,...
ლაშქრობისას კარატის ჯვარს უჯობნია სხვებისათვის. გავაეყარა ერთად ანგელოზები. მისულან ქაჯავეთში... დასცემიან, რაც ჰქონიათ, წაურთმევიათ. ანგელოზებს საქონელი გამოურეკია, ვერცხლის თასები და სხვაც
ბევრი წამოუღიათ. სასრევი და სამართებელი ქაჯავეთიდან გამოტანილი, ღლიღველებს მოუპარიათ შემდეგ. ხვთიშვილებს ქაჯავეთიდან ტყვედ წამოუყვანიათ ქალები: სამძიმარი, აშექალი, მზექალი. სამძიმარი ღვთის ნასახი (დანაბადი), გიორგის დაი ყოფილა...გავარვარებულ რკინას ხელზე იწყობდა კარატის ჯვარი და ქაჯებს ესროდა. ქაჯებს წამოსვლისას მოლაშქრეთათვის კატების თავ-ფეხები უსვრიათ. გუდანის ჯვარს დელამფარი (დიდი ფარი) ჰქონია. ანგელოზები მას შეფარებიან და ასე დაუცავთ თავი კატების თავ-ფეხებისაგან... ყოველივე ეს გახუას ნაუბარია.
თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967წ, გვ. 190-193

No comments: