
ინჟინერი,მწერალი,წევრი სომხური ექსტრემისტული ჯგუფებისა რომელთა მიზანიც იყო დასავლეთ ანუ თურქეთის სომხეთის განთავისუფლება, ის სწავლობდა
ნახიჭევანის,როსტოვის,ტფილისის,ჟენევის სკოლებში და ეჩმიაძინის სემინარიაში,
პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდანვე ის შევიდა დროს მოხალისე სომეხთა პოლკში, მონაწილეობდა ყარსის განთავისუფლებაში და დაჯილდოვდა წმ. გიორგის ორდენით,ამის შემდეგ ის სწავლობდა მოსკოვის და შვეიცარიის უნივერსიტეტებში,
საბჭოთა კავშირში მას ეკავა მაღალი თანამდებობები. ის შველოდა კავკასიის და დონის დამშეულებს და ამიტომ მას მადლობა გადაუხადა პირადად სტალინმა, სტალინმა მას მისცა ირანში წასვლის უფლებაც, იქ გურგენ იანიკიანმა ირანის პირველი მეტალურგიული კომბინატის აგებისთვის მიიღო სახელმწიფო ჯილდოები. მოკავშირეებისთვის გზის აგებისთვის კი მას აჯილდოებს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და ის იღებს ამერიკის მოქალაქეობას.ვა
ეწეოდა ეთნოლოგიურ გამოკვლევებს, პირადად იცნობდა საბერძნეთის და ეგვიპტის მეფეებს და ცნობილ კომუნისტ მოღვაზეებს.
1973 წლია 27 იანვარს მან ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სანტა ბარბარაში დახოცა თურქეთის მთავარი და მეორეხარისხოვანი კონსულები და ჩაბარდა ხელისუფლებას საჩვენებელი პროცესის მოწყობის მიზნით, თან განაცხადა რომ მას არ მოუკლავს ადამიანები. რომ მან ჭუჭყი მოაშორა დედამიწას. მას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა და შემდეგ გადაიყვანეს დახურულ საავადმყოფოში სადაც გარდაიცვალა კიდეც, მისმა მიმდევრებმა შექმნეს იატაკქვეშა სომხური მებრძოლი ორგანიზაციები და მათ შორის ასალა ანუ საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის.
No comments:
Post a Comment