10.03.2011

ფსიქიური სნეულებები-4: მოწამლური ყოველდღიურობა:

 .
აჩემებული დაუძლეველი შფოთი, აჩემებული ნევროზი.
  შემაშფოთებელი განმეორებადი და აჩემებული აზრები, განუწყვეტელი რიტუალური ქცევები. მათ დასაძლევად პაციენტმა შეიძლება ყოველ დღეს მრავალი საათი გაატაროს განსაწმენდად,შესამოწმებლად,გასააზრებლად...
 ესაა უნებურად გაჩენილი, შფოთის და მოუსვენრობის მომგვრელი განმეორებადი და აჩემებული აზრები,იმპულსები თუ ხატები. ისინი არ ეთანხმება მათი განმცდელი პიროვნების ღირებულებებს და პაციენტი ცდილობს მათ მოშორებას და ნეიტრალიზაციას.



   არის აგრეთვე განმეორებადი და სტერეოტიპული ქცევები ურომელთოდაც სუბიექტს არ შეუძლია მაშინაც კი როდესაც ხედავს ექსცესიურად ან აბსურდულად. ამ ქცევათა მიზანია აჩემებული აზრების მიერ გაჩენილი შფოთის და მოუსვენრობის მოშორება.


    აჩემებულ-აკვიატებული აზრები თუ ხატები და იმპულსები ითვლება ნორმალურ ფენომენად რომელიც აქვს  მოსახლეობის 80 პროცენტს. მაგრამ ეს მავნე ხდება მაშინ როდესაც გრძელდება დღეში ერთ საათზე მეტს,ერევა სუბიექტის ყოველდღიურ ცხოვრებქში ან ანაღვლიანებს მას.

         ეს სნეულება იყოფა კატეგორიებად რომელთაგანაც ყველაზე ხშირია მბანელ-
-მრეცხველები,შემმოწმებლები,ყოველმხრივ გამსინჯველები.

       მბანელ-მრეცხველები,მაგალითად,ატარებენ დაბანვა-გაწმენდის რიტუალებს.აჩემებულ-აკვიატებულ აზრებს აჩენს გარემოდან მოსული სტიმული
//მტვერი,ჭუჭყი, კონტაქტი სხვა ადამიანთან...// და მაშინ აჩემებული ქცევებია,მაგალითად,ხელების 50-ჯერ დაბანა, ხელს არ კიდებენ კარის სახელურს,არ ჩამოჯდებიან გარეთ, სახლში დაბრუნებისას იბანენ და რეცხავენ ყველაფერს.

      ადამიანმა,მაგალითად,მთელი ღამე შეიძლება გაატაროს ხელების ბანაში ისე რომ მაინც ვერ დაიჯეროს მათი სისუფთავე.

       გაზის,ელექტრობის თუ შესავსებელი საბუთების შემოწმებით შემმოწმებელი სუბიექტები ცდილობენ ხანძრის, წყალდიდობის საფრთხის თავიდან აცილებას, ცდილობენ რომ ზიანი არ მიაყენონ სხვებს და საკუთარ თავს ან არ დაუშვან შეცდომები.


     აჩემებულ აზრებს აჩენს შინაგანი ფენომენები,შეცდომის დაშვების შიში. შემმოწმებლები ცდილობენ მოსალოდნელ-შესაძლებელი საფრთხეების თავიდან აცილებას და შემოწმებების შეწყვეტა ძნელია.

              თავისი მანქანის საჭესთან მჯდომ ზოგ ადამიანს ჰგონია რომ მან მანქანა დააჯახა ვიღაცას და ის ბრუნდება უკან. ამის გაკეთებისას მას ისევ იპყრობს ეჭვი რაც მას აიძულებს ყველაფრის ხელახლა დაწყებას....

                      ფარმაკოლოგიური კვლევები იძლევა იმის დასკვნის საშუალებას რომ დეპრესიის საწინააღმდეგო წამლებს შეიძლება ჰქონდეს კარგი შედეგი.

               თერაპიის საშუალებაა  აჩემებული აზრების და იდეების ზუსტი შეფასება და გააზრება ვინაიდან სწორედ მათი არასწორი შეფასება ანიჭებს მათ პათოლოგიურ ხასიათს.

                ცენტრალური ჰიპოთეზა ისაა რომ სუბიექტები აჩემებული აზრების და იდეების ინტერპრეტაციისას ამოდიან საფრთხეთა არსებობის და მათი თავიდან არიდების იდეიდან და.,მაშ, თერაპიის მთავარი სამიზნეა აკვიატებულ-აჩემებულ ხატებთან დაკავშირებული აზრები.

No comments: