10.04.2011

ფსიქიური სნეულებები-5: დეპრესიის შავი ხვრელი :

დიურერის "მელანქოლია"
დეპრესიული მდგომარეობა შეიძლება დაუკავშირდეს ნებისმიერ სხვა ფსიქიურ სნეულებას თუ ფიზიკურ ავადმყოფობას. დეპრესია არაა მხოლოდ  დაღონება და დანაღვლიანება, მისმა სხვადასხვა გამოვლინებებმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს მთელ ყოველდღიურობაზე ძილიდან და მადიდან სოციალურ ცხოვრებამდე.
    დეპრესიულ მდგომარეობათა არსებობა დადასტურებულია ანტიკური ხანის უძველეს სამედიცინო ტექსტებში. მე-19 საუკუნემდე მელანქოლიად წოდებული ეს ფსიქიური სნეულება ჩანს ყველგან და ყოველთვის. 
 უჩვეულო, ღრმა, საერთო მწუხარება, ნაღველი:
 დეპრესიის სიმპტომების აღწერა ძნელია იმიტომ რომ ის პაციენტთა შესაბამისად ის იძენს სხვადასხვა სახეს.



  ყველაზე ტიპიური ფორმის დეპრესია ხასიათდება უჩვეულო.ღრმა,საერთო მწუხარებით, ნაღველით. 


         მისი ძალიან მტანჯველი და ზოგჯერ აუტანელი ხასიათისთვის ხაზის გასასმელად ლაპარაკობენ მორალურ ტკივილზეც.




         დეპრესიაში ჩავარდნილი განიცდის დამნაშავეობის გრძნობას,უძლურებას,
თავს თვლის დამარცხებულად. მას აღარაფერი აინტერესებს.ის კარგავს ყოველგვარ იმედს. ის უარყოფითად ხედავს მომავალს,საკუთარ თავს და სამყაროს. 


              ამ ნაღველს და მწუხარებას ძალიან ხშირად თან ახლავს შფოთი და ფიქრები თვითმკვლელობაზე. 


          თვითმკვლელობა,დეპრესიული ფსიქოლოგიის ლოღიკური დასასრული,  კარგად აჩვენებს ამ სნეულების სიმძიმეს.


           დეპრესია იწვევს ფსიქიური პროცესების და მოძრაობათა შენელებას. დეპრესიულს ძალიან უჭირს კონცენტრაცია,ყურადღების ფიქსაცია,აზრების მოკრება,მოგონებათა გაცოცხლება. ის გაუბედავია,გრძნობს ნებისყოფის სისუსტეს. მისი მოძრაობები ნელია,მიმიკა-ღარიბი,სიტყვა-იშვიათი,კუნთოვანი ტონუსი მოდუნებული.

მელანქოლია
      დეპრესიულ მდგომარეობას აუცილებლად ახლავს თან დაუძლურება რაც დიდად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის ყოველგვარ ძალისხმევას. როგორც წესი ადამიანს უფუჭდება მადა და ემართება უძილობა. დეპრესიაში ჩავარდნილს არ უჭირს დაძინება,მას ეღვიძება უდროოდ,შუაღამისას ან გარიჟრაჟზე

      ამის საწინააღმდეგოდ შემთხვევათა მეხუთედში შეიმჩნევა გაძლიერებული მადა და გახანგრძლივებული ძილი.

                    როგორც წესი სიმპტომები ყველაზე ძლიერია დილით,გაღვიძებისას და რბილდება დღის განმავლობაში.

         დეპრესია ძლიერად მოქმედებს პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაზე. დეპრესიაში ჩავარდნილი იკეტება საკუთარ თავში,ერიდება სოციალურ კონტაქტებს. შრომის ნაყოფიერება მცირდება და ყველაზე ხშირად გამართლებულია ბიულეტენზე გასვლა

        დეპრესიული მდგომარეობა როგორც წესი იქმნება რამოდენიმე დღეში და მკურნალობის გარეშე გრძელდება რამოდენიმე თვე. მკურნალობის შემთხვევაში გაუმჯობესება
 ხდება რამოდენიმე დღეში.


                                           შავი ნაღველის სიჭარბე:

   ამ ტიპიური ფორმის გვერდით არის ინტენსიურობის,ხანგრძლივობის თუ სიმპტომატური მახასიათებლების მიხედვით ცვალებადი ძალიან ბევრი კლინიკური ფორმა.

         დეპრესია ადამიანს შეიძლება დაემართოს ყველა ასაკში. ის ემართება როგორც ჩვილ ბავშვს ისე მოხუცს.


პირველად დეპრესიაზე ლაპარაკობენ როდესაც ადამიანს მანამდე არ ჰქონია სხვა  ფსიქიური სნეულება, მეორად დეპრესიაზე კი მაშინ როდესაც უკვე არსებობდა სხვა ფსიქოტური სნეულებები. დეპრესიული მდგომარეობა შეიძლება დაუკავშირდეს ნებისმიერ სხვა ფსიქიურ თუ ფიზიკურ სნეულებას და ,კურნალობის ზოგ მეთოდს.

მელანქოლია
      დეპრესიული მდგომარეობები შემთხვევათა უმრავლესობაში შეიძლება განმეორდეს. ლაპარაკობენ ბიპოლარულ დეპრესიაზე როდესაც  განმეორებადი დეპრესიული მდგომარებები დაკავშირებულია აღგზნებულ მდგომარეობასთან...

               ანტიკური ხანის ექიმების აზრით დეპრესია დაკავშირებულია შავი ნაღველის სიჭარბესთან, აქედანაა სიტყვა მელანქოლია.

        დეპრესიულ მდგომარეობათა ფიზიოპათოლოგიური მექანიზმი ისევ უცნობია.მათ იწვევს ან ცხოვრებისეული მოვლენები ან ჯერ დაუდგენელი ბიოლოგიური დარღვევები.
ზოგი ასეთი დარღვევა გენეტიკური და მემკვიდრეობითია. 


  ფროიდულ კონცეფციებში დეპრესიული მდგომარეობები დაკავშირებულია რაღაც დანაკარგთან,გლოვის ხატთან და,ამდენად,ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან.

          1950-ანი წლების ბოლოდ დეპრესიის სამკურნალო საშუალებების,
ანტიდეპრესორების აღმოჩენასთან ერთად  განოთქმული იქნა მოსაზრებები დეპრესიის ბიოლოგიური მიზეზების შესახებაც. განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ზოგი ნეირომედიატორის,მაგალითად სეროტონინის,ნორადრენალინის და დოპამინის გაუწონასწორებლობას. ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური მიზეზები ექსკლუზიური არაა და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდებს.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

             დეპრესიულ მდგომარეობათა მკურნალობა არაა ისე კარგად დადგენილი როგორც ანგინების თუ მიოკარდის ინფარქტის მკურნალობა. ამას განაპირობებს კლინიკურ სიტუაციათა მრავალფეროვნება და მათი ფიზიოპათოლოგიური მექანიზმების არცოდნა. 


            მიუხედავად ამისა ყველაზე მძიმე შემთხვევებში,როდესაც არსებობს თვითმკვლელობის საფრთხე,აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და ყურადღებიანი მეთვალყურეობა.

 
      ყველაზე ინსტენსიური ფორმებისთვის ფორმალური რჩევაა დეპრესიის საწინააღმდეგო წამლების,ანტიდეპრესორების გამოყენება. ასეთ მკურნალობას კარგი შედეგი შეიძლება ჰქონდეს საშუალო და ზომიერი ინტენსივობის ფორმების შემთხვევაშიც. ამ შემთხვევაში დიდად სასარგებლოა ფსიქოლოგიური მკურნალობაც,განსაკუთრებით კოგნიტიური და კო,პორტემენტალური თერაპიები,მაგრამ არა მარტო ისინი. 


             როდესაც მენტალურ პათოლოგიას უკავშირდება ერთი ან რამოდენიმე ნივთიერებას,მაგ. ალკოჰოლოს, მიჩვევა //ე.ი.გალოთება,განარკომანება და ა.შ.// საჭიროა დეპრესიულ მდგომარეობებთან ერთად ამ მავნე ჩვევათა მკურნალობაც თორემ ევოლუცია არ იქნება სასიკეთო. 


     ხშირად საუკეთესო სამკურნალო პროგრამაა ანტიდეპრესორის დაკავშირება ფსიქოთერაპიასთან.


              მაგრამ განდიდების შემდეგ ანტიდეპრესორები დიაბოლიზებული იქნა. რეალობა შუაშია. მრავალი პაციენტისთვის ესაა შესანიშნავი საშუალება. მაგრამ ის არაა პანაცეა. 


               დეპრესიულ მდგომარეობათა მკურნალობა მოითხოვს გარკვეულ პრაგმატიზმს. თერაპიული პროგრამა უნდა შემუშავდეს ყოველი პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობისთვის უდიდესი ანგარიშის გაწევით და არა სტერეოტიპულად 
                   

No comments: