10.06.2011

ფსიქიური სნეულებები-6,მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი//ან სინდრომი//


მანიაკურ-დეპრესიული
 ვან გოგი
      დამიწებული  მდგომარეობიდან დამუხტულ და მღელვარე მდგომარეობამდე//ან პირიქით//, პაციენტი გადადის ერთი ემოციური უკიდურებისაგან მეორეზე და ეს საზიანოა მისთვის და მის ირგვლივ მყოფთათვის
ორპოლუსიანი სნეულებები, ეიფორიიდან სასოწარკვეთამდე:
 დამიწებული  მდგომარეობიდან დამუხტულ და მღელვარე მდგომარეობამდე //ან პირიქით//, პაციენტი გადადის ერთი ემოციური უკიდურებისაგან მეორეზე და ეს საზიანოა მისთვის და მის ირგვლივ მყოფთათვის.     სნეულება არის   სდეპრესიული მდგომარეობიდან მანიაკურ ან ჰიპომანიაკურ მდგობარეობაში //ან პირიქით// გადასვლის ციკლის დაბრუნება.
დეპრესიულ,დათრგუნულ მდგომარეობას ცვლის აღგზნებული,
 ჰიპერაქტიური მდგომარეობა  //ან პირიქით//.   შემთხვევათა 50 პროცენტში ეპიზოდები შერეულია,.. ისინი ერთდროულად ხასიათდებიან მანიაკური და დეპრესიული სიმპტომებით

  ცოტა ისტორია:
   2500 წლის წინ ჰიპოკრატემ აღწერა მელანქოლია,შავი ნაღველი. არეტეუს კაპადოკიელმა მე-2 საუკუნეში დაადგინა კავშირი მანიასა და მელანქოლიას შორის. 1759 წელს ესპანეთში ანდრეს პიკემ დაადგინა მელანქოლიური და მანიაკური  დაავადებების თანამედროვე დიაგნოზი,მაგრამ მანიისა და დეპრესიის გაერთიანება ერთ სპეციფიურ ფსიქიურ სნეულებაში 1852-1854 წლებში დაადგინეს საფრანგეთში. ჟან-პიერ ფალრე ამ ავადმყოფობას უწოდებდა ცირკულარულ სიგიჟეს და ჟიულ ბაილარჟე-ორმაგი ფორმის სიგიჟეს.
    1893-1899 წლებში ემილ კრეპელინმა შეავსო ფრანგთა ნაშრომი და შემოიღო მანიაკურ-დეპრესიული სიგიჟისა თუ ფსიქოზის ცნება.,,
      ბიპოლარობა ყველაზე უფრო ოჯახური ავადმყოფობაა.მისი სიხშირე აშკარად უფრო დიდია ბიპოლარულთა ოჯახებში ვიდრე საზოგადოდ მოსახლეობაში ან დეპრესიულთა ოჯახებში. გენეტიკა უფრო ძლიერია ნაადრევი ბიპოლარობის //15 წლამდე// შემთხვევაში.  გენები დაკავშირებულია განწყობის მოულოდნელ ცვლილებებთან,გონებრივი კონტროლის უნარის სისუსტესთან, შინაგანი საათების მოშლასთან // სიფხიზლე-ძილის ციკლების აცდენა//,ტვინში ძლიერ დოპა-მინერგიულ აქტივობასთან.

  ბიპოლარობის ეტიოლოგია:
      ბიპოლარული სნეულება უწინარეს ყოვლისა ტვინის ავადმყოფობაამაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ და გარემოს ფაქტორებსაცადრეულ ტრავმებს,ბავშვობაში გაუპატიურების თუ ფიზიკური ძალადობის გადატანას,მარცხებს,გაყრებს...
      ბიპოლარობას განაპირობებს სუბიექტის მგრძნობიერი, ინტენსიური და არასტაბილური ტემპერამენტის// მისი პიროვნების ბიოლოგიური ნაწილი// შეჯახება შეუსაბამო გარემოსთან.
   მთავარი მადესტაბილიზებელი ფაქტორია ძილი. რეციდივი შეიძლება გამოიწვიოს ძილის ხანგრძლივობის შემამცირებელმა ნებისმიერმა გარეშე ფაქტორმა// გლოვა,დროითი სხვაობა,მშობიარობა, ანტიდეპრესორის ხმარება...//.
    ეს ბიპოლარული სნეულება განაპირობებს ცხოვრების ცუდ პირობებს // მარცხი სკოლაში,სენტიმენტალური განშორებები,სამუშაოს დაკარგვა ან არასტაბილურობა, სოციალური იზოლაცია,ფსიქიატრიული ჰოსპიტალიზაციები. ეს შეძენილი მოწყვლადობა ართულებს თანდაყოლილ მოწყვლადობას.

                      ჰიპომანიაკური სიმპტომები;
-ეიფორია,აღგზნება-აღფრთოვანება,
-გაღიზიანებადობა ან სიფიცხე,
-ექსცესიური საქმიანობა, მეტისმეტად ბევრი პროექტი,
-სასიამოვნო აქტივობის ექსცესი //რაღაცეების დაუფიქრებლად შეძენა,სექსუალური ქცევა, გაუფრთხილებელი პროექტები...  
-ცოტა ძილი დაღლილობის გარეშე.
-სხვებთან კონტაქტების სიიოლე,
-აკრძალვების დარღვევა,ურცხვობა.
-საკუთარი თავის გაძლიერებული პატივისცემა. სიდიადის იდეები.
- სწრაფად და საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკი.
-იდეათა გაჟონვა.
======================================================
             დეპრესიული სიმპტომები :
 -ნაღველი, მწუხარება, ტირილი, დაჩლუნგება.
- სასიამოვნო საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა,
-საქმიანობის შემცირება,
-უძილობა,
-დილის დიდი დაღლილობა,
-უმადობა,
-წონის ცვლილება,
- უძლურება,
-ნელი და საკმაოდ ღარიბი მეტყველება,
-საკუთარი თავის უარყოფითად შეფასება,
- მარტოობის ან სასოწარკვეთილობის განცდა,
- ფიქრები სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე.
========================================================
       ბიპოლარობა არ იკურნება დროს გასვლასთან ერთად და მას აქვს დამძიმების ტენდენცია, მედიკამენტები აუცილებელია,მაგრამ საკმარისი არაა. მკურნალობა არ უნდა იფარგლებოდეს მწვავე ეპიზოდების მკურნალობით. საჭიროა ბიპოლარულ პიროვნებათა ხმაურიანი და ქაოტური ცხოვრების მოწესრიგება,

No comments: