10.06.2011

ფსიქიური სნეულებები-7: როდესაც ჯალათად გადაიქცევა სამსახური:



თუ კი სტრესი სამსახურში იქნება შედარებით ხშირი მოვლენა, ბურნუ  არის უკიდურესი ვარიაცია რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ტრაღიკულ ბოლომდე.


      სამუშაო ჩვენი ყველაზე უარესი მტერია?


 სამუშაო სიკვდილით გვემუქრება? ერთ წელზე მეტია რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ლაპარაკობენ მოსამსახურეთა დრამატულ ტანჯვაზე და ათობით ზოგი პროფესიონალის თვითმკვლელობაზე. რამ განაპირობა ასეთი ტანჯვა?
   როგორ მიყავს პროფესიულ გაჭირვებას ადამიანი თვითმკვლელობამდე? ვინაა პასუხისმგებელი?


           რა უნდა გაკეთდეს ტანჯული ადამიანების დასახმარებლად და სამკურნალოდ?

       მთავარი ბრალდებულია პროფესიული სტრესი. ეს ცნება ასახავს სამსახურში მრავალ არასაიამოვნო ვითარებას.


   ინჟინერმა ლორანმა,რომელმაც ექიმს მიმართა კონსულტაციისთვის თქვა:


    „მე წუთითაც კი არ მაქვს შესვენება. მე მაქვს ტონობით საქმეები //დოსიეები//, ისინი გროვდება და მე არ მაქვს დრო! რას აკეთებს ჩემი იერარქია? ჩვენ ერთნაირ მდგომარეობაში ვართ. უკვე რამოდენიმე თვეა რაც მჭირს უძილობა, მტკივა კუჭი, ექიმი მირჩევს შენელებას...მე ვერ ვახერხებ! მე მუდამ მაქვს სტრესი და თუ ნაკლებს გავაკეთებ მე კიდევ უფრო მეტი მექნება გასაკეთებელი!"


               სტრესის ფსიქოპათოლოგია:

     მაგრამ რა არის პროფესიული სტრესი? ამის თაობაზე არის მრავალი თეორია.

               პროფესიული სტრესი შეიძლება ჩაითვალოს უსიამოვნო ფსიქოლოგიურ მდგომარეობად რომელსაც  იწვევს ის რომ თანამშრომელს არ ძალუძს მის წინაშე დასმული ამოცანის შესრულება,რომ ის ვერ ეგუება ორგანიზაციის და ხელმძღვანელობის სტილს.,,

               ჩვენს შემთხვევაში ლორანის პროფესიული სტრესი გამოიწვია სულ უფრო დქ უფრო მზარდი მოთხოვნების  დაკმაყოფილების სუბიექტურმა და ობიექტურმა შეუძლებლობამ.  


                      სტრესის ფსიქოპათოლოგია:


          პროფესიული სტრესის რაობის შესახებ არსებობს ბევრი თეორია. 


      ემოციური თვალსაზრისით პროფესიული სტრესი შეიძლება ჩაითვალოს  ფსიქოლოგიურად არასასიამოვნო მდგომარეობად რომელსაც ქმნის რეალური თუ წარმოსახვითი შეუთავსებლობა მოსამსახურის წინაშე დასმულ ამოცანებსა და მოსამსახურის შესაძლებლობებს შორის.როდესაც მოსამსახურეს რეალურად არ ძალუძს ან ჰგონია რომ არ შეუძლია მის წინაშე დასმული ამოცანის შესრულება,როდესაც ის ვერ ეგუება მისი სამსახურის ორგანიზაციისა და ხელმძღვანელობის სტილს. 


                  ჩვენს შემთხვევაში ლორანის პროფესიული სტრესი გამოიწვია იმან რომ მას არ შეუძლია მიდამ მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება. 


                              განმეორებადი ვითარებები იწვევს სომატური სიმპტომების ერთობლიობას//ძილი,მონელება...// რომლებიც წარმოადგენენ ტანჯვის ნიშნებს და მოითხოვენ ყურადღებას და მკურნალობას.


                სტრესის მდგომარეობათა გახანგრძლივების,ქრონიკულად გადაქცევის და გახევების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს "სტრესის ფსიქოპათოლოგია":ბურნუ.


    ასეთია მრავალი წლის მანძილზე ერთ სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრში ცუდი მოპყრობის მსხვერპლების მკურნალი ფსიქოლოგი სარას შემთხვევა. 


               ისიც დადის ექიმთან იმიტომ რომ განიცდის სტრესს,დაძაბულობას,დაუძლურებას და იოლად ღიზიანდება ხოლმე. 


             ის ამბობს რომ მისი სიმპტომების განვითარება დაკავშირებულია მისი პაციენტების პრობლემატიკასთან.


                ის გახდა უგრძნობელი პაციენტების პრობლემების მიმართ ვინაიდან ის ვეღარ გრძნობს რომ ძალუძს მათი ემოციურად მართვა,ის თავს გრძნობს ცარიელად,ცინიკოსად და არაკომპეტენტურად. ის ყველანაირად ცდილობს სამუშაოსთვის თავის არიდებას. 


               და მაინც რა არის ბურნუ? კრისტინა მასლაშის და ვილმარ შოფელის აზრით ესაა სამგანზომილებიანი სინდრომი. ის შედგება ემოციური დაუძლურებისგან//მაგალითად  ემოციათა განცდის და გამოხატვის სიძნელისგან//, სხვებთან ურთიერთობით დაუინტერესებლობისგან/ ცინიკური,ცივი დამოკიდებულებები და ა.შ.//, პიროვნული განუსრულებლობის და არაეფექტურობის სიმპტომებისგან //პროფესიულ და პიროვნულ უნართა დაკარგვის განცდა//. 


                თავიდან პროფესიულ გარემოსთან გაიგივებული, ის არ შემოიფარგლება ამ გარემოთი...


                მეცნიერთა გამოკვლევები აჩვენებს რომ მიზეზია არა იმდენად სამუშაო რამდენადაც სხვებთან ურთიერთობის გაუფასურება. 


       ბურნუ არ  უნდა იყოს უყურადღებოდ დატოვებული იმიტომ რომ მკურნალობის გარეშე მან შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დეპრესია და ადამიანს უბიძგოს თვითმკვლელობისკენ.




~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~


                              ბურნუს მკურნალობა ძნელია იმიტომ რომ ის გულისხმობს პროფესიული და ოჯახური სტრუქტურების,მეგობართა წრის პასუხისმგებლობას.  
განსაკუთრებით ეს ეხება საწარმო-დაწესებულებებს რომელთა ხელმძღვანელებიც ფეხს ითრევენ როდესაც დგება ხელმძღვანელობის ფორმებისა და მეთოდების შეცვლის საკითხი.


                       მაშ მკურნალობა უნდა მოიცავდეს ორ დონეს,კოლექტიურს და ინდივიდუალურს....


~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~


                   საცოდნელია სწორედა:


         სტრესი არის შრომის სამყაროში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემა. 


            გამოკვლევის თანახმად ევროკავშირში   მოსამსახურეთა 22 პროცენტს სტანჯავს შრომის სტრესი...
              
                


            




                       

No comments: