10.07.2011

ფსიქიური სნეულებები-8: პოსტ-ტრავმატული სტრესი:


კარავაჯოს მედუზა 
გორგონა

 პოსტ-ტრავმატული სტრესი არის ტრავმის მომგვრელ ინციდენტში მოხვედრის ან მის მოწმედ ქცევის შედეგი. ასეთი შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში, შიშისმომგვრელი, დამაუძლურებელი ან თავზარდამცემი მოვლენა  დღეს ვიცით პოსტ-ტრავმატული სტრესის განცდა არაა სისუსტის ნიშანი
ის შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საფრთხის აღქმამ, ტრავმის სიძლიერემ, ის შეიძლება გააძლიეროს წინა ტრავმების და სტრესების გახსენებამ...

მას ხელს უწყობს სოციალური საყრდენის არქონა და აუღიარებლობა.
 ტრავმა არ შემოიფარგლება მისი მომგვრელი მოვლენით.მან შოკით შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი სტრესი...
ტრავმა მუდამ ხელახლა განიცდება ფსიქოლოგიურად.  აგრესიის შემდეგ ხშირად ხედავენ ხოლმე უცნაურ და ძალადობით სავსე სიზმრებს. ომების მოწმეებს ან მონაწილეებს ისევ ესმით ხოლმე აფეთქებების და სროლის ხმა მაშინაც როდესაც არაფერი ხდება.  ქურდობის მსხვერპლს ზოგჯერ ქუჩაში შეიძლება მოელანდოს ქურდი.

მსხვერპლი გაურბის ხოლმე ტრავმასთან დაკავშირებულ ვითარებებს და ობიექტებს... ავტოავარიის მოწმეები ან დაზარალებულნი გაურბიან ხოლმე მანქანის საჭესთან ჯდომას...ზოგი ხდება ხოლმე პასიური, მას უქრება სურვილები,ვეღარ განიცდის ვერაფერს,ხდება გულგრილი, ხშირია უძილობა...

  არის ხოლმე,პირიქით,მეტისმეტად აღგზნების შემთხვევები,კონცენტრაციის გართულება,განგაშის შეგრძნება, ნერვიულობა სულ უმნიშვნელო რამის გამო,ჩნდება შეუწყნარებლობა. გულმავიწყობა, ვეღარ უყურებენ ხოლმე ტელევიზორს.


მეტიც,ტრავმის მომგვრელი მოვლენის გადატანას ხშირად მოსდევს დანაშაულის ჩადენის ან სირცხვილის განცდა ადამიანის ბუნებაზე,სიკეთეზე და ბოროტებაზე,ღმერთის როლზე არსებობაში  ზოგადი წარმოდგენის მტკივნეული შეცვლა.

ადამიანი შეძრული გამოდის სიცოცხლის სისუსტესთან ამ მძაფრი და მტკივნეული შეჯახების შემდეგ.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
წამლებით მკურნალობა არ შველის პოსტ-ტრავმატულ სტრესს. ის ცდილობს მეტისმეტად არასასიამოვნო სიმპტომების შემსუბუქებას. მას შეუძლია ნაღველის,შფოთის შემსუბუქება და ძილისთვის ხელის შეწყობა.

მაგრამ მკურნალობის მთავარი სტრატეგიაა ფსიქოთერაპია რომელიც პაციენტს უხსნის სინდრომის დამახასიათებელ ნიშნებს და სიმპტომების ფუნქციებს. პაციენტი აცნობიერებს და ჯანსაღად გამოხატავს მტკივნეულ ემოციებს რაც იძლევა მათი შემსუბუქების საშუალებას. გამოვლენილი იქნება დანაშაულის ჩადენისა თუ სირცხვილის ასოცირებული გრძნობებიც.

 პაციენტს ფიზიკურად დაამშვიდებს მოსვენებაც. ზოგი ფსიქოთერაპია მიზნად ისახავს მივიწყებული და  ტრავმის მომგვრელი შემთხვევის მიერ გააქტიურებული კონფლიქტების გადაწყვეტას. ფსიქოთერაპია პაციენტს ეხმარება ტრავმის მომგვრელი განცდის ემოციურ გადახარშვაში...

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
  საცოდნელია სწორედა:

  ადამიანთა 90 პროცენტი ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდის ტრავმის მომგვრელ მოვლენას

60 პროცენტისთვის ესაა ახლობლის მოულოდნელი სიკვდილი.
40-ოდე პროცენტისთვის ესაა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფიზიკური აგრესიის განცდა.29 პროცენტი არის ვიღაცის სიკვდილის ან მძიმედ დაჭრის მოწმე. 28 პროცენტი ხვდება მძიმე ავტოკატასტროფაში და 17 პროცენტი განიცდის ბუნებრივ კატასტროფას. ქალები 9ჯერ უფრო მეტად ხდებიან სექსუალური აგრესიის მსხვერპლები.ავტოავარიის,ბრძოლისა და ფიზიკური აგრესიის განცდა ბევრად უფრო ხშირია მამაკაცებში

მსხვერპლთა 25-ოდე  პროცენტს აქვს პოსტ-ტრავმატული სტრესის სიმპტომები

პოსტ-ტრავმატულ სტრესს განიცდის მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 8 პროცენტი. მსხვერპლთა ნახევარი ამ სტრესის გარდა განიცდის მძიმე დეპრესიას და,მეტიც,ფიქრობს თვითმკვლელობაზე
მამაკაცთა 52 პროცენტს და ქალთა 28 პროცენტს უჩნდებათ მავნე ჩვევები, ისინი შეიძლება გალოთდნენ კიდეც.   

No comments: