10.02.2011

ფსიქიური სნეულებები-2: არის თუ არა სიგიჟე სოციალური კონსტრუქცია?

          ფსიქიური ავადმყოფობა არ დაიყვანება მის სამედიცინო  განსაზღვრებაზე. ის ეწერება მოცემულ კონტექსტში როდესაც თვითონ პაციენტები მონაწილეობენ იმის დადგენაში თუ რა არის ნორმალური და რა არა.


               იოლია იმის დანახვა რომ კატეგორიები რომლებშიც ვაქცევთ სნეულებებს არაა წმინდა ობიექტივაციის შედეგი // როგორც ატომები ფიზიკაში//. ისაა მკურნალთა და ავადმყოფთა მუდმივ მოლაპარაკებათა არაა საკმარისი თავის ცუდად განცდა.

       ისტორიის მომენტების მიხედვით ადამიანი შეიძლება იყოს ავადმყოფი ან არა იმის მიხედვით მდიდარია ის თუ ღარიბი,კოლონიზებულია ის თუ არა,ქალია ის,ბავშვი თუ მოხუცი, რომელ ენაზე ლაპარაკობს ან მისი საზოგადოების სიმდიდრის შესაბამისად.

           სწორია? სისულელეა, ამბობენ გუნდურად მეცნიერული თვალსაზრისის მომხრეები. გინდა ელაპარაკებოდნენ ავადმყოფები ექიმებს მათი დიაგნოზის შესახებ და გინდა არა ეს არც აქრობს და არც აჩენს ყვითელ ციებ-ცხელებას,შიზოფრენიას თუ მაღალ წნევას. ამით არიან ადამიანები ავად. დანარჩენი, ასე ვთქვათ სოციალური კონსტრუქცია, უმეცართა შეცდომა, გარემოებათა გავლენა ავადმყოფათა შესახებ წარმოდგენაზე და არა თვითონ ავადმყოფობაზე. ..

      ნამდვილად შეიძლება ამ დებატის გადაქცევა ფილოსოფიურ პრობლემად.

         ბევრი მემარცხენე ფიქრობს რომ ავადმყოფობები არის სახელები,აბსტრაქტული კატეგორიები რომლებიც არსებობენ მანამდე სანამ მათ აცოცხლებენ სოციალური ინტერესები.

             ბევრი მემარჯვენე ფიქრობს რომ სინამდვილე თავისთავად მკვიდრდება.

              მაგრამ ჩაუფიქრდით დეტალებს და დაინახავთ რომ ყველაფერი რთულდება.
   ავად ხდება არა ორგანიზმი არამედ სოციალური არსება. ჯანმრთელობა არაა მხოლოდ სხეულის მდგომარეობა, ის ასევე არის ფასეულობა, მთავარი ნორმა მაგალითად ეკონომიკის კარგი ფუნქციონირებისთვის.

               გადავდოთ გვერდზე ისტორია,მეტისმეტად იოლი ხერხი რელატივისტური თვალსაზრისის დასაცავად და შევხედოთ ყოველდღიურ ცხოვრებას.

           ყველაფერი კარგადაა როდესაც დიაგნოზის დასმა ხდება ექიმის და ავადმყოფის პირისპირ ყოფნისას.

             მაგრამ ყველაფერი ცუდადაა როდესაც ავადმყოფები ქმნიან ასოციაციებს მათი მდგომარეობის სიმძიმის აღიარების მოპოვების,კომპენსაციების მიღების ან მათი ავადმყოფობების კვლევის მხარდაჭერის მიზნით.

               ზოგი სნეულება მაშინ უფრო სოციალურ ფენომენად შეიძლება გადაიქცეს ვიდრე სამედიცინო ფაქტად.

                ამას ამბობენ დეპრესიის,მაღალი წნევის და ა.შ. მცირე ფორმებზე. აიღეთ ფიზიკური,მენტალური და ეხლა "ფსიქიური" ინვალიდობა ისინი ძველ ავადმყოფობას გარდაქმნიან "სოციალურ ზარალად": ავტონომიის შესუსტება, ცხოვრების დონის დაცემა

                    ამიერიდან ცხოვრებისეულ ურთიერთობებში თავის ცუდად განცდა თითქოს საკმარისია ექიმისთვის მისამართავად. ამ ფონზე ყოველი "ობიექტური" ავადმყოფობა იქცევა სოციალურ პრობლემად. უარესი,აცნობიერებენ მხოლოდ იმას რაც აჩენს სოციალურ პრობლემას. უკიდურეს შემთხვევაში არ შეებრძოლებოდნენ ციებ-ცხელების გადამტან კოღოს და დააკბენინებდნენ მას იმას ვისი დაკბენაც მას უნდოდა ესპანელი კოლონები რომ არ შეშფოთებულებიყვნენ შედეგებით რომელიც შეიძლებოდა ჰქონოდა ამას დამპნებული ინდიელებისთვის.

                არის კი ზუსტი შუალედი? ამერიკელმს პროფესორმა ჯერომ ვაკეფილდმა ავადმყოფობა განსაზღვრა როგორც  ფუნქციონირების ზარალის მომტანი მოშლა. ფუნქციონირების მოშლა იმიტომ რომ საჭიროა რეალური ბიოლოგიური საფუძველი, ზარალის მომტანი იმიტომ რომ ფუნქციონირების ყველა დარღვევას არ მოაქვს ზარალი. 
მოახერხეს თუ არა სარეველას /სოციალური და ნაგები /სიყალბის// ბალახისგან // ნამდვილი ავადმყოფობა// გამორჩევა?



          

No comments: